UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო

UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო

UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება UNESCO-მ 37-ე სესიაზე მიიღო . ამავე სესიის გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება.

"მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, განიხილა რა დოკუმენტი (WHC-13/37.COM/7A, მცხეთის ისტორიული ძეგლები (საქართველო)) მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის ისტორიული ძეგლების (საქართველო) საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დატოვების შესახებ. იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ, შარშან მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 36-ე სესიისთვის შემუშავებული ბაგრატსა და გელათთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებისა და გელათის რენომინაციის მომზადების შესახებ, განხილვის გარეშე დაამტკიცა. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს და სთხოვს, რომ მოხდეს ძეგლის საზღვრების შეცვლა და სამომავლოდ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მხოლოდ გელათი წარადგინოს. იუნესკო გამოხატავს კეთილ ნებას გელათის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს სთხოვს გელათის მსოფლიო მნიშვნელობის ძლიერ დასაბუთებას და მის ხელახალ წარდგენას, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამავე უწყების ცნობით, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიას წელს კამბოჯა მასპინძლობს, რომელიც გუშინ, 17 ივნისს გაიხსნა. ამ დროისთვის კომიტეტის სესიაზე, დამკვირვებლის სტატუსით, იმყოფება ქართული დელეგაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით; დელეგაციის შემადგენლობაში არიან "ICOMOS საქართველოს" ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი რუსუდან მირზიკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია