პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა" - ლალი მოროშკინას გადაწყვეტილი აქვს, სოფელში იცხოვროს
"ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა" - ლალი მოროშკინას გადაწყვეტილი აქვს, სოფელში იცხოვროს

"ლალი მო­როშ­კი­ნა გა­ქურ­დეს"- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ ერ­თბა­შად მი­ი­პყრო ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა. ქალ­ბა­ტონ ლა­ლის­თან სა­უ­ბა­რი ამ უსი­ა­მოვ­ნო თე­მით და­ვი­წყეთ და არა­ნაკ­ლებ მძი­მე სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბით და­ვას­რუ­ლეთ, თუმ­ცა ეს არ არის გა­საკ­ვი­რი - ის ხომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლია:

- ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, ამ ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ისიც თქვეს, ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი გა­ქურ­დავ­დნე­ნო.

- თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ვარ, რომ ეს ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის ჩა­დე­ნი­ლი არ არის იმი­ტომ, რომ მე ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­მი­ძღვის მათ გა­მოშ­ვე­ბა­ში და ყვე­ლა მად­ლო­ბე­ლია ჩემი. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა ძა­ლი­ან დიდი მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით მი­რე­კავს, მი­რე­კა­ვენ მათი მშობ­ლე­ბი. თუმ­ცა, ათა­სო­ბით პა­ტი­მარს შო­რის შე­საძ­ლოა ერთი-ორი უკ­მა­ყო­ფი­ლოც იყოს. სულ ვამ­ბობ­დი, რომ სო­ზარ სუ­ბარ­მა ჩა­ი­ბა­რა ყვე­ლა­ზე მძი­მე წარ­სუ­ლის მქო­ნე სის­ტე­მა, ამ სის­ტე­მა­ში რაც უნდა კარ­გი გა­ა­კე­თო, ერთი ცუ­დიც რომ მოხ­დეს, ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში ჩა­იყ­რე­ბა, რაც უკვე არა­ერ­თხელ მოხ­და.

- უფრო რომ და­ვა­კონ­კრე­ტოთ, სად არის თქვე­ნი აგა­რა­კი?

- მცხე­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ძეგ­ვში. ალ­ბათ იცით, რომ წარ­მო­შო­ბით რუსი ვარ და მინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიწა მქო­ნო­და. ამი­ტომ, იქ შე­ვი­ძი­ნე პა­ტა­რა ნაკ­ვე­თი და გა­დავ­წყვი­ტე, რომ იქვე ვი­ცხოვ­რო. თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი, ჩემი მე­ზობ­ლე­ბი ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი არი­ან ამ ფაქ­ტით, ყვე­ლა გვერ­დით მიდ­გას. ვინც ნამ­ყო­ფია ჩემ­თან, კარ­გად იცის, რომ არც ძეგ­ვის და არც თბი­ლი­სის სახ­ლში ან­ტიკ­ვა­რე­ბი და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი ნამ­დვი­ლად არა მაქვს, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი იქ ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში ლა­პა­რა­კი მო­რა­ლურ ზი­ან­ზე უფ­როა, მით უმე­ტეს, რომ მე იქ ცხოვ­რე­ბას ვა­პი­რებ. სულ ვამ­ბობ, რომ ვა­კე­ში უკვე აუ­ტა­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს სამ­სა­ხურ­შიც მცხე­თი­დან ვი­ა­რო. ჩემი ხელ­ფა­სით ნა­ყი­დი ნე­ბის­მი­ე­რი აგუ­რიც კი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ წა­ღე­ბუ­ლია სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი, ნივ­თე­ბი, ტექ­ნი­კა, რის გა­მოც მშე­ნებ­ლო­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლია.

- ადრე თქვენ ამ­ბობ­დით, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან წას­ვლას აპი­რებ­დით, შე­იც­ვა­ლა სი­ტუ­ა­ცია, თუ გა­და­ი­ფიქ­რეთ?

- სი­ტუ­ა­ცია მარ­თლა შე­იც­ვა­ლა და აგიხ­სნით რა­ტომ: რო­დე­საც ამ სის­ტე­მა­ში მო­ვე­დი, ცი­ხე­ებ­ში 25 ათა­სამ­დე პა­ტი­მა­რი იყო. ძა­ლი­ან ცუდ პი­რო­ე­ბებ­ში მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა: სახ­ლში ყო­ველ­თვის ღა­მის სამ სა­ათ­ზე ვბრუნ­დე­ბო­დი, სის­ტე­მა­ტუ­რად მი­წევ­და დას­წრე­ბა ოპე­რა­ცი­ებ­ზე - პა­ტიმ­რე­ბი იმ­დე­ნად იყ­ვნენ შე­ში­ნე­ბულ­ნი, რომ მხო­ლოდ ჩემი თან­დას­წრე­ბით იკე­თებ­დნენ ოპე­რა­ცი­ებს. ყო­ველ­დღე ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი და ეს იყო უმ­ძი­მე­სი ტვირ­თი, რის გა­მოც ლა­მის ნერ­ვულ აშ­ლი­ლო­ბამ­დე მი­ვე­დი. შვი­ლე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ მყავ­და მი­ტო­ვე­ბუ­ლი მთე­ლი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ნაც, უმ­ცრო­სი 14 წლი­საა და მას ახლა სჭირ­დე­ბა დე­დის ხელი. ამი­ტომ იყო პე­რი­ო­დი, როცა ვფიქ­რობ­დი - ხომ არ ჯობ­და შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ სფე­რო­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა დღეს მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გა­დავ­წყვი­ტე და ბო­ლომ­დე დავ­რჩი იქ, სა­დაც ვარ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა" - ლალი მოროშკინას გადაწყვეტილი აქვს, სოფელში იცხოვროს

"ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა" - ლალი მოროშკინას გადაწყვეტილი აქვს, სოფელში იცხოვროს

"ლალი მოროშკინა გაქურდეს"- ამ ინფორმაციამ ერთბაშად მიიპყრო ყველას ყურადღება. ქალბატონ ლალისთან საუბარი ამ უსიამოვნო თემით დავიწყეთ და არანაკლებ მძიმე საკითხებზე მსჯელობით დავასრულეთ, თუმცა ეს არ არის გასაკვირი - ის ხომ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველია:

- ქალბატონო ლალი, ამ ამბის გავრცელების შემდეგ ისიც თქვეს, ამნისტირებული პატიმრები გაქურდავდნენო.

- თითქმის დარწმუნებული, ვარ, რომ ეს ამნისტირებული პატიმრების ჩადენილი არ არის იმიტომ, რომ მე ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის მათ გამოშვებაში და ყველა მადლობელია ჩემი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველა ძალიან დიდი მადლიერების გრძნობით მირეკავს, მირეკავენ მათი მშობლები. თუმცა, ათასობით პატიმარს შორის შესაძლოა ერთი-ორი უკმაყოფილოც იყოს. სულ ვამბობდი, რომ სოზარ სუბარმა ჩაიბარა ყველაზე მძიმე წარსულის მქონე სისტემა, ამ სისტემაში რაც უნდა კარგი გააკეთო, ერთი ცუდიც რომ მოხდეს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება, რაც უკვე არაერთხელ მოხდა.

- უფრო რომ დავაკონკრეტოთ, სად არის თქვენი აგარაკი?

- მცხეთის რაიონში, სოფელ ძეგვში. ალბათ იცით, რომ წარმოშობით რუსი ვარ და მინდოდა საქართველოში მიწა მქონოდა. ამიტომ, იქ შევიძინე პატარა ნაკვეთი და გადავწყვიტე, რომ იქვე ვიცხოვრო. თანასოფლელები, ჩემი მეზობლები ძალიან შეწუხებული არიან ამ ფაქტით, ყველა გვერდით მიდგას. ვინც ნამყოფია ჩემთან, კარგად იცის, რომ არც ძეგვის და არც თბილისის სახლში ანტიკვარები და ძვირფასი ნივთები ნამდვილად არა მაქვს, ყველაზე ძვირფასი იქ ჩემი შვილები არიან. ამ შემთხვევაში ლაპარაკი მორალურ ზიანზე უფროა, მით უმეტეს, რომ მე იქ ცხოვრებას ვაპირებ. სულ ვამბობ, რომ ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა, შეუძლებელია ადამიანის ცხოვრება და დიდი სურვილი მაქვს სამსახურშიც მცხეთიდან ვიარო. ჩემი ხელფასით ნაყიდი ნებისმიერი აგურიც კი ჩემთვის ძალიან ღირებულია და ძალიან ვწუხვარ, რომ წაღებულია სამშენებლო მასალები, ნივთები, ტექნიკა, რის გამოც მშენებლობა გაჩერებულია.

- ადრე თქვენ ამბობდით, რომ სასჯელაღსრულების სისტემიდან წასვლას აპირებდით, შეიცვალა სიტუაცია, თუ გადაიფიქრეთ?

- სიტუაცია მართლა შეიცვალა და აგიხსნით რატომ: როდესაც ამ სისტემაში მოვედი, ციხეებში 25 ათასამდე პატიმარი იყო. ძალიან ცუდ პიროებებში მიწევდა მუშაობა: სახლში ყოველთვის ღამის სამ საათზე ვბრუნდებოდი, სისტემატურად მიწევდა დასწრება ოპერაციებზე - პატიმრები იმდენად იყვნენ შეშინებულნი, რომ მხოლოდ ჩემი თანდასწრებით იკეთებდნენ ოპერაციებს. ყოველდღე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი და ეს იყო უმძიმესი ტვირთი, რის გამოც ლამის ნერვულ აშლილობამდე მივედი. შვილები უყურადღებოდ მყავდა მიტოვებული მთელი სამი თვის განმავლობაში, თანაც, უმცროსი 14 წლისაა და მას ახლა სჭირდება დედის ხელი. ამიტომ იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი - ხომ არ ჯობდა შედარებით მსუბუქ სფეროში გადავსულიყავი, თუმცა დღეს მოხარული ვარ, რომ გადავწყვიტე და ბოლომდე დავრჩი იქ, სადაც ვარ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია