სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდს უკავშირდება
სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდს უკავშირდება

სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­მა­ლა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ ცხრა ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა. რო­გორც დიპ­ლო­მა­ტებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მათ­გან ერთი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია, ორი კი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

მი­ნის­ტრის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ასე­ვე არის პირი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს აუ­პა­ტი­უ­რებ­და.

"ჩვენ პა­სუ­ხი გა­ვე­ცით იმ ყვე­ლა უსუ­სურ ბრალ­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად ეს ია­რა­ღი თით­ქოს ჩვენ ან თავ­და­ცის სა­მი­ნის­ტროს გვე­კუთ­ვნო­და", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ია­რა­ღი­სა და ნარ­კო­ტი­კის სა­მა­ლა­ვის არ­სე­ბო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის დას­ჯის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. მი­ნის­ტრის თქმით, ეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და წინა რე­ჟი­მის პრობ­ლე­მაა, შე­სა­ბა­მი­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ი­ღოს პა­სუ­ხი, ვინ იდგა ამ ყვე­ლაფ­რის უკან.

"ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ სა­მარ­ხი, რომ­ლი­და­ნაც ამო­ვი­ღეთ და­ახ­ლო­ე­ბით ორი ოცე­უ­ლის სრუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ია­რა­ღით და ნარ­კო­ტი­კე­ბით სავ­სე რვა კას­რი. ასე­ვე ვნა­ხეთ და­სა­ჭე­რი ხალ­ხი სია და რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ო­კა­სე­ტა, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ორი ვი­დეო, სა­დაც ასა­ხუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ია­რა­ღი არც ში­ნა­გან სამ­ქე­თა სა­მი­ნის­ტროს და არც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნო­და და იყო აღუ­რი­ცხა­ვი, ე.წ. შავი ია­რა­ღი.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მარხში ია­რაღ­სა და ნარ­კო­ტიკ­თან ერ­თად გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ბევ­რი სხვა მა­სა­ლაც აღ­მოჩ­ნდა.

"სა­უ­ბა­რია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბა­ზე, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ ერთ-ერთი პირი სა­ერ­თოდ არ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი ან ცი­ხე­ში ნამ­ყო­ფი, ის უბ­რა­ლოდ აწა­მეს, რად­გან მის­გან ვერ მი­ი­ღეს მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა. მე­ო­რე პირი, რო­მე­ლიც აწა­მეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და ცი­ხე­ში იჯდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ნახ­ვა-მოხ­მა­რე­ბის გამო. ჩვენ ვფიქ­რობთ, ეს იყო სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა. იყო ასე­თი პო­ლი­ტი­კა და ეს არის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, წინა რე­ჟი­მის პრობ­ლე­მა", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­მა­ტე­ბით დე­ლა­ტებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მი­ი­ღოს პა­სუ­ხი, ვინ იდგა ამ ყვე­ლა­ფე­რის უკან.

"მინ­და, კარ­გად შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლას, რომ იმ დროს მი­ნის­ტრი იყო ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად უნდა დად­გეს ყვე­ლა იმ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მელ­თა მმარ­თვე­ლო­ბის დროს ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ეს სა­ში­ნე­ლე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდს უკავშირდება

სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდს უკავშირდება

სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. როგორც დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ორი კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

მინისტრის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არის პირი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა.

"ჩვენ პასუხი გავეცით იმ ყველა უსუსურ ბრალდებას, რომლის თანახმად ეს იარაღი თითქოს ჩვენ ან თავდაცის სამინისტროს გვეკუთვნოდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი იარაღისა და ნარკოტიკის სამალავის არსებობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს. მინისტრის თქმით, ეს წინა ხელისუფლების და წინა რეჟიმის პრობლემაა, შესაბამისად აუცილებელია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ სამარხი, რომლიდანაც ამოვიღეთ დაახლოებით ორი ოცეულის სრული შეიარაღება, იარაღით და ნარკოტიკებით სავსე რვა კასრი. ასევე ვნახეთ დასაჭერი ხალხი სია და რამდენიმე ვიდეოკასეტა, სადაც აღბეჭდილია საშინელი კადრები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორი ვიდეო, სადაც ასახულია ადამიანების წამება, დამამცირებელი მოპყრობა და გაუპატიურება," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შს მინისტრის განმარტებით, აღნიშნული იარაღი არც შინაგან სამქეთა სამინისტროს და არც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და იყო აღურიცხავი, ე.წ. შავი იარაღი.

ღარიბაშვილის განცხადებით, სამარხში იარაღსა და ნარკოტიკთან ერთად გამოძიებისთვის საინტერესო ბევრი სხვა მასალაც აღმოჩნდა.

"საუბარია მძიმე დანაშაულის აღიარებაზე, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პირი საერთოდ არ იყო ნასამართლევი ან ციხეში ნამყოფი, ის უბრალოდ აწამეს, რადგან მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება. მეორე პირი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით დააკავეს და ციხეში იჯდა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარების გამო. ჩვენ ვფიქრობთ, ეს იყო სისტემური პრობლემა. იყო ასეთი პოლიტიკა და ეს არის წინა ხელისუფლების, წინა რეჟიმის პრობლემა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დელატებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფერის უკან.

"მინდა, კარგად შევახსენო ყველას, რომ იმ დროს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი. შესაბამისად უნდა დადგეს ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, რომელთა მმართველობის დროს ხორციელდებოდა ეს საშინელება," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ