მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი - "ნინას და დათოს შერიგება ლოგიკურია, რადგან საქართველოში 90% ასე იქცევა"
"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი - "ნინას და დათოს შერიგება ლოგიკურია, რადგან საქართველოში 90% ასე იქცევა"

უკვე დიდი ხა­ნია, შა­ბათ-კვი­რას მთე­ლი ოჯა­ხე­ბი სხდე­ბი­ან ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მო­რიგ სე­რი­ას ელო­დე­ბი­ან. ამა­ში კი მთა­ვა­რი "დამ­ნა­შა­ვე" სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტი ქეთი დევ­და­რი­ა­ნია. მარ­თა­ლია, მსა­ხი­ო­ბე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად თა­მა­შო­ბენ და გა­დამ­ღებ ჯგუფ­საც ხში­რად აქე­ბენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც სცე­ნა­რის­ტის მი­სა­მარ­თით მო­ის­მენთ კომ­პლი­მენტს. მოს­წონთ თუ არ მოს­წონთ, რა ხდე­ბა შემ­დეგ სე­რი­ა­ში, ბრაზ­დე­ბი­ან თუ არა მას­ზე, მა­ინც ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ და­ქა­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვალს, სქე­სი­სა და ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა უყუ­რებს.

- ქეთი, რამ­დე­ნი სე­რია დარ­ჩა სე­ზო­ნის დამ­თავ­რე­ბამ­დე?

- თო­თხმე­ტი სე­რია, ჯერ კი­დევ წინ არის ყვე­ლა­ფე­რი. ნი­ნას და და­თოს შე­რი­გე­ბა თით­ქოს ფი­ნალს ჰგავ­და, მაგ­რამ ასე არ არის.

- ამ წყვი­ლის გარ­შე­მო დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი ბოლო დროს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვა მა­ყუ­რე­ბელ­მა...

- ეს თემა მარ­თლაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად მი­ი­ღეს, მაგ­რამ ეს იმის ბრა­ლია, რომ რო­გორც სე­რი­ალს კი არ უყუ­რე­ბენ, რო­გორც ახ­ლობ­ლის ტრა­გე­დი­ას, ისე აღიქ­ვა­მენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჟანრ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, მსა­ხი­ო­ბე­ბი კარ­გად, და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შო­ბენ, ძა­ლი­ან კარ­გად იღე­ბენ ჩვე­ნი რე­ჟი­სო­რე­ბი. მარ­ტო და­წე­რი­ლი შე­იძ­ლე­ბა ისე ცუ­დად წა­ი­კი­თხო, რომ არც კი და­ი­ჯე­რონ, თუმ­ცა ტექ­სტიც ისე­თი უნდა იყო, ისე უნდა ალა­პა­რა­კო მსა­ხი­ო­ბე­ბი, რო­გორც ყო­ველ­დღი­ურ რე­ა­ლო­ბა­შია. ლექ­სიც კი ისეთ გმირს უნდა ათ­ქმე­ვი­ნო, ვის­გა­ნაც და­ი­ჯე­რე­ბენ.

- სე­რი­ალ­ში ლექ­სებ­სა და სიმ­ღე­რებს ყო­ველ­თვის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე...

- ლექ­სებს ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე წერს და როცა მას არ სცა­ლია - მიშა მშვილ­და­ძე. ხურ­ცი­ლა­ვას ტი­პაჟს არ­გე­ბენ ტექსტს. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რებს, ბენ­დის ბი­ჭებ­თან ერ­თად დიდ­ხანს ვფიქ­რობთ, ძველ ჰი­ტებს ვიხ­სე­ნებთ, რაც ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს.

- სე­რი­ალ­ში ნელ-ნელა გაჩ­ნდა ისე­თი თე­მე­ბი, რაც აქამ­დე ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში ნაკ­ლე­ბად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა. ამით რის­კზე არ მი­დი­ხართ?

- მარ­ტო პო­ზი­ტივს არ აქვს რე­ი­ტინ­გი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყვე­ლა რომ ბედ­ნი­ე­რი იყოს და არა­ფე­რი ხდე­ბო­დეს, ამას ხომ არ უყუ­რებს ხალ­ხი. ამი­ტომ სე­რი­ალ­ში წარ­მოქ­მნი­ლი დი­ლე­მე­ბი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც არ­სე­ბობს. არის თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ხალ­ხს აღი­ზი­ა­ნებს. გე­ე­ბის პრო­პა­გან­და­აო, ამ­ბო­ბენ და სად არის იქ პრო­პა­გან­და. სა­ერ­თო­დაც, მი­მაჩ­ნია, რომ ამ თე­მის პრო­პა­გან­და სი­სუ­ლე­ლეა, გე­ო­ბა გა­დამ­დე­ბი არ არის, ადა­მი­ანს ვერ ნა­ხავთ, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცის ლა­პა­რა­კით გახ­და გეი. მე­ო­რეც - ჩვე­ნი გეი გმი­რია? სამ­შობ­ლო გა­და­არ­ჩი­ნა, ბავ­შვი, თუ რა გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნა?.. ისიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია და ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჩა­ი­დი­ნოს - ცუ­დიც და კარ­გიც, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ან­მა. ყვე­ლა­ფერ­ზე პრო­პა­გან­დას გა­ი­ძა­ხი­ან, გი­ტა­რის ჩა­მო­სა­კიდ­ზე, ნი­ნას ოთახ­ში სუ­რათ­ზე, ენას ხომ ძვა­ლი არ აქვს.

- მა­ყუ­რე­ბე­ლი ასე უკ­ვირ­დე­ბა ყვე­ლა დე­ტალს?

- ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი პრე­ტენ­ზი­უ­ლია, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი აქვს და მცი­რე შეც­დო­მა­საც არ გა­პა­ტი­ებს, რაც ცუდი სუ­ლაც არ არის, მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს.

- ერეკ­ლე მე­ფის ქა­მარ­თან, რო­მელ­საც დი­ტოს დე­და­მი­სი უშ­ვი­ლო­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­უ­ტანს, ღვთის­მშობ­ლის სარ­ტყლის გა­შარ­ჟე­ბა­შიც დაგ­დეს ბრა­ლი.

- არც ვი­ცო­დი ამ სარ­ტყლის შე­სა­ხებ. ერეკ­ლე მე­ფეს ბევ­რი შვი­ლი ჰყავ­და და ეს ხუმ­რო­ბით მო­ვი­ფიქ­რეთ.

- არ გი­ფიქ­რი­ათ, ვის შე­იძ­ლე­ბა აწყობ­დეს სე­რი­ა­ლის ან­ტი­პი­ა­რი და ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა?

- მა­გით სე­რი­ალს რე­ი­ტინ­გი არ აკ­ლდე­ბა, პი­რი­ქით, რო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი გი­ნა­ხავთ, რო­მელ­საც ლან­ძღა­ვენ და რე­ი­ტინ­გი არ აქვს. უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცია ყი­დის ყვე­ლა­ფერს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი - "ნინას და დათოს შერიგება ლოგიკურია, რადგან საქართველოში 90% ასე იქცევა"

"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი - "ნინას და დათოს შერიგება ლოგიკურია, რადგან საქართველოში 90% ასე იქცევა"

უკვე დიდი ხანია, შაბათ-კვირას მთელი ოჯახები სხდებიან ტელევიზორის წინ და "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგ სერიას ელოდებიან. ამაში კი მთავარი "დამნაშავე" სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანია. მართალია, მსახიობები ძალიან კარგად თამაშობენ და გადამღებ ჯგუფსაც ხშირად აქებენ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სცენარისტის მისამართით მოისმენთ კომპლიმენტს. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, რა ხდება შემდეგ სერიაში, ბრაზდებიან თუ არა მასზე, მაინც ყველა აღიარებს, რომ დაქალების საინტერესო თავგადასავალს, სქესისა და ასაკის მიუხედავად, ყველა უყურებს.

- ქეთი, რამდენი სერია დარჩა სეზონის დამთავრებამდე?

- თოთხმეტი სერია, ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი. ნინას და დათოს შერიგება თითქოს ფინალს ჰგავდა, მაგრამ ასე არ არის.

- ამ წყვილის გარშემო დატრიალებული ამბები ბოლო დროს ძალიან მტკივნეულად აღიქვა მაყურებელმა...

- ეს თემა მართლაც ძალიან მტკივნეულად მიიღეს, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ როგორც სერიალს კი არ უყურებენ, როგორც ახლობლის ტრაგედიას, ისე აღიქვამენ. ეს ყველაფერი ჟანრმა განაპირობა, მსახიობები კარგად, დამაჯერებლად თამაშობენ, ძალიან კარგად იღებენ ჩვენი რეჟისორები. მარტო დაწერილი შეიძლება ისე ცუდად წაიკითხო, რომ არც კი დაიჯერონ, თუმცა ტექსტიც ისეთი უნდა იყო, ისე უნდა ალაპარაკო მსახიობები, როგორც ყოველდღიურ რეალობაშია. ლექსიც კი ისეთ გმირს უნდა ათქმევინო, ვისგანაც დაიჯერებენ.

- სერიალში ლექსებსა და სიმღერებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე...

- ლექსებს ირაკლი საღინაძე წერს და როცა მას არ სცალია - მიშა მშვილდაძე. ხურცილავას ტიპაჟს არგებენ ტექსტს. რაც შეეხება სიმღერებს, ბენდის ბიჭებთან ერთად დიდხანს ვფიქრობთ, ძველ ჰიტებს ვიხსენებთ, რაც ძალიან კარგად მუშაობს.

- სერიალში ნელ-ნელა გაჩნდა ისეთი თემები, რაც აქამდე ქართულ ტელესივრცეში ნაკლებად გაჟღერებულა. ამით რისკზე არ მიდიხართ?

- მარტო პოზიტივს არ აქვს რეიტინგი, წარმოიდგინეთ, ყველა რომ ბედნიერი იყოს და არაფერი ხდებოდეს, ამას ხომ არ უყურებს ხალხი. ამიტომ სერიალში წარმოქმნილი დილემები რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს. არის თემები, რომლებიც ხალხს აღიზიანებს. გეების პროპაგანდააო, ამბობენ და სად არის იქ პროპაგანდა. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ამ თემის პროპაგანდა სისულელეა, გეობა გადამდები არ არის, ადამიანს ვერ ნახავთ, რომელიც ვიღაცის ლაპარაკით გახდა გეი. მეორეც - ჩვენი გეი გმირია? სამშობლო გადაარჩინა, ბავშვი, თუ რა გმირობა ჩაიდინა?.. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და ყველაფერი უნდა ჩაიდინოს - ცუდიც და კარგიც, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. ყველაფერზე პროპაგანდას გაიძახიან, გიტარის ჩამოსაკიდზე, ნინას ოთახში სურათზე, ენას ხომ ძვალი არ აქვს.

- მაყურებელი ასე უკვირდება ყველა დეტალს?

- ქართველი მაყურებელი პრეტენზიულია, დაკვირვებული თვალი აქვს და მცირე შეცდომასაც არ გაპატიებს, რაც ცუდი სულაც არ არის, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

- ერეკლე მეფის ქამართან, რომელსაც დიტოს დედამისი უშვილობის სამკურნალოდ ჩამოუტანს, ღვთისმშობლის სარტყლის გაშარჟებაშიც დაგდეს ბრალი.

- არც ვიცოდი ამ სარტყლის შესახებ. ერეკლე მეფეს ბევრი შვილი ჰყავდა და ეს ხუმრობით მოვიფიქრეთ.

- არ გიფიქრიათ, ვის შეიძლება აწყობდეს სერიალის ანტიპიარი და ხალხის გაღიზიანება?

- მაგით სერიალს რეიტინგი არ აკლდება, პირიქით, რომელი ადამიანი გინახავთ, რომელსაც ლანძღავენ და რეიტინგი არ აქვს. უარყოფითი ინფორმაცია ყიდის ყველაფერს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება