პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა­ტომ ფუჭ­დე­ბა ახ­ლად და­გე­ბუ­ლი გზე­ბი
რა­ტომ ფუჭ­დე­ბა ახ­ლად და­გე­ბუ­ლი გზე­ბი

თბი­ლის­სა და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გე­ბუ­ლი გზე­ბის უხა­რის­ხო­ბა­ზე ბევ­რი რამ თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა. თუმ­ცა საშ­ვე­ლი ჯერ არ არის. ფაქ­ტი­ა, რომ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სიჩ­ქა­რით და­გე­ბუ­ლი გზე­ბი ასე­ვე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სიჩ­ქა­რით და­იბ­ზა­რა და ას­ფალ­ტი აც­ვივ­და. რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, გზე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქაც სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვი­თა და უხა­რის­ხოდ შეს­რულ­და. ამას ადას­ტუ­რებს ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მშე­ნებ­ლო­ბა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე" თავ­მჯდო­მა­რე ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძეც:

- თბი­ლი­სის გზე­ბის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­ა. გზე­ბის უხა­რის­ხო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ძვე­ლი, უხა­რის­ხო მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაა - იქ­ნე­ბა ეს ქვი­შა, ღორ­ღი თუ ბე­ტო­ნი. ­რო­დე­საც გზა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ რე­მონ­ტდე­ბა, ის თან­და­თან ზი­ან­დე­ბა და ბო­ლოს მწყობ­რი­დან გა­მო­დის. ამის მა­გა­ლი­თია ავ­ჭა­ლის გზატ­კე­ცი­ლი, რო­მე­ლიც ორ­მო­ცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­პი­ტა­ლუ­რად არ შე­კე­თე­ბუ­ლა, რის გა­მოც მი­სი შე­კე­თე­ბა კი არა, თა­ვი­დან და­გე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.­ მე­ო­რე დი­დი პრობ­ლე­მაა კო­რუფ­ცი­ა, რო­მე­ლიც ამ დარ­გში მეტ­-ნაკ­ლე­ბად ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა­ში ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ მი­ი­ღო. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის სა­ხე­ლი­სუფ­ლებო კლა­ნებ­მა ხელ­ში ჩა­იგ­დეს საგ­ზაო მშე­ნებ­ლო­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ბიზ­ნე­სი. ასე და­იწყო ცხრაწ­ლი­ა­ნი პარ­პა­ში: მათ­მა ოჯა­ხურ­მა კლა­ნებ­მა იძა­ლა­დეს პრო­ფე­სი­ო­ნალ მშე­ნებ­ლებ­ზე - შე­იქ­მნა 2-3-კა­ცი­ა­ნი ფირ­მე­ბი, რომ­ლებ­საც ბეჭ­დის გარ­და არა­ფე­რი ჰქონ­დათ, მუქ­თად ქი­რა­ობ­დნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ სამ­შე­ნებ­ლო ფირ­მებს, მი­ზე­რულ ფა­სებ­ში ას­რუ­ლე­ბი­ნებ­დნენ სა­მუ­შა­ოს, ხო­ლო შემ­დეგ მთელ მო­გე­ბას თვი­თონ იჯი­ბავ­დნენ. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ამ ფირ­მებს არ მოს­წონ­დათ მათ­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი და დამ­ღუპ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის კლა­ნე­ბი ამის გა­კე­თე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვი­თა და და­ჭე­რით ემუქ­რე­ბოდ­ნენ და ამ მუ­ქა­რას ას­რუ­ლებ­დნენ კი­დეც. ტენ­დე­რებს ისე ატა­რებ­დნენ, რომ მარ­ჟა აე­წი­ათ და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მო­გე­ბა ენა­ხათ, ზო­გი­ერთ ფირ­მას კი სა­ერ­თოდ უკ­რძა­ლავ­დნენ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- ვის უნ­და და­ვაბ­რა­ლოთ, რომ ახ­ლად და­გე­ბუ­ლი გზე­ბი და­ზი­ან­და და ას­ფალ­ტი აც­ვივ­და?

- საქ­მე ის არის, რომ ამ ფირ­მებს არ აძ­ლევ­დნენ საკ­მა­რის თან­ხას, რათა მა­სა­ლე­ბი ეყი­დათ და ნორ­მის მი­ხედ­ვით და­ე­ხარ­ჯათ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რო­ცა სა­მუ­შა­ო­ ღირს, და­ვუშ­ვათ, 100 ათა­სი ლა­რი და შენ გა­ი­ძუ­ლე­ბენ ეს საქ­მე 20-30 ათას ლა­რად გა­ა­კე­თო? ამ შემ­თხვე­ვა­ში რა­ღაც მა­ინც უნ­და და­აკ­ლო, ამი­ტო­მაც იშ­ლე­ბა ბო­ლო წლებ­ში და­გე­ბუ­ლი გზე­ბი. დღეს კი რა ხდე­ბა? - ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წა­ვი­და, ყვე­ლამ თავს უშ­ვე­ლა და აქ მხო­ლოდ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი დარ­ჩნენ. ფუ­ლი იმათ მოხ­ვე­ტეს, ახ­ლა კი შე­იძ­ლე­ბა იმ ფირ­მებს მოს­თხო­ვონ პა­სუ­ხი, რომ­ლებ­საც აი­ძუ­ლებ­დნენ, მე­სა­მედ ფა­სად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო. ეს უბე­დუ­რე­ბა მარ­ტო მშე­ნებ­ლო­ბა­ში კი არა, კი­ბო­სა­ვით ყველ­გან იყო მო­დე­ბუ­ლი. საგ­ზაო მშე­ნებ­ლო­ბას აქვს თა­ვი­სი ვა­დე­ბი, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი წე­სი და რი­გი აქვს, ესე­ნი კი აჩ­ქა­რებ­დნენ და ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ.

- ასე მოხ­და ვა­ზი­ა­ნი-­გომ­ბო­რის გზის და­გე­ბის დრო­საც, რო­ცა მშე­ნებ­ლებს აი­ძუ­ლებ­დნენ, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ემუ­შა­ვათ.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ საქ­მე­ში აჩ­ქა­რე­ბა? ან კი­დევ - გზას უდ­როო დროს, ზამ­თარ­ში რომ და­ა­გებ, ყინ­ვა ხომ და­ხეთ­ქავს ას­ფალტს? მე­რე ამ ბზა­რებ­ში წყა­ლი ჩად­გე­ბა და გზაც გა­ფუჭ­დე­ბა. ­Dყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ტექ­ნო­ლო­გია აქვს, ვიდ­რე გზას და­ა­გე­ბენ, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ფე­ნე­ბი უნ­და და­ა­გონ, ამ ქვე­და ფე­ნებს ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად უნ­და მომ­ზა­დე­ბა. ხში­რად სწო­რედ ქვე­და ფე­ნა არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და ხა­რის­ხი­ა­ნად. ხალ­ხს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ბი­ვით ამუ­შა­ვებ­დნენ, რომ თვი­თონ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მო­გე­ბა ენა­ხათ და რო­მელ ხა­რის­ხზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი? ავი­ღოთ თუნ­დაც გომ­ბო­რის გზა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხუშ­ტუ­რი იყო - ამ გზის საწყ­ი­სი მო­ნაკ­ვე­თი არ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლა, მაგ­რამ იქ, სა­დაც უღელ­ტე­ხი­ლია და წყლე­ბი ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა, გა­ფუჭ­და, ანუ და­ირ­ღვა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი ისე არ გა­კეთ­და, რო­გორც წე­სი და რი­გი­ა. სხვა­თა შო­რის, გზის ხა­რის­ხი ნი­ა­და­გის ტიპ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ, ვიდ­რე სა­მუ­შა­ო­ებს და­იწყ­ე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და შე­ის­წავ­ლონ და გა­მო­იკ­ვლი­ონ. რო­ცა გზა თა­ვი­დან­ვე ნორ­მა­ლუ­რად იგე­ბა, მე­რე უკ­ვე აღარ სჭირ­დე­ბა წვა­ლე­ბა, მაგ­რამ რო­ცა უხა­რის­ხოდ კეთ­დე­ბა, წამ­და­უ­წუმ შე­კე­თე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ამ სფე­რო­ში კი­დევ ბევ­რი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა არ­სე­ბობ­და, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი გვა­რი­ა­ნად იყე­ნებ­და.

მო­მა­ზა­და ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძემ

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა­ტომ ფუჭ­დე­ბა ახ­ლად და­გე­ბუ­ლი გზე­ბი

რა­ტომ ფუჭ­დე­ბა ახ­ლად და­გე­ბუ­ლი გზე­ბი

თბი­ლის­სა და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გე­ბუ­ლი გზე­ბის უხა­რის­ხო­ბა­ზე ბევ­რი რამ თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა. თუმ­ცა საშ­ვე­ლი ჯერ არ არის. ფაქ­ტი­ა, რომ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სიჩ­ქა­რით და­გე­ბუ­ლი გზე­ბი ასე­ვე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სიჩ­ქა­რით და­იბ­ზა­რა და ასფალტი აც­ვივ­და. რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, გზე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქაც სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვი­თა და უხა­რის­ხოდ შეს­რულ­და. ამას ადას­ტუ­რებს ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მშე­ნებ­ლო­ბა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე" თავ­მჯდო­მა­რე ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძეც:

- თბი­ლი­სის გზე­ბის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­ა. გზე­ბის უხა­რის­ხო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ძვე­ლი, უხა­რის­ხო მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაა - იქ­ნე­ბა ეს ქვი­შა, ღორ­ღი თუ ბე­ტო­ნი. ­რო­დე­საც გზა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ რე­მონ­ტდე­ბა, ის თან­და­თან ზი­ან­დე­ბა და ბო­ლოს მწყობ­რი­დან გა­მო­დის. ამის მა­გა­ლი­თია ავ­ჭა­ლის გზატ­კე­ცი­ლი, რო­მე­ლიც ორ­მო­ცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­პი­ტა­ლუ­რად არ შე­კე­თე­ბუ­ლა, რის გა­მოც მი­სი შე­კე­თე­ბა კი არა, თა­ვი­დან და­გე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.­ მე­ო­რე დი­დი პრობ­ლე­მაა კო­რუფ­ცი­ა, რო­მე­ლიც ამ დარ­გში მეტ­-ნაკ­ლე­ბად ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა­ში ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ მი­ი­ღო. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის სა­ხე­ლი­სუფ­ლებო კლა­ნებ­მა ხელ­ში ჩა­იგ­დეს საგ­ზაო მშე­ნებ­ლო­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ბიზ­ნე­სი. ასე და­იწყო ცხრაწ­ლი­ა­ნი პარ­პა­ში: მათ­მა ოჯა­ხურ­მა კლა­ნებ­მა იძა­ლა­დეს პრო­ფე­სი­ო­ნალ მშე­ნებ­ლებ­ზე - შე­იქ­მნა 2-3-კა­ცი­ა­ნი ფირ­მე­ბი, რომ­ლებ­საც ბეჭ­დის გარ­და არა­ფე­რი ჰქონ­დათ, მუქ­თად ქი­რა­ობ­დნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ სამ­შე­ნებ­ლო ფირ­მებს, მი­ზე­რულ ფა­სებ­ში ას­რუ­ლე­ბი­ნებ­დნენ სა­მუ­შა­ოს, ხო­ლო შემ­დეგ მთელ მო­გე­ბას თვი­თონ იჯი­ბავ­დნენ. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ამ ფირ­მებს არ მოს­წონ­დათ მათ­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი და დამ­ღუპ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის კლა­ნე­ბი ამის გა­კე­თე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვი­თა და და­ჭე­რით ემუქ­რე­ბოდ­ნენ და ამ მუ­ქა­რას ას­რუ­ლებ­დნენ კი­დეც. ტენ­დე­რებს ისე ატა­რებ­დნენ, რომ მარ­ჟა აე­წი­ათ და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მო­გე­ბა ენა­ხათ, ზო­გი­ერთ ფირ­მას კი სა­ერ­თოდ უკ­რძა­ლავ­დნენ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- ვის უნ­და და­ვაბ­რა­ლოთ, რომ ახ­ლად და­გე­ბუ­ლი გზე­ბი და­ზი­ან­და და ასფალტი აც­ვივ­და?

- საქ­მე ის არის, რომ ამ ფირ­მებს არ აძ­ლევ­დნენ საკ­მა­რის თან­ხას, რათა მა­სა­ლე­ბი ეყი­დათ და ნორ­მის მი­ხედ­ვით და­ე­ხარ­ჯათ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რო­ცა სა­მუ­შა­ო­ ღირს, და­ვუშ­ვათ, 100 ათა­სი ლა­რი და შენ გა­ი­ძუ­ლე­ბენ ეს საქ­მე 20-30 ათას ლა­რად გა­ა­კე­თო? ამ შემ­თხვე­ვა­ში რა­ღაც მა­ინც უნ­და და­აკ­ლო, ამი­ტო­მაც იშ­ლე­ბა ბო­ლო წლებ­ში და­გე­ბუ­ლი გზე­ბი. დღეს კი რა ხდე­ბა? - ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წა­ვი­და, ყვე­ლამ თავს უშ­ვე­ლა და აქ მხო­ლოდ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი დარ­ჩნენ. ფუ­ლი იმათ მოხ­ვე­ტეს, ახ­ლა კი შე­იძ­ლე­ბა იმ ფირ­მებს მოს­თხო­ვონ პა­სუ­ხი, რომ­ლებ­საც აი­ძუ­ლებ­დნენ, მე­სა­მედ ფა­სად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო. ეს უბე­დუ­რე­ბა მარ­ტო მშე­ნებ­ლო­ბა­ში კი არა, კი­ბო­სა­ვით ყველ­გან იყო მო­დე­ბუ­ლი. საგ­ზაო მშე­ნებ­ლო­ბას აქვს თა­ვი­სი ვა­დე­ბი, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი წე­სი და რი­გი აქვს, ესე­ნი კი აჩ­ქა­რებ­დნენ და ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ.

- ასე მოხ­და ვა­ზი­ა­ნი-­გომ­ბო­რის გზის და­გე­ბის დრო­საც, რო­ცა მშე­ნებ­ლებს აი­ძუ­ლებ­დნენ, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ემუ­შა­ვათ.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ საქ­მე­ში აჩ­ქა­რე­ბა? ან კი­დევ - გზას უდ­როო დროს, ზამ­თარ­ში რომ და­ა­გებ, ყინ­ვა ხომ და­ხეთ­ქავს ას­ფალტს? მე­რე ამ ბზა­რებ­ში წყა­ლი ჩად­გე­ბა და გზაც გა­ფუჭ­დე­ბა. ­Dყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ტექ­ნო­ლო­გია აქვს, ვიდ­რე გზას და­ა­გე­ბენ, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ფე­ნე­ბი უნ­და და­ა­გონ, ამ ქვე­და ფე­ნებს ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად უნ­და მომ­ზა­დე­ბა. ხში­რად სწო­რედ ქვე­და ფე­ნა არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და ხა­რის­ხი­ა­ნად. ხალხს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ბი­ვით ამუ­შა­ვებ­დნენ, რომ თვი­თონ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მო­გე­ბა ენა­ხათ და რო­მელ ხა­რის­ხზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი? ავი­ღოთ თუნ­დაც გომ­ბო­რის გზა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხუშ­ტუ­რი იყო - ამ გზის საწყ­ი­სი მო­ნაკ­ვე­თი არ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლა, მაგ­რამ იქ, სა­დაც უღელ­ტე­ხი­ლია და წყლე­ბი ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა, გა­ფუჭ­და, ანუ და­ირ­ღვა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი ისე არ გა­კეთ­და, რო­გორც წე­სი და რი­გი­ა. სხვა­თა შო­რის, გზის ხა­რის­ხი ნი­ა­და­გის ტიპ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ, ვიდ­რე სა­მუ­შა­ო­ებს და­იწყ­ე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და შე­ის­წავ­ლონ და გა­მო­იკ­ვლი­ონ. რო­ცა გზა თა­ვი­დან­ვე ნორ­მა­ლუ­რად იგე­ბა, მე­რე უკ­ვე აღარ სჭირ­დე­ბა წვა­ლე­ბა, მაგ­რამ რო­ცა უხა­რის­ხოდ კეთ­დე­ბა, წამ­და­უ­წუმ შე­კე­თე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ამ სფე­რო­ში კი­დევ ბევ­რი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა არ­სე­ბობ­და, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი გვა­რი­ა­ნად იყე­ნებ­და.

მომაზადა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია