პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ბროლაძე - "პრემიების დიდი ნაწილი სამხედრო პირებსა და რიგით საჯარო მოსამსახურეებზე მოდის"
ზაზა ბროლაძე - "პრემიების დიდი ნაწილი სამხედრო პირებსა და რიგით საჯარო მოსამსახურეებზე მოდის"

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სამ­ხედ­რო პი­რებ­სა და რი­გით სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზე მო­დის.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ზაზა ბრო­ლა­ძემ "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას პრე­მი­ე­ბი არ აუ­ღია.

"იმ 5 მი­ლი­ონ 600 ათა­სი ლა­რი­დან, რაც "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" ან­გა­რიშ­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი _ 4 741 ათა­სი ლარი გა­ი­ცა დე­კემ­ბრის ბო­ლოს, რო­გორც სა­ა­ხალ­წლო პრე­მია და ის თი­თო­ე­ულ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს, და­წყე­ბუ­ლი რი­გი­თი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი ოფიც­რე­ბით თა­ნაბ­რად გა­უ­ნა­წილ­და. ამ თან­ხი­დან გა­ი­ცა პრე­მი­ე­ბი სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზეც - სის­ტე­მა­ში სულ 30 ათა­სი კაცი მუ­შა­ობს, თუმ­ცა სა­მი­ნის­ტროს სა­მო­ქა­ლა­ქო ოფი­სის და გა­ერ­თი­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას პრე­მი­ე­ბი არც დე­კემ­ბერ­ში და არც შემ­დგომ თვე­ებ­ში არ აუ­ღია", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ბრო­ლა­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იან­ვრი­დან უწყე­ბა ახალ სის­ტე­მა­ზე გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს და უშუ­ა­ლოდ მის ფარ­გლებ­ში, იან­ვრი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით 352 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია და­რიგ­და.

"გა­და­ვე­დით ახალ სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მას. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და პრე­მი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმას­თან შე­და­რე­ბით, ვიდ­რე იყო. იან­ვრი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით სულ გა­ი­ცა 352 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია. ეს საკ­მა­ოდ მცი­რე ციფ­რია სის­ტე­მის­თვის. შე­და­რე­ბის­თვის რომ ავი­ღოთ _ შარ­შან მხო­ლოდ ერთ - ოქ­ტომ­ბრის თვე­ში, როცა სა­მი­ნის­ტროს სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჰყავ­და, გა­ი­ცა 732 ათა­სი ლარი", - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­კრე­ტულ თვე­ებ­ში უწყე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის ოდე­ნო­ბა ასე­თია: 2012 წლის ოქ­ტომ­ბე­რი _ 732,741.00 ლარი,

დე­კემ­ბე­რი 4,741,590.00 ლარი, იან­ვა­რი 12,704.00 ლარი, თე­ბერ­ვა­ლი 19,286.78 ლარი,

მარ­ტი - 38,828.44 ლარი, აპ­რი­ლი - 45,858.30 ლარი, მა­ი­სი - 140,599.75 ლარი, ივ­ნი­სი - 94,804.75. სა­ერ­თო ჯამ­ში, ოქ­ტომ­ბრი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გა­ცე­მი­ლი პრე­მი­ე­ბის ჯამი 5,826,413.02 ლარს შე­ად­გენს.

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი პრე­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გა­ი­ცა.

"ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" მიერ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, თავ­დაც­ვის უწყე­ბამ ოქ­ტომ­ბრი­დან თე­ბერ­ვლის პე­რი­ოდ­ში 5 663 731 ლა­რის პრე­მია გას­ცა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ ოქ­ტომ­ბრი­დან მარ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში - 1 537 315 ლარი; სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ოქ­ტომ­ბრი­დან დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში კი - 3 041 492 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა უფრო კონ­კრე­ტულ მო­ნა­ცე­მებს ცალ­კე­უ­ლი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის შე­სა­ხებ: დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი (ოქ­ტომ­ბე­რი, მარ­ტი) - 85 603 ლარი, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი (ოქ­ტომ­ბე­რი თე­ბერ­ვა­ლი) - 131 660 ლარი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-თე­ბერ­ვა­ლი) - 150 470 ლარი, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი (ოქ­ტომ­ბე­რი-თე­ბერ­ვა­ლი) - 197 179 ლარი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-თე­ბერ­ვა­ლი) - 249 389 ლარი, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-თე­ბერ­ვა­ლი) - 251 965 ლარი, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-მარ­ტი) - 284 850 ლარი, ენერ­გე­ტი­კის და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-თე­ბერ­ვა­ლი) _476 270 ლარი, კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-თე­ბერ­ვა­ლი) - 493 716 ლარი, ჯან­დაც­ვის უწყე­ბა (ოქ­ტომ­ბე­რი-მარ­ტი) - 513 900 ლარი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო - 572 013 ლარი, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-მარ­ტი) - 594 890 ლარი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-მარ­ტი) - 733 270 ლარი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-თე­ბერ­ვა­ლი) - 800 647 ლარი, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-თე­ბერ­ვა­ლი) - 34 552 ლარი, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო (ოქ­ტომ­ბე­რი-მარ­ტი) - 987 006 ლარი, მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რია (ოქ­ტომ­ბე­რი-თე­ბერ­ვა­ლი) - 994 832 ლარი, შსს (ოქ­ტომ­ბე­რი-თე­ბერ­ვა­ლი) - 1 017 710 ლარი, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია (ოქ­ტომ­ბე­რი-მარ­ტი) - 1 121 478 ლარი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ზაზა ბროლაძე - "პრემიების დიდი ნაწილი სამხედრო პირებსა და რიგით საჯარო მოსამსახურეებზე მოდის"

ზაზა ბროლაძე - "პრემიების დიდი ნაწილი სამხედრო პირებსა და რიგით საჯარო მოსამსახურეებზე მოდის"

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ გაცემული პრემიების დიდი ნაწილი სამხედრო პირებსა და რიგით საჯარო მოსამსახურეებზე მოდის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა ბროლაძემ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე კომენტირებისას განუცხადა, უწყების ხელმძღვანელობას პრემიები არ აუღია.

"იმ 5 მილიონ 600 ათასი ლარიდან, რაც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშშია დაფიქსირებული, ძირითადი ნაწილი _ 4 741 ათასი ლარი გაიცა დეკემბრის ბოლოს, როგორც საახალწლო პრემია და ის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, დაწყებული რიგითიდან დამთავრებული ოფიცრებით თანაბრად გაუნაწილდა. ამ თანხიდან გაიცა პრემიები საჯარო მოსამსახურეებზეც - სისტემაში სულ 30 ათასი კაცი მუშაობს, თუმცა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთინებული შტაბის ხელმძღვანელობას პრემიები არც დეკემბერში და არც შემდგომ თვეებში არ აუღია", - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, იანვრიდან უწყება ახალ სისტემაზე გადავიდა, რომელიც თანამშრომლებისთვის დამსახურების მიხედვით პრემიების გაცემას ითვალისწინებს და უშუალოდ მის ფარგლებში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით 352 ათასი ლარის ოდენობის პრემია დარიგდა.

"გადავედით ახალ სისტემაზე, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლებზე დამსახურების მიხედვით პრემიების გაცემას. გასათვალისწინებელია, რომ საკმაოდ შემცირდა პრემიების რაოდენობა იმასთან შედარებით, ვიდრე იყო. იანვრიდან ივნისის ჩათვლით სულ გაიცა 352 ათასი ლარის ოდენობის პრემია. ეს საკმაოდ მცირე ციფრია სისტემისთვის. შედარებისთვის რომ ავიღოთ _ შარშან მხოლოდ ერთ - ოქტომბრის თვეში, როცა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა, გაიცა 732 ათასი ლარი", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტულ თვეებში უწყების მიერ გაცემული პრემიების ოდენობა ასეთია: 2012 წლის ოქტომბერი _ 732,741.00 ლარი,

დეკემბერი 4,741,590.00 ლარი, იანვარი 12,704.00 ლარი, თებერვალი 19,286.78 ლარი,

მარტი - 38,828.44 ლარი, აპრილი - 45,858.30 ლარი, მაისი - 140,599.75 ლარი, ივნისი - 94,804.75. საერთო ჯამში, ოქტომბრიდან ივნისის ჩათვლით გაცემილი პრემიების ჯამი 5,826,413.02 ლარს შეადგენს.

ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტი პრემია თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში გაიცა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თავდაცვის უწყებამ ოქტომბრიდან თებერვლის პერიოდში 5 663 731 ლარის პრემია გასცა, ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრიდან მარტის განმავლობაში - 1 537 315 ლარი; საქართველოს პარლამენტმა ოქტომბრიდან დეკემბრის პერიოდში კი - 3 041 492 ლარი.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულ მონაცემებს ცალკეული სამინისტროების მიერ გაცემული პრემიების შესახებ: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი, მარტი) - 85 603 ლარი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი თებერვალი) - 131 660 ლარი, სასჯელაღსრულების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 150 470 ლარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი-თებერვალი) - 197 179 ლარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 249 389 ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 251 965 ლარი, გარემოს დაცვის სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 284 850 ლარი, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) _476 270 ლარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 493 716 ლარი, ჯანდაცვის უწყება (ოქტომბერი-მარტი) - 513 900 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 572 013 ლარი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 594 890 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 733 270 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 800 647 ლარი, იუსტიციის სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 34 552 ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 987 006 ლარი, მთავრობის კანცელარია (ოქტომბერი-თებერვალი) - 994 832 ლარი, შსს (ოქტომბერი-თებერვალი) - 1 017 710 ლარი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია (ოქტომბერი-მარტი) - 1 121 478 ლარი.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე