მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი არასამთავრობოებს - როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ
თინა ხიდაშელი არასამთავრობოებს - როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, "აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ეს­მის" იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პრო­ტეს­ტის, რომ­ლებ­მაც შს სა­მი­ნის­ტრო კად­რე­ბის ნახ­ვამ­დე და­ტო­ვეს.

რო­გორც თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში", სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, მას სურს შე­ეხ­მი­ა­ნოს "მის მე­გო­ბარ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს", ვინც სხდო­მა და­ტო­ვა.

"მათ წი­ნა­სა­წარ იცოდ­ნენ, რომ კად­რე­ბი უნდა ენა­ხათ და წა­ვიდ­ნენ შეხ­ვედ­რა­ზე. არ უნ­დო­დათ ამ ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვა, ეს მათ ნე­ბაა. მე დღემ­დე არ მი­ნა­ხავს ცი­ხის კად­რე­ბი. ეს არ არის სა­ინ­ტე­რე­სო, ეს ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნია. მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველს მისი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წე­სით ბევ­რი რამ უნდა ჰქონ­დეს ნა­ნა­ხი. ზოგი თა­ვად მსხვერ­პლის მო­ტა­ნი­ლი და ზო­გიც სხვე­ბის მიერ ნდო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ტა­ნი­ლი. მე ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ასე­თი რამ მი­ნა­ხავს და ეს ჩემი სამ­სა­ხუ­რი იყო. უნდა მე­ნა­ხა, სა­კუ­თა­რი თვა­ლით უნდა მე­ნა­ხა, იმის­თვის, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს სამ­სა­ხუ­რია ასე­თი მე­გობ­რე­ბო, თქვე­ნი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნია. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო აწა­მებს, აუ­პა­ტი­უ­რებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცო­დეთ, ეს უნდა მო­იკ­ვლი­ოთ, უნდა გა­მო­ი­ძი­ოთ, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის უნდა იბ­რძო­ლოთ. რო­დე­საც წლე­ბის წინ ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა პო­ლი­ცი­ი­დან ფო­ტო­ე­ბი მო­მი­ტა­ნა, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით ანა­ლო­გი­უ­რი რამ იყო აღ­ბეჭ­დი­ლი, მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, მსხვერ­პლის ნე­ბარ­თვა უნდა მე­თხო­ვა, ხელი უნდა ამე­ფა­რე­ბი­ნა თვა­ლებ­ზე, უნდა და­მე­ხია? მა­შინ ხომ სწო­რედ ასე გა­ვი­გეთ რა ხდე­ბო­და პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში?!

აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მეს­მის თქვე­ნი პრო­ტეს­ტი. თუ ისე­დაც იცით და არ გჭირ­დე­ბათ დარ­წმუ­ნე­ბა, ეს სხვა სა­კი­თხია, ოღონდ ეს შე­სა­ბა­მი­სად უნდა ით­ქვას. შეხ­ვედ­რა და­ტო­ვეთ. არა­ფე­რი გი­ნა­ხავთ, მერე კო­მენ­ტა­რე­ბი გა­კეთ­და, მე არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ მი­თხრეს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დი იყოო. მი­თხრე­სო?! ასე მი­თხრე­სო არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი, არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი!!!! იმა­ზე უნდა წუხ­დეთ, რომ თქვენ არ გა­გან­დეს თა­ვის დრო­ზე ეს სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი, თქვე­ნამ­დე ვერ ან არ მო­ი­ტა­ნეს. თუ არ გე­ცო­დი­ნე­ბათ, თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ და არ იყე­ნებთ, რომ სა­კუ­თა­რი საქ­მე აკე­თოთ, მა­შინ ხვალ და ზეგ რო­გორ უნდა შე­ას­რუ­ლოთ თქვე­ნი ფუნ­ქცია?!. ისევ მი­თხრე­სო!!!!!", - წერს თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

თინა ხიდაშელი არასამთავრობოებს - როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ

თინა ხიდაშელი არასამთავრობოებს - როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, "აბსოლუტურად არ ესმის" იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის, რომლებმაც შს სამინისტრო კადრების ნახვამდე დატოვეს.

როგორც თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე წერს, მას სურს შეეხმიანოს "მის მეგობარ უფლებადამცველებს", ვინც სხდომა დატოვა.

"მათ წინასაწარ იცოდნენ, რომ კადრები უნდა ენახათ და წავიდნენ შეხვედრაზე. არ უნდოდათ ამ ვიდეოების ნახვა, ეს მათ ნებაა. მე დღემდე არ მინახავს ციხის კადრები. ეს არ არის საინტერესო, ეს ადამიანის პირადი არჩევანია. მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველს მისი საქმიანობის განმავლობაში წესით ბევრი რამ უნდა ჰქონდეს ნანახი. ზოგი თავად მსხვერპლის მოტანილი და ზოგიც სხვების მიერ ნდობიდან გამომდინარე მიტანილი. მე ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავი ასეთი რამ მინახავს და ეს ჩემი სამსახური იყო. უნდა მენახა, საკუთარი თვალით უნდა მენახა, იმისთვის, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი. ეს სამსახურია ასეთი მეგობრებო, თქვენი ნებაყოფლობითი არჩევანია. როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, ეს უნდა მოიკვლიოთ, უნდა გამოიძიოთ, ამაზე პასუხისმგებლობისთვის უნდა იბრძოლოთ. როდესაც წლების წინ ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა პოლიციიდან ფოტოები მომიტანა, სადაც დაახლოებით ანალოგიური რამ იყო აღბეჭდილი, მაინტერესებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მსხვერპლის ნებართვა უნდა მეთხოვა, ხელი უნდა ამეფარებინა თვალებზე, უნდა დამეხია? მაშინ ხომ სწორედ ასე გავიგეთ რა ხდებოდა პოლიციის დაწესებულებებში?!

აბსოლუტურად არ მესმის თქვენი პროტესტი. თუ ისედაც იცით და არ გჭირდებათ დარწმუნება, ეს სხვა საკითხია, ოღონდ ეს შესაბამისად უნდა ითქვას. შეხვედრა დატოვეთ. არაფერი გინახავთ, მერე კომენტარები გაკეთდა, მე არ მინახავს, მაგრამ მითხრეს იდენტიფიცირებადი იყოო. მითხრესო?! ასე მითხრესო არ არის სერიოზული, არ არის სერიოზული!!!! იმაზე უნდა წუხდეთ, რომ თქვენ არ გაგანდეს თავის დროზე ეს საშინელებები, თქვენამდე ვერ ან არ მოიტანეს. თუ არ გეცოდინებათ, თუ შესაძლებლობა გაქვთ და არ იყენებთ, რომ საკუთარი საქმე აკეთოთ, მაშინ ხვალ და ზეგ როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი ფუნქცია?!. ისევ მითხრესო!!!!!", - წერს თინათინ ხიდაშელი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა