შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ძებნაში მყოფ, ბრალდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოდან აცნობეს, საქმის მასალების თანახმად, ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, კომპანია "ლუკოილ ჯორჯიას" 54 000 ლიტრი "პრემიუმ ევრო" დიზელის საწვავის ტალონები გაფლანგა.

"ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულ იქნა მოწმეთა ჩვენებებით შპს "ლუკოილ ჯორჯიას" წერილობითი დოკუმენტაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებული დოკუმენტაციით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ძიმცეიშვილი გაამართლა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში, ხოლო დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობითა და 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონით და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით. მასვე, 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ