სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წარედგინა
"ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წარედგინა

რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე­ში" მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელს, ნიკა მე­ლი­ას ბრა­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა.

რო­გორც მე­ლი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ს გა­ნუ­ცხა­და, ის თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს და მის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. "ბრა­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით, სამ ჩვე­ნე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წა­მი­ყე­ნეს. ეს ჩვე­ნე­ბე­ბი არის მა­ზი­აშ­ვი­ლის, გი­ორ­გო­ბი­ა­ნის და იო­სებ ბა­კუ­რა­ძის. ეს ხალ­ხი ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ მე მათ ფი­ზი­კუ­რად გა­ვუს­წორ­დი. თუმ­ცა, სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ბო­ბენ ჩვე­ნე­ბა­ში, ვიდ­რე ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­დნენ. ჩან­და, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ვერ იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად და ის მი­თი­თე­ბებს პრო­კუ­რო­რის­გან იღებ­და, რო­მე­ლიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კი­დევ ზე­მოთ ათან­ხმებ­და. ეს არის ნამ­დვი­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა", - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტის, გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძის თქმით, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო სა­ვა­რა­უ­დოდ ხვალ იმ­სჯე­ლებს. "თუ ნიკა მე­ლი­ას წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, მა­შინ სხვა და­ნარ­ჩე­ნებს რა­ტომ არ წა­უ­ყე­ნეს? მათ შო­რის იმ ქალ­ბა­ტონს, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაც უფრო იკ­ვე­თე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი, ვიდ­რე მე­ლი­ას მოქ­მე­დე­ბით. ჩვენ შემ­დგომ გვექ­ნე­ბა პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას­თან. მიჩ­ნდე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას­თან გვაქვს საქ­მე", - გა­ნა­ცხა­და გა­ბა­ი­ძემ.

მე­ლი­ას ბრა­ლი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პირ­ველ სამ­მარ­თვე­ლო­ში წა­რედ­გი­ნა, სა­დაც ის 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­ვო­კატ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მე­ლი­ამ სამ­მარ­თვე­ლო უკვე და­ტო­ვა.

თბი­ლის­ში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კლუბ-რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე­ში", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებ­სა და კლუბ­ში მყოფ რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა 11 მა­ისს მოხ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წარედგინა

"ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წარედგინა

რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ძველი თბილისის რაიონის გამგებელს, ნიკა მელიას ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინა.

როგორც მელიამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. "ბრალი ხულიგნობის მუხლით, სამ ჩვენებაზე დაყრდნობით წამიყენეს. ეს ჩვენებები არის მაზიაშვილის, გიორგობიანის და იოსებ ბაკურაძის. ეს ხალხი ჩვენებაში ამბობს, რომ მე მათ ფიზიკურად გავუსწორდი. თუმცა, სრულიად საწინააღმდეგოს ამბობენ ჩვენებაში, ვიდრე ამ ორი თვის განმავლობაში საუბრობდნენ. ჩანდა, რომ გამომძიებელი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად და ის მითითებებს პროკურორისგან იღებდა, რომელიც გადაწყვეტილებებს კიდევ ზემოთ ათანხმებდა. ეს არის ნამდვილად პოლიტიკური დევნა", - აღნიშნა მელიამ.

მელიას ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის თქმით, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. "თუ ნიკა მელიას წარედგინა ბრალდება, მაშინ სხვა დანარჩენებს რატომ არ წაუყენეს? მათ შორის იმ ქალბატონს, რომლის მონაწილეობითაც უფრო იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, ვიდრე მელიას მოქმედებით. ჩვენ შემდგომ გვექნება პრეტენზიები გამოძიებასთან. მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გაბაიძემ.

მელიას ბრალი ვაკე-საბურთალოს პირველ სამმართველოში წარედგინა, სადაც ის 6 საათის განმავლობაში, ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მელიამ სამმართველო უკვე დატოვა.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში", "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და კლუბში მყოფ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება 11 მაისს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ