პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად, რა არის ამაში სკანდალური?"
"მიშა სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად, რა არის ამაში სკანდალური?"

"სა­ქინ­ფორ­მის" დი­რექ­ტო­რი არნო ხი­დირ­ბე­გიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით. პრე­ზი­დენ­ტი­სა და სხვა მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ კრი­ტი­კას არა­სო­დეს იშუ­რებს, თუმ­ცა ხში­რად მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი კრი­ტი­კა­ზე მე­ტია: ფუტ­ლა­რი, გიჟი, აფე­რის­ტი - ამ ეპი­თე­ტე­ბით პრე­ზი­დენტს ამ­კობს. სკან­და­ლუ­რია მისი გან­ცხა­დე­ბე­ბიც პრე­ზი­დენ­ტის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. იმ თე­მებ­ზე, რა­ზეც ხალ­ხში ჩუ­მად ლა­პა­რა­კო­ბენ, ბა­ტო­ნი არნო თა­მა­მად სა­უბ­რობს და არც არაფ­რის ეში­ნია.

- ბა­ტო­ნო არნო, "სა­ქინ­ფორ­მი" პირ­ვე­ლად სკან­დალ­ში მა­შინ გა­ეხ­ვია, რო­დე­საც რო­ბერტ სტუ­რუ­ას ცნო­ბი­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის სომ­ხურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და.

- ჩვენ ხში­რად ვეხ­ვე­ვით სკან­დალ­ში... არა­და, იმ კაცს ისე­თი არა­ფე­რი უთ­ქვამს, სა­ა­კაშ­ვილ­ზე თქვა, რომ ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხია, რაც მეც ბევ­რჯერ მით­ქვამს და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის. რე­ა­ლუ­რად მი­ზე­ზი სხვა იყო - ბა­ტონ რო­ბი­კოს თე­ატ­რი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა! მერე მო­ნა­ხეს აქ მცხოვ­რე­ბი ცუდი სომ­ხე­ბის კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც ვი­თომ სომ­ხო­ბენ, არა­და, გრან­ტე­ბით დიდ თან­ხებს შო­უ­ლო­ბენ, წე­რი­ლი და­ა­წე­რი­ნეს და და­უ­პი­რის­პი­რეს. რე­ა­ლუ­რად კი, როცა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის დროს მარ­თლაც იყო სომ­ხე­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა გა­და­სა­წყვე­ტი, მა­შინ ხმა არ ამო­უ­ღი­ათ!

- ამის შემ­დეგ თქვე­ნი მი­ლოც­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც ვლა­დი­მირ პუ­ტინს პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას ულო­ცავ­დით...

- მა­შინ ხალ­ხმა მხა­რი და­მი­ჭი­რა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­ღი­ზი­ან­და. "პე­დე­რას­ტე­ბი" გა­მო­მიგ­ზავ­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და დღი­სით-მზი­სით რე­დაქ­ცი­ა­ში შე­მო­მიც­ვივ­დნენ... ერთი მათ­გა­ნი აქ, ჩემს კა­ბი­ნეტ­ში შე­მო­მი­ვარ­და, თა­ნაც სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის თან­დას­წრე­ბით! და­ნარ­ჩე­ნე­ბი გა­რეთ ელოდ­ნენ. ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­შიფ­რუ­ლი მყავს, მა­შინ 200-გვერ­დი­ა­ნი სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ადე­იშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, რა თქმა უნდა, უშე­დე­გოდ. მგო­ნი, მე­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­და, ყვე­ლა მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო აქ მო­სუ­ლი, მაგ­რამ ის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი აყ­რო­ლე­ბუ­ლი არამ­ზა­და "სულ ზე­მო­დან" ზა­რის მერე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­უშ­ვეს, რი­გით­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მი­თხრეს, ბა­ტო­ნო არნო, თუ კი­დევ მო­გი­ვარ­დათ, შე­გა­გი­ნათ, დაგ­ჭრათ, აი, მერე და­ვა­კა­ვებ­თო (იღი­მე­ბა).

მა­შინ­დელ ამე­რი­კის ელჩს, ჯონ ბასს, ორ­ჯერ მივ­წე­რე ღია წე­რი­ლი ამ პრო­ვო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ, სამ ენა­ზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე და "დი­ე­ი­ჩე­ლით" ინ­გლი­სურ ენა­ზე, სა­ელ­ჩო­ში გა­ვუგ­ზავ­ნე. მას შემ­დეგ ხმა აღარ ამო­უ­ღი­ათ, არც და­უ­რე­კავთ, არც წე­რი­ლი და კო­მენ­ტა­რი და­უ­წე­რი­ათ - გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ დღი­სით-მზი­სით რე­დაქ­ცი­ა­ში შე­ვარ­დნა, მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მი­სა­მარ­თით მუ­ქა­რა "არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი" და და­უშ­ვე­ბე­ლია (იცი­ნის).

რო­გორც იცით, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ნეტ­დი­ვერ­სან­ტებს ვრცე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მი­ვუ­ძღვე­ნი და ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჯი­ჰად­ზეც ვი­დე­ო­ე­ბის გამ­ზა­დე­ბა ПИК-ის "ჟურ­ნა­ლისტ" ოლეგ პან­ფი­ლო­ვის (შე­მოკ­ლე­ბით "ჟოპ") და მისი ბი­ჭუ­ნა-ბლო­გე­რე­ბის გა­რე­შე არ ჩა­ივ­ლი­და. ეს ვი­დე­ო­ე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თით არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რო­გორც მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი "ქრო­ნი­კა" შე­იქ­მნა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მთა­ვა­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ისევ გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეა. სხვა­თა შო­რის, ჩემი ეს ვერ­სია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც ირი­ბად უკვე და­ა­დას­ტუ­რა. და მე­ო­რე - "ფე­ის­ბუ­ქი­დან" შე­ვი­ტყვე, რომ ПИК-ის ყო­ფილ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა თურ­მე სა­კუ­თა­რი კად­რე­ბი იცნო, ტე­ლე­კომ­პა­ნია ПИК-ის არ­ქი­ვი­დან ვე­რა­ვინ ამო­ი­ღებ­და ამ კად­რებს, ПИК-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­და.

- თუ კვა­ლი მარ­თლა მი­ვი­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე, თავს რო­გორ იმარ­თლე­ბენ?

- "ვა-ბანკზე" მი­დი­ან, მათ და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვთ და არც წა­სას­ვლე­ლი! რაც შე­ე­ხე­ბა მი­შას, ერთხელ, ძა­ლი­ან რომ გა­უ­ჭირ­და, 2008-ში, ომი და­ი­წყო. ახლა უსუ­სუ­რი აქ­ცია რომ ჩა­ა­ტა­რეს 19 აპ­რილს, ნა­ხეს, რომ არე­უ­ლო­ბის ძა­ლაც აღარ აქვთ. თან ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი ბუ­ნე­ბით აფე­რის­ტია, ან­ტიქ­რის­ტე და არა­ნორ­მა­ლუ­რი. იცის, ზუ­რაბ ჟვა­ნია რო­გორ მოკ­ლეს და იცის, რომ რო­დე­საც ობი­ექ­ტი იღუ­პე­ბა, ყო­ველ­თვის პი­რა­დი დაც­ვაა გა­რე­უ­ლი. ამი­ტომ გა­მუდ­მე­ბით დგამს ამ სპექ­ტაკ­ლებს, რომ ვი­თომ კლა­ვენ - ხან ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ელო­დე­ბა საფრ­თხეს და დაც­ვა­ზე უარს ამ­ბობს, ხან კი­დევ თა­ლი­ბე­ბი "ემუქ­რე­ბი­ან"...

- თქვენ პრე­ზი­დენ­ტის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც აკე­თებთ სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს...

- სოფო ნი­ჟა­რა­ძეს რომ მო­იყ­ვანს ცო­ლად, რა არის ამა­ში სკან­და­ლუ­რი? თუ კა­ცია, აუ­ცი­ლებ­ლად მო­იყ­ვანს, თა­ნაც, ის ხომ პუ­ტინს ყვე­ლა­ფერ­ში ჰბა­ძავს: ჰა­ერ­ში - თვითფრი­ნა­ვის მარ­თვა­ში, წყალ­ში - ყვინ­თა­ო­ბა­ში, ხომ გახ­სოვთ, აკ­ვა­ლან­გით რომ ჩა­ვი­და და კი­ნა­ღამ და­იხ­რჩო?! მო­იყ­ვა­ნოს, თუ მა­ნამ­დე პუ­ტინ­მა მის მი­მართ თა­ვი­სი და­ნა­პი­რე­ბი არ შე­ას­რუ­ლა (იცი­ნის). მაგ­რამ ამ ლა­მა­ზი გო­გოს ქმრო­ბაც მი­შას­თვის, პირ­ველ რიგ­ში, პი­არსვლა იქ­ნე­ბა, თა­ნაც სან­დრას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ დიდი ხა­ნია არ აქვს, ამას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ხე­დავს. სან­დრა მარ­ტო იმის­თვის სჭირ­დე­ბო­და, რამე რომ მომ­ხდა­რი­ყო, ჰო­ლან­დი­ა­ში გაქ­ცე­უ­ლი­ყო და იქ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მი­ე­ღო. მთე­ლი ეს წლე­ბი სან­დრა მის ქა­რაფ­შუ­ტო­ბას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აბა­ლან­სებ­და. ახლა აღარ სჭირ­დე­ბა, რად­გან ამე­რი­კა­ში ბოლო ვი­ზი­ტის დროს მის­ცეს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­შე­საფ­რის გა­რან­ტი­ე­ბი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"მიშა სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად, რა არის ამაში სკანდალური?"

"მიშა სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად, რა არის ამაში სკანდალური?"

"საქინფორმის" დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი ყოველთვის გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით. პრეზიდენტისა და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსების მიმართ კრიტიკას არასოდეს იშურებს, თუმცა ხშირად მისი განცხადებები კრიტიკაზე მეტია: ფუტლარი, გიჟი, აფერისტი - ამ ეპითეტებით პრეზიდენტს ამკობს. სკანდალურია მისი განცხადებებიც პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე. იმ თემებზე, რაზეც ხალხში ჩუმად ლაპარაკობენ, ბატონი არნო თამამად საუბრობს და არც არაფრის ეშინია.

- ბატონო არნო, "საქინფორმი" პირველად სკანდალში მაშინ გაეხვია, როდესაც რობერტ სტურუას ცნობილი ინტერვიუ გამოაქვეყნეთ, სადაც პრეზიდენტის სომხურ წარმომავლობაზე საუბრობდა.

- ჩვენ ხშირად ვეხვევით სკანდალში... არადა, იმ კაცს ისეთი არაფერი უთქვამს, სააკაშვილზე თქვა, რომ ეროვნებით სომეხია, რაც მეც ბევრჯერ მითქვამს და მთელმა საქართველომ იცის. რეალურად მიზეზი სხვა იყო - ბატონ რობიკოს თეატრი უნდა დაეტოვებინა! მერე მონახეს აქ მცხოვრები ცუდი სომხების კატეგორია, რომლებიც ვითომ სომხობენ, არადა, გრანტებით დიდ თანხებს შოულობენ, წერილი დააწერინეს და დაუპირისპირეს. რეალურად კი, როცა წინა ხელისუფლებების დროს მართლაც იყო სომხების სხვადასხვა პრობლემა გადასაწყვეტი, მაშინ ხმა არ ამოუღიათ!

- ამის შემდეგ თქვენი მილოცვა გამოქვეყნდა, სადაც ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტად არჩევას ულოცავდით...

- მაშინ ხალხმა მხარი დამიჭირა, მაგრამ საზოგადოების მცირერიცხოვანი ნაწილი გაღიზიანდა. "პედერასტები" გამომიგზავნა სააკაშვილის ხელისუფლებამ და დღისით-მზისით რედაქციაში შემომიცვივდნენ... ერთი მათგანი აქ, ჩემს კაბინეტში შემომივარდა, თანაც საპატრულო ეკიპაჟის თანდასწრებით! დანარჩენები გარეთ ელოდნენ. ყველა მათგანი გაშიფრული მყავს, მაშინ 200-გვერდიანი საჩივარი შევიტანე პროკურატურაში, ადეიშვილის სახელზე, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. მგონი, მერაბიშვილის გარდა, ყველა მაღალჩინოსანი პოლიციელი იყო აქ მოსული, მაგრამ ის დაქირავებული აყროლებული არამზადა "სულ ზემოდან" ზარის მერე მოულოდნელად გამოუშვეს, რიგითმა პოლიციელებმა მითხრეს, ბატონო არნო, თუ კიდევ მოგივარდათ, შეგაგინათ, დაგჭრათ, აი, მერე დავაკავებთო (იღიმება).

მაშინდელ ამერიკის ელჩს, ჯონ ბასს, ორჯერ მივწერე ღია წერილი ამ პროვოკაციის შესახებ, სამ ენაზე გამოვაქვეყნე და "დიეიჩელით" ინგლისურ ენაზე, საელჩოში გავუგზავნე. მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღიათ, არც დაურეკავთ, არც წერილი და კომენტარი დაუწერიათ - გაფრთხილებული იყვნენ, რომ დღისით-მზისით რედაქციაში შევარდნა, მთავარი რედაქტორის მისამართით მუქარა "არადემოკრატიული" და დაუშვებელია (იცინის).

როგორც იცით, მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტებს ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება მივუძღვენი და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჯიჰადზეც ვიდეოების გამზადება ПИК-ის "ჟურნალისტ" ოლეგ პანფილოვის (შემოკლებით "ჟოპ") და მისი ბიჭუნა-ბლოგერების გარეშე არ ჩაივლიდა. ეს ვიდეოები სააკაშვილის დაკვეთით არის დამონტაჟებული, როგორც მოდელირებული "ქრონიკა" შეიქმნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავარი შემსრულებელი ისევ გიორგი არველაძეა. სხვათა შორის, ჩემი ეს ვერსია პრემიერ-მინისტრმაც ირიბად უკვე დაადასტურა. და მეორე - "ფეისბუქიდან" შევიტყვე, რომ ПИК-ის ყოფილმა ფოტოგრაფმა თურმე საკუთარი კადრები იცნო, ტელეკომპანია ПИК-ის არქივიდან ვერავინ ამოიღებდა ამ კადრებს, ПИК-ის თანამშრომლების გარდა.

- თუ კვალი მართლა მივიდა ამ ადამიანებამდე, თავს როგორ იმართლებენ?

- "ვა-ბანკზე" მიდიან, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და არც წასასვლელი! რაც შეეხება მიშას, ერთხელ, ძალიან რომ გაუჭირდა, 2008-ში, ომი დაიწყო. ახლა უსუსური აქცია რომ ჩაატარეს 19 აპრილს, ნახეს, რომ არეულობის ძალაც აღარ აქვთ. თან ჩვენი პრეზიდენტი ბუნებით აფერისტია, ანტიქრისტე და არანორმალური. იცის, ზურაბ ჟვანია როგორ მოკლეს და იცის, რომ როდესაც ობიექტი იღუპება, ყოველთვის პირადი დაცვაა გარეული. ამიტომ გამუდმებით დგამს ამ სპექტაკლებს, რომ ვითომ კლავენ - ხან ახალი ხელისუფლებისგან ელოდება საფრთხეს და დაცვაზე უარს ამბობს, ხან კიდევ თალიბები "ემუქრებიან"...

- თქვენ პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზეც აკეთებთ სკანდალურ განცხადებებს...

- სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად, რა არის ამაში სკანდალური? თუ კაცია, აუცილებლად მოიყვანს, თანაც, ის ხომ პუტინს ყველაფერში ჰბაძავს: ჰაერში - თვითფრინავის მართვაში, წყალში - ყვინთაობაში, ხომ გახსოვთ, აკვალანგით რომ ჩავიდა და კინაღამ დაიხრჩო?! მოიყვანოს, თუ მანამდე პუტინმა მის მიმართ თავისი დანაპირები არ შეასრულა (იცინის). მაგრამ ამ ლამაზი გოგოს ქმრობაც მიშასთვის, პირველ რიგში, პიარსვლა იქნება, თანაც სანდრასთან ნორმალური ურთიერთობა რომ დიდი ხანია არ აქვს, ამას მთელი საქართველო ხედავს. სანდრა მარტო იმისთვის სჭირდებოდა, რამე რომ მომხდარიყო, ჰოლანდიაში გაქცეულიყო და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო. მთელი ეს წლები სანდრა მის ქარაფშუტობას შეძლებისდაგვარად აბალანსებდა. ახლა აღარ სჭირდება, რადგან ამერიკაში ბოლო ვიზიტის დროს მისცეს უსაფრთხოებისა და თავშესაფრის გარანტიები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია