პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - როდესაც პრეზიდენტი ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია
გია ხუხაშვილი - როდესაც პრეზიდენტი ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მრჩე­ვე­ლი, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­დე­საც ქვეყ­ნის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი "ახერ­ხებს და ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში სამ ტყუ­ილს ამ­ბობს", ეს მძი­მე მო­სას­მე­ნია.

"მაგ­რამ დღეს, ვფიქ­რობ, ეს უფრო მისი პი­რა­დი ტრა­გე­დი­აა და სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ხელ­მწი­ფოს უკვე ვე­ღარ აზი­ა­ნებს. არა იმი­ტომ, რომ მის მიერ ჩემი გვა­რის ხსე­ნე­ბამ აშ­კა­რად ცი­ლისმწა­მებ­ლურ კონ­ტექ­სტში, რა­ი­მე­ნა­ი­რად ღირ­სე­ბა შე­მი­ლა­ხა, არა­მედ უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: ჩხა­ტა­რაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მას ჩემ­თან არას­დროს არ უმუ­შა­ვია, არ მუ­შა­ობს ამ­ჟა­მად და არა­სო­დეს იმუ­შა­ვებს მო­მა­ვალ­ში; რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. თუ პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი იყო შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში, ეს არის მისი მხრი­დან იმის აღი­ა­რე­ბა, რომ საქ­მე გვაქვს სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­თან და მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა აწა­მებ­და, აუ­პა­ტი­უ­რებ­და და ამ გზით იღებ­და სა­სურ­ველ აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბებს; ბიზ­ნე­სის ტე­რო­რი - ეს იყო მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კი­დევ ერთი სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. მე ვა­მა­ყობ ზუს­ტად იმით, რომ ამ თვე­ებ­ში გა­ვა­კე­თე ყვე­ლა­ფე­რი სხვებ­თან ერ­თად, რათა ბიზ­ნე­სი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო იმ კრი­მი­ნა­ლუ­რი მე­ტას­ტა­ზე­ბის­გან, რომ­ლი­თაც გაჟ­ღენ­თი­ლი იყო ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ქსო­ვი­ლი", - აცხა­დებს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ის არ აპი­რებს სა­ა­კაშ­ვილს პა­ტი­ვის და ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის უჩივ­ლოს, "რა­მე­თუ რო­გორც ადა­მი­ანს, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს - მჯე­რა, რომ არც თუ შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში - მას ბევ­რად უფრო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა".

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ­დელ მი­მარ­თვა­ში ძა­ლო­ვან სის­ტე­მა­ში "დარ­ღვე­ვე­ბის ჩამ­დე­ნი ორი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა-ვინ­მე ჩხა­ტარ­შვი­ლი და ლე­ვან ქარ­და­ვა და­ა­სა­ხე­ლა.

"ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი არის მარ­ჯვე­ნა ხელი მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი მრჩევ­ლის და ბიზ­ნეს­ში მთა­ვა­რი ბა­ტონ-პატ­რო­ნის, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის. ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დღეს­დღე­ო­ბით", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გია ხუხაშვილი - როდესაც პრეზიდენტი ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია

გია ხუხაშვილი - როდესაც პრეზიდენტი ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია

საქართველოს მთავრობის მრჩეველი, გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გია ხუხაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი "ახერხებს და ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს", ეს მძიმე მოსასმენია.

"მაგრამ დღეს, ვფიქრობ, ეს უფრო მისი პირადი ტრაგედიაა და საბედნიეროდ, სახელმწიფოს უკვე ვეღარ აზიანებს. არა იმიტომ, რომ მის მიერ ჩემი გვარის ხსენებამ აშკარად ცილისმწამებლურ კონტექსტში, რაიმენაირად ღირსება შემილახა, არამედ უბრალოდ ინფორმაციისთვის: ჩხატარაშვილთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ მას ჩემთან არასდროს არ უმუშავია, არ მუშაობს ამჟამად და არასოდეს იმუშავებს მომავალში; რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხატარაშვილი მუშაობდა პროკურატურაში. თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პიროვნება ჩართული იყო შსს-ს თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, ეს არის მისი მხრიდან იმის აღიარება, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და მთელი სახელმწიფო მანქანა აწამებდა, აუპატიურებდა და ამ გზით იღებდა სასურველ აღიარებით ჩვენებებს; ბიზნესის ტერორი - ეს იყო მისი ხელისუფლების კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. მე ვამაყობ ზუსტად იმით, რომ ამ თვეებში გავაკეთე ყველაფერი სხვებთან ერთად, რათა ბიზნესი გათავისუფლებულიყო იმ კრიმინალური მეტასტაზებისგან, რომლითაც გაჟღენთილი იყო ქვეყნის ეკონომიკური ქსოვილი", - აცხადებს ხუხაშვილი.

მისი თქმით, ის არ აპირებს სააკაშვილს პატივის და ღირსების შეურაცხყოფისთვის უჩივლოს, "რამეთუ როგორც ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს - მჯერა, რომ არც თუ შორეულ მომავალში - მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებებზე მოუწევს პასუხისგება".

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ მიმართვაში ძალოვან სისტემაში "დარღვევების ჩამდენი ორი მთავარი ფიგურა-ვინმე ჩხატარშვილი და ლევან ქარდავა დაასახელა.

"ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი მთავრობის მთავარი მრჩევლის და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის, გია ხუხაშვილის. ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების დღესდღეობით", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა