პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - ვიდეოფირებთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მეგის ქარდავას ბრალეულობა გამოიკვეთა
შსს - ვიდეოფირებთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მეგის ქარდავას ბრალეულობა გამოიკვეთა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დიპ­ლო­მა­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ უკვე და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან სა­მეგ­რე­ლოს სპე­ცი­ა­ლურ სა­მა­ლა­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნილ ვი­დე­ო­ფი­რებ­ში ასა­ხულ წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი. ამა­ვე უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე დად­გე­ნი­ლია შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის: მე­გის ქარ­და­ვას, კოხ­ტა კო­დუ­ა­სა და და­ვით ჩა­გი­ნა­ვას ბრა­ლე­უ­ლო­ბა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრმა დიპ­ლო­მა­ტებს სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბიც გა­აც­ნო.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და წა­მე­ბის ბრალ­დე­ბით შსს-ს სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სამი მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი: გ.შ, მ.ხ, გ.ჭ. და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი პ.ქ. და­ა­კა­ვეს.

ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია თ.უ, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე აღ­ბეჭ­დილ პი­რებ­ზე უშუ­ა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებ­და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის წა­მე­ბა­სა და მათ მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში. ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და სა­მეგ­რე­ლო­ში შე­ნიღ­ბუ­ლად მო­წყო­ბილ, სპე­ცი­ა­ლურ სა­მა­ლა­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამა­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე დად­გე­ნი­ლია შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის: მე­გის ქარ­და­ვას, კოხ­ტა კო­დუ­ა­სა და და­ვით ჩა­გი­ნა­ვას ბრა­ლე­უ­ლო­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კოხ­ტა კო­დუა და და­ვით ჩა­გი­ნა­ვა ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან, მათ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ცხად­დე­ბა. მე­გის ქარ­და­ვა ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით უკვე იძებ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ი­სათ­ვის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­ვსი პი­რის მი­მართ, მათ შო­რის არი­ან: თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი კ.თ, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ორი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ბ.ბ. და გ.ბ, ასე­ვე ზუგ­დი­დის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი რ.შ. და ზუგ­დი­დის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ლ.ქ.

შსს აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შსს - ვიდეოფირებთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მეგის ქარდავას ბრალეულობა გამოიკვეთა

შსს - ვიდეოფირებთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მეგის ქარდავას ბრალეულობა გამოიკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს განუცხადა, რომ უკვე დაკავებულნი არიან სამეგრელოს სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებში ასახულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირები. ამავე უწყების ინფორმაციით, ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა დიპლომატებს სამეგრელოში აღნიშნული ვიდეოფირებიც გააცნო.

ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით შსს-ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამი მოქმედი თანამშრომელი: გ.შ, მ.ხ, გ.ჭ. და ყოფილი თანამშრომელი პ.ქ. დააკავეს.

ასევე დაკავებულია თ.უ, რომელიც ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება მოხდა სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით. ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ექვსი პირის მიმართ, მათ შორის არიან: თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი კ.თ, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ორი ყოფილი თანამშრომელი ბ.ბ. და გ.ბ, ასევე ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რ.შ. და ზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ლ.ქ.

შსს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ