ჰოლივუდის მსახიობი ჯონი დეპი მეუღლესთან დაშორების შესახებ ჟურნალისტებთან პირველად ალაპარაკდა. მსახიობმა დუმილი დაარღვია და ყოფილ ცოლსა და განქორწინებით გამოწვეულ ტკივილზე გულახდილად ისაუბრა.
"სასიყვარულო ურთიერთობები რთულია. გამიჭირდა იმ ადამიანთან განქორწინება, რომელთანაც საერთო შვილები, წარსული და ბედნიერი დღეები მაკავშირებს. რასაკვირველია, დედ-მამის გაყრა შვილებზეც ცუდად აისახა - ბავშვებს ყველა დეტალი გულთან ახლოს მიაქვთ. მართალია ვანესას დავშორდი და მასთან სახლში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მაინტერესებს. ის ჩემი შვილების დედა და ქალია, რომელიც მთელი არსებით მიყვარდა", - განაცხადა ვარსკვლავმა ჟურნალ Rolling Stone-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, წყვილს 2 შვილი: 14 წლის ლილი-როუზი და 11 წლის ჯეკი ჰყავთ.
მომზადებულია Rolling Stone-ს მიხედვით.