მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიჯიტ ბრინკი - მე და ელჩი შოკირებული ვართ იმით, რაც ვიდეოკადრებზეა ასახული
ბრიჯიტ ბრინკი - მე და ელჩი შოკირებული ვართ იმით, რაც ვიდეოკადრებზეა ასახული

მე და ელჩი შო­კი­რე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ იმით, რაც ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ვი­დე­ო­კად­რებ­ზეა ასა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც შს სა­მი­ნის­ტრომ აღ­მო­ა­ჩი­ნა, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის ელ­ჩის მო­ად­გი­ლე ბრი­ჯიტ ბრინკმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ვი­დე­ო­ფი­რებ­ზე ასა­ხულ კად­რებ­ში საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას.

"ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­მართ არის ის, რომ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გა­მო­ი­ძი­ონ ვი­დე­ო­ფი­რე­ბი. თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ვი­დე­ო­ფი­რე­ბი ნამ­დვი­ლია, მა­შინ მთავ­რო­ბას მო­ვუ­წო­დებთ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ი­სა­ჯონ კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით. ის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვის სა­კი­თხია. ჩვენ­თვის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კის ელ­ჩის მო­ად­გი­ლემ.

ბრი­ჯიტ ბრინ­კის თქმით, მის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, ისე­ვე რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, იზი­ა­რებს გან­წყო­ბას ამ ვი­დე­ო­ე­ბის მი­მართ და მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თხოვ­ნე­ბიც არის იგი­ვე - ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯონ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ბრიჯიტ ბრინკი - მე და ელჩი შოკირებული ვართ იმით, რაც ვიდეოკადრებზეა ასახული

ბრიჯიტ ბრინკი - მე და ელჩი შოკირებული ვართ იმით, რაც ვიდეოკადრებზეა ასახული

მე და ელჩი შოკირებული და გაოგნებული ვართ იმით, რაც ჩვენი ინფორმაციით, იმ ვიდეოკადრებზეა ასახული, რომელიც შს სამინისტრომ აღმოაჩინა, - ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიდეოფირებზე ასახულ კადრებში საქმე ეხება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.

"ჩვენი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ არის ის, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიძიონ ვიდეოფირები. თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეოფირები ნამდვილია, მაშინ მთავრობას მოვუწოდებთ, დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ის საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის საკითხია. ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ამერიკის ელჩის მოადგილემ.

ბრიჯიტ ბრინკის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, იზიარებს განწყობას ამ ვიდეოების მიმართ და მათი რეკომენდაციები, თხოვნებიც არის იგივე - ჩატარებული უნდა იყოს საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა