ტელეწამყვანი გიორგი ქორქია თბილისის ზოოპარკში მოხალისედ მუშაობს. შესაბამისი ფოტომასალა გიორგიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ფოტოებზე ქორქია მარტორქას უვლის.
თბილისის ზოოპარკში მოხალისედ მუშაობა 12 წელს ზემოთ ასაკის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრმა, სპეციალურად იმ ადამიანებისათვის, რომელთაც აინტერესებთ და უყვართ ცხოველები, შეიმუშავა მოხალისეთა პროგრამა. პროგრამაში შედის როგორც ცხოველთა მოვლა, ისე ლექციების კურსი.