პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი - "როდესაც სისტემაში რაღაც ხდება, პირველი დამნაშავე მინისტრია"
ლევან ბერძენიშვილი - "როდესაც სისტემაში რაღაც ხდება, პირველი დამნაშავე მინისტრია"

ვიც­ნობ რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბუ­ნე­ბას, მან რამე არ იცო­და, რაც ხდე­ბო­და რო­მე­ლი­მე მის სის­ტე­მა­ში, ამის არ მჯე­რა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. ამით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე აღ­ბეჭ­დილ წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე პა­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მე თუ მკი­თხვათ ვისი და­ნა­შა­უ­ლია, რა თქმა უნდა, რო­დე­საც სის­ტე­მა­ში რა­ღაც ხდე­ბა, პირ­ვე­ლი დამ­ნა­შა­ვე მი­ნის­ტრია",-გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და გან­მარ­ტა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ის ვანო მე­რა­ბიშ­ვილს გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც შს მი­ნის­ტრი იყო.

"თუ მან იცო­და და მისი ბრძა­ნე­ბით კეთ­დე­ბო­და ეს, დამ­ნა­შა­ვეა. თუ არ იცო­და და მის ზურგს უკან კეთ­დე­ბო­და, მა­შინ ორგზის დამ­ნა­შა­ვეა. მაგ­რამ, რაც მე გი­თხა­რით, ამ ყვე­ლა­ფერს დამ­ტკი­ცე­ბა, სა­სა­მარ­თლო და გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ ვთქვათ, მაგ­რამ და­დას­ტუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა ყვე­ლა სი­ტყვას და ყვე­ლა ბრალ­დე­ბას. იმე­დი მაქვს, ეს და­დას­ტურ­დე­ბა კი­დეც",-გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, უნდა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თუ არა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­მა­სა­ლა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ მე­დი­ას თუ აქვს ინ­ტე­რე­სი, შე­უძ­ლია ასეთ რა­მეს უყურს.

"მათ მის­ცეს ამის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. თუ ვინ­მე მი­იჩ­ნევს, რომ არ უნდა უყუ­როს - არ უნდა უყუ­როს, თუ ვინ­მე მი­იჩ­ნევს, რომ უნდა ნა­ხოს - უნდა ნა­ხოს. თუ ვინ­მეს სჭირ­დე­ბა იმის გარ­კვე­ვა, ვინ ჩა­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­ულს, თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლია - უნდა ნა­ხოს. ხოლო თუ ვინ­მემ ისე­დაც იცო­და რა ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში და ამ­დენ ხანს ხმას არ იღებ­და, იმან არ უნდა ნა­ხოს, მაგ­რამ ხმაც არ უნდა ამო­ი­ღოს ალ­ბათ. შსს-მ მო­იწ­ვია მე­დია და უთხრა - გინ­და შე­ხე­დეთ, გინ­და არაო. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ მსხვერ­პლი და­ცუ­ლი უნდა იყოს, ვინ და­ვობს ამა­ზე?! ხომ არ არის სა­უ­ბა­რი, რომ უნდა გა­სა­ჯა­როვ­დეს ეს მა­სა­ლა?!",-გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას ბღა­ლავს, უნდა გა­ნად­გურ­დეს, თუმ­ცა ეს მა­ნამ­დე არ უნდა მოხ­დეს, სა­ნამ ვინ­მე მის ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ზე და­ვობს. "უნდა დამ­ტკიც­დეს, რომ ნამ­დვი­ლია, უნდა ვი­პო­ვოთ მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა, უნდა ვი­პო­ვოთ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და მერე გა­ნად­გურ­დეს. ამის შე­ნახ­ვა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა", - დას­ძი­ნა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან ბერძენიშვილი - "როდესაც სისტემაში რაღაც ხდება, პირველი დამნაშავე მინისტრია"

ლევან ბერძენიშვილი - "როდესაც სისტემაში რაღაც ხდება, პირველი დამნაშავე მინისტრია"

ვიცნობ რა მიხეილ სააკაშვილის ბუნებას, მან რამე არ იცოდა, რაც ხდებოდა რომელიმე მის სისტემაში, ამის არ მჯერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა. ამით ბერძენიშვილი სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებზე აღბეჭდილ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პახისმგებლობის დაკისრებას გამოეხმაურა.

"მე თუ მკითხვათ ვისი დანაშაულია, რა თქმა უნდა, როდესაც სისტემაში რაღაც ხდება, პირველი დამნაშავე მინისტრია",-განაცხადა ბერძენიშვილმა და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ის ვანო მერაბიშვილს გულისხმობს, რომელიც შს მინისტრი იყო.

"თუ მან იცოდა და მისი ბრძანებით კეთდებოდა ეს, დამნაშავეა. თუ არ იცოდა და მის ზურგს უკან კეთდებოდა, მაშინ ორგზის დამნაშავეა. მაგრამ, რაც მე გითხარით, ამ ყველაფერს დამტკიცება, სასამართლო და გამოძიება სჭირდება. ჩვენ შეიძლება ბევრი რამ ვთქვათ, მაგრამ დადასტურება სჭირდება ყველა სიტყვას და ყველა ბრალდებას. იმედი მაქვს, ეს დადასტურდება კიდეც",-განაცხადა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება იმას, უნდა ეჩვენებინა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სკანდალური ვიდეომასალა მედიის წარმომადგენლებისთვის, ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ მედიას თუ აქვს ინტერესი, შეუძლია ასეთ რამეს უყურს.

"მათ მისცეს ამის ნახვის საშუალება. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ არ უნდა უყუროს - არ უნდა უყუროს, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უნდა ნახოს - უნდა ნახოს. თუ ვინმეს სჭირდება იმის გარკვევა, ვინ ჩადიოდა საქართველოში დანაშაულს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გაყალბებულია - უნდა ნახოს. ხოლო თუ ვინმემ ისედაც იცოდა რა ხდებოდა ქვეყანაში და ამდენ ხანს ხმას არ იღებდა, იმან არ უნდა ნახოს, მაგრამ ხმაც არ უნდა ამოიღოს ალბათ. შსს-მ მოიწვია მედია და უთხრა - გინდა შეხედეთ, გინდა არაო. რაც შეეხება იმას, რომ მსხვერპლი დაცული უნდა იყოს, ვინ დავობს ამაზე?! ხომ არ არის საუბარი, რომ უნდა გასაჯაროვდეს ეს მასალა?!",-განაცხადა ბერძენიშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყველა მასალა, რომელიც ადამიანის ღირსებას ბღალავს, უნდა განადგურდეს, თუმცა ეს მანამდე არ უნდა მოხდეს, სანამ ვინმე მის ავთენტურობაზე დავობს. "უნდა დამტკიცდეს, რომ ნამდვილია, უნდა ვიპოვოთ მისი წარმომავლობა, უნდა ვიპოვოთ დამნაშავეები და მერე განადგურდეს. ამის შენახვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება", - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა