მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკანონო მასალები პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების ცხოვრების პიკანტურ მომენტებს შეიცავს"
"უკანონო მასალები პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების ცხოვრების პიკანტურ მომენტებს შეიცავს"

შს სა­მი­ნის­ტრო­ში უკა­ნო­ნოდ გა­და­ღე­ბუ­ლი 12 888 ფა­ი­ლი ინა­ხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი კო­მი­ი­სის ერთ-ერ­თმა წევ­რმა კახა კა­ხიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მა­რა­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ მა­სა­ლებ­ში ასა­ხუ­ლია პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა.

"საქ­მე გვაქვს და­ნა­შა­უ­ლის ძა­ლი­ან დიდ მას­შტა­ბებ­თან, არ­სე­ბობს 12 888 ფა­ი­ლი, რო­მე­ლიც ასა­ხავს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, დიპ­ლო­მა­ტე­ბის და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბას, არა მხო­ლოდ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც პი­კან­ტურ მო­მენ­ტებს შე­ი­ცავს, არა­მედ საქ­მი­ან სა­მუ­შაო დე­ტა­ლებ­საც", - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ხიშ­ვილ­მა.

კო­მი­სი­ის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კა­ხიშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის მიერ აღ­ნიშ­ნულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ გა­კე­თე­ბულ შე­ფა­სე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი "თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნის დად­გმა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"პრე­ზი­დენ­ტი გუ­შინ გა­მო­ვი­და და თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა დად­გა. იგი აცხა­დებს, რომ არ იც­ნობ­და ახა­ლა­ი­ას, არ იც­ნობ­და ქარ­და­ვას, ნელ-ნელა ამ­ნე­ზია ემარ­თე­ბა და ვე­ღა­რა­ვის ვე­ღარ ცნობს. მისი მხრი­დან სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ის მას­შტა­ბუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, რაც 13 000-მდე უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბულ ჩა­ნა­წე­რებს მო­ი­ცავს მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნის მიერ არის გა­კე­თე­ბუ­ლი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­სა­ცი­ლოა" - დას­ძი­ნა კა­ხიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­და­ვა, რომ­ლის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზეც პრე­ზი­დენ­ტი აპე­ლი­რებს, კუდი-ს უფ­რო­სად 2012 წელს და­ი­ნიშ­ნა, მა­შინ როცა უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი 2004 წლი­დან არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა იცო­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. სწო­რედ ამი­ტომ კო­მი­სი­ის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ჩავ­თვა­ლეთ სა­ჭი­როდ, რომ და­მა­ტე­ბი­თი შეხ­ვედ­რე­ბი გავ­მარ­თოთ დიპ­ლო­მა­ტებ­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლებ­თან და იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რებ­თან, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და", - დას­ძი­ნა კა­ხიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, კა­ხიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტს ურ­ჩევს, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­ვი­დეს და ჩვე­ნე­ბა მის­ცეს,

"პრე­ზი­დენ­ტი იმი­ტომ არაა პრე­ზი­დენ­ტი, რომ მხო­ლოდ ილა­პა­რა­კოს. თუ ის თვლის, რომ სა­ზა­რე­ლი რამ მოხ­და და ამ­ტკი­ცებს, რომ ამის შე­სა­ხებ არ იცო­და, მა­შინ მი­ვი­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. თქვას, რომ არ იც­ნობ­და ჩხა­ტა­რაშ­ვილს, არ იც­ნობ­და ქარ­და­ვას. თქვას ისიც, რო­გორ და­ა­ჯილ­დო­ვა ორი­ვე ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და რო­გორ გა­დას­ცა ერთ-ერთ მათ­განს 1 000 ჰა მიწა ერთ ლა­რად, იქ­ნებ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნე­ბა­ში ასა­ხოს", - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

შს სა­მი­ნის­ტრო­ში ფა­რულ ვი­დე­ო­მა­სა­ლებ­თან შექ­მნი­ლი კო­მი­სი­ის სხდო­მა თით­ქმის 3 სა­ათს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"უკანონო მასალები პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების ცხოვრების პიკანტურ მომენტებს შეიცავს"

"უკანონო მასალები პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების ცხოვრების პიკანტურ მომენტებს შეიცავს"

შს სამინისტროში უკანონოდ გადაღებული 12 888 ფაილი ინახება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომიისის ერთ-ერთმა წევრმა კახა კახიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარატებით, აღნიშნულ მასალებში ასახულია პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების პირადი ცხოვრება.

"საქმე გვაქვს დანაშაულის ძალიან დიდ მასშტაბებთან, არსებობს 12 888 ფაილი, რომელიც ასახავს პოლიტიკოსების, დიპლომატების და ჟურნალისტების ცხოვრებას, არა მხოლოდ პირადი ცხოვრების იმ ნაწილს, რომელიც პიკანტურ მომენტებს შეიცავს, არამედ საქმიან სამუშაო დეტალებსაც", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, კახიშვილი ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ შეფასებასაც გამოეხმაურა და ქვეყნის პირველი პირი "თეატრალური წარმოდგენის დადგმაში" დაადანაშაულა.

"პრეზიდენტი გუშინ გამოვიდა და თეატრალური წარმოდგენა დადგა. იგი აცხადებს, რომ არ იცნობდა ახალაიას, არ იცნობდა ქარდავას, ნელ-ნელა ამნეზია ემართება და ვეღარავის ვეღარ ცნობს. მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ის მასშტაბური დანაშაული, რაც 13 000-მდე უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერებს მოიცავს მხოლოდ ორი ადამიანის მიერ არის გაკეთებული, არასერიოზული და სასაცილოა" - დასძინა კახიშვილმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ქარდავა, რომლის მიერ ჩადენილ დანაშაულზეც პრეზიდენტი აპელირებს, კუდი-ს უფროსად 2012 წელს დაინიშნა, მაშინ როცა უკანონო ჩანაწერები 2004 წლიდან არის გადაღებული.

"ეს ყველაფერი უნდა იცოდეს საზოგადოებამ. სწორედ ამიტომ კომისიის დღევანდელ სხდომაზე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დამატებითი შეხვედრები გავმართოთ დიპლომატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან და იმ პოლიტიკური პარტიების წევრებთან, რომელთა მიმართაც ფარული თვალთვალი ხორციელდებოდა", - დასძინა კახიშვილმა.

გარდა ამისა, კახიშვილი პრეზიდენტს ურჩევს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში მივიდეს და ჩვენება მისცეს,

"პრეზიდენტი იმიტომ არაა პრეზიდენტი, რომ მხოლოდ ილაპარაკოს. თუ ის თვლის, რომ საზარელი რამ მოხდა და ამტკიცებს, რომ ამის შესახებ არ იცოდა, მაშინ მივიდეს პროკურატურაში და ჩვენება მისცეს. თქვას, რომ არ იცნობდა ჩხატარაშვილს, არ იცნობდა ქარდავას. თქვას ისიც, როგორ დააჯილდოვა ორივე ღირსების ორდენით და როგორ გადასცა ერთ-ერთ მათგანს 1 000 ჰა მიწა ერთ ლარად, იქნებ ეს ყველაფერი ჩვენებაში ასახოს", - განაცხადა კახიშვილმა.

შს სამინისტროში ფარულ ვიდეომასალებთან შექმნილი კომისიის სხდომა თითქმის 3 საათს მიმდინარეობდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ