პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმარ მერაბიშვილის დღის რეჟიმი - "იძინებს თორმეტ საათზე, რამდენჯერმე დგება მოსაწევად, ყიდულობს ჰერკულესს, ყავისფერ შაქარს, სანთელს და ნახშირს"
პატიმარ მერაბიშვილის დღის რეჟიმი - "იძინებს თორმეტ საათზე, რამდენჯერმე დგება მოსაწევად, ყიდულობს ჰერკულესს, ყავისფერ შაქარს, სანთელს და ნახშირს"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი თით­ქმის ერთი თვეა, რაც N9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში (მატ­რო­სო­ვის ციხე) იმ­ყო­ფე­ბა. პა­ტიმ­რო­ბი­დან 28-ე დღეს ბრალ­დე­ბულ­მა მე­რა­ბიშ­ვილ­მა ტე­ლე­ვი­ზო­რის მო­თხოვ­ნით პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას - შიმ­ში­ლო­ბას მი­მარ­თა. ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა თა­ვი­სას მი­აღ­წია და მას ტე­ლე­ვი­ზორს შე­უ­ტა­ნენ.

გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

- "კო­დექ­სი პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ" პირ­და­პირ ით­ვა­ლის­წი­ნებს, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ბრალ­დე­ბულს ჰქონ­დეს რო­გორც ბეჭ­დურ მე­დი­ა­ზე, ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზორ­სა და რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე წვდო­მა. შიმ­ში­ლო­ბის მე­ო­რე მი­ზე­ზი ისაა, რომ მან მო­ი­თხო­ვა მე­უღ­ლის­თვის მინ­დო­ბი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა, რათა ოჯა­ხის წევ­რებს ჰქო­ნო­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ესარ­გებ­ლათ მისი და­ნა­ზო­გით, რო­მე­ლიც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია და ერთ-ერთ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე აქვს. არც ერთი მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლა. ამავდრო­უ­ლად, სა­მი­ო­დე დღის წინ შე­ვი­ტყვეთ, რომ და­ყა­დაღ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ყვე­ლა სა­ბან­კო ან­გა­რი­ში. არც კი მო­ი­კი­თხეს და გა­არ­კვი­ეს, ჰქონ­და თუ არა მას ან­გა­რი­შე­ბი.

- ისე, ამას წი­ნათ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­კან­ში თუ კარ­გად მო­იქ­ცე­ვა, ტე­ლე­ვი­ზორს კი არა, რა­დი­ო­მიმ­ღებ­საც შე­უ­ტა­ნე­ნო…

- მე ვერ გა­ვა­კე­თებ პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბას ამ კო­მენ­ტარ­ზე, უბ­რა­ლოდ, იმას გე­ტყვით, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნი არ წყვეტს ტე­ლე­ვი­ზო­რის დად­გმა-არ­დად­გმას, ეს მას სა­ერ­თოდ არ ეხე­ბა. ეს სა­კი­თხი პრო­ბა­ცი­ი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­და­სა­წყვე­ტია.

- მე­რა­ბიშ­ვი­ლი რო­გორ გრძნობს თავს?

- ბა­ტო­ნი ვანო შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბის დღეს ვნა­ხე, არა­ვი­თა­რი ავად­მყო­ფო­ბის ნიშ­ნე­ბი არ ეტყო­ბა, არის მხნედ, შე­მარ­თე­ბით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ იბ­რძო­ლებს ბო­ლომ­დე და თა­ვის სი­მარ­თლე­სა და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას და­ამ­ტკი­ცებს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­კან­ში 80 წიგ­ნის შე­ტა­ნა მო­ი­თხო­ვა. რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც 80?

- ეს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, მას ციფ­რი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. ბა­ტონ ვა­ნოს 100 წიგნ­ზე მეტი აქვს შეგ­ზავ­ნი­ლი და წა­კი­თხუ­ლიც, ამ მხრივ შე­ზღუდ­ვა და­წე­სე­ბუ­ლი არ არის. არ ვიცი, ვინ და რა­ტომ გა­ავ­რცე­ლა ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია. მას­თან კვი­რა­ში ორ­ჯერ შე­აქვთ 20-30 წიგ­ნი, რომ­ლებ­საც კი­თხუ­ლობს, ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი უგ­ზავ­ნი­ან.

- თუ იცით, რას კი­თხუ­ლობს ამ­ჯე­რად?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს...

- პი­რო­ბე­ბით თუა კმა­ყო­ფი­ლი და რო­გო­რია მისი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი?

- მისი გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია, ჩემ­თან მას არა­ფერ­ზე, მათ შო­რის არც საკ­ვებ­ზე გა­მო­უთ­ქვამს პრე­ტენ­ზია.

- რო­გო­რია მისი დღის რე­ჟი­მი?

- მე-9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა. ბა­ტონ ვა­ნოს აქვს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი დრო, რო­დე­საც სე­ირ­ნობს. ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცი­ხეა, სა­დაც სხე­დან ადა­მი­ა­ნე­ბი სას­ჯე­ლის მის­ჯამ­დე. მატ­რო­სოვ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბი არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

- პა­ტიმ­რე­ბის­გან წყე­ნა ხომ არ შეხ­ვე­დრია?

- მან ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში თქვა, რომ ძა­ლი­ან კარ­გად ექ­ცე­ვი­ან, უფრო სწო­რად, ისე ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც უნდა ექ­ცე­ოდ­ნენ ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში მყოფ პა­ტი­მარს, შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტიმ­რე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ პრე­ტენ­ზია არ გა­მო­უთ­ქვამს.

- თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პრა­ი­მერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ აპი­რებს?

- ვერ გე­ტყვით...

- ამ­ბო­ბენ, ლექ­სებს წერ­სო.

- რას წერ­სო?

- ლექ­სებს

- (იცი­ნის) პირ­ვე­ლად მეს­მის. არა, არა, ტყუ­ი­ლია.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გო­რი რე­ჟი­მით ცხოვ­რობს მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი ასე­თია.

"ბრალ­დე­ბუ­ლი ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი მე-9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­მოყ­ვა­ნის დღი­დან გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით, იცავს რე­ჟიმს და დღის გან­რიგს, არ არის აგ­რე­სი­უ­ლი და იქ­ცე­ვა მშვი­დად. იძი­ნებს ღა­მის 00:00 სა­ა­თის­თვის. ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დგე­ბა მო­სა­წე­ვად.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ ხვდე­ბა ად­ვო­კატს. სარ­გებ­ლობს კუთ­ვნი­ლი გა­სე­ირ­ნე­ბის უფ­ლე­ბით (ყო­ველ­დღე 1 სა­ა­თი) და სის­ტე­მა­ტუ­რად ვარ­ჯი­შობს. ეწე­ვა სი­გა­რეტს. სა­შუ­ა­ლოდ, კვი­რა­ში ერთხელ ყი­დუ­ლობს 10 კო­ლოფ რვა ნო­მერ "კენტს".

მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დღის მე­ნი­უ­დან იღებს ყვე­ლა­ფერს, გარ­და რძის ნა­წარ­მი­სა და პუ­რი­სა. სარ­გებ­ლობს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ით, სა­დაც ყი­დუ­ლობს შემ­დეგ ნივ­თებს: პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნებს, სი­გა­რეტს, ძეხვს, თევ­ზე­ულს, წყალს, მი­ნე­რა­ლურ წყალს, "სან­დო­რას" წვე­ნებს, "ნა­ტახ­ტა­რის" ლი­მო­ნათს, ყა­ვას, ჩაის, ყველს, შო­კო­ლადს, ბოსტნე­ულს, ასა­წონ ნამ­ცხვარს, პურს, მა­ი­ო­ნეზს, ჰერ­კუ­ლესს, ჩიფსს, არა­ჟანს, ყა­ვის­ფერ შა­ქარს, სან­თელ­სა და ნახ­შირს.

კი­თხუ­ლობს სის­ტე­მა­ტუ­რად, ხში­რად შე­მოს­დის წიგ­ნე­ბი სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლის სა­ხით და ამა­ნა­თი.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას პა­ტი­მა­რი შე­მოწ­მდა ექი­მის მიერ, სხე­უ­ლის გა­რე­გა­ნი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ახა­ლი ტრავ­მა ან რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ამ­ჟა­მად მისი ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია".

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პატიმარ მერაბიშვილის დღის რეჟიმი - "იძინებს თორმეტ საათზე, რამდენჯერმე დგება მოსაწევად, ყიდულობს ჰერკულესს, ყავისფერ შაქარს, სანთელს და ნახშირს"

პატიმარ მერაბიშვილის დღის რეჟიმი - "იძინებს თორმეტ საათზე, რამდენჯერმე დგება მოსაწევად, ყიდულობს ჰერკულესს, ყავისფერ შაქარს, სანთელს და ნახშირს"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი თითქმის ერთი თვეა, რაც N9 დაწესებულებაში (მატროსოვის ციხე) იმყოფება. პატიმრობიდან 28-ე დღეს ბრალდებულმა მერაბიშვილმა ტელევიზორის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა. ყოფილმა პრემიერმა თავისას მიაღწია და მას ტელევიზორს შეუტანენ.

გიორგი ჩივიაშვილი, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი:

- "კოდექსი პატიმრობის შესახებ" პირდაპირ ითვალისწინებს, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს ჰქონდეს როგორც ბეჭდურ მედიაზე, ასევე ტელევიზორსა და რადიომაუწყებლობაზე წვდომა. შიმშილობის მეორე მიზეზი ისაა, რომ მან მოითხოვა მეუღლისთვის მინდობილობის გაკეთება, რათა ოჯახის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ მისი დანაზოგით, რომელიც დეკლარირებულია და ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე აქვს. არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. ამავდროულად, სამიოდე დღის წინ შევიტყვეთ, რომ დაყადაღდა ვანო მერაბიშვილის ყველა საბანკო ანგარიში. არც კი მოიკითხეს და გაარკვიეს, ჰქონდა თუ არა მას ანგარიშები.

- ისე, ამას წინათ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ივანე მერაბიშვილი საკანში თუ კარგად მოიქცევა, ტელევიზორს კი არა, რადიომიმღებსაც შეუტანენო…

- მე ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას ამ კომენტარზე, უბრალოდ, იმას გეტყვით, რომ წულუკიანი არ წყვეტს ტელევიზორის დადგმა-არდადგმას, ეს მას საერთოდ არ ეხება. ეს საკითხი პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს გადასაწყვეტია.

- მერაბიშვილი როგორ გრძნობს თავს?

- ბატონი ვანო შიმშილობის დაწყების დღეს ვნახე, არავითარი ავადმყოფობის ნიშნები არ ეტყობა, არის მხნედ, შემართებით და დარწმუნებულია, რომ იბრძოლებს ბოლომდე და თავის სიმართლესა და უდანაშაულობას დაამტკიცებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა საკანში 80 წიგნის შეტანა მოითხოვა. რატომ მაინცდამაინც 80?

- ეს არასწორი ინფორმაციაა, მას ციფრი არ დაუსახელებია. ბატონ ვანოს 100 წიგნზე მეტი აქვს შეგზავნილი და წაკითხულიც, ამ მხრივ შეზღუდვა დაწესებული არ არის. არ ვიცი, ვინ და რატომ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია. მასთან კვირაში ორჯერ შეაქვთ 20-30 წიგნი, რომლებსაც კითხულობს, ოჯახი და მეგობრები უგზავნიან.

- თუ იცით, რას კითხულობს ამჯერად?

- წარმოდგენა არ მაქვს...

- პირობებით თუა კმაყოფილი და როგორია მისი კვების რაციონი?

- მისი გადმოცემით ვიცი, რომ ნორმალური პირობებია, ჩემთან მას არაფერზე, მათ შორის არც საკვებზე გამოუთქვამს პრეტენზია.

- როგორია მისი დღის რეჟიმი?

- მე-9 დაწესებულება დახურული ტიპის დაწესებულებაა. ბატონ ვანოს აქვს კანონით მინიჭებული დრო, როდესაც სეირნობს. ის ჩვეულებრივი ციხეა, სადაც სხედან ადამიანები სასჯელის მისჯამდე. მატროსოვზე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები არიან მოთავსებული.

- პატიმრებისგან წყენა ხომ არ შეხვე­დრია?

- მან ჩემთან საუბარში თქვა, რომ ძალიან კარგად ექცევიან, უფრო სწორად, ისე ექცევიან, როგორც უნდა ექცეოდნენ ნორმალურ პირობებში მყოფ პატიმარს, შესაბამისად, პატიმრებისა და ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

- თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პრაიმერში მონაწილეობას თუ აპირებს?

- ვერ გეტყვით...

- ამბობენ, ლექსებს წერსო.

- რას წერსო?

- ლექსებს

- (იცინის) პირველად მესმის. არა, არა, ტყუილია.

დავინტერესდით, როგორი რეჟიმით ცხოვრობს მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალური პასუხი ასეთია.

"ბრალდებული ივანე მერაბიშვილი მე-9 დაწესებულებაში შემოყვანის დღიდან გამოირჩევა თანამშრომლების მიმართ თავაზიანობით, იცავს რეჟიმს და დღის განრიგს, არ არის აგრესიული და იქცევა მშვიდად. იძინებს ღამის 00:00 საათისთვის. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დგება მოსაწევად.

დღის განმავლობაში ორჯერ ხვდება ადვოკატს. სარგებლობს კუთვნილი გასეირნების უფლებით (ყოველდღე 1 საათი) და სისტემატურად ვარჯიშობს. ეწევა სიგარეტს. საშუალოდ, კვირაში ერთხელ ყიდულობს 10 კოლოფ რვა ნომერ "კენტს".

მისთვის განკუთვნილი დღის მენიუდან იღებს ყველაფერს, გარდა რძის ნაწარმისა და პურისა. სარგებლობს დაწესებულების მაღაზიით, სადაც ყიდულობს შემდეგ ნივთებს: პირველადი მოხმარების საგნებს, სიგარეტს, ძეხვს, თევზეულს, წყალს, მინერალურ წყალს, "სანდორას" წვენებს, "ნატახტარის" ლიმონათს, ყავას, ჩაის, ყველს, შოკოლადს, ბოსტნეულს, ასაწონ ნამცხვარს, პურს, მაიონეზს, ჰერკულესს, ჩიფსს, არაჟანს, ყავისფერ შაქარს, სანთელსა და ნახშირს.

კითხულობს სისტემატურად, ხშირად შემოსდის წიგნები საფოსტო გზავნილის სახით და ამანათი.

დაწესებულებაში შემოყვანისას პატიმარი შემოწმდა ექიმის მიერ, სხეულის გარეგანი დათვალიერებისას ახალი ტრავმა ან რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. ამჟამად მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ