კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსტანტინე გამსახურდია - ძალადობრივი სისტემის რეალური დემონტაჟი უნდა დაიწყოს
კონსტანტინე გამსახურდია - ძალადობრივი სისტემის რეალური დემონტაჟი უნდა დაიწყოს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წა­მე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას მო­ი­თხოვს. მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა თქვას უარი ძა­ლა­დო­ბა­ზე და ამის­თვის ცალ­კე­უ­ლი პიარ-აქ­ცი­ე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის.

"ბევ­რს ალ­ბათ ახ­სოვს, 1976 წელს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ თა­ვის არა­ლე­გა­ლურ ჟურ­ნალ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ამ­ბე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია "ბო­რო­ტე­ბის ფეს­ვი". იგი შე­ე­ხე­ბო­და შსს-ს და მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ჯა­ლათს, ვინ­მე იური ცი­რე­კი­ძეს. იგი ადა­მი­ა­ნებს "ამუ­შა­ვებ­და" კა­მე­რებ­ში, ცემ­და, აწა­მებ­და, აუ­პა­ტი­უ­რებ­და სა­ში­ნე­ლი მე­თო­დე­ბით, სძა­ლავ­და სა­სურ­ველ ჩვე­ნე­ბებს. ეს ადა­მი­ა­ნი 70-ია­ნე­ბის ბო­ლოს გა­ა­სა­მარ­თლეს.

სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხდე­ბო­და მხედ­რი­ო­ნი­სა და სხვა მო­ნა­თე­სა­ვე პა­რა­მი­ლი­ტა­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ცი­ხე­ებ­შიც, შემ­დგომ კი ოფი­ცი­ა­ლურ სა­პყრო­ბი­ლე­ებ­ში - გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი მხატ­ვა­რი ვ. ნო­დია. ამ ფაქ­ტებ­ზე ზო­გა­დად ით­ქვა, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. რო­გორ და­ვი­ჯე­როთ, რომ "პრე­ზი­დენ­ტად" გად­მო­ნათ­ლულ შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ ცი­ხე­ებ­ში სულ არა­ფე­რია მომ­ხდა­რი. ეს და­ა­ვა­დე­ბა 2003 წლი­დან მ. სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა გა­და­ი­ღო: ამი­ტო­მაც მი­ზანტროპ­მა ზ. ადე­იშ­ვილ­მა და შსს-ს "უნა­რი­ან­მა ბი­ჭებ­მა" ლა­ღად გა­შა­ლეს ფრთე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბის გან­რის­ხე­ბას აქ უფრო ის იწ­ვევს, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და და­სავ­ლუ­რო­ბა­ზე დებ­და თავს.

გლ­და­ნის ცი­ხის და ქუ­თა­ი­სის კად­რე­ბი მემ­კვიდ­რეა საბ­ჭო­თა გუ­ლა­გის, გერ­მა­ნუ­ლი ოს­ვენ­ციმ-და­ხა­უს, ამე­რი­კუ­ლი აბუ-გრე­ი­ბის და გუ­ან­ტა­ნა­მოს, 2000-ია­ნე­ბის ჩეჩ­ნე­თის ჩერ­ნო­კო­სო­ვოს ცი­ხის კოშ­მა­რი­სა. მი­მაჩ­ნია, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­იქ­მნას სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი­ვე ამას გა­მო­ი­ძი­ებს და უზუს­ტე­სად გან­სა­ზღვრავს და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მეს თა­ვის კონ­კრე­ტი­კა­ში. ამით სა­ხელ­მწი­ფო ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­ე­მიჯ­ნოს ძა­ლა­დო­ბის მან­ქა­ნას. ცალ­კე­ულ­თა პიარ-აქ­ცი­ე­ბი და აჟი­ო­ტა­ჟი არაფ­რის მომ­ტა­ნი არ იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბად­რა­გო სამ­სა­ხურს, ალ­ბათ უნდა შე­იქ­მნას ცალ­კე სკო­ლა მათი მომ­ზა­დე­ბის­თვის. მი­ღე­ბა უნდა მოხ­დეს უმ­კაც­რე­სი ტეს­ტი­რე­ბით, რაც მათი ფსი­ქი­კის და ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის შეს­წავ­ლას გუ­ლის­ხმობს. მგო­ნი ჩვენ­თან არც არის ასე­თი სკო­ლა.

კო­მი­სია თა­ვის სა­ხელს რომ და­არ­ქმევს ყვე­ლა­ფერს, მერე კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი უნდა მოყ­ვეს ამას. ანუ ძა­ლა­დობ­რი­ვი სის­ტე­მის რე­ა­ლუ­რი დე­მონ­ტა­ჟი უნდა და­ი­წყოს. ხოლო ადა­მი­ა­ნის ზო­გა­დად მიდ­რე­კი­ლე­ბა ძა­ლა­დო­ბის­კენ, ეს სამ­წუ­ხა­როდ სხვა რი­გის სა­კი­თხია - რე­ლი­გი­ებს, ხე­ლოვ­ნე­ბას, მეც­ნი­ე­რე­ბას რომ აწუ­ხებს, ისე­თი.

ზო­გადსა­კა­ცობ­რიო უბე­დუ­რე­ბის შე­დე­გი ალ­ბათ, თვით გუ­ლა­გიც და ოს­ვენ­ცი­მიც ხომ ამის პრო­დუქ­ტია. ძა­ლა­დო­ბას თვი­თონ ადა­მი­ან­მა უნდა უთხრას თა­ვის თავ­ში უარი. და რა შემ­თხვე­ვა­ში ეტყვის? იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ჩათ­ვლის, რომ თა­ვად (და ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნიც) უფრო მე­ტია, ვიდ­რე სხვა ცხო­ვე­ლებ­ზე უფრო ჭკვი­ა­ნი და და­უნ­დო­ბე­ლი ცხო­ვე­ლი. და სამ­ყა­როც იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე ეს გა­რეგ­ნუ­ლად ჩანს. ამი­ტომ ვწერ­დი, რომ ეს სა­კი­თხი ზო­გა­დად მა­ინც რე­ლი­გი­ე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის და ხე­ლოვ­ნე­ბა­თა პრობ­ლე­მაც არის", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­მეგ­რე­ლო­ში მდე­ბა­რე სა­მა­ლა­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი გუ­შინ მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­აც­ნო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­მეგ­რე­ლო­ში სა­მა­ლა­ვებ­ში ფეთ­ქე­ბად ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან ერ­თად წა­მე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბი და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პი­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი არ­ქი­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

კონსტანტინე გამსახურდია - ძალადობრივი სისტემის რეალური დემონტაჟი უნდა დაიწყოს

კონსტანტინე გამსახურდია - ძალადობრივი სისტემის რეალური დემონტაჟი უნდა დაიწყოს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წამების ამსახველ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. მისი თქმით, სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას უარი ძალადობაზე და ამისთვის ცალკეული პიარ-აქციები საკმარისი არ არის.

"ბევრს ალბათ ახსოვს, 1976 წელს ზვიად გამსახურდიამ თავის არალეგალურ ჟურნალში "საქართველოს მოამბე" გამოაქვეყნა სტატია "ბოროტების ფესვი". იგი შეეხებოდა შსს-ს და მაშინდელი მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის ჯალათს, ვინმე იური ცირეკიძეს. იგი ადამიანებს "ამუშავებდა" კამერებში, ცემდა, აწამებდა, აუპატიურებდა საშინელი მეთოდებით, სძალავდა სასურველ ჩვენებებს. ეს ადამიანი 70-იანების ბოლოს გაასამართლეს.

საშინელებები ხდებოდა მხედრიონისა და სხვა მონათესავე პარამილიტარული ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ციხეებშიც, შემდგომ კი ოფიციალურ საპყრობილეებში - გავიხსენოთ თუნდაც სასტიკად ნაწამები მხატვარი ვ. ნოდია. ამ ფაქტებზე ზოგადად ითქვა, მაგრამ კონკრეტული გამოძიება არ ჩატარებულა. როგორ დავიჯეროთ, რომ "პრეზიდენტად" გადმონათლულ შევარდნაძის დროინდელ ციხეებში სულ არაფერია მომხდარი. ეს დაავადება 2003 წლიდან მ. სააკაშვილის რეჟიმმა გადაიღო: ამიტომაც მიზანტროპმა ზ. ადეიშვილმა და შსს-ს "უნარიანმა ბიჭებმა" ლაღად გაშალეს ფრთები. ადამიანების განრისხებას აქ უფრო ის იწვევს, რომ ეს ხელისუფლება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე და დასავლურობაზე დებდა თავს.

გლდანის ციხის და ქუთაისის კადრები მემკვიდრეა საბჭოთა გულაგის, გერმანული ოსვენციმ-დახაუს, ამერიკული აბუ-გრეიბის და გუანტანამოს, 2000-იანების ჩეჩნეთის ჩერნოკოსოვოს ციხის კოშმარისა. მიმაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც ყოველივე ამას გამოიძიებს და უზუსტესად განსაზღვრავს დანაშაულის სიმძიმეს თავის კონკრეტიკაში. ამით სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაემიჯნოს ძალადობის მანქანას. ცალკეულთა პიარ-აქციები და აჟიოტაჟი არაფრის მომტანი არ იქნება.

რაც შეეხება საბადრაგო სამსახურს, ალბათ უნდა შეიქმნას ცალკე სკოლა მათი მომზადებისთვის. მიღება უნდა მოხდეს უმკაცრესი ტესტირებით, რაც მათი ფსიქიკის და ცნობიერების დონის შესწავლას გულისხმობს. მგონი ჩვენთან არც არის ასეთი სკოლა.

კომისია თავის სახელს რომ დაარქმევს ყველაფერს, მერე კონკრეტული ქმედებები უნდა მოყვეს ამას. ანუ ძალადობრივი სისტემის რეალური დემონტაჟი უნდა დაიწყოს. ხოლო ადამიანის ზოგადად მიდრეკილება ძალადობისკენ, ეს სამწუხაროდ სხვა რიგის საკითხია - რელიგიებს, ხელოვნებას, მეცნიერებას რომ აწუხებს, ისეთი.

ზოგადსაკაცობრიო უბედურების შედეგი ალბათ, თვით გულაგიც და ოსვენციმიც ხომ ამის პროდუქტია. ძალადობას თვითონ ადამიანმა უნდა უთხრას თავის თავში უარი. და რა შემთხვევაში ეტყვის? იმ შემთხვევაში, თუკი ჩათვლის, რომ თავად (და ზოგადად ადამიანიც) უფრო მეტია, ვიდრე სხვა ცხოველებზე უფრო ჭკვიანი და დაუნდობელი ცხოველი. და სამყაროც იმაზე მეტია, ვიდრე ეს გარეგნულად ჩანს. ამიტომ ვწერდი, რომ ეს საკითხი ზოგადად მაინც რელიგიების, მეცნიერებების და ხელოვნებათა პრობლემაც არის", - წერს გამსახურდია.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გუშინ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავებში ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს