პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება გადაიდო
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება გადაიდო

უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შეც­ვლი­ლა, თუმ­ცა მათი ლიკ­ვი­და­ცია კვი­რას, 23 ივ­ნისს აღარ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა , - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი კო­მი­სი­ის სხდო­მის შემ­დეგ კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს.

რო­გორც კო­მი­სი­ის წევ­რმა, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ლაშა ტუ­ღუშ­მა გან­მარ­ტა, ერთი კვი­რის თავ­ზე კო­მი­სია ისევ შე­იკ­რი­ბე­ბა და გან­სა­ზღვრავს კონ­კრე­ტულ თა­რიღს, რო­დის მოხ­დე­ბა ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა. იქამ­დე კი, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

"შეხ­ვედ­რა­ზე ით­ქვა, რომ უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა. კო­მი­სი­ამ იმ­სჯე­ლა და გა­და­წყვი­ტა, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კი­დევ გა­მარ­თოს ერთი შეხ­ვედ­რა და მათ უკეთ მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, რას­თან გვქონ­და საქ­მე. შექ­მნი­ლია შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს საქ­მე ეხე­ბა მხო­ლოდ წა­მე­ბას, მა­შინ, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო ვრცე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ტუ­ღუშ­მა, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც, სა­მი­ნის­ტრო­ში მო­რი­გი შეხ­ვედ­რა პირ­ველ რიგ­ში დიპ­ლო­მა­ტებ­თან გა­ი­მარ­თე­ბა.

გარ­და ამი­სა, ტუ­ღუ­ში აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და იმა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ და­ნა­შა­უ­ლი ნამ­დვი­ლად სის­ტე­მურ ხა­სი­ათს ატა­რებ­და, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე მი­იწ­ვია.

"ჩვენ გა­მოვ­ხა­ტეთ აღ­შფო­თე­ბა პრე­ზი­დენ­ტის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს საქ­მე გვაქვს არა სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­თან, არა­მედ ორი ადა­მი­ა­ნის მიერ ჩა­დე­ნილ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას­თან. ეს ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია და ირო­ნი­უ­ლად ჟღერს, თუმ­ცა თუ პრე­ზი­დენტს მი­აჩ­ნია, რომ არ არ­სე­ბობ­და სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა, მობ­რძან­დეს და ნა­ხოს ჩვენ­თან ერ­თად ეს მა­სა­ლე­ბი. მე პი­რა­დად არ მჯე­რა, რომ მან ამის შე­სა­ხებ არ იცო­და", - აღ­ნიშ­ნა ტუ­ღუშ­მა და გან­მარ­ტა, რომ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე პრე­ზი­დენ­ტის მიწ­ვე­ვა უშუ­ა­ლოდ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

კო­მი­სი­ის კი­დევ ერთი წევ­რის, ეკა გი­გა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით კი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­გეგ­მილ მო­რიგ შეხ­ვედ­რებ­ზე ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა აღარ მოხ­დე­ბა და მათ უბ­რა­ლოდ მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია და­ნა­შა­უ­ლის მას­შტა­ბუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება გადაიდო

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება გადაიდო

უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება არ შეცვლილა, თუმცა მათი ლიკვიდაცია კვირას, 23 ივნისს აღარ განხორციელდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომის შემდეგ კომისიის წევრებმა განუცხადეს.

როგორც კომისიის წევრმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განმარტა, ერთი კვირის თავზე კომისია ისევ შეიკრიბება და განსაზღვრავს კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ჩანაწერების განადგურება. იქამდე კი, დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

"შეხვედრაზე ითქვა, რომ უკანონო ჩანაწერების გადაწყვეტილება არ შეიცვლება. კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კიდევ გამართოს ერთი შეხვედრა და მათ უკეთ მიაწოდოს ინფორმაცია, რასთან გვქონდა საქმე. შექმნილია შთაბეჭდილება, თითქოს საქმე ეხება მხოლოდ წამებას, მაშინ, როდესაც აღნიშნული მასალები გაცილებით უფრო ვრცელია", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა, რომლის განმარტებითაც, სამინისტროში მორიგი შეხვედრა პირველ რიგში დიპლომატებთან გაიმართება.

გარდა ამისა, ტუღუში აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და იმაში დასარწმუნებლად, რომ დანაშაული ნამდვილად სისტემურ ხასიათს ატარებდა, ქვეყნის პირველი პირი კომისიის სხდომაზე მიიწვია.

"ჩვენ გამოვხატეთ აღშფოთება პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს საქმე გვაქვს არა სისტემურ დანაშაულთან, არამედ ორი ადამიანის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებასთან. ეს ჩემთვის გაუგებარია და ირონიულად ჟღერს, თუმცა თუ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არ არსებობდა სისტემური მიდგომა, მობრძანდეს და ნახოს ჩვენთან ერთად ეს მასალები. მე პირადად არ მჯერა, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა", - აღნიშნა ტუღუშმა და განმარტა, რომ კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის მიწვევა უშუალოდ მისი დამოკიდებულებაა.

კომისიის კიდევ ერთი წევრის, ეკა გიგაურის განმარტებით კი, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან დაგეგმილ მორიგ შეხვედრებზე ვიდეომასალების ჩვენება აღარ მოხდება და მათ უბრალოდ მიეწოდებათ ინფორმაცია დანაშაულის მასშტაბურობასთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ