საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნატაშკას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თუმცა რეალურად ბევრი ადამიანია მის მდგომარეობაში"
"ნატაშკას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თუმცა რეალურად ბევრი ადამიანია მის მდგომარეობაში"

სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მთა­ვა­რი გმი­რე­ბის, და­ქა­ლე­ბის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი ნა­ტაშ­კა გა­მოჩ­ნდა, რომ­ლის მე­უღ­ლეც რეს­ტო­რან­ში ჩხუ­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, თა­ვად ნა­ტაშ­კა კი ამ ფაქ­ტის გამო დე­დას­თან დაბ­რუნ­და და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბიზ­ნე­სის აწყო­ბას მიჰ­ყო ხელი.

ნა­ტაშ­კას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ეკა დე­მეტ­რა­ძე ცოტა ხნის წინ ჩა­ი­რი­ცხა მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­თა დას­ში, თუმ­ცა მა­ნამ­დე სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში მიწ­ვე­ვით თა­მა­შობ­და. ეკას მე­უღ­ლე ასე­ვე მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც სე­რი­ალ­ში ზა­ზას როლს ას­რუ­ლებს.

- ალ­ბათ ყვე­ლა ბავ­შვს, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნებს, რა­ღაც ეტაპ­ზე სურთ მსა­ხი­ო­ბო­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვყო­ფილ­ვარ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ოც­ნე­ბის დო­ნე­ზე, რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბით ჩა­ვა­ბა­რე ამ ფა­კულ­ტეტ­ზე, მაგ­რამ რომ გა­ვი­ზარ­დე, მერე მივ­ხვდი, ჩემ­თვის რამ­დე­ნად სა­სურ­ვე­ლი და საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სია ამირ­ჩე­ვია. მსა­ხი­ო­ბო­ბას პრო­ფე­სი­ას ვერ და­არ­ქმევ, ეს უფრო ცხოვ­რე­ბის წე­სია. თუ გინ­და იყო მარ­თლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბის წე­სად უნდა გა­ი­ხა­დო საქ­მე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ შრო­მას და ამას­თა­ნა­ვე მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს. გარ­და ამი­სა, ეს პრო­ფე­სია მოქ­მე­დებს შენ­ზე, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა­ზე, თი­თო­ე­უ­ლი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას ვი­თარ­დე­ბი რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლად, ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლად.

- მსა­ხი­ო­ბე­ბი პირ­ველ როლს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე. თქვენ ვინ გა­ნა­სა­ხი­ე­რეთ პირ­ვე­ლად?

- პირ­ვე­ლი როლი სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკლში შე­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ ამა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია ლალი კე­კე­ლი­ძის სპექ­ტაკლში "პუნ­ქტი ნო­მე­რი ნოლი" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უსი­ტყვო როლი.ერთი სე­ზო­ნი ვი­თა­მა­შეთ ეს სპექ­ტაკ­ლი და შემ­დეგ რე­პერ­ტუ­ა­რი­დან მო­იხ­სნა, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემ­თვის ის მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რჩე­ბა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვერ ამოვ­წუ­რე ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამ გმირ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბამ­დე" სხვა სე­რი­ა­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დით...

- კი, ჯერ იყო "ჟამი ყვა­ვი­ლო­ბი­სა", შემ­დეგ - "დე­ტექ­ტი­ვე­ბი", სა­დაც ერთ ეპი­ზოდ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მერე - "შუა ქა­ლაქ­ში" და ბო­ლოს - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან". სა­ერ­თოდ, როცა ახალ პრო­ექ­ტზე ვი­წყებ მუ­შო­ბას, მას­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი და წინა ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა, ამი­ტომ ბევ­რის გახ­სე­ნე­ბა ამ სე­რი­ა­ლებ­ზე მი­ჭირს. "ჟამი ყვა­ვი­ლო­ბი­სა" დიდი ხნის წინ იყო და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის გამო შე­წყდა. რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ალს "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან", მას­ზე მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის. თეთ­რი ხა­ლა­თი რომ ჩა­მაც­ვეს და სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­მიყ­ვა­ნეს, თავი უც­ნა­უ­რად ვიგ­რძე­ნი, მი­წევ­და სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­სა­წყო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სას­წრა­ფოს მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა, რაც ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გახ­ლდათ. მაგ­რამ ეს სე­რი­ა­ლიც შუა გზა­ში გა­ჩერ­და ისე, რომ სე­ზო­ნი ბო­ლომ­დე ვერ მი­ვი­და.

- რაც შე­ე­ხე­ბა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს", რო­გორ მოხ­ვდით ამ სე­რი­ალ­ში?

- აქაც შერ­ჩე­ვის წე­სით მოვ­ხვდი, მაგ­რამ თა­ვი­დან სულ სხვა პერ­სო­ნაჟ­ზე იყო კას­ტინ­გი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ისე მოხ­და, რომ სხვა როლ­ზე და­მი­ძა­ხეს.

- რო­მე­ლი პერ­სო­ნა­ჟი უნდა გე­თა­მა­შათ?

- მა­გას ვერ ვი­ტყვი.

- მა­შინ ის გვი­თხა­რით, რა მსგავ­სე­ბა და გან­სხვა­ვე­ბაა ეკა­სა და ნა­ტაშ­კას შო­რის?

- რად­გან ამ გმირს მე ვა­სა­ხი­ე­რებ, მსგავ­სე­ბა ბევ­რი იქ­ნე­ბა, გან­სხვა­ვე­ბა კი ის გახ­ლავთ, რომ ნა­ტაშ­კას ბევრ რა­მე­ში არ ვე­თან­ხმე­ბი, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ბევ­რი ადა­მი­ა­ნია მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. პი­რა­დად ჩემ­თვის მისი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო, ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცოტა უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც არ­სე­ბო­ბენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ტაშ­კას­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
მკითხველის რჩევით

"ნატაშკას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თუმცა რეალურად ბევრი ადამიანია მის მდგომარეობაში"

"ნატაშკას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თუმცა რეალურად ბევრი ადამიანია მის მდგომარეობაში"

სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მთავარი გმირების, დაქალების ბავშვობის მეგობარი ნატაშკა გამოჩნდა, რომლის მეუღლეც რესტორანში ჩხუბისთვის დააკავეს, თავად ნატაშკა კი ამ ფაქტის გამო დედასთან დაბრუნდა და მეგობრებთან ერთად ბიზნესის აწყობას მიჰყო ხელი.

ნატაშკას როლის შემსრულებელი ეკა დემეტრაძე ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობთა დასში, თუმცა მანამდე სხვადასხვა თეატრში მიწვევით თამაშობდა. ეკას მეუღლე ასევე მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილია, რომელიც სერიალში ზაზას როლს ასრულებს.

- ალბათ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით გოგონებს, რაღაც ეტაპზე სურთ მსახიობობა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და შეიძლება ითქვას, რომ ოცნების დონეზე, რომანტიკული განწყობით ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე, მაგრამ რომ გავიზარდე, მერე მივხვდი, ჩემთვის რამდენად სასურველი და საყვარელი პროფესია ამირჩევია. მსახიობობას პროფესიას ვერ დაარქმევ, ეს უფრო ცხოვრების წესია. თუ გინდა იყო მართლა წარმატებული, ცხოვრების წესად უნდა გაიხადო საქმე, რომელიც ძალიან დიდ შრომას და ამასთანავე მსხვერპლს მოითხოვს. გარდა ამისა, ეს პროფესია მოქმედებს შენზე, როგორც პიროვნებაზე, თითოეული როლის შესრულებისას ვითარდები როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.

- მსახიობები პირველ როლს განსაკუთრებულად იხსენებენ ხოლმე. თქვენ ვინ განასახიერეთ პირველად?

- პირველი როლი სადიპლომო სპექტაკლში შევასრულე, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ლალი კეკელიძის სპექტაკლში "პუნქტი ნომერი ნოლი" შესრულებული უსიტყვო როლი.ერთი სეზონი ვითამაშეთ ეს სპექტაკლი და შემდეგ რეპერტუარიდან მოიხსნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემთვის ის მაინც განსაკუთრებულად რჩება. ალბათ იმიტომ, რომ ვერ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები ამ გმირზე მუშაობისას.

- "ჩემი ცოლის დაქალებამდე" სხვა სერიალებშიც მონაწილეობდით...

- კი, ჯერ იყო "ჟამი ყვავილობისა", შემდეგ - "დეტექტივები", სადაც ერთ ეპიზოდში მივიღე მონაწილეობა, მერე - "შუა ქალაქში" და ბოლოს - "გოგონა გარეუბნიდან". საერთოდ, როცა ახალ პროექტზე ვიწყებ მუშობას, მასზე ვარ გადართული და წინა ყველაფერი მავიწყდება, ამიტომ ბევრის გახსენება ამ სერიალებზე მიჭირს. "ჟამი ყვავილობისა" დიდი ხნის წინ იყო და სხვადასხვა პრობლემის გამო შეწყდა. რაც შეეხება სერიალს "გოგონა გარეუბნიდან", მასზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. თეთრი ხალათი რომ ჩამაცვეს და საოპერაციოში შემიყვანეს, თავი უცნაურად ვიგრძენი, მიწევდა სამედიცინო ხელსაწყოებთან ურთიერთობა, სასწრაფოს მანქანით გადაადგილება, რაც ნამდვილად საინტერესო გამოცდილება გახლდათ. მაგრამ ეს სერიალიც შუა გზაში გაჩერდა ისე, რომ სეზონი ბოლომდე ვერ მივიდა.

- რაც შეეხება "ჩემი ცოლის დაქალებს", როგორ მოხვდით ამ სერიალში?

- აქაც შერჩევის წესით მოვხვდი, მაგრამ თავიდან სულ სხვა პერსონაჟზე იყო კასტინგი გამოცხადებული. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ სხვა როლზე დამიძახეს.

- რომელი პერსონაჟი უნდა გეთამაშათ?

- მაგას ვერ ვიტყვი.

- მაშინ ის გვითხარით, რა მსგავსება და განსხვავებაა ეკასა და ნატაშკას შორის?

- რადგან ამ გმირს მე ვასახიერებ, მსგავსება ბევრი იქნება, განსხვავება კი ის გახლავთ, რომ ნატაშკას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თუმცა რეალურად ბევრი ადამიანია მის მდგომარეობაში. პირადად ჩემთვის მისი ოჯახური გარემო, ქმართან ურთიერთობა და დამოკიდებულება ცოტა უცნაურია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნატაშკასნაირი ცხოვრებით ცხოვრობენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება