კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთი სადისტები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს"
მიხეილ სააკაშვილი - "ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთი სადისტები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბულ ფი­რებ­ში, თუ ეს ფი­რე­ბი, რა თქმა უნდა, სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, არის ასა­ხუ­ლი ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი და რა თქმა უნდა ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნე­ბი უმ­კაც­რე­სად უნდა და­სა­ჯონ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ვი­დე­ო­მი­მარ­თავ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ამაზ­რზე­ნი, ბო­ლომ­დე და­საგ­მო­ბი, კარ­გად გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი და გა­მო­საკ­ვლე­ვი.

"ჩვენ მარსზე არ ვცხოვ­რობთ. ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი გა­კეთ­და იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ა­ში აღარ ყო­ფი­ლი­ყო ის, რაც მა­ნამ­დე იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა - ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვა, წა­მე­ბა, ფუ­ლის აღე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის დაბ­რა­ლე­ბა, ძალ­და­ტა­ნე­ბით აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბა.

ჩვე­ნი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლამ იცით, რომ ბოლო წლებ­ში პო­ლი­ცია ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა და ეჭვს არ იწ­ვე­ვეს, რომ იქ სი­ტუ­ა­ცია იყო მთლი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი. მაგ­რამ, ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იქ­მნას უბე­დუ­რე­ბის და სა­ზი­ზღრო­ბის კუნ­ძუ­ლი. ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა შე­ი­პა­რონ სა­დის­ტე­ბი და მო­ძა­ლა­დე­ე­ბი. რა თქმა უნდა ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, თუ ასე­თე­ბი შე­ი­პარ­ნენ ჩემი მთავ­რო­ბის დროს. ამი­ტომ, ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი მიდ­გო­მა უნდა იყოს ამ ხალ­ხის მი­მართ. მათ ხელი არ უნდა და­ა­ფა­რონ",-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე იხი­ლეთ ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟე­ბი:

"10 წა­მიც რომ აჩ­ვე­ნონ ეს კად­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აფეთ­ქე­ბა მოხ­დე­ბა" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი

რაც ვნა­ხეთ, საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­დეს, კი­დევ რა ტი­პის და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­და - ბაია ცა­ნა­ვა

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბა" - "პა­ლიტ­რის" მსმე­ნე­ლე­ბი წა­მე­ბის ამ­სახ­ველ ჩა­ნა­წე­რებ­ზე

"ეს სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბია" - რას ყვე­ბი­ან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შსს-ში შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ

"პო­ლი­ტი­კურ მე­ძა­ვებ­თან ბო­დიშს არ მო­ვიხ­დი" - კვე­სი­ტა­ძე-კა­კა­ბა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მიხეილ სააკაშვილი - "ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთი სადისტები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს"

მიხეილ სააკაშვილი - "ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთი სადისტები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს"

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ფირებში, თუ ეს ფირები, რა თქმა უნდა, სიმართლეს შეესაბამება, არის ასახული ძალიან მძიმე დანაშაული და რა თქმა უნდა ამ დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დასაჯონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ვიდეომიმართავში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის ამაზრზენი, ბოლომდე დასაგმობი, კარგად გამოსაძიებელი და გამოსაკვლევი.

"ჩვენ მარსზე არ ვცხოვრობთ. ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოს პოლიციაში აღარ ყოფილიყო ის, რაც მანამდე იყო ჩვეულებრივი მოვლენა - ადამიანის ტანჯვა, წამება, ფულის აღება, დანაშაულის დაბრალება, ძალდატანებით აღიარების მიღება.

ჩვენი ხალხი ცხოვრობდა საქართველოში და ყველამ იცით, რომ ბოლო წლებში პოლიცია ძალიან შეიცვალა და ეჭვს არ იწვევეს, რომ იქ სიტუაცია იყო მთლიანობაში ძალიან გაუმჯობესებული. მაგრამ, ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას უბედურების და საზიზღრობის კუნძული. ყოველთვის შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები. რა თქმა უნდა ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს. ამიტომ, ძალიან კონკრეტული მიდგომა უნდა იყოს ამ ხალხის მიმართ. მათ ხელი არ უნდა დააფარონ",-განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

"10 წამიც რომ აჩვენონ ეს კადრები, საზოგადოებაში დიდი აფეთქება მოხდება" - ირაკლი ალადაშვილი

რაც ვნახეთ, საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს, კიდევ რა ტიპის დანაშაული ხდებოდა - ბაია ცანავა

"აუცილებელია კადრების ჩვენება" - "პალიტრის" მსმენელები წამების ამსახველ ჩანაწერებზე

"ეს საშინელი კადრებია" - რას ყვებიან მედიის წარმომადგენლები შსს-ში შეხვედრის შესახებ

"პოლიტიკურ მეძავებთან ბოდიშს არ მოვიხდი" - კვესიტაძე-კაკაბაძის დაპირისპირების დეტალები

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა