Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უზრდელი ვარ მაშინ, როცა მაბრაზებენ, თორემ მშვენიერი მანერები მაქვს"
"უზრდელი ვარ მაშინ, როცა მაბრაზებენ, თორემ მშვენიერი მანერები მაქვს"

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­და სტა­ტია სა­თა­უ­რით - "რა ვერ აპა­ტია ლელა წურ­წუ­მი­ამ ია ფა­რუ­ლა­ვას". ვიდ­რე წა­ვი­კი­თხავ­დი, გა­ვი­ფიქ­რე: - ია უკვე რამ­დენ ცნო­ბილ ადა­მი­ანს და­უ­პი­რის­პირ­და-მეთ­ქი?! გა­სულ კვი­რას მსა­ხი­ობ­სა და "შო­უ­ვუ­მენს" - ია ფა­რუ­ლა­ვას შევ­ხვდი და ვიდ­რე მას­თან სხვა თე­მებ­ზე ვი­სა­უბ­რებ­დი, თავ­და­პირ­ვე­ლად იმის გარ­კვე­ვა ვცა­დე, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად მას­სა და მომ­ღე­რალ ლელა წურ­წუ­მი­ას შო­რის.

- ჟურ­ნალ­ში რა­ღა­ცე­ბი არას­წო­რად ეწე­რა. ავ­ტო­რის ვერ­სი­ით: თურ­მე ერთხელ, "დღის შოუს" თე­მად "კას­ტრა­ცია" გვქო­ნია და მე მა­გა­ლი­თის­თვის მო­მიყ­ვა­ნია, - აი, ლელა წურ­წუ­მი­ამ მა­მუ­ლი­ჩას გა­უ­კე­თა კას­ტრა­ცი­აო. იქვე ეწე­რა: ამის გამო ლელა წურ­წუ­მი­ამ ფა­რუ­ლა­ვას ხელ­წე­რი­ლი და­ა­წე­რი­ნა და ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნაო... ჯერ ერთი, "დღის შო­უ­ში" თე­მად "კას­ტრა­ცია" არას­დროს გვქო­ნია, მე­ო­რეც - რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ასე იყო: რო­დე­საც პრო­ექ­ტის - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მელ­შიც ლელა შე­სა­ნიშ­ნა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­და, "დღის შო­უ­ში" გვქონ­და თემა: "მა­მა­კა­ცუ­რი ფო­ბი­ე­ბი" და ვა­სა­ხე­ლებ­დით, რა ფო­ბია შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მა­მა­კაცს. მა­გა­ლი­თად, გა­მე­ლო­ტე­ბის, პო­ტენ­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბის, უფუ­ლო­ბის, ღი­პის და ა.შ. მოკ­ლედ, ფო­ბი­ე­ბის ჩა­მოთ­ვლით ძა­ლი­ან გა­ვერ­თე და წა­მო­ვი­ძა­ხე, - ამ ჩა­მო­ნათ­ვალს კი­დევ ერთ ფო­ბი­ას და­ვა­მა­ტებ-მეთ­ქი. - აბა, რასო? - ნა­ნი­კომ მკი­თხა. - მა­მუ­ლი­ჩას ფო­ბია-მეთ­ქი. - ეგ რას ნიშ­ნავ­სო? - ეს კას­ტრა­ცი­ის ში­შია: თუ ლელა ფი­ნა­ლამ­დე ვერ მივა, მა­მუ­ლი­ჩას კას­ტრა­ცი­ას გა­უ­კე­თებს-მეთ­ქი. ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ ეთერ­ში სი­ცილ-ხარ­ხა­რით გა­ვი­და.

მას მერე მა­მუ­ლი­ჩა ვნა­ხე კი­დეც - ერთ-ერთი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე ვი­ყა­ვით და მას ჩემ­თვის საყ­ვე­დუ­რი არ უთ­ქვამს, პი­რი­ქით - ჩემს იმ ნათ­ქვამ­ზე ვი­ცი­ნეთ. გა­ვი­და რა­ღაც პე­რი­ო­დი და ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი მე­უბ­ნე­ბა, - ლელა შენ­ზე ნა­წყე­ნი­აო. საქ­მე იქამ­დეც მი­ვი­და, რომ მან "იმე­დის" მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ­საც მი­მარ­თა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კი თა­ვის მხრივ, მთხო­ვა, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი და­მე­წე­რა იმა­ზე, თუ რა მოხ­და იმ კონ­კრე­ტულ გა­და­ცე­მა­ში და დავ­წე­რე: "მე, ია ფა­რუ­ლა­ვამ, ამა წლის ამა და ამ რი­ცხვში, გა­და­ცე­მა­ში მა­მუ­ლი­ჩას მი­სა­მარ­თით უნებ­ლი­ეთ ვახ­სე­ნე სი­ტყვა - "კას­ტრა­ცია", რაც არ გუ­ლის­ხმობ­და არც მისი და არც მისი მე­უღ­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას". ხელ­წე­რი­ლი პრო­დი­უ­სერ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გა­დას­ცა.

- ისე, მათი შე­უ­რა­ცხყო­ფა რაში დაგ­ჭირ­და?

- ეს შოუს ელე­მენ­ტი იყო. ამე­რი­კუ­ლი ტოქ­შოუ რომ ნახო, სა­დაც ერ­თმა­ნეთს ისეთ რა­ღა­ცებს ეუბ­ნე­ბი­ან, ეს არაფ­რად მო­გეჩ­ვე­ნე­ბა...

- კი, მაგ­რამ ჩვენ ხომ ამე­რი­კა­ში არ ვცხოვ­რობთ?

- რა ვქნა, ვი­ღა­ცა ხომ უნდა იყოს "პი­ო­ნე­რი"? ჰოდა, რაკი "პი­ო­ნე­რი" ვარ, ყველ­გან ვი­ლა­ხე­ბი... სხვა­თა შო­რის, ის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ არ მი­ი­ღო. რო­გორც ჩანს, ასე­თი ში­ნა­არ­სის დო­კუ­მენ­ტის თა­ვა­დაც შერ­ცხვათ და ის ფურ­ცე­ლი საგ­რი­მი­ო­რო­ში გა­ვა­კა­რით... ვა­ღი­ა­რებ, ზედ­მე­ტი მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ვი­ღა­ცას ჩემ­ზე ასე რომ ეხუმ­რა, არ გავ­ბრაზ­დე­ბო­დი. რო­გორც ჩანს, ლე­ლას ეწყი­ნა და მი­სიც მეს­მის.

- მოკ­ლედ, ბოლო დროს შენ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი თან­და­თან იზ­რდე­ბა...

- რამ­ხე­ლა სიაც არ უნდა იყოს, მე, ერთს, ია ფა­რუ­ლა­ვას ვერ გა­დამ­წო­ნის! მე ვარ ლე­გენ­და (იცი­ნის)!

ჰოდა, ამ "ლე­გენ­დამ" ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან "პირ­ველ რა­დი­ო­ში" გა­და­ი­ნაც­ვლა. კვი­რა­ში ერთხელ, პა­რას­კევს, სა­კუ­თა­რი ტოქ­შოუ სა­ხელ­წო­დე­ბით - "ია ფა­რუ­ლა­ვას შოუ" მიჰ­ყავს, სა­დაც სტუმ­რებ­თან ერ­თად, აქ­ტუ­ა­ლურ და სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რობს.

- პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა შენი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბის მო­ყო­ლას და­უთ­მე. რა­ტომ?

- მინ­დო­და, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, ჩემ შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მითი თუ ჭორი ერთ რა­დი­ო­გა­და­ცე­მა­ში გან­მე­ხი­ლა და ამით მოვ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რაკს...

- სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­დგე­ნი­სას შენს პირ­ველ თვი­სე­ბად სკან­და­ლუ­რო­ბა და­ა­სა­ხე­ლე... რო­გორ ფიქ­რობ, შენს სკან­და­ლუ­რო­ბას შენი ხა­სი­ა­თი გა­ნა­პი­რო­ბებს?

- ალ­ბათ ხა­სი­ა­თიც, მაგ­რამ ჩემი სკან­და­ლუ­რო­ბა და­ი­წყო ფილ­მი­დან - "სიყ­ვა­რუ­ლი ვე­ნახ­ში". 1998 წელს ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა ეკ­რან­ზე გა­ი­ხა­და და დღემ­დე არ დას­რულ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი. მას მერე ბევ­რმა გა­ი­ხა­და, მაგ­რამ ია ფა­რუ­ლა­ვა მა­ინც არ ავი­წყდე­ბათ... ჩემი სკან­და­ლუ­რო­ბა კი­დევ იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და რა­საც სხვა არ იტყვის, მე ვამ­ბობ. მინ­და, ჩემი აზრი სა­ჯა­როდ და­ვა­ფიქ­სი­რო ხოლ­მე, რად­გან და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს. არ მჩვე­ვია პირ­ფე­რო­ბა და რო­გო­რიც ვარ, ასე­თი მომ­წონს სა­კუ­თა­რი თავი.

- ყვე­ლას მოს­წონ­ხარ ასე­თი?

- "ფე­ის­ბუკ­ზეც" მაქვს ჩემი "ფან­ფე­ი­ჯი", სა­ი­და­ნაც ვი­გებ, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­ზე გიჟ­დე­ბი­ან და არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ვერ მი­ტა­ნენ.

- რა­ტომ ვერ გი­ტა­ნენ?

- არ ვიცი. ვამ­ბობ ხოლ­მე, - ია ფა­რუ­ლა­ვა ზე­თის­ხი­ლი­ვი­თაა - ან გიყ­ვარს, ან - არა. მას ყვე­ლა ვერ ჭამს, მაგ­რამ თუ გა­სინ­ჯა­ვენ, მერე მოს­წონთ. ამ­ბო­ბენ, 5 ცა­ლის შემ­დეგ იგებ ზე­თის­ხი­ლის გე­მო­სო (იღი­მის). ზოგს ჩემი პირ­და­პი­რო­ბის გამო ვუყ­ვარ­ვარ და დიდი მად­ლო­ბა მათ ამის­თვის. ხალ­ხმა ჩემი სი­მარ­თლე და პირ­და­პი­რო­ბა პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" უფრო ცხა­დად და­ი­ნა­ხა. თა­ვი­დან ვი­ღა­ცე­ბი ფო­რუმ­ზე იმა­საც წერ­დნენ: რა შუ­ა­შია ია ფა­რუ­ლა­ვა, რო­მე­ლი ცეკ­ვის მცოდ­ნე ეგ გვყავ­სო? მერე შე­იც­ვა­ლა ჩემ მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ისე, ხომ ჰგო­ნი­ათ, რომ და­უ­ფიქ­რებ­ლად წა­მო­ვის­ვრი ხოლ­მე რა­ღა­ცებს, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ეს ასე არ არის, ამას ყო­ველ­თვის დიდი სამ­ზა­დი­სი უძღვის წინ.

- ანუ "ას­ჯერ გა­ზო­მე და ერთხელ გა­ჭე­რის" პრინ­ცი­პი შენს შემ­თხვე­ვა­ში მოქ­მე­დებს?

- ასეა. რო­დე­საც ვთქვი ფრა­ზა - "სექ­სი პარ­კეტ­ზე", აღ­შფოთ­დნენ: რა სი­სუ­ლე­ლე წა­მო­აყ­რან­ტა­ლაო! არა­და, წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, აწონ-და­წო­ნი­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი ფრა­ზა იყო, რო­მე­ლიც გივი სი­ხა­რუ­ლი­ძის მი­სა­მარ­თით გა­მოვ­თქვი. მე იქაც შოუს ვა­კე­თებ­დი.

- და არ აქვს იმას მნიშ­ვნე­ლო­ბა, შენ­ზე რას იტყვი­ან?

- იმა­ზე რომ ვი­ფიქ­რო, რას იტყვის ხალ­ხი, მა­შინ მე ვერ ვიქ­ნე­ბო­დი. ცუდს არა­ფერს ვა­კე­თებ: არა­ვის ვკლავ, არ ვქურ­დავ, არა­ვის ვა­ტყუ­ებ; რაც ვარ, ეს ვარ!

- ან­გე­ლო­ზი ყო­ფილ­ხარ, ჩემო ია...

- შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ან­გე­ლო­ზიც ვარ (იღი­მის). იცი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მომ­მარ­თავს თხოვ­ნით, რომ რჩე­ვა მივ­ცე? დეპ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან, არ უმარ­თლებთ და მთხო­ვენ, და­ვეხ­მა­რო. ჰოდა, მათ რო­გორც შე­მიძ­ლია, ვეხ­მა­რე­ბი.

- აღ­ნიშ­ნულ პირ­ველ რა­დი­ო­შო­უ­ში ილა­პა­რა­კე, რომ მიმ­ზიდ­ვე­ლი ობი­ექ­ტი ხარ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის...

- რა­ტომ მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის? ბევ­რი ქალ­ბა­ტო­ნი მწერს: რა ლა­მა­ზი ხარ, მოგ­ვწონ­ხა­რო. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მათ­თვის ისე­თი ქა­ლის მა­გა­ლი­თი ვარ, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად თავს უვ­ლის და მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მიმ­ზიდ­ვე­ლი ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი და ვარ!.. მოკ­ლედ, არ ვარ ორ­დი­ნა­რუ­ლი და არ ვცხოვ­რობ ორ­დი­ნა­რუ­ლად. მე არ მყავს ქმა­რი, შვი­ლი, ოჯა­ხი და ვფიქ­რობ, რომ სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლა­ვართ...

- ქმა­რი არ გყავს, მაგ­რამ წარ­სულ­ში გყავ­და ქმრე­ბი... ვერც ერთი რომ ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნე, ესეც შენი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლო­ბის ბრა­ლია?

- ნა­წი­ლობ­რივ, ეს შე­იძ­ლე­ბა, ჩემი ბრა­ლიც იყოს და ნა­წი­ლობ­რივ - მა­თიც... ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ორ­ჯერ ვი­ყა­ვი, ორი ქორ­წი­ნე­ბა კი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი იყო... რო­გორც ჩანს, მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი მაქვს და მა­მა­კაც­ში მუდ­მი­ვად რა­ღაც იდე­ალს ვე­ძებ. ისე, ყვე­ლა ქალი ხომ ასეა? - თა­ვი­დან­ვე იდე­ა­ლებს ვე­ძებთ: ჯერ პრინ­ცე­ბი გვინ­და, მერე - რა­ინ­დე­ბი, გმი­რე­ბი... ძა­ლი­ან ჭირს ჩემი სა­პირ­წო­ნე (მო­და­შია დღეს ეს სი­ტყვა) მა­მა­კა­ცის მო­ძებ­ნა. ჩემ­ნა­ი­რი ქა­ლე­ბის ბედი ასე­თია, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არი­ან სა­სურ­ველ­ნი და აღ­ტა­ცე­ბა­ში მოჰ­ყავთ ადა­მი­ა­ნე­ბი, მათი ხვედ­რია, რომ მარ­ტო­ნი იყ­ვნენ.

- ახლა მარ­ტო ხარ?

- ამ­წუ­თას ქმა­რი არ მყავს, მაგ­რამ მე­გო­ბა­რი მყავს.

- ვინ არის?

- მის სა­ხელ­სა და გვარს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ეს არ ესი­ა­მოვ­ნე­ბა.

- ერთხელ აღ­ნიშ­ნე, - ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, უზ­რდე­ლი­აო...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) უზ­რდე­ლი ვარ მა­შინ, როცა მაბ­რა­ზე­ბენ, თო­რემ მშვე­ნი­ე­რი მა­ნე­რე­ბი მაქვს, კარგ ოჯახ­ში ვარ აღ­ზრდი­ლი და კარ­გი დიპ­ლო­მა­ტიც გახ­ლა­ვართ.

- გა­და­ცე­მა­ში ისიც თქვი, - ამ­ბო­ბენ, რომ დედა სო­მე­ხი მყავ­სო...

- პაპა, დე­დის მამა წარ­მო­შო­ბით ირა­ნი­დან გახ­ლდათ. ის არც თბი­ლი­სე­ლი სო­მე­ხი იყო და არც - ერევ­ნე­ლი. პაპა (ნი­კო­ლო­ზი, ნი­კო­დი­მო­სი ერ­ქვა) ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ბიჭი იყო, ომში რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მაგ­რამ 18 წლი­სა გა­მო­იქ­ცა და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლდა; არც ქარ­თუ­ლი იცო­და ნორ­მა­ლუ­რად, არც რუ­სუ­ლი და არც - სომ­ხუ­რი... რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტა, სომ­ხუ­რი გვა­რი აეღო და ჯერ დავ­ლა­თი­ა­ნი იყო, მერე - არუ­თუ­ნი­ა­ნი. რო­გორც ჩანს, დე­ზერ­ტი­რი გახ­ლდათ და ვი­ნა­ო­ბას, წარ­მო­მავ­ლო­ბას ამი­ტო­მაც მა­ლავ­და. მერე ენაც ის­წავ­ლა და აქა­ურ ცხოვ­რე­ბას ალღო აუღო... ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­შიც არის რა­ღაც არა­ქარ­თუ­ლი, რაც მისი გე­ნი­დან მო­დის. ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი გა­რეგ­ნო­ბის დე­ი­დე­ბი მყავ­და... ჯერ ერთი, ეს რა გა­მოთ­ქმაა: "ეგ სო­მე­ხი?!" ჩვენს ქა­ლაქ­ში, სა­დაც ამ­დე­ნი სხვა­დას­ხვა ერის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: სო­მე­ხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, ებ­რა­ე­ლი ცხოვ­რობს, ცოტა უხერ­ხუ­ლია ასე ლა­პა­რა­კი. ისი­ნი ჩვე­ნი ძმე­ბი არი­ან.

- ნათ­ქვა­მი გაქვს, მა­მა­ჩემ­მა - ოთარ ფა­რუ­ლა­ვამ 40 წლის წინ, ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა ჩა­იც­ვა ჩოხა და ჩო­ხო­სან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­წევ­რდაო...

- პირ­ვე­ლი "თბი­ლი­სო­ბა" რომ ჩა­ტარ­და, 1976 წელს, ოთხმა მე­გო­ბარ­მა: ბუკა ნა­კა­ი­ძემ, ფერ­დი­ნანდ ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ, მა­მამ და მე­ო­თხეს გვარ­სა და სა­ხელს ვერ ვიხ­სე­ნებ, ჩო­ხე­ბი ჩა­იც­ვეს. გა­რეთ რომ გა­დი­ო­და, მთელ ოჯახს გვრცხვე­ნო­და, - ვა­ი­მე, რას აკე­თებს ეს კა­ციო? ახლა კი ჩო­ხოს­ნო­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი რამ არის და ჩო­ხოს­ნად უამ­რავ ადა­მი­ანს აკურ­თხე­ბენ. მეც ვარ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი და ვიდ­რე მამა ცო­ცხა­ლი იყო, მათ შეკ­რე­ბებ­ზე დავ­დი­ო­დი... მოკ­ლედ, ძლი­ე­რი და ვაჟ­კა­ცუ­რი ქალი ვარ (იცი­ნის).

- იცი, ბო­ლოს რა თქვეს შენ­ზე?

- არა.

- იას ადრე ასა­კით უფ­რო­სი მა­მა­კა­ცე­ბი მოს­წონ­და, ახლა კი უმ­ცრო­სე­ბი იზი­დავ­სო...

- მით უკე­თე­სი ჩემ­თვის. რამ­დე­ნი წლით უმ­ცრო­სია ის, ვინც გვერ­დით მყავს, არ და­მით­ვლია (იცი­ნის). ჭორი ჩემ­თვის გარ­თო­ბის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რად­გა­ნაც აც­რი­ლი ვარ ასეთ ამ­ბებ­ზე... ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბა­ში მინ­და, სი­კე­თე და­ვი­ნა­ხო (მერ­წმუ­ნეთ, ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ქუ­ლე­ბი და­ვი­წე­რო) და ამის გამო ბევ­რჯერ და­ვი­სა­ჯე. ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი შეც­დო­მაც და­ვუშ­ვი, მაგ­რამ ესეც სა­ჭი­რო იყო - ჭკუა ვის­წავ­ლე. არ მიყ­ვარს გაკ­ვა­ლუ­ლი გზე­ბით სი­ა­რუ­ლი, ამას უღ­რან ტყე­ში გზის პოვ­ნა მირ­ჩევ­ნია. შე­იძ­ლე­ბა, და­ვე­ცე ან მგელ­მა, დათვმაც მი­კ­ბი­ნოს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ჩემი გზით ვი­ა­რო...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"უზრდელი ვარ მაშინ, როცა მაბრაზებენ, თორემ მშვენიერი მანერები მაქვს"

"უზრდელი ვარ მაშინ, როცა მაბრაზებენ, თორემ მშვენიერი მანერები მაქვს"

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა სტატია სათაურით - "რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას". ვიდრე წავიკითხავდი, გავიფიქრე: - ია უკვე რამდენ ცნობილ ადამიანს დაუპირისპირდა-მეთქი?! გასულ კვირას მსახიობსა და "შოუვუმენს" - ია ფარულავას შევხვდი და ვიდრე მასთან სხვა თემებზე ვისაუბრებდი, თავდაპირველად იმის გარკვევა ვცადე, თუ რა მოხდა რეალურად მასსა და მომღერალ ლელა წურწუმიას შორის.

- ჟურნალში რაღაცები არასწორად ეწერა. ავტორის ვერსიით: თურმე ერთხელ, "დღის შოუს" თემად "კასტრაცია" გვქონია და მე მაგალითისთვის მომიყვანია, - აი, ლელა წურწუმიამ მამულიჩას გაუკეთა კასტრაციაო. იქვე ეწერა: ამის გამო ლელა წურწუმიამ ფარულავას ხელწერილი დააწერინა და ბოდიში მოახდევინაო... ჯერ ერთი, "დღის შოუში" თემად "კასტრაცია" არასდროს გვქონია, მეორეც - რეალურად ყველაფერი ასე იყო: როდესაც პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონი მიმდინარეობდა, რომელშიც ლელა შესანიშნავად მონაწილეობდა, "დღის შოუში" გვქონდა თემა: "მამაკაცური ფობიები" და ვასახელებდით, რა ფობია შეიძლება ჰქონდეს მამაკაცს. მაგალითად, გამელოტების, პოტენციის დაქვეითების, უფულობის, ღიპის და ა.შ. მოკლედ, ფობიების ჩამოთვლით ძალიან გავერთე და წამოვიძახე, - ამ ჩამონათვალს კიდევ ერთ ფობიას დავამატებ-მეთქი. - აბა, რასო? - ნანიკომ მკითხა. - მამულიჩას ფობია-მეთქი. - ეგ რას ნიშნავსო? - ეს კასტრაციის შიშია: თუ ლელა ფინალამდე ვერ მივა, მამულიჩას კასტრაციას გაუკეთებს-მეთქი. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში სიცილ-ხარხარით გავიდა.

მას მერე მამულიჩა ვნახე კიდეც - ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე ვიყავით და მას ჩემთვის საყვედური არ უთქვამს, პირიქით - ჩემს იმ ნათქვამზე ვიცინეთ. გავიდა რაღაც პერიოდი და ჩვენი საერთო მეგობარი მეუბნება, - ლელა შენზე ნაწყენიაო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მან "იმედის" მაშინდელ ხელმძღვანელსაც მიმართა, ხელმძღვანელობამ კი თავის მხრივ, მთხოვა, ახსნა-განმარტებითი ბარათი დამეწერა იმაზე, თუ რა მოხდა იმ კონკრეტულ გადაცემაში და დავწერე: "მე, ია ფარულავამ, ამა წლის ამა და ამ რიცხვში, გადაცემაში მამულიჩას მისამართით უნებლიეთ ვახსენე სიტყვა - "კასტრაცია", რაც არ გულისხმობდა არც მისი და არც მისი მეუღლის შეურაცხყოფას". ხელწერილი პროდიუსერმა ხელმძღვანელობას გადასცა.

- ისე, მათი შეურაცხყოფა რაში დაგჭირდა?

- ეს შოუს ელემენტი იყო. ამერიკული ტოქშოუ რომ ნახო, სადაც ერთმანეთს ისეთ რაღაცებს ეუბნებიან, ეს არაფრად მოგეჩვენება...

- კი, მაგრამ ჩვენ ხომ ამერიკაში არ ვცხოვრობთ?

- რა ვქნა, ვიღაცა ხომ უნდა იყოს "პიონერი"? ჰოდა, რაკი "პიონერი" ვარ, ყველგან ვილახები... სხვათა შორის, ის ახსნა-განმარტებითი ბარათი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ არ მიიღო. როგორც ჩანს, ასეთი შინაარსის დოკუმენტის თავადაც შერცხვათ და ის ფურცელი საგრიმიოროში გავაკარით... ვაღიარებ, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ვიღაცას ჩემზე ასე რომ ეხუმრა, არ გავბრაზდებოდი. როგორც ჩანს, ლელას ეწყინა და მისიც მესმის.

- მოკლედ, ბოლო დროს შენზე განაწყენებული ცნობილი ადამიანების რიცხვი თანდათან იზრდება...

- რამხელა სიაც არ უნდა იყოს, მე, ერთს, ია ფარულავას ვერ გადამწონის! მე ვარ ლეგენდა (იცინის)!

ჰოდა, ამ "ლეგენდამ" ტელევიზიიდან "პირველ რადიოში" გადაინაცვლა. კვირაში ერთხელ, პარასკევს, საკუთარი ტოქშოუ სახელწოდებით - "ია ფარულავას შოუ" მიჰყავს, სადაც სტუმრებთან ერთად, აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობს.

- პირველი გადაცემა შენი ბიოგრაფიული ეპიზოდების მოყოლას დაუთმე. რატომ?

- მინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ, ჩემ შესახებ არსებული ყველა მითი თუ ჭორი ერთ რადიოგადაცემაში განმეხილა და ამით მოვრჩენილიყავი საკუთარ თავზე ლაპარაკს...

- საკუთარი თავის წარდგენისას შენს პირველ თვისებად სკანდალურობა დაასახელე... როგორ ფიქრობ, შენს სკანდალურობას შენი ხასიათი განაპირობებს?

- ალბათ ხასიათიც, მაგრამ ჩემი სკანდალურობა დაიწყო ფილმიდან - "სიყვარული ვენახში". 1998 წელს ქართველმა მსახიობმა ეკრანზე გაიხადა და დღემდე არ დასრულდა ამაზე ლაპარაკი. მას მერე ბევრმა გაიხადა, მაგრამ ია ფარულავა მაინც არ ავიწყდებათ... ჩემი სკანდალურობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ პირდაპირი ადამიანი ვარ და რასაც სხვა არ იტყვის, მე ვამბობ. მინდა, ჩემი აზრი საჯაროდ დავაფიქსირო ხოლმე, რადგან დასამალი არაფერი მაქვს. არ მჩვევია პირფერობა და როგორიც ვარ, ასეთი მომწონს საკუთარი თავი.

- ყველას მოსწონხარ ასეთი?

- "ფეისბუკზეც" მაქვს ჩემი "ფანფეიჯი", საიდანაც ვიგებ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემზე გიჟდებიან და არიან ისეთებიც, ვინც ვერ მიტანენ.

- რატომ ვერ გიტანენ?

- არ ვიცი. ვამბობ ხოლმე, - ია ფარულავა ზეთისხილივითაა - ან გიყვარს, ან - არა. მას ყველა ვერ ჭამს, მაგრამ თუ გასინჯავენ, მერე მოსწონთ. ამბობენ, 5 ცალის შემდეგ იგებ ზეთისხილის გემოსო (იღიმის). ზოგს ჩემი პირდაპირობის გამო ვუყვარვარ და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ხალხმა ჩემი სიმართლე და პირდაპირობა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" უფრო ცხადად დაინახა. თავიდან ვიღაცები ფორუმზე იმასაც წერდნენ: რა შუაშია ია ფარულავა, რომელი ცეკვის მცოდნე ეგ გვყავსო? მერე შეიცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება. ისე, ხომ ჰგონიათ, რომ დაუფიქრებლად წამოვისვრი ხოლმე რაღაცებს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ არის, ამას ყოველთვის დიდი სამზადისი უძღვის წინ.

- ანუ "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპი შენს შემთხვევაში მოქმედებს?

- ასეა. როდესაც ვთქვი ფრაზა - "სექსი პარკეტზე", აღშფოთდნენ: რა სისულელე წამოაყრანტალაო! არადა, წინასწარ მოფიქრებული, აწონ-დაწონილი და გააზრებული ფრაზა იყო, რომელიც გივი სიხარულიძის მისამართით გამოვთქვი. მე იქაც შოუს ვაკეთებდი.

- და არ აქვს იმას მნიშვნელობა, შენზე რას იტყვიან?

- იმაზე რომ ვიფიქრო, რას იტყვის ხალხი, მაშინ მე ვერ ვიქნებოდი. ცუდს არაფერს ვაკეთებ: არავის ვკლავ, არ ვქურდავ, არავის ვატყუებ; რაც ვარ, ეს ვარ!

- ანგელოზი ყოფილხარ, ჩემო ია...

- შეიძლება, ბევრი ადამიანისთვის ანგელოზიც ვარ (იღიმის). იცი, რამდენი ადამიანი მომმართავს თხოვნით, რომ რჩევა მივცე? დეპრესიულები არიან, არ უმართლებთ და მთხოვენ, დავეხმარო. ჰოდა, მათ როგორც შემიძლია, ვეხმარები.

- აღნიშნულ პირველ რადიოშოუში ილაპარაკე, რომ მიმზიდველი ობიექტი ხარ მამაკაცებისთვის...

- რატომ მხოლოდ მამაკაცებისთვის? ბევრი ქალბატონი მწერს: რა ლამაზი ხარ, მოგვწონხარო. ალბათ იმიტომ, რომ მათთვის ისეთი ქალის მაგალითი ვარ, რომელიც მუდმივად თავს უვლის და მიუხედავად ასაკისა, კარგად გამოიყურება. მიმზიდველი ყოველთვის ვიყავი და ვარ!.. მოკლედ, არ ვარ ორდინარული და არ ვცხოვრობ ორდინარულად. მე არ მყავს ქმარი, შვილი, ოჯახი და ვფიქრობ, რომ სხვებისგან განსხვავებული ადამიანი გახლავართ...

- ქმარი არ გყავს, მაგრამ წარსულში გყავდა ქმრები... ვერც ერთი რომ ვერ შეინარჩუნე, ესეც შენი არაორდინარულობის ბრალია?

- ნაწილობრივ, ეს შეიძლება, ჩემი ბრალიც იყოს და ნაწილობრივ - მათიც... ოფიციალურ ქორწინებაში ორჯერ ვიყავი, ორი ქორწინება კი არაოფიციალური იყო... როგორც ჩანს, მაღალი სტანდარტები მაქვს და მამაკაცში მუდმივად რაღაც იდეალს ვეძებ. ისე, ყველა ქალი ხომ ასეა? - თავიდანვე იდეალებს ვეძებთ: ჯერ პრინცები გვინდა, მერე - რაინდები, გმირები... ძალიან ჭირს ჩემი საპირწონე (მოდაშია დღეს ეს სიტყვა) მამაკაცის მოძებნა. ჩემნაირი ქალების ბედი ასეთია, - მიუხედავად იმისა, რომ არიან სასურველნი და აღტაცებაში მოჰყავთ ადამიანები, მათი ხვედრია, რომ მარტონი იყვნენ.

- ახლა მარტო ხარ?

- ამწუთას ქმარი არ მყავს, მაგრამ მეგობარი მყავს.

- ვინ არის?

- მის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, რადგან ეს არ ესიამოვნება.

- ერთხელ აღნიშნე, - ჩემზე ამბობენ, უზრდელიაო...

- (მაწყვეტინებს) უზრდელი ვარ მაშინ, როცა მაბრაზებენ, თორემ მშვენიერი მანერები მაქვს, კარგ ოჯახში ვარ აღზრდილი და კარგი დიპლომატიც გახლავართ.

- გადაცემაში ისიც თქვი, - ამბობენ, რომ დედა სომეხი მყავსო...

- პაპა, დედის მამა წარმოშობით ირანიდან გახლდათ. ის არც თბილისელი სომეხი იყო და არც - ერევნელი. პაპა (ნიკოლოზი, ნიკოდიმოსი ერქვა) ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, ომში რომ მონაწილეობდა, მაგრამ 18 წლისა გამოიქცა და საქართველოში დასახლდა; არც ქართული იცოდა ნორმალურად, არც რუსული და არც - სომხური... რატომღაც გადაწყვიტა, სომხური გვარი აეღო და ჯერ დავლათიანი იყო, მერე - არუთუნიანი. როგორც ჩანს, დეზერტირი გახლდათ და ვინაობას, წარმომავლობას ამიტომაც მალავდა. მერე ენაც ისწავლა და აქაურ ცხოვრებას ალღო აუღო... ჩემს გარეგნობაშიც არის რაღაც არაქართული, რაც მისი გენიდან მოდის. ერთმანეთზე უკეთესი გარეგნობის დეიდები მყავდა... ჯერ ერთი, ეს რა გამოთქმაა: "ეგ სომეხი?!" ჩვენს ქალაქში, სადაც ამდენი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი: სომეხი, აზერბაიჯანელი, ებრაელი ცხოვრობს, ცოტა უხერხულია ასე ლაპარაკი. ისინი ჩვენი ძმები არიან.

- ნათქვამი გაქვს, მამაჩემმა - ოთარ ფარულავამ 40 წლის წინ, ერთ-ერთმა პირველმა ჩაიცვა ჩოხა და ჩოხოსანთა საზოგადოებაში გაწევრდაო...

- პირველი "თბილისობა" რომ ჩატარდა, 1976 წელს, ოთხმა მეგობარმა: ბუკა ნაკაიძემ, ფერდინანდ ლორთქიფანიძემ, მამამ და მეოთხეს გვარსა და სახელს ვერ ვიხსენებ, ჩოხები ჩაიცვეს. გარეთ რომ გადიოდა, მთელ ოჯახს გვრცხვენოდა, - ვაიმე, რას აკეთებს ეს კაციო? ახლა კი ჩოხოსნობა პრესტიჟული რამ არის და ჩოხოსნად უამრავ ადამიანს აკურთხებენ. მეც ვარ ამ ორგანიზაციის წევრი და ვიდრე მამა ცოცხალი იყო, მათ შეკრებებზე დავდიოდი... მოკლედ, ძლიერი და ვაჟკაცური ქალი ვარ (იცინის).

- იცი, ბოლოს რა თქვეს შენზე?

- არა.

- იას ადრე ასაკით უფროსი მამაკაცები მოსწონდა, ახლა კი უმცროსები იზიდავსო...

- მით უკეთესი ჩემთვის. რამდენი წლით უმცროსია ის, ვინც გვერდით მყავს, არ დამითვლია (იცინის). ჭორი ჩემთვის გართობის ერთ-ერთი საშუალებაა, რადგანაც აცრილი ვარ ასეთ ამბებზე... ყველა პიროვნებაში მინდა, სიკეთე დავინახო (მერწმუნეთ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქულები დავიწერო) და ამის გამო ბევრჯერ დავისაჯე. ცხოვრებაში ბევრი შეცდომაც დავუშვი, მაგრამ ესეც საჭირო იყო - ჭკუა ვისწავლე. არ მიყვარს გაკვალული გზებით სიარული, ამას უღრან ტყეში გზის პოვნა მირჩევნია. შეიძლება, დავეცე ან მგელმა, დათვმაც მიკბინოს, მაგრამ მთავარია, ჩემი გზით ვიარო...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება