პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ კეტი ჰოლმსი სამსახურს ვერ შოულობს
ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ კეტი ჰოლმსი სამსახურს ვერ შოულობს

კეტი ჰოლმს ტომ კრუზ­თან გაყ­რის შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა უჭირს - მსა­ხი­ობს უიღ­ბლო­ბა სდევს თან, გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებ­ზე კი ქა­ლიშ­ვი­ლის გამო უა­რის თქმა უწევს.

მსა­ხი­ო­ბე­ბი კეტი ჰოლმსი და ტომ კრუ­ზი ერთი წლის წინ და­შორ­დნენ. მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის სე­ინ­ტო­ლო­გი­ით გა­და­მე­ტე­ბუ­ლი გა­ტა­ცე­ბა გახ­და. აგ­ვის­ტო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მათი ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი დე­დას­თან დარ­ჩა, მა­მას კი მისი ნე­ბის­მი­ერ დროს ნახ­ვის უფ­ლე­ბა აქვს. ეს გაყ­რა ჰო­ლი­ვუ­დის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და უკონ­ფლიქ­ტო აღ­მოჩ­ნდა.

კეტი ჰოლმსის პრო­დუ­სე­რის თქმით, კე­ტის­თვის "თა­ვი­სუფ­ლე­ბის წელი" რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ობს პა­ემ­ნებ­ზე სი­ა­რუ­ლი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა უჭირს.

"კე­ტის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი მა­მა­კა­ცის ად­გი­ლი არ არის, ამ­ჟა­მად იგი მთლი­ნად სუ­რი­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. გან­ქორ­წი­ნე­ბა ასე აღიქ­ვა: "მუ­შა­ო­ბის დრო მო­ვი­და",- გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნალ People-ს მსა­ხი­ო­ბის კო­ლე­გამ.

მაგ­რამ მსა­ხი­ობს კა­რი­ე­რა­ში არ უმარ­თლებს. კერ­ძოდ, ბროდ­ვე­ის დად­გმა "დაბ­ლო­კი­ლი არ­გა­რი­შე­ბი", რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს, ჩა­ვარ­და და პრე­მი­ე­რი­დან ორი თვის შემ­დეგ თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ამო­ი­ღეს.

მსა­ხი­ობს ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვა უძ­ნელ­დე­ბა - ქა­ლიშ­ვი­ლის გამო ფილმ "მო­ლი­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა.

"კე­ტის სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა უჭირს. ბევ­რი მუ­შა­ო­ბა არ შე­უძ­ლია, ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს. მის ტან­ჯულ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას ალ­ბათ შე­ამ­ჩნევ­დით. სური მთელ ენერ­გი­ას არ­თმევს!",-ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის ინ­ფორ­მა­ტო­რი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია People-ის მი­ხედ­ვით.

ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ კეტი ჰოლმსი სამსახურს ვერ შოულობს

ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ კეტი ჰოლმსი სამსახურს ვერ შოულობს

კეტი ჰოლმს ტომ კრუზთან გაყრის შემდეგ სამსახურის მოძებნა უჭირს - მსახიობს უიღბლობა სდევს თან, გრძელვადიან პროექტებზე კი ქალიშვილის გამო უარის თქმა უწევს.

მსახიობები კეტი ჰოლმსი და ტომ კრუზი ერთი წლის წინ დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზი ჰოლივუდის ვარსკვლავის სეინტოლოგიით გადამეტებული გატაცება გახდა. აგვისტოში ოფიციალური განქორწინების შემდეგ მათი ერთადერთი ქალიშვილი დედასთან დარჩა, მამას კი მისი ნებისმიერ დროს ნახვის უფლება აქვს. ეს გაყრა ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და უკონფლიქტო აღმოჩნდა.

კეტი ჰოლმსის პროდუსერის თქმით, კეტისთვის "თავისუფლების წელი" რთული აღმოჩნდა. მსახიობს პაემნებზე სიარული და პირადი ცხოვრების აწყობა უჭირს.

"კეტის ცხოვრებაში ახალი მამაკაცის ადგილი არ არის, ამჟამად იგი მთლინად სურიზეა კონცენტრირებული. განქორწინება ასე აღიქვა: "მუშაობის დრო მოვიდა",- განუცხადა ჟურნალ People-ს მსახიობის კოლეგამ.

მაგრამ მსახიობს კარიერაში არ უმართლებს. კერძოდ, ბროდვეის დადგმა "დაბლოკილი არგარიშები", რომელშიც მთავარ როლს ასრულებს, ჩავარდა და პრემიერიდან ორი თვის შემდეგ თეატრის რეპერტუარიდან ამოიღეს.

მსახიობს ახალი პროექტებისთვის დროის გამონახვა უძნელდება - ქალიშვილის გამო ფილმ "მოლიში" მონაწილეობაზე უარი თქვა.

"კეტის სამსახურის მოძებნა უჭირს. ბევრი მუშაობა არ შეუძლია, ამიტომ არჩევანი არ აქვს. მის ტანჯულ გამომეტყველებას ალბათ შეამჩნევდით. სური მთელ ენერგიას ართმევს!",-ამბობს ჟურნალის ინფორმატორი.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"