პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლალი მოროშკინა გაქურდეს
ლალი მოროშკინა გაქურდეს

17 ივ­ნისს მცხე­თის რა­ი­ო­ნის დაბა ძეგ­ვში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩევ­ლის, ლალი მო­როშ­კი­ნას აგა­რა­კი გა­ქურ­დეს. ამის შე­სა­ხებ თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და. ლალი მო­როშ­კი­ნას თქმით, საქ­მეს მცხე­თის პო­ლი­ცი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო იძი­ებს.

"იმე­დი მაქვს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბო­როტ­მოქ­მედ­თა ვი­ნა­ო­ბას ძა­ლი­ან მალე და­ად­გენს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ზო­გი­ერ­თე­ბი ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას ვერ ირ­გე­ბენ!", - გა­ნა­ცხა­და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა.

არ ვი­ცით, "გა­გე­ბით უნდა მო­ვე­კი­დოთ ამას", თუ არა, მაგ­რამ რომ იტყვი­ან, ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა.

"ალია" დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ ლალი მო­როშ­კი­ნას და­უ­კავ­შირ­და:

- 18-ში დი­ლით და­მი­რე­კეს და მი­თხრეს ამ გა­ქურდვის შე­სა­ხებ. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და რაც ყვე­ლა­ზე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია, ძეგ­ვში, სა­დაც ვი­ყი­დე ეს სახ­ლი, ყვე­ლამ იცო­და, რომ ეს ჩე­მია. ისე იყო ყვე­ლა გა­ხა­რე­ბუ­ლი, რომ მათი მე­ზო­ბე­ლი გავ­ხდი და უცებ ასე­თი რამ. მეს­მის, რომ ქურდმა არ იცის გარ­ჩე­ვა, ვისი და რისი, მაგ­რამ რა­ღაც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად არის გა­ქურ­დუ­ლი. გე­გო­ნე­ბა, შე­ვი­და ვი­ღაც თა­ვი­სი გა­სა­ღე­ბით, მერე მი­ა­ლა­გა სახ­ლი და ისევ მშვი­დად გა­მო­ვი­და.

- შე­იძ­ლე­ბა, მათ მარ­თლაც ჰქონ­დათ გა­სა­ღე­ბი?

- არა, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ფან­ჯრი­დან არი­ან გა­დამძვრა­ლე­ბი, იმ ფან­ჯრი­დან, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ჩა­მი­ტყდა.

- რა არის წა­ღე­ბუ­ლი?

- ბევ­რი არა­ფე­რი, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი. მანდ მშე­ნებ­ლო­ბა მი­დი­ო­და.

- რო­დის შე­ი­ძი­ნე ეს აგა­რა­კი?

- შარ­შან ზა­ფხულ­ში ვი­ყი­დე, პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თი და სახ­ლიც ასე­ვე პა­ტა­რაა და ერთი წე­ლია აგურ-აგურ ვა­შე­ნებ. ნივ­თე­ბი, პრინ­ციპ­ში, არც მქო­ნია, მაგ­რამ მუ­შე­ბის ნივ­თე­ბი წა­ი­ღეს. დი­ლით და­მი­რე­კა "პრა­რაბ­მა" და ეს ამ­ბა­ვი იმან მი­თხრა, მერე დავ­რე­კე მცხე­თის კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში და ხუთ წუთ­ში ყვე­ლა მო­ვი­და. კი­ნო­ლო­გე­ბიც და ყვე­ლა. გამ­გე­ბელ­მაც და­მი­რე­კა და იმან მი­თხრა, ძა­ლი­ან ბევრ სახ­ლში ნივ­თე­ბი გაქ­რაო. ანუ, ეტყო­ბა, ძეგ­ვში ვი­ღა­ცა ძა­ლი­ან მაგ­რად "ასუფ­თა­ვებს" სახ­ლებს.

- ეს ჯგუ­ფია? ადრე თუ ხდე­ბო­და ასე­თი რა­მეო, მო­სახ­ლე­ო­ბა რას ამ­ბობს?

- ეს ნამ­დვი­ლად ჯგუ­ფია, რად­გან ისე­თი მძი­მე და­ნად­გა­რე­ბია წა­ღე­ბუ­ლი ამ მუ­შე­ბის, რომ ერთი კაცი ვერ გა­ათ­რევ­და. ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ჯგუ­ფია და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. ადრე ასე არ ხდე­ბო­დაო და ახლა და­ი­წყეს. "ბალ­გარ­კე­ბი" და სხვა ხელ­სა­წყო­ე­ბი სულ წა­ღე­ბუ­ლია.

- ვინ­მემ ხომ არ მოჰ­კრა თვა­ლი მე­ზობ­ლე­ბი­დან, ხომ არ შე­ამ­ჩნია რამე?

- არა. ეჭ­ვიც ვე­რა­ვის­ზე ვერ მი­მაქვს, არა­ვის ვიც­ნობ. ეს არ არის ქურდბა­ცა­ცა, იმან, ვინც მო­ვი­და, იცო­და, რა და რო­გორ. გა­დამძვრა­ლე­ბი არი­ან მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან, სა­დაც გა­ტე­ხი­ლი ფან­ჯა­რაა და ეტყო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ იცოდ­ნენ. ძეგ­ვში ვინ ჩა­ვი­დო­და თბი­ლი­სი­დან? მე­ზობ­ლებ­მა მი­თხრეს, სა­დღაც ღა­მის 3 სა­ათ­ზე ძაღ­ლი გა­ა­ვე­ბუ­ლი ჰყეფ­დაო, მა­შინ იყ­ვნენ, ეტყო­ბა. არა მგო­ნია, ბოღ­მა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი იყოს. ან­გა­რი­ში ხომ არ გა­მის­წო­რეს? ცო­ტაა ავის გამ­კე­თე­ბე­ლი?

- შენ მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ხარ, გე­ნაც­ვა­ლე!

- მა­გას ვგუ­ლის­ხმობ. ბევ­რია, ვინც კმა­ყო­ფი­ლია ჩე­მით და ბევ­რია, ვინც უკ­მა­ყო­ფი­ლოა და შე­იძ­ლე­ბა, ჯიბ­რით გა­ა­კე­თოს.

- ახლა კაცი რომ მოვა და "ბალ­გარ­კას" და "შა­ლა­შინს" რომ წა­ი­ღებს, შუ­რის­ძი­ე­ბას ჰგავს? არა მგო­ნია. "ნი სე­რი­ოზ­ნა".

- მეც ეგრე ვი­ფიქ­რე. და­ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას. ვნა­ხოთ, რას იზა­მენ.

- ეს ქურ­დო­ბე­ბი რომ ხდე­ბო­და, გა­ნა­ცხა­დი შეჰ­ქონ­და მან­და­ურ მო­სახ­ლე­ო­ბას?

- სხვა­თა შო­რის, და­ვინ­ტე­რეს­დი და, არაო. მე ჩავ­თვა­ლე, რომ სა­ჭი­როა, სა­მარ­თლებ­რი­ვად ვი­მოქ­მე­დო და მე დავ­წე­რე. მოკ­ლედ, რა­ღაც ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც სო­ფელს ამ­წა­რებს.

- კალ­ვე­რა გყავთ შე­მო­ჩე­ნი­ლი?

- (ხარ­ხა­რებს) კალ­ვე­რას ბან­და დაგ­ვე­ცა! დედა, რა და­ვა­შა­ვეთ! რომ გა­ვი­გებ, ვინ არი­ან, ერთი, თვა­ლებ­ში უნდა ჩავ­ხე­დო...

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ლალი მოროშკინა გაქურდეს

ლალი მოროშკინა გაქურდეს

17 ივნისს მცხეთის რაიონის დაბა ძეგვში სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლის, ლალი მოროშკინას აგარაკი გაქურდეს. ამის შესახებ თავად დაზარალებულმა განაცხადა. ლალი მოროშკინას თქმით, საქმეს მცხეთის პოლიციის რაიონული სამმართველო იძიებს.

"იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოროტმოქმედთა ვინაობას ძალიან მალე დაადგენს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთები ნორმალურ ცხოვრებას ვერ ირგებენ!", - განაცხადა უფლებადამცველმა.

არ ვიცით, "გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამას", თუ არა, მაგრამ რომ იტყვიან, ფაქტი ფაქტად რჩება.

"ალია" დეტალების გასარკვევად დაზარალებულ ლალი მოროშკინას დაუკავშირდა:

- 18-ში დილით დამირეკეს და მითხრეს ამ გაქურდვის შესახებ. გამოძიება დაწყებულია და რაც ყველაზე შეურაცხმყოფელია, ძეგვში, სადაც ვიყიდე ეს სახლი, ყველამ იცოდა, რომ ეს ჩემია. ისე იყო ყველა გახარებული, რომ მათი მეზობელი გავხდი და უცებ ასეთი რამ. მესმის, რომ ქურდმა არ იცის გარჩევა, ვისი და რისი, მაგრამ რაღაც ძალიან უცნაურად არის გაქურდული. გეგონება, შევიდა ვიღაც თავისი გასაღებით, მერე მიალაგა სახლი და ისევ მშვიდად გამოვიდა.

- შეიძლება, მათ მართლაც ჰქონდათ გასაღები?

- არა, გამორიცხულია, ფანჯრიდან არიან გადამძვრალები, იმ ფანჯრიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამიტყდა.

- რა არის წაღებული?

- ბევრი არაფერი, სამშენებლო მასალები. მანდ მშენებლობა მიდიოდა.

- როდის შეიძინე ეს აგარაკი?

- შარშან ზაფხულში ვიყიდე, პატარა მიწის ნაკვეთი და სახლიც ასევე პატარაა და ერთი წელია აგურ-აგურ ვაშენებ. ნივთები, პრინციპში, არც მქონია, მაგრამ მუშების ნივთები წაიღეს. დილით დამირეკა "პრარაბმა" და ეს ამბავი იმან მითხრა, მერე დავრეკე მცხეთის კრიმინალურ პოლიციაში და ხუთ წუთში ყველა მოვიდა. კინოლოგებიც და ყველა. გამგებელმაც დამირეკა და იმან მითხრა, ძალიან ბევრ სახლში ნივთები გაქრაო. ანუ, ეტყობა, ძეგვში ვიღაცა ძალიან მაგრად "ასუფთავებს" სახლებს.

- ეს ჯგუფია? ადრე თუ ხდებოდა ასეთი რამეო, მოსახლეობა რას ამბობს?

- ეს ნამდვილად ჯგუფია, რადგან ისეთი მძიმე დანადგარებია წაღებული ამ მუშების, რომ ერთი კაცი ვერ გაათრევდა. ყველა ვარიანტში ჯგუფია და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ადრე ასე არ ხდებოდაო და ახლა დაიწყეს. "ბალგარკები" და სხვა ხელსაწყოები სულ წაღებულია.

- ვინმემ ხომ არ მოჰკრა თვალი მეზობლებიდან, ხომ არ შეამჩნია რამე?

- არა. ეჭვიც ვერავისზე ვერ მიმაქვს, არავის ვიცნობ. ეს არ არის ქურდბაცაცა, იმან, ვინც მოვიდა, იცოდა, რა და როგორ. გადამძვრალები არიან მეორე სართულიდან, სადაც გატეხილი ფანჯარაა და ეტყობა, ყველაფერი წინასწარ იცოდნენ. ძეგვში ვინ ჩავიდოდა თბილისიდან? მეზობლებმა მითხრეს, სადღაც ღამის 3 საათზე ძაღლი გაავებული ჰყეფდაო, მაშინ იყვნენ, ეტყობა. არა მგონია, ბოღმაზე გაკეთებული იყოს. ანგარიში ხომ არ გამისწორეს? ცოტაა ავის გამკეთებელი?

- შენ მინისტრის მრჩეველი ხარ, გენაცვალე!

- მაგას ვგულისხმობ. ბევრია, ვინც კმაყოფილია ჩემით და ბევრია, ვინც უკმაყოფილოა და შეიძლება, ჯიბრით გააკეთოს.

- ახლა კაცი რომ მოვა და "ბალგარკას" და "შალაშინს" რომ წაიღებს, შურისძიებას ჰგავს? არა მგონია. "ნი სერიოზნა".

- მეც ეგრე ვიფიქრე. დაველოდები გამოძიებას. ვნახოთ, რას იზამენ.

- ეს ქურდობები რომ ხდებოდა, განაცხადი შეჰქონდა მანდაურ მოსახლეობას?

- სხვათა შორის, დავინტერესდი და, არაო. მე ჩავთვალე, რომ საჭიროა, სამართლებრივად ვიმოქმედო და მე დავწერე. მოკლედ, რაღაც ჯგუფია, რომელიც სოფელს ამწარებს.

- კალვერა გყავთ შემოჩენილი?

- (ხარხარებს) კალვერას ბანდა დაგვეცა! დედა, რა დავაშავეთ! რომ გავიგებ, ვინ არიან, ერთი, თვალებში უნდა ჩავხედო...

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია