Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარეხ ყანბეგაშვილი ოლეგ იაძისგან 50 000 ლარიან კომპენსაციას ითხოვს
მარეხ ყანბეგაშვილი ოლეგ იაძისგან 50 000 ლარიან კომპენსაციას ითხოვს

მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ბო­დი­შის მოხ­და და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის სა­ნაც­ვლოდ 50 000 ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცია, - ამ სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა მა­რეხ ყან­ბე­გაშ­ვილ­მა გო­რის რა­ი­ო­ნის სა­სა­მარ­თლოს კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის ოლეგ ია­ძის წი­ნა­აღ­მდეგ.

გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ოლეგ იაძე არ ეს­წრე­ბა, თუმ­ცა მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გოჩა გო­ჩი­ტაშ­ვი­ლი სხდო­მა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, რო­მელ­მაც პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რეხ ყან­ბე­გაშ­ვილს, იგი აცხა­დებს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, სა­სა­მარ­თლო გა­მო­ი­ტანს ობი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­ხე­ლის­თვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რომ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა არ ნიშ­ნავს იმუ­ნი­ტეტს და კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რი უფ­ლე­ბით უნდა სარ­გებ­ლობ­დეს.

მა­რეხ ყან­ბე­გაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი სა­სარ­ჩე­ლო გან­ცხა­დე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბა­ჟის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში კი­დევ ერთი მხა­რე არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ეს არის კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო. დღე­ვან­დელ სხდო­მას საკ­რე­ბუ­ლოს ად­ვო­კა­ტი ნო­დარ ცინ­ცა­ძე ეს­წრე­ბა.

ცინ­ცა­ძის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­სა­მარ­თლო და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყან­ბე­გაშ­ვი­ლის სარ­ჩელს და კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელს და­ე­კის­რე­ბა 50 000 ლა­რის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის გა­მო­ყო­ფა­ზე საკ­რე­ბუ­ლომ უნდა იმ­სჯე­ლოს. ნო­დარ ცინ­ცა­ძე აცხა­დებს, რომ საკ­რე­ბუ­ლო არ ეთან­ხმე­ბა სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნას და აცხა­დებს, რომ თუ მო­ქა­ლა­ქე ყან­ბე­გაშ­ვილს რა­ი­მე პრე­ტენ­ზია აქვს მო­ქა­ლა­ქე ია­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, სარ­ჩე­ლიც სწო­რედ ამ­გვა­რად უნდა იყოს წარ­მარ­თუ­ლი და არა რო­გორც კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

მარეხ ყანბეგაშვილი ოლეგ იაძისგან 50 000 ლარიან კომპენსაციას ითხოვს

მარეხ ყანბეგაშვილი ოლეგ იაძისგან 50 000 ლარიან კომპენსაციას ითხოვს

მედიასაშუალებებით ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის სანაცვლოდ 50 000 ლარიანი კომპენსაცია, - ამ სარჩელით მიმართა მარეხ ყანბეგაშვილმა გორის რაიონის სასამართლოს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოლეგ იაძის წინააღმდეგ.

გორის რაიონულ სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე არ ესწრება, თუმცა მისი წარმომადგენელი გოჩა გოჩიტაშვილი სხდომაზე იმყოფება, რომელმაც პროცესის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა.

რაც შეეხება მარეხ ყანბეგაშვილს, იგი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას და ერთხელ და სამუდამოდ, ყველა საჯარო მოხელისთვის გახდება ცნობილი, რომ სახელმწიფო უწყებაში მუშაობა არ ნიშნავს იმუნიტეტს და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უფლებით უნდა სარგებლობდეს.

მარეხ ყანბეგაშვილი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, იგი სასარჩელო განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდა.

აღნიშნულ პროცესში კიდევ ერთი მხარე არის წარმოდგენილი, ეს არის კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დღევანდელ სხდომას საკრებულოს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ესწრება.

ცინცაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ყანბეგაშვილის სარჩელს და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაეკისრება 50 000 ლარის კომპენსაციის გადახდა, ამ შემთხვევაში, აღნიშნული თანხის გამოყოფაზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს. ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ საკრებულო არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და აცხადებს, რომ თუ მოქალაქე ყანბეგაშვილს რაიმე პრეტენზია აქვს მოქალაქე იაძის წინააღმდეგ, სარჩელიც სწორედ ამგვარად უნდა იყოს წარმართული და არა როგორც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინააღმდეგ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"