შალვა რამიშვილი სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების განადგურების წინააღმდეგია. ტელეწამყვანის აზრით, ჩანაწერი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განადგურდეს, თუ გამოძიების ჩატარების შემდეგ ამას მოსამართლე გადაწყვეტს. ამის შესახებ ჟურნალისტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები არის ნივთმტკიცება სისხლის სამართლის საქმეზე (უკანონო თვალთვალი სამს. მდგომარეობის გამოყენებით). უნდა ჩატარდეს გამოძიება. ამ ჩანაწერების მიხედვით უნდა დადგინდეს თუ რა სახის კამერებზე იყო ყოველივე გადაღებული, უნდა დადგინდეს სად იყო განლაგებული ეს კამერები. უნდა იდენტიფიცირებულ იყოს ყველა ის მოქალაქე რომელიც აღბეჭდილია ფირზე. შემდეგ უნდა გამოიკვეთოს დამნაშავე პირთა წრე და მათ წინააღმდეგ უნდა დაიწოს სს სამართლებრივი დევნა. ყოველივე უნდა განიხილოს სასამართლომ. ბოლოს მოსამართლემ საქმეზე განაჩენის გამოტანისას უნდა გადაწყვიტოს ნივთმტკიცებათა ანუ ამ ჩანაწერთა ბედი. კანონით ასეა." - წერს რამიშვილი.
მოგვიანებით რამიშვილმა კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზეც გააკეთა.
"ენჯეო აქტივისტის უმძალვრესი იარაღი არა უცხოელების მხარდაჭერა და გრანტებია, არამედ არის საზოგადოების მსუყე ნაწილში მოპოვებული ავტორიტეტი და ნდობა. ენჯეო ტიპს არ გააჩნია სახელისუფლებო ბერკეტი. მან ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი აზრის სწორად ჩამოყალიბებას (სწორად ე.ი მისი, ენჯეო ტიპის შეხედულებების შესაბამისად, რა თქმა უნდა). ენჯეო მასტი იმ შემთხვევაში გახდება ფაქტორი თუ ხელისუფალი შეამჩნევს, რომ ეს ტიპი ახდენს ხალხის განწყობების ფორმირებას და სჯობია დაუთმოს თორემ ელექტორალურად დაენძრევა.
ეს ზოგიერთი ჩვენი ენჯეო მასტი კი მარსიდან ჩამოსულის შთბეჭდილებას სტოვებს. არასათანადოდ დალაგებული პრიორიტეტები, რაღაც შაბლონისადმი ერთგულება, საკუთარი ხალხის არ მიღება და არ ცოდნა. პისდეც თქვენთვის არის ეს ყოველივე ცუდი ძვირფასი ენჯეო მასტებო. დაკარგავთ ერთადერთ იარაღს. თორე მე რა", - წერს ტელეწამყვანი.