კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობო სექტორის სახით იქმნება სატელიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ "ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში მოსვლას
არასამთავრობო სექტორის სახით იქმნება სატელიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ "ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში მოსვლას

სა­ქარ­თვე­ლო­ში 17 538 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და ასო­ბით ინ­ტერ­ნეტ-სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი არ­სე­ბობს. 4-მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ი­ტე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა ხში­რად გამ­ხდა­რა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, თუმ­ცა მათი შექ­მნა არც ადრე და არც ახლა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. მე­ტიც, თით­ქმის ყო­ველ­თვი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ა/ო-ს ან სა­ი­ტის და­ფუძ­ნე­ბა ანონსდე­ბა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ერთი ნა­წი­ლის­თვის რო­გორც ერ­თის, ასე­ვე მე­ო­რეს არ­სე­ბო­ბა პრობ­ლე­მა არ არის. ცუდი ისაა, რომ მათი მოღ­ვა­წე­ო­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უშე­დე­გოა და მხო­ლოდ გრან­ტე­ბის მი­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტის, არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ას თქმით კი, და­მა­ტე­ბით არა­სამ­თავ­რო­ე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლე­ბის შექ­მნამ, შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს აღ­რე­ვა, რის­გა­ნაც მი­ვი­ღებთ მთლი­ა­ნად და­ფი­ნან­სე­ბულ სექ­ტორს და ვი­ღა­ცის­თვის "სა­თა­ნა­დო" ინ­ფორ­მა­ცი­ით გამ­ცემ მე­დი­ას.

"სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გახ­დეს დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე სა­ში­ში კი ის არის, რომ ამ პრო­ცე­სებ­მა, შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დეპ­რე­სია, რომ­ლის დრო­საც წმინ­და წყლის დიქ­ტა­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხდე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ამ.

მოკ­ლედ, სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 18 044 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, აქე­დან 506 გა­უქ­მე­ბუ­ლია და აქ­ტი­უ­რად მხო­ლოდ 17 538 მათ­გა­ნი მუ­შა­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტა­ლებს, მათი ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია, თუმ­ცა თუ გა­დავ­ხე­დავთ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცეს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100-ზე მეტი სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი ფუნ­ქცი­ობს.

არა­სამ­თავ­რო­ებს და სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტერ­ნეტ სა­ი­ტებს კონ­კუ­რენ­ტე­ბი 2012 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც შე­ე­მა­ტა. ისი­ნი, ვინც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში იყ­ვნენ, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა კი სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლე­ბი შექ­მნეს.

ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტა­ლი მოქ­მე­დებს, არ­ჩილ გამ­ზარ­დია სა­გან­გა­შოს უწო­დებს. მისი თქმით, პრობ­ლე­მას ის წარ­მო­ად­გენს, რომ მათ უკან ვინ დგას, დღემ­დე უც­ნო­ბია.

"პრობ­ლე­მაა ისიც, რომ არ ხდე­ბა შე­ფა­სე­ბა რას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ისი­ნი. უც­ნო­ბია, არის თუ არა მათ­თვის დარ­გობ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თუ ისი­ნი მხო­ლოდ პრო­პა­გან­დას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რაც ნაც­მოძ­რა­ო­ბა და­მარ­ცხდა, მათი წევ­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა და­ი­წყო ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ერთი ნა­წი­ლი გა­და­ვი­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში, გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა კი შექ­მნა მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მარ­თვა. რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­და­ნაა მო­სუ­ლი, დღეს მათ და­ას­რუ­ლეს ფაზა, რა­საც ჰქვია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ისევ წა­ვიდ­ნენ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­ში იმ მიზ­ნით, რათა მო­მა­ვალ­ში ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით აღ­მო­ცენ­დნენ.

არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მთე­ლი რიგი პრო­ცე­სე­ბის უკან, რაც ახლა ხდე­ბა, იდ­გეს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვო­ბის, ანუ 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის იძუ­ლე­ბი­თი და­ფა­სე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ერთი მხრივ, ნა­ცი­ო­ნა­ლებს სურთ, რომ მო­ი­პო­ვონ უსაფრ­თხო­ე­ბა, რა­ღაც მო­მენ­ტში მათ მიერ შექ­მნი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მხრი­დან გა­აჟ­ღე­რონ, რომ ავიწ­რო­ვე­ბენ.

მე­ო­რე მხრივ კი ხდე­ბა ის, რომ სჭირ­დე­ბათ რე­ა­ლუ­რად გა­ა­თეთ­რონ თან­ხა, რაც მათ პი­რა­დი მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, იქ­მნე­ბა სა­ტე­ლი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ამ პი­რე­ბის ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას", - აცხა­დებს გამ­ზარ­დია.

მი­სი­ვე თქმით, მე­ო­რე სა­კი­თხია, თუ რაში იხარ­ჯე­ბა ის ფული, რაც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის­კენ მი­ე­დი­ნე­ბა, არის თუ არა ეს სა­ხელ­მწი­ფო­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ხარ­ჯუ­ლი ფული.

"ჩვენ რომ გვყავ­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ვინც შე­დე­გებს შე­ის­წავ­ლი­ან, ვნა­ხავთ, რომ რე­ა­ლუ­რად სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის რეგ­რეს­თან უფრო გვაქვს საქ­მე, ვიდ­რე პროგ­რეს­თან. ეს გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ეს სექ­ტო­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ უფრო რა­ღა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ, ვიდ­რე ამ რა­ღა­ცის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ამ.

ამას­თან, გამ­ზარ­დია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ და­მა­ტე­ბით არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტა­ლე­ბის შექ­მნამ, შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს აღ­რე­ვა, რის­გა­ნაც მი­ვი­ღებთ მთლი­ა­ნად და­ფი­ნან­სე­ბულ სექ­ტორს და ვი­ღა­ცის­თვის "სა­თა­ნა­დო" ინ­ფორ­მა­ცი­ით გამ­ცემ მე­დი­ას.

"სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გახ­დეს დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე სა­ში­ში კი ის არის, რომ ამ პრო­ცე­სებ­მა, შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დეპ­რე­სია, რომ­ლის დრო­საც წმინ­და წყლის დიქ­ტა­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხდე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ აქ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სიც ეროს, შე­იძ­ლე­ბა, ღია არა, მაგ­რამ ფა­რუ­ლი.

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღეს იმ ხიბლშია, რა ხიბლში იყო ნაც­მოძ­რა­ო­ბა 2003-05 წლებ­ში, რო­დე­საც ეგო­ნა, რომ მათი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ურ­ყე­ვია. ეს ეტყო­ბა ამ­ჟა­მად "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც", - დას­ძი­ნა გამ­ზარ­დი­ამ.

ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა "ფორ.გე"-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გია ია­კო­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ასე­ვე ახა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტა­ლის შექ­მნა ფუ­ლის შოვ­ნის იოლ ხერ­ხთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"ვე­რა­ვის აუკ­რძა­ლავ, რომ ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია შექ­მნას ან სა­ი­ტი გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ სხვა საქ­მეა, რო­გორც ფუნ­ქცი­ობს და რა მო­ტი­ვა­ცი­ით არი­ან შექ­მნი­ლი. ჩვენ­თან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი რა­ტომ იქ­მნე­ბა, ეს ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლია. ესაა ფუ­ლის შოვ­ნის იოლი ხერ­ხი.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სი­ტუ­ა­ცია ასე­თია: თა­ვი­დან არის რთუ­ლი, რომ იმ მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ში შეხ­ვი­დე, სა­დაც გრან­ტე­ბი გა­ი­ცე­მა. თუ იქ შე­აღ­წევ, ლა­მის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია გრან­ტე­ბი. ერ­თა­დერ­თი არის ის, რომ ვინც იხ­დის ფულს, ის უკ­ვეთს მუ­სი­კას. ეს "მუ­სი­კა" ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლის პი­რა­დი მრწა­მის­გან გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ გა­დამ­წყვე­ტი მა­ინც ფუ­ლია. არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის მომ­რავ­ლე­ბა და ამ სიმ­რავ­ლის ფონ­ზე პრობ­ლე­მე­ბის გა­და­უ­წყვეტ­ლო­ბა სწო­რედ იმას მი­უ­თი­თებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ფუ­ლის შოვ­ნის გამო გა­კე­თე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გია ია­კო­ბაშ­ვილ­მა.

იგი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აპი­რებს ჩა­ა­ტა­როს კვლე­ვა, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბით გრან­ტი გა­ი­ცა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ზე და ამ და­ფი­ნან­სე­ბამ რა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო.

"ვა­პი­რებთ, ჩა­ვა­ტა­როთ კვლე­ვა, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბით გრან­ტი გა­ი­ცა ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვინ, ანუ რო­მელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ აიღო თან­ხა, რო­მე­ლი სფე­რო­ე­ბი და­ფი­ნანსდა და სა­ბო­ლო­ოდ, რა შე­დე­გი მი­ვი­ღეთ", - ამ­ბობს გია ია­კო­ბაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ი­ტებს, ია­კო­ბაშ­ვი­ლის თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტა­ლი შე­იქ­მნა, ზოგს ჰყავს მკი­თხვე­ლი, ზოგს არა და ამას­თან, ხდე­ბა რე­ი­ტინ­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბაც.

"უც­ნო­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აკე­თე­ბენ სა­ი­ტებს და ვი­ღაც "გო­ი­მებს" ფულს ადე­ბი­ნე­ბენ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა, რომ ატყუ­ე­ბენ და სა­ი­ტიც იხუ­რე­ბა, შემ­დეგ იხ­სნე­ბა მე­ო­რე, ისიც იხუ­რე­ბა და ვტრი­ა­ლებთ წრე­ზე. ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტა­ლე­ბის ნა­წილს აფი­ნან­სე­ბენ პარ­ტი­ე­ბი, პარ­ტი­ებს კი ვინ აფი­ნან­სებს და რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ სა­ი­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა, კი­დევ სხვა სა­კი­თხია.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვი­ღა­ცას უნდა, რომ მო­ი­პო­ვოს პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა. ამას კი ვერ მი­ი­ღებს, რად­გან სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­იტს აკე­თე­ბენ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რო­მელ­თაც ფუ­ლის შოვ­ნის გარ­და, არა­ფე­რი უნ­დათ. მათ არც სა­ხელ­მწი­ფო მო­წო­დე­ბა ამოძ­რა­ვებთ და არც უბ­რა­ლოდ თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან.

პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს იმ გზით, რომ გა­იხ­სნას სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რი, გრან­ტე­ბი გა­და­ნა­წილ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნად. ჩემი სურ­ვი­ლია, რომ შე­იქ­მნას ქარ­თუ­ლი ფონ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­ფი­ნან­სე­ბენ სწო­რედ რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე ჟურ­ნა­ლის­ტებს, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­დაც სი­ტყვა ით­ქმის არა ფუ­ლის­თვის, არა­მედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და სი­მარ­თლის­თვის", - დას­ძი­ნა გია ია­კო­ბაშ­ვილ­მა.

"გლო­ბა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნანა დევ­და­რი­ა­ნის თქმით, იმი­სათ­ვის, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, მე­დია უფრო მე­ტად გან­ვი­თარ­დეს და გახ­დეს აქ­ტი­უ­რი, სა­ჭი­როა და­ფი­ნან­სე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი საბ­ჭო­ე­ბი (ბორ­დი) შე­იქ­მნე­ბა.

"სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა 1994-95 წლებ­ში და­ი­წყო. შემ­დეგ კი ამ სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ. არც მა­შინ და არც დღეს ქვე­ყა­ნა­ში არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ნაკ­ლე­ბო­ბა არ ყო­ფი­ლა. არც სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლე­ბი იყო და არის ცოტა, თუმ­ცა აქ არის პრობ­ლე­მა, მათ არ აქვთ ფი­ნან­სე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჟურ­ნა­ლის­ტი­კას, სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. თან­ხა მას იმი­ტომ სჭირ­დე­ბა, რომ იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და შექ­მნას კარ­გი პრო­დუქ­ტი.

დღეს ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე რთუ­ლია საქ­მის კე­თე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შე­იქ­მნე­ბა ფონ­დე­ბი, უფრო ზუს­ტად "ბორ­დე­ბი", რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ თან­ხას მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რის­თვის გა­ა­ნა­წი­ლე­ბენ, რათა ისი­ნი უფრო გან­ვი­თარ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ნანა დევ­და­რი­ან­მა.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

არასამთავრობო სექტორის სახით იქმნება სატელიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ "ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში მოსვლას

არასამთავრობო სექტორის სახით იქმნება სატელიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ "ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში მოსვლას

საქართველოში 17 538 არასამთავრობო ორგანიზაცია და ასობით ინტერნეტ-საინფორმაციო პორტალი არსებობს. 4-მილიონიან ქვეყანაში ასეთი რაოდენობით საიტებისა და არასამთავრობოების არსებობა ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა მათი შექმნა არც ადრე და არც ახლა არ შეჩერებულა. მეტიც, თითქმის ყოველთვიურად რამდენიმე ა/ო-ს ან საიტის დაფუძნება ანონსდება.

სპეციალისტების ერთი ნაწილისთვის როგორც ერთის, ასევე მეორეს არსებობა პრობლემა არ არის. ცუდი ისაა, რომ მათი მოღვაწეობა ხშირ შემთხვევაში უშედეგოა და მხოლოდ გრანტების მიღებას უკავშირდება.

მასობრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, არჩილ გამზარდიას თქმით კი, დამატებით არასამთავროებისა და საინფორმაციო ინტერნეტპორტალების შექმნამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აღრევა, რისგანაც მივიღებთ მთლიანად დაფინანსებულ სექტორს და ვიღაცისთვის "სათანადო" ინფორმაციით გამცემ მედიას.

"საბოლოო ჯამში, გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოება გახდეს დეზორიენტირებული. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ამ პროცესებმა, შესაძლოა, გამოიწვის საზოგადოების დეპრესია, რომლის დროსაც წმინდა წყლის დიქტატურის ჩამოყალიბება ხდება", - განუცხადა "რეზონანსს" არჩილ გამზარდიამ.

მოკლედ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 18 044 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან 506 გაუქმებულია და აქტიურად მხოლოდ 17 538 მათგანი მუშაობს. რაც შეეხება საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალებს, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა თუ გადავხედავთ ინტერნეტ სივრცეს, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქვეყანაში დაახლოებით 100-ზე მეტი საინფორმაციო პორტალი ფუნქციობს.

არასამთავროებს და საინფორმაციო ინტერნეტ საიტებს კონკურენტები 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც შეემატა. ისინი, ვინც არჩევნებამდე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში იყვნენ, არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლეს, ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა კი საინფორმაციო პორტალები შექმნეს.

ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და ინტერნეტ-პორტალი მოქმედებს, არჩილ გამზარდია საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მათ უკან ვინ დგას, დღემდე უცნობია.

"პრობლემაა ისიც, რომ არ ხდება შეფასება რას ემსახურებიან ისინი. უცნობია, არის თუ არა მათთვის დარგობრივი ინტერესები პრიორიტეტული თუ ისინი მხოლოდ პროპაგანდას ემსახურებიან.

არჩევნების შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა დამარცხდა, მათი წევრების აქტივობა დაიწყო ორი მიმართულებით: ერთი ნაწილი გადავიდა არასამთავრობო სექტორში, გარკვეულმა ნაწილმა კი შექმნა მედია-საშუალებები. ეს არის ბუნებრივი საზოგადოებრივი აქტივობების მართვა. რომ გავიხსენოთ, წინა ხელისუფლებაც არასამთავრობო სექტორიდანაა მოსული, დღეს მათ დაასრულეს ფაზა, რასაც ჰქვია ხელისუფლება და ისევ წავიდნენ არასამთავრობოებში იმ მიზნით, რათა მომავალში ისევ ხელისუფლების სახით აღმოცენდნენ.

არ გამოვრიცხავ, რომ მთელი რიგი პროცესების უკან, რაც ახლა ხდება, იდგეს ყოფილი ხელისუფლება, რომელიც დაინტერესებულია საზოგადოებაში საკუთარი აქტივობის, ანუ 9-წლიანი მმართველობის იძულებითი დაფასება გამოიწვიოს. ერთი მხრივ, ნაციონალებს სურთ, რომ მოიპოვონ უსაფრთხოება, რაღაც მომენტში მათ მიერ შექმნილი არასამთავრობო სექტორის მხრიდან გააჟღერონ, რომ ავიწროვებენ.

მეორე მხრივ კი ხდება ის, რომ სჭირდებათ რეალურად გაათეთრონ თანხა, რაც მათ პირადი მიზნის განხორციელებაში დაეხმარება. საერთო ჯამში კი, იქმნება სატელიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ პირების ისევ ხელისუფლებაში მოსვლას", - აცხადებს გამზარდია.

მისივე თქმით, მეორე საკითხია, თუ რაში იხარჯება ის ფული, რაც არასამთავრობო სექტორისკენ მიედინება, არის თუ არა ეს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინააღმდეგ დახარჯული ფული.

"ჩვენ რომ გვყავდეს სპეციალისტები, ვინც შედეგებს შეისწავლიან, ვნახავთ, რომ რეალურად სამოქალაქო განვითარების რეგრესთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე პროგრესთან. ეს გულისხმობს იმას, რომ ეს სექტორები მუშაობენ უფრო რაღაცის წინააღმდეგ, ვიდრე ამ რაღაცის განვითარებისთვის", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

ამასთან, გამზარდია არ გამორიცხავს, რომ დამატებით არასამთავრობოებისა და საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალების შექმნამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აღრევა, რისგანაც მივიღებთ მთლიანად დაფინანსებულ სექტორს და ვიღაცისთვის "სათანადო" ინფორმაციით გამცემ მედიას.

"საბოლოო ჯამში კი, გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოება გახდეს დეზორიენტირებული. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ამ პროცესებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს საზოგადოების დეპრესია, რომლის დროსაც წმინდა წყლის დიქტატურის ჩამოყალიბება ხდება. არ არის გამორიცხული, რომ აქ ახალი ხელისუფლების ინტერესიც ეროს, შეიძლება, ღია არა, მაგრამ ფარული.

ახალი ხელისუფლება დღეს იმ ხიბლშია, რა ხიბლში იყო ნაცმოძრაობა 2003-05 წლებში, როდესაც ეგონა, რომ მათი ძალაუფლება ურყევია. ეს ეტყობა ამჟამად "ქართულ ოცნებასაც", - დასძინა გამზარდიამ.

ინტერნეტ-გამოცემა "ფორ.გე"-ს მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი ამბობს, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე ახალი საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალის შექმნა ფულის შოვნის იოლ ხერხთანაა დაკავშირებული.

"ვერავის აუკრძალავ, რომ ან არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნას ან საიტი გააკეთოს, მაგრამ სხვა საქმეა, როგორც ფუნქციობს და რა მოტივაციით არიან შექმნილი. ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი რატომ იქმნება, ეს ყველასათვის ნათელია. ესაა ფულის შოვნის იოლი ხერხი.

არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში სიტუაცია ასეთია: თავიდან არის რთული, რომ იმ მოჯადოებულ წრეში შეხვიდე, სადაც გრანტები გაიცემა. თუ იქ შეაღწევ, ლამის გარანტირებულია გრანტები. ერთადერთი არის ის, რომ ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას. ეს "მუსიკა" ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის პირადი მრწამისგან განსხვავდება, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ფულია. არასამთავრობოების მომრავლება და ამ სიმრავლის ფონზე პრობლემების გადაუწყვეტლობა სწორედ იმას მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი არის ფულის შოვნის გამო გაკეთებული", - განაცხადა გია იაკობაშვილმა.

იგი უახლოეს მომავალში აპირებს ჩაატაროს კვლევა, თუ რა რაოდენობით გრანტი გაიცა არასამთავრობო სექტორზე და ამ დაფინანსებამ რა შედეგი გამოიღო.

"ვაპირებთ, ჩავატაროთ კვლევა, თუ რა რაოდენობით გრანტი გაიცა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ვინ, ანუ რომელმა ორგანიზაციამ აიღო თანხა, რომელი სფეროები დაფინანსდა და საბოლოოდ, რა შედეგი მივიღეთ", - ამბობს გია იაკობაშვილი.

რაც შეეხება საინფორმაციო საიტებს, იაკობაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ინტერნეტ-პორტალი შეიქმნა, ზოგს ჰყავს მკითხველი, ზოგს არა და ამასთან, ხდება რეიტინგების გაყალბებაც.

"უცნობი ჟურნალისტები აკეთებენ საიტებს და ვიღაც "გოიმებს" ფულს ადებინებენ. დროთა განმავლობაში ეს ადამიანი ხვდება, რომ ატყუებენ და საიტიც იხურება, შემდეგ იხსნება მეორე, ისიც იხურება და ვტრიალებთ წრეზე. ინტერნეტ-პორტალების ნაწილს აფინანსებენ პარტიები, პარტიებს კი ვინ აფინანსებს და რას ემსახურება ამ საიტების არსებობა, კიდევ სხვა საკითხია.

საბოლოო ჯამში, ვიღაცას უნდა, რომ მოიპოვოს პოლიტიკური გავლენა. ამას კი ვერ მიიღებს, რადგან საინფორმაციო საიტს აკეთებენ არაპროფესიონალები, რომელთაც ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ. მათ არც სახელმწიფო მოწოდება ამოძრავებთ და არც უბრალოდ თავისუფალი სიტყვის პატრიოტები არიან.

პრობლემა შეიძლება მოგვარდეს იმ გზით, რომ გაიხსნას სარეკლამო ბაზარი, გრანტები გადანაწილდეს სამართლიანად. ჩემი სურვილია, რომ შეიქმნას ქართული ფონდები, რომლებიც დააფინანსებენ სწორედ რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჟურნალისტებს, თავისუფალი სიტყვის ორგანიზაციებს, სადაც სიტყვა ითქმის არა ფულისთვის, არამედ თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის", - დასძინა გია იაკობაშვილმა.

"გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელის, ნანა დევდარიანის თქმით, იმისათვის, რომ არასამთავრობო სექტორი, მედია უფრო მეტად განვითარდეს და გახდეს აქტიური, საჭიროა დაფინანსება. კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით ქვეყანაში სპეციალური საბჭოები (ბორდი) შეიქმნება.

"საერთოდ, საქართველოში არასამთავრობო სექტორის გააქტიურება 1994-95 წლებში დაიწყო. შემდეგ კი ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები ხელისუფლებაში მოვიდნენ. არც მაშინ და არც დღეს ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის ნაკლებობა არ ყოფილა. არც საინფორმაციო პორტალები იყო და არის ცოტა, თუმცა აქ არის პრობლემა, მათ არ აქვთ ფინანსები.

საქართველოში მედიას, განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკას, სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. თანხა მას იმიტომ სჭირდება, რომ იყოს დამოუკიდებელი და შექმნას კარგი პროდუქტი.

დღეს ფინანსების გარეშე რთულია საქმის კეთება. კარგი იქნება, თუ შეიქმნება ფონდები, უფრო ზუსტად "ბორდები", რომლებიც გარკვეულ თანხას მედიისა და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერისთვის გაანაწილებენ, რათა ისინი უფრო განვითარდნენ", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა