ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარე სოფელში კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, ზაზა ხიდაშელი და მალხაზ ედიშერაშვილი სოფელ წითელუბნის განაპირას პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც, სასაზღვრო პერიმეტრი შეიარაღებულმა ფორმიანებმა გადმოკვეთეს და წითელუბნის მცხოვრებლები ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
თვითმხილველის ავთანდილ მახარაძის მტკიცებით, ედიშერაშვილი და ხიდაშელი დაკავებისას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მათ არანაირი საზღვარი არ დაურღვევიათ.