სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უფლისციხეში ტურისტებზე უკანონო ბილეთებს ჰყიდიან
უფლისციხეში ტურისტებზე უკანონო ბილეთებს ჰყიდიან

უფ­ლის­ცი­ხის ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მსურ­ვე­ლებ­ზე უკა­ნო­ნო ბი­ლე­თებს ჰყი­დი­ან. ბი­ლე­თებ­ში ბავ­შვებს 2 ლარს ახ­დე­ვი­ნე­ბენ, უფ­რო­სებს კი ლარს. ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "ალი­ას" ექი­მი და ჟურ­ნა­ლის­ტი გუ­რამ შა­მა­ნი­დი ესა­უბ­რა. მისი თქმით, ამ უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის უკან მუ­ზე­უმ-ნაკ­რძა­ლის მმარ­თვე­ლი ზუ­რაბ და­სა­ღაშ­ვი­ლი დგას.

"25 წე­ლია, სო­ფელ ქვახ­ვრელ­ში (გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) ცხოვ­რობს ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ყვლეფს იქა­უ­რო­ბას და ყვე­ლა და­ში­ნე­ბუ­ლი ჰყავს. ესაა ზუ­რაბ სა­და­ღაშ­ვი­ლი, იქა­უ­რი ნე­რო­ნი და დიდი "ნა­ცი­ო­ნა­ლი". ეს კაცი არის უფ­ლის­ცი­ხის ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მუ­ზე­უმ-ნაკ­რძა­ლის მმარ­თვე­ლი. ბევ­რი ხალ­ხი და­დის ხოლ­მე ამ მო­ნას­ტერ­ში და ეს ად­გი­ლი სა­და­ღაშ­ვილ­მა კარ­ლომ აქ­ცია ფუ­ლის "ცე­ხად". კაც­მა არ იცის, რა ბი­ლე­თებს ჰყიდ­და და ის ფული სად მი­დი­ო­და. ამ კარ­ლომ გა­უძ­ლო ოთხ მთავ­რო­ბას, მთე­ლი 24 წელი იყო.

ამ ზუ­რა­ბას აქვს "ლევი" ბი­ლე­თე­ბი და სა­ღა­მოს ხუთი სა­ა­თის მერე, სა­ლა­რო რომ იხუ­რე­ბა, თა­ვად ყი­დის იმ ბი­ლე­თებს. ახლა, არ გა­ინ­ტე­რე­სებს, პრე­მი­ებს რო­გორ ანა­წი­ლებს?! ყვე­ლა­ზე ბევ­რი - თვი­თონ და ეს იცო­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მაგ­რამ ეტყო­ბა, მი­ნის­ტრმა - არა და გა­გიჟ­და ოდი­შა­რია. ადრე მანდ ექ­სკურ­სია 30 ლარი ღირ­და. ახლა 15 ლარი ღირს და ის ბი­ლე­თი რომ მი­ვუ­ტა­ნე, გა­მოყ...და მი­ნის­ტრი, ეს რა არი­სო? ამა­სო პრინ­ტერ­ზე ამოვ­ბეჭ­და­ვო. არც ბე­ჭე­დი, არც ნო­მე­რი, ფა­რა­ტი­ნა ბი­ლე­თი. მე რომ ვარ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, მე არ უნდა და­გი­ბეჭ­დო ეს ბი­ლე­თე­ბი და და­ნომ­რი­ლი აქ­ტით არ უნდა ჩა­გა­ბა­რო?

მო­ნას­ტე­რი ღიაა ხუთ სა­ა­თამ­დე და ხუ­თის შემ­დეგ რომ მიხ­ვალ, სა­და­ღაშ­ვი­ლი იმ ფულს, რა­საც გა­და­გახ­დე­ვი­ნებს, ჯი­ბე­ში იდებს. ჩა­ვა­ტა­რე ასე­თი რამე: წა­ვიყ­ვა­ნე ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი და მისი კურ­სე­ლე­ბი, ჩა­ვაც­ვი "კა­ნა­რე­ი­კე­ბი­ვით", უბე­რა­ვენ ბავ­შვე­ბი ინ­გლი­სუ­რად და ექ­ვსნი მი­ვა­დე­ქით ამ სა­და­ღაშ­ვილს - თი­თო­ზე 5 ლარი გა­დაგ­ვახ­დე­ვი­ნა. არც ბი­ლე­თი და არც სა­ლა­რო", - აცხა­დებს გუ­რამ შა­მა­ნი­დი.

შა­მა­დი­ნის თქმით, ამ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, თუმ­ცა მათი მხრი­დან ამ ამ­ბავს ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი არ მოჰ­ყო­ლია.

უფლისციხეში ტურისტებზე უკანონო ბილეთებს ჰყიდიან

უფლისციხეში ტურისტებზე უკანონო ბილეთებს ჰყიდიან

უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დათვალიერების მსურველებზე უკანონო ბილეთებს ჰყიდიან. ბილეთებში ბავშვებს 2 ლარს ახდევინებენ, უფროსებს კი ლარს. ამის შესახებ გაზეთ "ალიას" ექიმი და ჟურნალისტი გურამ შამანიდი ესაუბრა. მისი თქმით, ამ უკანონო საქმიანობის უკან მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი ზურაბ დასაღაშვილი დგას.

"25 წელია, სოფელ ქვახვრელში (გორის მუნიციპალიტეტი) ცხოვრობს ოჯახი, რომელიც ოფიციალურად ყვლეფს იქაურობას და ყველა დაშინებული ჰყავს. ესაა ზურაბ სადაღაშვილი, იქაური ნერონი და დიდი "ნაციონალი". ეს კაცი არის უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. ბევრი ხალხი დადის ხოლმე ამ მონასტერში და ეს ადგილი სადაღაშვილმა კარლომ აქცია ფულის "ცეხად". კაცმა არ იცის, რა ბილეთებს ჰყიდდა და ის ფული სად მიდიოდა. ამ კარლომ გაუძლო ოთხ მთავრობას, მთელი 24 წელი იყო.

ამ ზურაბას აქვს "ლევი" ბილეთები და საღამოს ხუთი საათის მერე, სალარო რომ იხურება, თავად ყიდის იმ ბილეთებს. ახლა, არ გაინტერესებს, პრემიებს როგორ ანაწილებს?! ყველაზე ბევრი - თვითონ და ეს იცოდა კულტურის სამინისტრომ მაგრამ ეტყობა, მინისტრმა - არა და გაგიჟდა ოდიშარია. ადრე მანდ ექსკურსია 30 ლარი ღირდა. ახლა 15 ლარი ღირს და ის ბილეთი რომ მივუტანე, გამოყ...და მინისტრი, ეს რა არისო? ამასო პრინტერზე ამოვბეჭდავო. არც ბეჭედი, არც ნომერი, ფარატინა ბილეთი. მე რომ ვარ კულტურის სამინისტრო, მე არ უნდა დაგიბეჭდო ეს ბილეთები და დანომრილი აქტით არ უნდა ჩაგაბარო?

მონასტერი ღიაა ხუთ საათამდე და ხუთის შემდეგ რომ მიხვალ, სადაღაშვილი იმ ფულს, რასაც გადაგახდევინებს, ჯიბეში იდებს. ჩავატარე ასეთი რამე: წავიყვანე ჩემი შვილიშვილი და მისი კურსელები, ჩავაცვი "კანარეიკებივით", უბერავენ ბავშვები ინგლისურად და ექვსნი მივადექით ამ სადაღაშვილს - თითოზე 5 ლარი გადაგვახდევინა. არც ბილეთი და არც სალარო", - აცხადებს გურამ შამანიდი.

შამადინის თქმით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმირებულია კულტურის სამინისტრო, თუმცა მათი მხრიდან ამ ამბავს ჯერჯერობით კონკრეტული ქმედებები არ მოჰყოლია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია