ქუთაისის მერიასთან მერიის სამსახურის უფროსები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამსახურიდან მათ გათავისუფლებას მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში აპირებენ.
ვიცე-მერის, ამირან ძოწენიძის განცხადებით, მერიაში მოღალატეები და მეგობრის გამყიდველები ფასობენ. "მერიაში კარგი არაფერი ხდება, ეს არ არის რეორგანიზაცია და სამსახურების ოპტიმიზაცია. ეს არის პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის მერი, რადგან ხელს ის აწერს ამ პროცესებს", - აცხადებს ძოწენიძე.