პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაგრატის ტაძარი გაქრა, სამაგიეროდ რჩებიან ლაშა ბაქრაძისა და ლაშა ბუღაძის მსგავსი ქართველები"
"ბაგრატის ტაძარი გაქრა, სამაგიეროდ რჩებიან ლაშა ბაქრაძისა და ლაშა ბუღაძის მსგავსი ქართველები"

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის უნი­კა­ლურ ძეგ­ლებს შო­რის ბაგ­რა­ტის ტა­ძარს ყვე­ლა­ზე მძი­მე ხვედ­რი ერგო: შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­დევ­რი, რო­მე­ლიც მე-11 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­შია აგე­ბუ­ლი, 1693 წელს ოს­მა­ლებ­მა აა­ფეთ­ქეს. ერთ დროს დი­დე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია თან­და­თან ნან­გრე­ვე­ბად იქცა. დავა იმის შე­სა­ხებ, ტაძ­რის კო­ნე­სერ­ვა­ცია უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, თუ რეს­ტავ­რა­ცია, 1960-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო. ეკ­ლე­სი­ი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტა­ძარს რეს­ტავ­რა­ცია მა­ინც ჩა­უ­ტარ­და, რა­საც მისი პირ­ვან­დე­ლი სა­ხის და­კარ­გვა მოჰ­ყვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბაგ­რა­ტის ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცია 2009 წელს, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო ჩა­რე­ვი­თა და მი­თი­თე­ბით და­ი­წყო. ერთი წლით ადრე, 2008 წელს, იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­მი­ტეტ­მა მო­ი­თხო­ვა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ანა­ლი­ზის გა­რე­შე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ხოლო 2010 წლის იუ­ნეს­კოს ან­გა­რი­ში კი­დევ უფრო მკაც­რი იყო და მო­ი­თხოვ­და, რომ რეს­ტავ­რა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვე­ტი­ლი­ყო. ქარ­თულ­მა მხა­რემ ამ მი­თი­თე­ბებს არ და­უ­ჯე­რა და სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გიც მი­ვი­ღეთ: კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ უკვე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი საფრ­თხე­ში მყოფ მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხი­დან ამო­ი­ღეს. ნუს­ხა­ში და­ტო­ვეს გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი და მცხე­თის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, თუმ­ცა კო­მი­ტე­ტი გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვა, რომ გე­ლა­თიც არ ამო­ვარ­დე­ბა მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა სი­ი­დან. ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი ამ ნუს­ხა­ში აღარ იქ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ე­ტი რეზო ამა­შუ­კე­ლი:

- რის­თვის და­ი­წყეს ამ ტაძ­რის ხელ­ყო­ფა? - მხო­ლოდ და მხო­ლოდ პი­ა­რის­თვის. მისი ე.წ. რეს­ტავ­რა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი იყო და შეს­რულ­და კი­დეც. ამ ხუშ­ტუ­რებს შე­ე­წი­რა ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო და ჩვე­ნი კულ­ტუ­რის სი­ა­მა­ყე იყო. მან ხომ ყვე­ლა­ფე­რი მოს­პო, რაც ქარ­თუ­ლი იყო?! - და­აკ­ვირ­დით ერთი, რა გა­კეთ­და დე­და­ქა­ლაქ­ში - ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე მან­ქურ­თე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ნა­მოქ­მე­და­რი. შე­ხე­დეთ, რა უქ­ნეს მცხე­თას, თქვენ ხომ არ გგო­ნი­ათ, რომ იუ­ნეს­კო ამ სი­ა­ში მცხე­თას და­ტო­ვებს? - მა­საც იგი­ვე საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, რაც ბაგ­რატს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ბაგრატის ტაძარი გაქრა, სამაგიეროდ რჩებიან ლაშა ბაქრაძისა და ლაშა ბუღაძის მსგავსი ქართველები"

"ბაგრატის ტაძარი გაქრა, სამაგიეროდ რჩებიან ლაშა ბაქრაძისა და ლაშა ბუღაძის მსგავსი ქართველები"

შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურის უნიკალურ ძეგლებს შორის ბაგრატის ტაძარს ყველაზე მძიმე ხვედრი ერგო: შუა საუკუნეების არქიტექტურის შედევრი, რომელიც მე-11 საუკუნის დასაწყისშია აგებული, 1693 წელს ოსმალებმა ააფეთქეს. ერთ დროს დიდებული ეკლესია თანდათან ნანგრევებად იქცა. დავა იმის შესახებ, ტაძრის კონესერვაცია უნდა დაწყებულიყო, თუ რესტავრაცია, 1960-იანი წლებიდან დაიწყო. ეკლესიისა და ქართული საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტაძარს რესტავრაცია მაინც ჩაუტარდა, რასაც მისი პირვანდელი სახის დაკარგვა მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის უშუალო ჩარევითა და მითითებით დაიწყო. ერთი წლით ადრე, 2008 წელს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მოითხოვა საფუძვლიანი ანალიზის გარეშე არ ჩატარებულიყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხოლო 2010 წლის იუნესკოს ანგარიში კიდევ უფრო მკაცრი იყო და მოითხოვდა, რომ რესტავრაცია დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო. ქართულმა მხარემ ამ მითითებებს არ დაუჯერა და სავალალო შედეგიც მივიღეთ: კულტურის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაგრატის ტაძარი საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღეს. ნუსხაში დატოვეს გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან. ინფორმაციას, რომ ბაგრატის ტაძარი ამ ნუსხაში აღარ იქნება, ქართული საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

გვესაუბრება პოეტი რეზო ამაშუკელი:

- რისთვის დაიწყეს ამ ტაძრის ხელყოფა? - მხოლოდ და მხოლოდ პიარისთვის. მისი ე.წ. რესტავრაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო და შესრულდა კიდეც. ამ ხუშტურებს შეეწირა ტაძარი, რომელიც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და ჩვენი კულტურის სიამაყე იყო. მან ხომ ყველაფერი მოსპო, რაც ქართული იყო?! - დააკვირდით ერთი, რა გაკეთდა დედაქალაქში - ეს არის თანამედროვე მანქურთების მიზანმიმართული ნამოქმედარი. შეხედეთ, რა უქნეს მცხეთას, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ იუნესკო ამ სიაში მცხეთას დატოვებს? - მასაც იგივე საფრთხე ემუქრება, რაც ბაგრატს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია