პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელი კადრებია, ბოლომდე ვერ ვუყურეთ" - როგორ აფასებს მედია შსს-ში გამართულ შეხვედრას
"საშინელი კადრებია, ბოლომდე ვერ ვუყურეთ" - როგორ აფასებს მედია შსს-ში გამართულ შეხვედრას

დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა აჩ­ვე­ნეს. ჩვე­ნე­ბას მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. შეხ­ვედ­რა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ისა­უბ­რეს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ჩვე­ნე­ბას არ და­ეს­წრო და მა­ნამ­დე და­ტო­ვა შსს-ს შე­ნო­ბა. მათ შო­რის ერთ-ერთი, პირ­ვე­ლი არ­ხის წამ­ყვა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი და­ვით პა­ი­ჭა­ძე იყო:

"მე ვერ მი­ვი­ღე პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც და­ვუს­ვი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს. მან თქვა, რომ კად­რებ­ში პი­როვ­ნე­ბის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის და­ფა­რუ­ლი. მე ვთხო­ვე მას დე­ტა­ლუ­რად გა­ნე­მარ­ტა, კერ­ძოდ რა იყო და­ფა­რუ­ლი. რად­გან შე­იძ­ლე­ბა სახე იყოს და­ფა­რუ­ლი, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა, ვინ­მეს ამო­ეც­ნო პი­როვ­ნე­ბა. ამით და­ვინ­ტე­რეს­დი, თუმ­ცა ამის პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე მი­ნის­ტრის­გან, პა­სუ­ხად მი­ვი­ღე ის, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბით 9 წლის მან­ძილ­ზე, ამას მოყ­ვა მქუ­ხა­რე ტაში, ცალ­კე­უ­ლი სოლო პარ­ტი­ე­ბი დარ­ბაზ­ში მჯდო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ჩემი პა­სუ­ხი იყო ის, რომ მი­ნის­ტრმა არ იცის, რას ვა­კე­თებ­დი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა გან­ხრით ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში. ეს იყო და ეს, და წა­მო­ვე­დი".

ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი, "რუს­თა­ვი 2":

"ალ­ბათ, ვიწ­რო წრის­თვის ამის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა მა­ინც დაშ­ვე­ბუ­ლია. სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბია, ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ყუ­რეთ, მო­ვი­თხო­ვეთ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ ფირი, იმი­ტომ რომ, ამას შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­უძ­ლოს ადა­მი­ან­მა, იმ­დე­ნად მძი­მეა ამის ყუ­რე­ბა. ახლა უკვე მი­დის დავა, უნდა გა­ნად­გურ­დეს თუ არა ყვე­ლა ფირი, თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად დარ­ჩეს რა­ღაც ნა­წი­ლი. ეს არის უკვე და­ვის სა­გა­ნი, თუმ­ცა ყვე­ლა ერ­თხმად თან­ხმდე­ბა, რომ ყვე­ლა ის პირი, ვი­საც სა­ერ­თოდ შე­ხე­ბა ჰქონ­და ამ სი­სა­ძაგ­ლეს­თან, უნდა და­ი­სა­ჯოს".

შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­სულ­მა ვახო სა­ნა­ი­ამ "პა­ლიტ­რა ტვ"-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ, "იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი და ეს იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სწო­რედ რო­დე­საც მოვ­დი­ო­დი, პირ­ველ აქ­ცენტს რა­ზეც ვა­კე­თებ­დი, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო. ეს პი­რო­ბა იყო და­ცუ­ლი, თუმ­ცა იყო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა. მოხ­და ისე, რომ ამ კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბა და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რა­ზე შედ­გა. ეს იყო ძა­ლი­ან მძი­მე კად­რე­ბი, მაგ­რამ ეს არის ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, თუ რა რო­გორ ხდე­ბო­და".

მე­ცხრე არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლუბა ელი­აშ­ვი­ლი:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს სი­მარ­თლე. ჩემი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ფარ­გლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბი, რომ გა­ვა­სა­ჯა­როო ინ­ფორ­მა­ცია. თუ შშს და სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ის კად­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს მე­დი­ას, იმი­ტომ რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა პერ­სო­ნე­ბის შე­უძ­ლე­ბე­ლია, მე რო­გორც ჟურ­ნა­ლისტს, მაქვს უფ­ლე­ბა, რომ ვუ­ამ­ბო ყვე­ლას ამის შე­სა­ხებ და ამას გა­ვა­კე­თებ".

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი, ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" რე­დაქ­ტო­რი:

"დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ იყო მცდე­ლო­ბა ჩაშ­ლი­ლი­ყო ეს ჩვე­ნე­ბა. მე თა­ვი­დან მომ­ხრე ვი­ყა­ვი, რომ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო ეს კად­რე­ბი, მაგ­რამ არ უნდა გა­ნად­გურ­დეს. სა­სა­მარ­თლომ­დე უნდა მი­ვი­დეს ეს კად­რე­ბი და ყვე­ლა უნდა და­ი­სა­ჯოს.ამის შემ­დეგ კი სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტოს, გა­ა­ნად­გუ­რებს თუ არა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ვა, რომ ის ხალ­ხი და­უს­ჯე­ლი დარ­ჩე­ბა. 10 წა­მიც რომ აჩ­ვე­ნონ ის კად­რე­ბი თა­ვის ხმით, სახე და სხვა დე­ტა­ლე­ბი იყოს და­ფა­რუ­ლი, მაგ­რამ ხმა არ გა­მორ­თონ, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უდი­დეს აფეთ­ქე­ბას გა­მო­იწ­ვევს".

ალა­დაშ­ვილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბამ­დე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზეც ისა­უბ­რა. "რო­დე­საც მი­ნის­ტრმა გვი­თხრა, რომ და­ვი­წყოთ ჩვე­ნე­ბაო, ამ დროს მო­ი­თხო­ვეს მიკრო­ფო­ნი და და­ი­წყო შე­ნიშ­ვნე­ბი რა­ტომ უნდა ვაჩ­ვე­ნო­თო". ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რა­ტო­მაც ვი­ყა­ვით მი­სუ­ლი, - უნდა გვე­ნა­ხა ეს კად­რე­ბი. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, რომ ჩაშ­ლა უნ­დო­დათ, რომ არა­ვის ენა­ხა. იქ რა­ტომ ვი­ყა­ვით მი­სუ­ლე­ბი? შეხ­ვედ­რა და­ხუ­რუ­ლი იყო, ჩა­წე­რა - აკ­რძა­ლუ­ლი. მხო­ლოდ შსს-ს კა­მე­რა მუ­შა­ობ­და და უნდა გვე­ყუ­რე­ბი­ნა".

იხი­ლეთ ვი­დეო: "ეს სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბია" - რას ყვე­ბი­ან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შსს-ში შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ

-"პო­ლი­ტი­კურ მე­ძა­ვებ­თან ბო­დიშს არ მო­ვიხ­დი" - კვე­სი­ტა­ძე-კა­კა­ბა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი

-"10 წა­მიც რომ აჩ­ვე­ნონ ეს კად­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აფეთ­ქე­ბა მოხ­დე­ბა" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი

-რაც ვნა­ხეთ, საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­დეს, კი­დევ რა ტი­პის და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­და - ბაია ცა­ნა­ვა

-"აუ­ცი­ლე­ბე­ლია კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბა" - "პა­ლიტ­რის" მსმე­ნე­ლე­ბი წა­მე­ბის ამ­სახ­ველ ჩა­ნა­წე­რებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"საშინელი კადრებია, ბოლომდე ვერ ვუყურეთ" - როგორ აფასებს მედია შსს-ში გამართულ შეხვედრას

"საშინელი კადრებია, ბოლომდე ვერ ვუყურეთ" - როგორ აფასებს მედია შსს-ში გამართულ შეხვედრას

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა აჩვენეს. ჩვენებას მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ჩვენებას არ დაესწრო და მანამდე დატოვა შსს-ს შენობა. მათ შორის ერთ-ერთი, პირველი არხის წამყვანი, ჟურნალისტი დავით პაიჭაძე იყო:

"მე ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რომელიც დავუსვი შინაგან საქმეთა მინისტრს. მან თქვა, რომ კადრებში პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არის დაფარული. მე ვთხოვე მას დეტალურად განემარტა, კერძოდ რა იყო დაფარული. რადგან შეიძლება სახე იყოს დაფარული, მაგრამ მაინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა, ვინმეს ამოეცნო პიროვნება. ამით დავინტერესდი, თუმცა ამის პასუხი ვერ მივიღე მინისტრისგან, პასუხად მივიღე ის, რომ კარგი იქნებოდა დავინტერესებულიყავი ადამიანის უფლებებით 9 წლის მანძილზე, ამას მოყვა მქუხარე ტაში, ცალკეული სოლო პარტიები დარბაზში მჯდომი ადამიანებისგან. ჩემი პასუხი იყო ის, რომ მინისტრმა არ იცის, რას ვაკეთებდი ამ წლების მანძილზე ადამიანის უფლებათა განხრით ჟურნალისტიკაში. ეს იყო და ეს, და წამოვედი".

ზაალ უდუმაშვილი, "რუსთავი 2":

"ალბათ, ვიწრო წრისთვის ამის გასაჯაროება მაინც დაშვებულია. საშინელი კადრებია, ბოლომდე ვერ ვუყურეთ, მოვითხოვეთ გაეჩერებინათ ფირი, იმიტომ რომ, ამას შეიძლება ვერ გაუძლოს ადამიანმა, იმდენად მძიმეა ამის ყურება. ახლა უკვე მიდის დავა, უნდა განადგურდეს თუ არა ყველა ფირი, თუ მტკიცებულებად დარჩეს რაღაც ნაწილი. ეს არის უკვე დავის საგანი, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ყველა ის პირი, ვისაც საერთოდ შეხება ჰქონდა ამ სისაძაგლესთან, უნდა დაისაჯოს".

შეხვედრიდან გამოსულმა ვახო სანაიამ "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას განაცხადა, რომ, "იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი და ეს იყო მნიშვნელოვანი, სწორედ როდესაც მოვდიოდი, პირველ აქცენტს რაზეც ვაკეთებდი, იდენტიფიცირება არ მომხდარიყო. ეს პირობა იყო დაცული, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა. მოხდა ისე, რომ ამ კადრების ჩვენება დახურულ შეხვედრაზე შედგა. ეს იყო ძალიან მძიმე კადრები, მაგრამ ეს არის ასევე ინფორმაცია საზოგადოებისთვის, თუ რა როგორ ხდებოდა".

მეცხრე არხის ხელმძღვანელი ლუბა ელიაშვილი:

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ჩემი ხელმისაწვდომობის ფარგლებში მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავასაჯაროო ინფორმაცია. თუ შშს და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის კადრები შეიძლება გადაეცეს მედიას, იმიტომ რომ იდენტიფიცირება პერსონების შეუძლებელია, მე როგორც ჟურნალისტს, მაქვს უფლება, რომ ვუამბო ყველას ამის შესახებ და ამას გავაკეთებ".

ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი:

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ჩაშლილიყო ეს ჩვენება. მე თავიდან მომხრე ვიყავი, რომ განადგურებულიყო ეს კადრები, მაგრამ არ უნდა განადგურდეს. სასამართლომდე უნდა მივიდეს ეს კადრები და ყველა უნდა დაისაჯოს.ამის შემდეგ კი სასამართლომ გადაწყვიტოს, გაანადგურებს თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ ის ხალხი დაუსჯელი დარჩება. 10 წამიც რომ აჩვენონ ის კადრები თავის ხმით, სახე და სხვა დეტალები იყოს დაფარული, მაგრამ ხმა არ გამორთონ, ეს საზოგადოებაში უდიდეს აფეთქებას გამოიწვევს".

ალადაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების ჩვენებამდე მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. "როდესაც მინისტრმა გვითხრა, რომ დავიწყოთ ჩვენებაო, ამ დროს მოითხოვეს მიკროფონი და დაიწყო შენიშვნები რატომ უნდა ვაჩვენოთო". ყველამ ვიცოდით, რატომაც ვიყავით მისული, - უნდა გვენახა ეს კადრები. შთაბეჭდილება დარჩა, რომ ჩაშლა უნდოდათ, რომ არავის ენახა. იქ რატომ ვიყავით მისულები? შეხვედრა დახურული იყო, ჩაწერა -  აკრძალული. მხოლოდ შსს-ს კამერა მუშაობდა და უნდა გვეყურებინა".

იხილეთ ვიდეო: "ეს საშინელი კადრებია" - რას ყვებიან მედიის წარმომადგენლები შსს-ში შეხვედრის შესახებ

-"პოლიტიკურ მეძავებთან ბოდიშს არ მოვიხდი" - კვესიტაძე-კაკაბაძის დაპირისპირების დეტალები

-"10 წამიც რომ აჩვენონ ეს კადრები, საზოგადოებაში დიდი აფეთქება მოხდება" - ირაკლი ალადაშვილი

-რაც ვნახეთ, საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს, კიდევ რა ტიპის დანაშაული ხდებოდა - ბაია ცანავა

-"აუცილებელია კადრების ჩვენება" - "პალიტრის" მსმენელები წამების ამსახველ ჩანაწერებზე

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები