მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ოფიციალურად დაქორწინდნენ
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ოფიციალურად დაქორწინდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ და დი­ზა­ი­ნერ­მა ანუ­კი არე­ში­ძემ ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ანუ­კი არე­ში­ძემ უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არხ 1+1-ზე გა­და­ცე­მა "Світське життя"-ს წამ­ყვან კა­ტია ოსად­ჩა­ი­ას და­უ­დას­ტუ­რა.

"ხელი მო­ვა­წე­რეთ, უბ­რა­ლოდ ტა­ძარ­ში არ ვყო­ფილ­ვართ, - გა­ნა­ცხა­და არე­ში­ძემ და იქვე დას­ძი­ნა, რომ ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის, - ნუ ვიმ­კი­თხა­ვებთ. ორი­ვე ვოც­ნე­ბობთ ჩვენს ქორ­წილ­ზე. ორი წე­ლია სა­ქორ­წი­ლო კაბა შინ მაქვს. კა­ხი­საც აქვს კოს­ტუ­მი. მაგ­რამ არ გა­მო­დის...".

არე­ში­ძის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად კა­ბის "ასა­კი­სა", ის ყო­ველ­თვის მო­და­ში იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თია". დი­ზა­ი­ნერ­მა Victor&Rolf-ის სა­ქორ­წი­ლო კაბა ამ­სტერ­დამ­ში შე­ი­ძი­ნა.

ანუ­კიმ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ხის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შემ­დეგ მათი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა.

"ადრე ერთი ადა­მი­ა­ნი მი­ცავ­და, ახლა - ორი. ადრე თა­ვი­სუფ­ლად შე­მეძ­ლო რეს­ტორ­ნებ­ში სა­დი­ლი, ახლა კი ეს ნაკ­ლე­ბად მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ამი­ტომ გა­მუდ­მე­ბით სახ­ლში ვარ. ვმუ­შა­ობ კო­ლექ­ცი­ებ­ზე და მე­უღ­ლეს ვე­ლო­დე­ბი", - გა­ნა­ცხა­და დი­ზა­ი­ნერ­მა.

კახა კა­ლა­ძე­სა და ანუ­კი არე­ში­ძეს ორი შვი­ლი ჰყავთ. წყვილს ჯვა­რი არ აქვს და­წე­რი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ოფიციალურად დაქორწინდნენ

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ოფიციალურად დაქორწინდნენ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ოფიციალურად იქორწინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ანუკი არეშიძემ უკრაინულ ტელეარხ 1+1-ზე გადაცემა "Світське життя"-ს წამყვან კატია ოსადჩაიას დაუდასტურა.

"ხელი მოვაწერეთ, უბრალოდ ტაძარში არ ვყოფილვართ, - განაცხადა არეშიძემ და იქვე დასძინა, რომ ქორწილი გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის, - ნუ ვიმკითხავებთ. ორივე ვოცნებობთ ჩვენს ქორწილზე. ორი წელია საქორწილო კაბა შინ მაქვს. კახისაც აქვს კოსტუმი. მაგრამ არ გამოდის...".

არეშიძის თქმით, მიუხედავად კაბის "ასაკისა", ის ყოველთვის მოდაში იქნება, ვინაიდან მსოფლიოში ერთადერთია". დიზაინერმა Victor&Rolf-ის საქორწილო კაბა ამსტერდამში შეიძინა.

ანუკიმ ასევე აღნიშნა, რომ კახის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მათი ცხოვრება ძალიან შეიცვალა.

"ადრე ერთი ადამიანი მიცავდა, ახლა - ორი. ადრე თავისუფლად შემეძლო რესტორნებში სადილი, ახლა კი ეს ნაკლებად მისასალმებელია. ამიტომ გამუდმებით სახლში ვარ. ვმუშაობ კოლექციებზე და მეუღლეს ველოდები", - განაცხადა დიზაინერმა.

კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ორი შვილი ჰყავთ. წყვილს ჯვარი არ აქვს დაწერილი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება