Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი გვახარია - უამრავი ჟურნალისტია, ვინც "ძუძუთი" ლევანვასაძისტობს
გოგი გვახარია - უამრავი ჟურნალისტია, ვინც "ძუძუთი" ლევანვასაძისტობს

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე გოგი გვა­ხა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"Rustavi 2, ყო­ველ­გვა­რი ქვე­ტექ­სტის გა­რე­შე გე­კი­თხე­ბით, ვინ არის ლე­ვან ვა­სა­ძე, მა­ინც და მა­ინც მას რომ ეკი­თხე­ბით გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე აზრს:) თუ, უბ­რა­ლოდ, შან­სი მო­გე­ცათ, კი­დევ ერთხელ გვიჩ­ვე­ნოთ და კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დოთ ეს ადა­მი­ა­ნი?.. ჩო­ხე­ბის ბიზ­ნეს­ზე რომ იქ­ნე­ბა გა­და­ცე­მა, გა­სა­გე­ბია, რა­ტომ მო­იწ­ვევთ... ან თუნ­დაც, "და­სავ­ლე­თის საფრ­თხე­ზე", "ურ­ჯუ­ლო­ე­ბის შეთ­ქმუ­ლე­ბა­ზე"... მაგ­რამ რა შუ­ა­შია თე­ატრთან და გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან?", - წერს გვა­ხა­რია.

გვა­ხა­რი­ას პოს­ტის პა­სუ­ხად ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს:

"მე კი მგო­ნია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აჩ­ვე­ნე­ბენ ვა­სა­ძე­საც და სხვა ოდი­ო­ზურ პერ­სო­ნებ­საც, ყვე­ლამ რომ ნა­ხოს, რა კრე­ტი­ნე­ბი არი­ან"

კო­მენ­ტარს ისევ გვა­ხა­რია პა­სუ­ხობს: "ვი­ცით, ვი­ცით ეგ ტაქ­ტი­კა... ასე მო­დის "კრე­ტი­ნი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. თან სუ­ლაც არ ჩან­და კრე­ტი­ნი, გა­მარ­თუ­ლად იმ­სჯე­ლა გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე და მშვე­ნივ­რა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და:)...

პრობ­ლე­მა ისაა, რომ ქარ­თულ მე­დი­ა­ში უამ­რა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტია, ვინც "ძუ­ძუ­თი" ლე­ვან­ვა­სა­ძის­ტობს. მათ შო­რის რუს­თა­ვი 2-შიც. უბ­რა­ლოდ ამას, მრა­ვა­ლი მი­ზე­ზის გამო, ხში­რად არ აღი­ა­რებს".

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. რე­ჟი­სო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ლე­ვან ვა­სა­ძეს "რუს­თა­ვის 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა სთხო­ვა. კო­მენ­ტა­რი "კუ­რი­ერ­ში" გა­უშ­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გოგი გვახარია - უამრავი ჟურნალისტია, ვინც "ძუძუთი" ლევანვასაძისტობს

გოგი გვახარია - უამრავი ჟურნალისტია, ვინც "ძუძუთი" ლევანვასაძისტობს

ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოპულარიზებაში ადანაშაულებს.

"Rustavi 2, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე გეკითხებით, ვინ არის ლევან ვასაძე, მაინც და მაინც მას რომ ეკითხებით გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედებაზე აზრს:) თუ, უბრალოდ, შანსი მოგეცათ, კიდევ ერთხელ გვიჩვენოთ და კიდევ უფრო პოპულარული გახადოთ ეს ადამიანი?.. ჩოხების ბიზნესზე რომ იქნება გადაცემა, გასაგებია, რატომ მოიწვევთ... ან თუნდაც, "დასავლეთის საფრთხეზე", "ურჯულოების შეთქმულებაზე"... მაგრამ რა შუაშია თეატრთან და გიგა ლორთქიფანიძესთან?", - წერს გვახარია.

გვახარიას პოსტის პასუხად ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი წერს:

"მე კი მგონია მიზანმიმართულად აჩვენებენ ვასაძესაც და სხვა ოდიოზურ პერსონებსაც, ყველამ რომ ნახოს, რა კრეტინები არიან"

კომენტარს ისევ გვახარია პასუხობს: "ვიცით, ვიცით ეგ ტაქტიკა... ასე მოდის "კრეტინი" ხელისუფლებაში. თან სულაც არ ჩანდა კრეტინი, გამართულად იმსჯელა გიგა ლორთქიფანიძეზე და მშვენივრადაც გამოიყურებოდა:)...

პრობლემა ისაა, რომ ქართულ მედიაში უამრავი ჟურნალისტია, ვინც "ძუძუთი" ლევანვასაძისტობს. მათ შორის რუსთავი 2-შიც. უბრალოდ ამას, მრავალი მიზეზის გამო, ხშირად არ აღიარებს".

ცნობილი ქართველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში გუშინ დაკრძალეს. რეჟისორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი ლევან ვასაძეს "რუსთავის 2"-ის ჟურნალისტმა სთხოვა. კომენტარი "კურიერში" გაუშვეს.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს