მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა­მაზ კა­დი­ე­ვი:­ "ჩემს ძმას იზო­ლა­ტორ­ში გა­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზეს"
რა­მაზ კა­დი­ე­ვი:­ "ჩემს ძმას იზო­ლა­ტორ­ში გა­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზეს"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ შსს-მ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის და­გეგ­მვის ბრალ­დე­ბით მი­კა­ელ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი და­ა­კა­ვა. ომა­რო­ვი და კა­დი­ე­ვი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, მა­თი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნი­ვ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" მი­კა­ელ კა­დი­ე­ვის ძმა, რა­მაზ კა­დი­ე­ვი ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც აცხ­ა­დებს, რომ მი­სი ძმა და დე­ი­დაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან.

- ჩე­მი ძმა მი­კა­ელ კა­დი­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში საცხ­ოვ­რებ­ლად 2010 წელს ჩა­მო­ვი­და. მას და­ღეს­ტან­ში სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. მა­ნამ­დე ჩვენ ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში, დავ­რწმუნ­დით, რომ მი­კა­ე­ლის­თვის აქ ყოფ­ნა უსაფ­რთხო იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ მი­სი ბიზ­ნე­სი მე გა­და­ვი­ბა­რე, მას კი სა­კუ­თარ ბა­რათ­ზე ერი­ცხ­ე­ბო­და შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ანაღ­დებ­და თბი­ლის­ში. ის აქ ვა­კე­ში, სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ჭი­და­ო­ბა­ზე და­დი­ო­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე ორ­ჯერ ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში მის სა­ნა­ხა­ვად და სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს. შა­ბათს თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და ჩე­მი დე­ი­დაშ­ვი­ლი რი­ზვან ომა­რო­ვი, ორი დღე პეტ­რი­აშ­ვი­ლის #42-ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ვიქ­ტო­რი­ა­ში" ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ისან­ში გა­და­ვი­და ჩემს ძმას­თან. ისი­ნი მორ­წმუ­ნე ბი­ჭე­ბი არი­ან, ხუთ­შა­ბათს დი­ლით ად­გნენ, ლოც­ვა უნ­და წა­ე­კითხ­ათ, რიზ­ვან­მა ფან­ჯრი­დან გა­და­ი­ხე­და და ქუ­ჩა­ში პო­ლი­ცი­ე­ლები შე­ნიშ­ნა. მა­ლე­ვე კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნეს, რიზ­ვა­ნი სა­დარ­ბა­ზო­ში გა­იყ­ვა­ნეს და ია­ტაკ­ზე და­აგ­დეს, მი­კა­ელს კი ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ია­ტაკ­ზე და­აწ­ვი­ნეს. ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ისი­ნი ტე­რაქ­ტის მოწყ­ო­ბას გეგ­მავ­დნენ და სახ­ლში ინა­ხავ­დნენ დი­დი ოდე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბელ მოწყ­ო­ბი­ლო­ბებს, მაგ­რამ ამის მოწ­მე არის მხო­ლოდ ის ოთხი პო­ლი­ცი­ე­ლი, რომ­ლებ­მაც და­ა­კა­ვეს ჩე­მი ძმა და დე­ი­დაშ­ვი­ლი. ამო­ღე­ბულ საბ­რძო­ლო მა­სა­ლა­ზე არ არის კა­დი­ე­ვის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი და ბრალ­დე­ბა შე­თითხ­ნი­ლი­ა. ასე­ვე ით­ქვა, რომ თით­ქოს მი­კა­ელს აღ­მო­უ­ჩი­ნეს ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბი, მაგ­რამ ერთ პას­პორ­ტში არ არის მი­კა­ელის ხელ­მო­წე­რა.

- თუ არ არ­სე­ბობს ნივ­თმტკი­ცე­ბა, არ არი­ან მოწ­მე­ე­ბი, მა­თი უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბა რა ხელს აძ­ლევ­და ქარ­თულ მხა­რეს?

- ვე­რა­ფერს ვუ­კავ­ში­რებ, მე ვი­ცი, რომ ისი­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან. რო­ცა ბი­ჭე­ბი და­ა­კა­ვეს, იზო­ლა­ტორ­ში მი­კა­ელ­თან შე­ვი­და სა­მი უცხო პი­რი, რომ­ლებ­მაც გა­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზეს - აღი­ა­რე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, თით­ქოს მარ­თლაც ინა­ხავ­დი დი­დი ოდე­ნო­ბით ტყვი­ა-­წა­მალს და და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად-­ნა­ხე­ვარ­ში გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებთ ცი­ხი­დან, შენს დე­ი­დაშ­ვილს კი დღეს­ვე გა­ვუშ­ვებ­თო. მი­კა­ელ­მა ამა­ზე უა­რი გა­ნაცხ­ა­და, ამის მი­უ­ხე­და­ვად მას ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა მო­უხ­სნეს და წა­უ­ყე­ნეს ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა. ათა­სი სი­სუ­ლე­ლე ით­ქვა, თით­ქოს მი­კა­ე­ლი ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და ა.შ მაგ­რამ თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლი­ა, აქამ­დე რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­დნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი, ერ­თხე­ლაც არ მო­სუ­ლა არა­ვინ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ თქვენს ძმას რუ­სეთ­ში ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი და მას ინ­ტერ­პო­ლი ეძებ­და...

- ესეც ტყუ­ი­ლი­ა, შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად ნა­ხოთ, რომ ის არ ყო­ფი­ლა ინ­ტერ­პო­ლის მი­ერ ძებ­ნი­ლი. რო­ცა რუ­სეთ­ში ის მკვლე­ლო­ბა მოხ­და, რა­შიც ჩემს ძმას სდე­ბენ ბრალს, მი­კა­ე­ლი მა­შინ და­ღეს­ტან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და. თუ ვინ­მეს რა­მე შე­კითხ­ვა ჰქონ­და მას­თან, ამ ხნის მან­ძილ­ზე ხომ უნ­და მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან და რა­მე ეკითხ­ა? არა­ვინ მო­სუ­ლა. ­სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ ჩემს ძმა­სა და დე­ი­დაშ­ვილს რუ­სულ მხა­რეს არ გა­დას­ცემს, რად­გან ისი­ნი რუს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან უსაფ­რთხოდ ვერ იქ­ნე­ბი­ან. კი­დეც რომ წა­ვი­დეს და­ღეს­ტნის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც, რო­მელ­საც რუ­სე­თი აკონ­ტრო­ლებს, იქაც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა, რად­გან ეტყ­ვი­ან, შენ ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "და­გა­ვერ­ბოვ­კე­სო" და არ ვი­ცი, ამას რა მოჰ­ყვე­ბა. ვერ ვხვდე­ბი, ვის ინ­ტე­რე­სებ­შია მი­სი დის­კრე­დი­ტა­ცია და ჩვე­ნი ოჯა­ხის თვალ­თვა­ლი.

- რო­დი­დან გით­ვალ­თვა­ლე­ბენ?

- ჩვენ­ზე თვალ­თვა­ლი ცო­ტა ხნის წინ და­იწყ­ო. მეც მინ­და სი­მარ­თლის გა­გე­ბა. რო­დე­საც თქვეს, რომ თით­ქოს ჩე­მი ძმა ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­გო­ნე, უცხო მან­ქა­ნე­ბი დაგ­ვყვე­ბოდ­ნენ. არც ვი­ცით, ვის ვთხო­ვო დახ­მა­რე­ბა.

- პრე­ზი­დენ­ტის მფრი­ნა­ვის, ზა­ურ ქორ­თო­ში­ძის ოჯახს სა­ი­დან იც­ნობთ?

- მე არ ვიც­ნობ თე­მუ­რს, მი­კა­ელ­მა სად გა­იც­ნო, არ ვი­ცი. არას­დროს უსა­უბ­რია ჩემ­თან ამ თე­მა­ზე.

- რო­გორ ეპყ­რო­ბი­ან ცი­ხე­ში მი­კა­ელს?

- მი­კა­ელს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი იცავს, მის­გან ვი­ცი, რომ ძა­ლი­ან კარგ პი­რო­ბებ­ში­ა. ყო­ველ­დღე კითხ­უ­ლობს ყუ­რანს, არა­ვინ აყე­ნებს შე­უ­რაცხ­ყო­ფას, მაგ­რამ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა და თუ მი­უძღ­ვის და­ნა­შა­უ­ლი - და­უმ­ტკი­ცონ!

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა­მაზ კა­დი­ე­ვი:­ "ჩემს ძმას იზო­ლა­ტორ­ში გა­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზეს"

რა­მაზ კა­დი­ე­ვი:­ "ჩემს ძმას იზო­ლა­ტორ­ში გა­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზეს"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ შსს-მ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის დაგეგმვის ბრალ­დე­ბით მი­კა­ელ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი და­ა­კა­ვა. ომა­რო­ვი და კა­დი­ე­ვი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, მა­თი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნი­ვ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" მი­კა­ელ კა­დი­ე­ვის ძმა, რა­მაზ კა­დი­ე­ვი ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც აცხ­ა­დებს, რომ მი­სი ძმა და დე­ი­დაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან.

- ჩე­მი ძმა მი­კა­ელ კა­დი­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში საცხ­ოვ­რებ­ლად 2010 წელს ჩა­მო­ვი­და. მას და­ღეს­ტან­ში სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. მა­ნამ­დე ჩვენ ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში, დავ­რწმუნ­დით, რომ მი­კა­ე­ლის­თვის აქ ყოფ­ნა უსაფ­რთხო იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ მი­სი ბიზ­ნე­სი მე გა­და­ვი­ბა­რე, მას კი სა­კუ­თარ ბა­რათ­ზე ერიცხ­ე­ბო­და შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ანაღ­დებ­და თბი­ლის­ში. ის აქ ვა­კე­ში, სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ჭი­და­ო­ბა­ზე და­დი­ო­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე ორ­ჯერ ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში მის სა­ნა­ხა­ვად და სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს. შა­ბათს თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და ჩე­მი დე­ი­დაშ­ვი­ლი რი­ზვან ომა­რო­ვი, ორი დღე პეტ­რი­აშ­ვი­ლის #42-ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ვიქტორიაში" ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ისან­ში გა­და­ვი­და ჩემს ძმას­თან. ისი­ნი მორ­წმუ­ნე ბი­ჭე­ბი არი­ან, ხუთ­შა­ბათს დი­ლით ად­გნენ, ლოც­ვა უნ­და წა­ე­კითხ­ათ, რიზ­ვან­მა ფან­ჯრი­დან გა­და­ი­ხე­და და ქუ­ჩა­ში პო­ლი­ცი­ე­ლები შე­ნიშ­ნა. მა­ლე­ვე კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნეს, რიზ­ვა­ნი სა­დარ­ბა­ზო­ში გა­იყ­ვა­ნეს და ია­ტაკ­ზე და­აგ­დეს, მი­კა­ელს კი ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ია­ტაკ­ზე და­აწ­ვი­ნეს. ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ისი­ნი ტე­რაქ­ტის მოწყ­ო­ბას გეგ­მავ­დნენ და სახ­ლში ინა­ხავ­დნენ დი­დი ოდე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბელ მოწყ­ო­ბი­ლო­ბებს, მაგ­რამ ამის მოწ­მე არის მხო­ლოდ ის ოთხი პო­ლი­ცი­ე­ლი, რომ­ლებ­მაც და­ა­კა­ვეს ჩე­მი ძმა და დე­ი­დაშ­ვი­ლი. ამო­ღე­ბულ საბ­რძო­ლო მა­სა­ლა­ზე არ არის კა­დი­ე­ვის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი და ბრალ­დე­ბა შე­თითხ­ნი­ლი­ა. ასე­ვე ით­ქვა, რომ თით­ქოს მი­კა­ელს აღ­მო­უ­ჩი­ნეს ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბი, მაგ­რამ ერთ პას­პორ­ტში არ არის მი­კა­ელის ხელ­მო­წე­რა.

- თუ არ არ­სე­ბობს ნივ­თმტკი­ცე­ბა, არ არი­ან მოწ­მე­ე­ბი, მა­თი უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბა რა ხელს აძ­ლევ­და ქართულ მხა­რეს?

- ვე­რა­ფერს ვუ­კავ­ში­რებ, მე ვი­ცი, რომ ისი­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან. რო­ცა ბი­ჭე­ბი და­ა­კა­ვეს, იზო­ლა­ტორ­ში მი­კა­ელ­თან შე­ვი­და სა­მი უცხო პი­რი, რომ­ლებ­მაც გა­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზეს - აღი­ა­რე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, თით­ქოს მარ­თლაც ინა­ხავ­დი დი­დი ოდე­ნო­ბით ტყვი­ა-­წა­მალს და და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად-­ნა­ხე­ვარ­ში გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებთ ცი­ხი­დან, შენს დე­ი­დაშ­ვილს კი დღეს­ვე გა­ვუშ­ვებ­თო. მი­კა­ელ­მა ამა­ზე უა­რი გა­ნაცხ­ა­და, ამის მი­უ­ხე­და­ვად მას ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა მო­უხ­სნეს და წა­უ­ყე­ნეს ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა. ათა­სი სი­სუ­ლე­ლე ით­ქვა, თით­ქოს მი­კა­ე­ლი ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და ა.შ მაგ­რამ თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლი­ა, აქამ­დე რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­დნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი, ერ­თხე­ლაც არ მო­სუ­ლა არა­ვინ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ თქვენს ძმას რუ­სეთ­ში ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი და მას ინ­ტერ­პო­ლი ეძებდა...

- ესეც ტყუ­ი­ლი­ა, შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად ნა­ხოთ, რომ ის არ ყო­ფი­ლა ინ­ტერ­პო­ლის მი­ერ ძებ­ნი­ლი. რო­ცა რუ­სეთ­ში ის მკვლე­ლო­ბა მოხ­და, რა­შიც ჩემს ძმას სდე­ბენ ბრალს, მი­კა­ე­ლი მა­შინ და­ღეს­ტან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და. თუ ვინ­მეს რა­მე შე­კითხ­ვა ჰქონ­და მას­თან, ამ ხნის მან­ძილ­ზე ხომ უნ­და მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან და რა­მე ეკითხ­ა? არა­ვინ მო­სუ­ლა. ­სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ ჩემს ძმა­სა და დე­ი­დაშ­ვილს რუ­სულ მხა­რეს არ გა­დას­ცემს, რად­გან ისი­ნი რუს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან უსაფ­რთხოდ ვერ იქ­ნე­ბი­ან. კი­დეც რომ წა­ვი­დეს და­ღეს­ტნის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც, რო­მელ­საც რუ­სე­თი აკონ­ტრო­ლებს, იქაც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა, რად­გან ეტყ­ვი­ან, შენ ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "დაგავერბოვკესო" და არ ვი­ცი, ამას რა მოჰ­ყვე­ბა. ვერ ვხვდე­ბი, ვის ინ­ტე­რე­სებ­შია მი­სი დის­კრე­დი­ტა­ცია და ჩვე­ნი ოჯა­ხის თვალ­თვა­ლი.

- რო­დი­დან გით­ვალ­თვა­ლე­ბენ?

- ჩვენ­ზე თვალ­თვა­ლი ცო­ტა ხნის წინ და­იწყ­ო. მეც მინ­და სი­მარ­თლის გა­გე­ბა. რო­დე­საც თქვეს, რომ თით­ქოს ჩე­მი ძმა ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­გო­ნე, უცხო მან­ქა­ნე­ბი დაგ­ვყვე­ბოდ­ნენ. არც ვი­ცით, ვის ვთხო­ვო დახ­მა­რე­ბა.

- პრე­ზი­დენ­ტის მფრი­ნა­ვის, ზა­ურ ქორ­თო­ში­ძის ოჯახს სა­ი­დან იც­ნობთ?

- მე არ ვიც­ნობ თე­მუ­რს, მი­კა­ელ­მა სად გა­იც­ნო, არ ვი­ცი. არას­დროს უსა­უბ­რია ჩემ­თან ამ თე­მა­ზე.

- რო­გორ ეპყ­რო­ბი­ან ცი­ხე­ში მი­კა­ელს?

- მი­კა­ელს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი იცავს, მის­გან ვი­ცი, რომ ძა­ლი­ან კარგ პი­რო­ბებ­ში­ა. ყო­ველ­დღე კითხ­უ­ლობს ყუ­რანს, არა­ვინ აყე­ნებს შე­უ­რაცხ­ყო­ფას, მაგ­რამ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა და თუ მი­უძღ­ვის და­ნა­შა­უ­ლი - და­უმ­ტკი­ცონ!

ესაუბრა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ