სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი დოლიძე: დარწმუნებული ვარ, მიშა ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა
ქეთი დოლიძე: დარწმუნებული ვარ, მიშა ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა

19 ივ­ნისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა აჩ­ვე­ნეს. ადა­მი­ან­თა წა­მე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა რე­ჟი­სორ ქეთი დო­ლი­ძეს არ უნა­ხავს, თუმ­ცა იგი ამ­ტკი­ცებს, რომ ისე­დაც კარ­გად იცო­და, რაც ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში და რო­გორც სჩ­ვე­ვია, თა­ვის რა­დი­კა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვას ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­მართ არც ახლა ერი­დე­ბა...

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ვი­და გუ­შინ და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა? - დღე­საც რომ პრე­ზი­დენ­ტია და და­წან­წა­ლებს აქეთ-იქეთ, შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­დეს და პრე­ზი­დენ­ტმა არ იცო­დეს?! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და და პა­თო­ლო­გი­უ­რად ტკბე­ბო­და.

- არა მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც აღ­შფო­თე­ბუ­ლია...

- რას ლა­პა­რა­კობთ, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი აღ­შფოთ­და!?... სა­ცა­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უა­რე­სი რა­მე­ე­ბი იმა­ლე­ბა, ვიდ­რე ჩვენ ვი­ცით. სა­ა­კაშ­ვი­ლის და მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­რე­შე ფო­თო­ლი არ ვარ­დე­ბო­და ხი­დან და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს მაგ უსინ­დი­სო­ებ­მა?! ჩვენ გას­ტრო­ლე­ბით რომ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით პა­რიზ­ში, იქე­დან დო­კუ­მენ­ტუ­რად ვიცი, თუ სად ცხოვ­რობ­დნენ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცოლი და მისი და­ქა­ლე­ბი. გა­და­სა­რე­ვად ვიცი, ათ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ში და რეს­ტორ­ნებ­ში რა დრო­საც ატა­რებ­დნენ. თაკო სა­ლა­ყა­ია, ახლა რომ მოკ­რძა­ლე­ბით იქ­ცე­ვა. სა­დაც უნ­დო­და იქ "გრი­ა­ლებ­და". მთე­ლი ევ­რო­პა ჰქონ­და თავ­ზე წა­მოც­მუ­ლი და რა­საც უნ­დო­და იმას სჩა­დი­ო­და. ახლა მი­დის მსჯე­ლო­ბა, კად­რე­ბი უნდა ნა­ხოს თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. რას ქვია, არ ვნა­ხოთ?! - ჩემ ნერ­ვებს უფრთხილ­დე­ბი­ან? სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც ტვინ­გად­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი არი­ან და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი. მათ და­სა­ნა­ხად უნდა გა­ვი­დეს ეს კად­რე­ბი, - ერ­თბა­შად ვინ­მეს გრძნო­ბე­ბი არ შე­ი­ლა­ხოს რა!.. რო­დე­საც ჩირ­ქია ორ­გა­ნიზ­მში, მას მხო­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა შვე­ლის!

- რა­ტომ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა იცოდ­ნენ რაც ხდე­ბო­და?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ!... რა თქვენ გჯე­რათ, რომ ეს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა - გიგა ბო­კე­რი­ამ, ან თუნ­დაც მის­მა პა­თო­ლო­გი­ურ­მა ცოლ­მა - თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა არ იცოდ­ნენ ამ კად­რე­ბის შე­სა­ხებ!? ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ახლა რომ მოჩ­ვე­ნე­ბით ხან სა­ა­კაშ­ვილს ლან­ძღავს და ხან ვის, ამი­სიც გჯე­რათ ალ­ბათ. ბო­კე­რია და მისი ცოლი ერთ სულ და ერთ ხორც არი­ან, ზუს­ტად ერ­თნა­ი­რე­ბი და თურ­მე ამ ქალ­მა არ იცო­და არა­ფე­რი?! თუ ეს ხალ­ხი სა­მა­გა­ლი­თოდ არ და­ი­სა­ჯა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი რამ ყო­ველ­თვის გან­მე­ორ­დე­ბა... ერთი რამ კი ხაზ­გას­მით და­წე­რეთ! - გვე­ყო­ფა ჩვენ ვი­ღა­ცე­ებ­თან მო­რი­დე­ბა. რო­გორც შენ და­ა­ყე­ნებ შენს საქ­მეს, მა­გი­და­ზე მუშტს დაკ­რავ და იტყვი, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ასე უნდა ვი­ცხოვ­რო, ისეთს მი­გი­ღებს ამე­რი­კაც და ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოც. არა­ვინ არ უნდა მას­წავ­ლოს მე რო­გორ ვი­ცხოვ­რო, რად­გან თვი­თონ უკე­თე­სად ვერ იქ­ცე­ვი­ან. არა­ვინ მჭირ­დე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მა­კონ­ტრო­ლოს, რო­გორ ვი­ცხოვ­რო!

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქეთი დოლიძე: დარწმუნებული ვარ, მიშა ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა

ქეთი დოლიძე: დარწმუნებული ვარ, მიშა ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა

19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა აჩვენეს. ადამიანთა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალა რეჟისორ ქეთი დოლიძეს არ უნახავს, თუმცა იგი ამტკიცებს, რომ ისედაც კარგად იცოდა, რაც ხდებოდა ქვეყანაში და როგორც სჩვევია, თავის რადიკალური დამოკიდებულების გამოხატვას ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ არც ახლა ერიდება...

- საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა გუშინ და შეშფოთება გამოთქვა? - დღესაც რომ პრეზიდენტია და დაწანწალებს აქეთ-იქეთ, შეიძლება ქვეყანაში ასეთი ამბები ხდებოდეს და პრეზიდენტმა არ იცოდეს?! დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა.

- არა მხოლოდ პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილიც აღშფოთებულია...

- რას ლაპარაკობთ, ვანო მერაბიშვილი აღშფოთდა!?... საცავებში შეიძლება კიდევ უარესი რამეები იმალება, ვიდრე ჩვენ ვიცით. სააკაშვილის და მერაბიშვილის გარეშე ფოთოლი არ ვარდებოდა ხიდან და შეშფოთება გამოთქვეს მაგ უსინდისოებმა?! ჩვენ გასტროლებით რომ ვიმყოფებოდით პარიზში, იქედან დოკუმენტურად ვიცი, თუ სად ცხოვრობდნენ ვანო მერაბიშვილის ცოლი და მისი დაქალები. გადასარევად ვიცი, ათვარსკვლავიან სასტუმროებში და რესტორნებში რა დროსაც ატარებდნენ. თაკო სალაყაია, ახლა რომ მოკრძალებით იქცევა. სადაც უნდოდა იქ "გრიალებდა". მთელი ევროპა ჰქონდა თავზე წამოცმული და რასაც უნდოდა იმას სჩადიოდა. ახლა მიდის მსჯელობა, კადრები უნდა ნახოს თუ არა საზოგადოებამ. რას ქვია, არ ვნახოთ?! - ჩემ ნერვებს უფრთხილდებიან? საქართველოში უამრავი ხალხია, რომლებიც ტვინგადმობრუნებული არიან და წინა ხელისუფლების გულშემატკივრები. მათ დასანახად უნდა გავიდეს ეს კადრები, - ერთბაშად ვინმეს გრძნობები არ შეილახოს რა!.. როდესაც ჩირქია ორგანიზმში, მას მხოლოდ ქირურგიული ჩარევა შველის!

- რატომ ხართ დარწმუნებული რომ მაღალჩინოსნებმა იცოდნენ რაც ხდებოდა?

- დარწმუნებული ვარ!... რა თქვენ გჯერათ, რომ ეს უშიშროების საბჭოს მდივანმა - გიგა ბოკერიამ, ან თუნდაც მისმა პათოლოგიურმა ცოლმა - თამარ ჩერგოლეიშვილმა არ იცოდნენ ამ კადრების შესახებ!? ჩერგოლეიშვილი ახლა რომ მოჩვენებით ხან სააკაშვილს ლანძღავს და ხან ვის, ამისიც გჯერათ ალბათ. ბოკერია და მისი ცოლი ერთ სულ და ერთ ხორც არიან, ზუსტად ერთნაირები და თურმე ამ ქალმა არ იცოდა არაფერი?! თუ ეს ხალხი სამაგალითოდ არ დაისაჯა, საქართველოში მსგავსი რამ ყოველთვის განმეორდება... ერთი რამ კი ხაზგასმით დაწერეთ! - გვეყოფა ჩვენ ვიღაცეებთან მორიდება. როგორც შენ დააყენებ შენს საქმეს, მაგიდაზე მუშტს დაკრავ და იტყვი, ჩემს ქვეყანაში ასე უნდა ვიცხოვრო, ისეთს მიგიღებს ამერიკაც და ყველა სახელმწიფოც. არავინ არ უნდა მასწავლოს მე როგორ ვიცხოვრო, რადგან თვითონ უკეთესად ვერ იქცევიან. არავინ მჭირდება ჩემს ქვეყანაში მაკონტროლოს, როგორ ვიცხოვრო!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია