Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბურთალოს გამგეობა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერ ამხანაგობების თავმჯდომარეებს ანტალიაში წაიყვანს
საბურთალოს გამგეობა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერ ამხანაგობების თავმჯდომარეებს ანტალიაში წაიყვანს

სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის­თვის ტრე­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბას ან­ტა­ლი­ა­ში აპი­რებს.

გამ­გე­ო­ბა ან­ტა­ლი­ა­ში 300-კა­ცი­ა­ნი სე­მი­ნა­რის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მავს და ამის შე­სა­ხებ ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ე­ბი უკვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არი­ან.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ გამ­გე­ო­ბა მხო­ლოდ იმ ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის წაყ­ვა­ნას აპი­რებს, რომ­ლე­ბიც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბამ ტენ­დე­რი უკვე გა­მო­ა­ცხა­და. კონ­კუ­რენ­ცი­სა და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ტენ­დერო გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი­სათ­ვის სე­მი­ნარ-ტრე­ნინ­გის ჩა­სა­ტარბლად 180 000 ლა­რის და­ხარ­ჯვას გეგ­მავს.

სე­მი­ნა­რის ჩა­ტა­რე­ბის დრო სამი სრულ დღეს და სამ ღა­მეს უნდა მო­ი­ცავ­დეს და ის 2013 წლის 28 ივ­ნი­სი­დან 10 ივ­ლი­სამ­დე უნდა გა­ი­მარ­თოს. სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბის მი­ხედ­ვით, ტრე­ნინ­გი უნდა გა­ი­მარ­თოს სას­ტუმ­რო­ში. სას­ტუმ­როს უნდა გა­აჩ­ნდეს ტრე­ი­ნინგ-სე­მი­ნა­რის ჩა­ტა­რე­ბი­სათ­ვის არა­ნაკ­ლებ 200-კა­ცი­ა­ნი სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, 2 ე.წ. Coffee Break, მიმ­წო­დე­ბელ­მა მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის ვა­დებ­ში უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს დე­ლე­გა­ცი­ის სრუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა და სა­ჭი­რო სამ­გზავ­რო სრუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

კონ­კუ­რენ­ცი­სა და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ტენ­დერო გან­ცხა­დე­ბა­ში და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის, სად უნდა გა­ი­მარ­თოს სე­მი­ნა­რი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტრე­ი­ნინგ-სე­მი­ნა­რის თბი­ლი­სის ცენ­ტრი­დან 300 კმ.-ზე მეტ მან­ძილ­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მიმ­წო­დე­ბელ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს დე­ლე­გა­ცი­ის სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა.

"ამ­ბე­ბი.გე"-ს რე­დაქ­ცია სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ გია ხუ­როშ­ვილ­საც და­უ­კავ­შირ­და. ხუ­როშ­ვი­ლი არ აკონ­კრე­ტებს, სად გა­ი­მარ­თე­ბა სე­მი­ნა­რი ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის­თვის, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სე­მი­ნა­რი ან­ტა­ლი­ა­შიც გა­ი­მარ­თოს.

"სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ პი­რო­ბებს, არ გა­მოვ­რი­ცხავ სე­მი­ნა­რი იყოს ან­ტა­ლი­ა­შიც. იმი­ტომ რომ შე­ზღუდ­ვა, თუ სად ჩა­ტარ­დე­ბა სე­მი­ნა­რი, არ არის. ვინც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ტენ­დე­რის პი­რო­ბებს, იქ­ნე­ბა ეს ჩაქ­ვის "ოა­ზი­სი", ბა­ზა­ლე­თის კომ­პლექ­სი თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, იქ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი", -აცხა­დებს ხუ­როშ­ვი­ლი.

მისი თქმით, რო­დე­საც ამ ტი­პის სე­მი­ნა­რე­ბი თბი­ლის­ში იმარ­თე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი მას ზე­რე­ლედ ეკი­დე­ბი­ან. "შე­მო­ირ­ბე­ნენ და ნა­ხე­ვარ სე­მი­ნარ­საც არ ეს­წრე­ბი­ან, ისე მი­დი­ან სახ­ლში. ამი­ტომ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, რომ სე­მი­ნა­რი ქა­ლა­ქი­დან მო­შო­რე­ბით გა­ი­მარ­თოს, რად­გან ასეთ შე­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია იმ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რო­მელ­საც სე­მი­ნა­რი მიზ­ნად ისა­ხავს",-გან­მარ­ტავს ხუ­როშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა შერ­ჩე­ვით წაყ­ვა­ნას, ხუ­როშ­ვი­ლის თქმით, ისი­ნი 814 ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს და­უ­კავ­შირ­დნენ და ვინც გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, ყვე­ლა მიჰ­ყავთ. 

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

–––
0

მომწონს ! იქნებ რაიმე ისწავლონ ჯერ მშენებლობის პროცესში და მერე ჭკუა და მორალიც გამოუსწორდეთ!

საბურთალოს გამგეობა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერ ამხანაგობების თავმჯდომარეებს ანტალიაში წაიყვანს

საბურთალოს გამგეობა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერ ამხანაგობების თავმჯდომარეებს ანტალიაში წაიყვანს

საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგის ჩატარებას ანტალიაში აპირებს.

გამგეობა ანტალიაში 300-კაციანი სემინარის ჩატარებას გეგმავს და ამის შესახებ ამხანაგობების თავმჯდომარეეები უკვე ინფორმირებული არიან.

ასევე ცნობილია, რომ გამგეობა მხოლოდ იმ ამხანაგობების თავმჯდომარეების წაყვანას აპირებს, რომლებიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები არიან.

ამასთან დაკავშირებით საბურთალოს რაიონის გამგეობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კონკურენცისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადების მიხედვით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სემინარ-ტრენინგის ჩასატარბლად 180 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სემინარის ჩატარების დრო სამი სრულ დღეს და სამ ღამეს უნდა მოიცავდეს და ის 2013 წლის 28 ივნისიდან 10 ივლისამდე უნდა გაიმართოს. სატენდერო წინადადების მიხედვით, ტრენინგი უნდა გაიმართოს სასტუმროში. სასტუმროს უნდა გააჩნდეს ტრეინინგ-სემინარის ჩატარებისათვის არანაკლებ 200-კაციანი საკონფერენციო დარბაზი, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვება, 2 ე.წ. Coffee Break, მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის ვადებში უნდა უზრუნველყოს დელეგაციის სრული სატრანსპორტო მომსახურება და საჭირო სამგზავრო სრული დოკუმენტაციით უზრუნველყოფა.

კონკურენცისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, სად უნდა გაიმართოს სემინარი, თუმცა აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში,  ტრეინინგ-სემინარის თბილისის ცენტრიდან 300 კმ.-ზე მეტ მანძილზე ორგანიზების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დელეგაციის საჰაერო ტრანსპორტირება.

"ამბები.გე"-ს რედაქცია საბურთალოს რაიონის გამგებელ გია ხუროშვილსაც დაუკავშირდა. ხუროშვილი არ აკონკრეტებს, სად გაიმართება სემინარი ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სემინარი ანტალიაშიც გაიმართოს.

"სატენდერო წინადადება გამოცხადებულია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დააკმაყოფილებს ამ პირობებს, არ გამოვრიცხავ სემინარი იყოს ანტალიაშიც. იმიტომ რომ შეზღუდვა, თუ სად ჩატარდება სემინარი, არ არის. ვინც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს, იქნება ეს ჩაქვის "ოაზისი", ბაზალეთის კომპლექსი თუ ნებისმიერი სხვა, იქნება გამარჯვებული", -აცხადებს ხუროშვილი.

მისი თქმით, როდესაც ამ ტიპის სემინარები თბილისში იმართება, ადამიანები მას ზერელედ ეკიდებიან. ”შემოირბენენ და ნახევარ სემინარსაც არ ესწრებიან, ისე მიდიან სახლში. ამიტომ არის მიზანშეწონილი, რომ სემინარი ქალაქიდან მოშორებით გაიმართოს, რადგან ასეთ შეთხვევაში, ადამიანი  მთლიანად კონცენტრირებულია იმ სამუშაოებზე, რომელსაც სემინარი მიზნად ისახავს",-განმარტავს ხუროშვილი.

რაც შეეხება შერჩევით წაყვანას, ხუროშვილის თქმით, ისინი 814 ამხანაგობის თავმჯდომარეს დაუკავშირდნენ და ვინც გამოთქვა სურვილი, ყველა მიჰყავთ. 

ნათია ლეშკაშელი