საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი წერეთელი: "ირაკლი კაკაბაძე რუსეთის პირწავარდნილი აგენტი და გაიძვერაა"
ირაკლი წერეთელი: "ირაკლი კაკაბაძე რუსეთის პირწავარდნილი აგენტი და გაიძვერაა"

"ჯან­მრთე­ლო­ბა კარ­გია, მაგ­რამ სამ­შობ­ლო ითხოვს თავ­გან­წირ­ვას!" - რამ­დე­ნი­მე "სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის მო­თხოვ­ნით" შიმ­ში­ლო­ბას იწყებს პო­ლი­ტი­კო­სი ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად თუ რა მო­თხოვ­ნე­ბი აქვს, ამის შე­სა­ხებ ის ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს...

- ჩემ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. ეს ეხე­ბა პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ, კულ­ტუ­რულ, მო­რა­ლურ, სამ­ხედ­რო, ტე­რი­ტო­რი­ულ და ეთნო-პრობ­ლე­მებს. ცხა­დად ვხე­დავ, რომ ქარ­თვე­ლი ერის ეროვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობს, რად­გან თან­და­თან რუ­სე­თის სივ­რცე­ში ვბრუნ­დე­ბით და ამე­რი­კა­სა და და­სავ­ლეთს ვშორ­დე­ბით. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია დღე­ვან­დე­ლი მში­შა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რი პო­ლი­ტი­კა, მათი აგენ­ტუ­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი... რაღა დროს ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბაა, ჭირ­საც წა­უ­ღია ჩემი თავი, თუკი სის­ხლით მო­პო­ვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო აღარ იარ­სე­ბებს.

- თქვენ რა­ტომ არ აქ­ტი­უ­რობთ?

- რომ ვაქ­ტი­უ­რობ, იმი­ტო­მაც ვი­წყებ შიმ­ში­ლო­ბას... სამ­წუ­ხა­როდ, არ მყავს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი და აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძლი­ერ ოპო­ზი­ცი­ას შექ­მნი­და. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბა დღეს ყვე­ლას უნდა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ... რა­ტომ არ აქ­ტი­უ­რო­ბო, მე­კი­თხე­ბით, გა­ერ­თი­ან­დეს ერი ჩემ გარ­შე­მო და კი ბა­ტო­ნო, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბი აქ­ტი­უ­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი. მერე ვა­ნახ­ვებ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი და შე­დე­გის მომ­ტა­ნი, სა­ჯა­რო, მა­სობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ვა­წარ­მო­ებ... ჩემ­თვის და­ხუ­რუ­ლია პრე­სა და მა­ს­მე­დია, ამას­თან ერ­თად გან­ვიც­დი მა­ტე­რი­ა­ლურ ხელ­მოკ­ლე­ო­ბას...

- რა­ტომ არის და­ხუ­რუ­ლი პრე­სა და მა­ს­მე­დია, გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­თა­ნა­ვე ხომ და­გი­კავ­შირ­დით...

- თქვენს გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ზე არ ვსა­უბ­რობ, ზო­გა­დად ვამ­ბობ. და­მით­მონ ერთი ობი­ექ­ტი, ტე­ლე­ვი­ზი­ას ვგუ­ლის­ხმობ, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ვა­ნახ­ვებ, რა­საც ვი­ზამ...

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ა­წეს­რი­გოს და და­ა­ლა­გოს.

- არა­ფე­რი შე­დე­გი მათ მცდე­ლო­ბა­სა და ფა­ფხურს არ მოჰ­ყვე­ბა. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის რუ­სე­თის მა­რი­ო­ნე­ტი, რო­მე­ლიც უსინ­დი­სოდ ატყუ­ებს ხალ­ხს, რომ ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბა უნ­დათ. ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც უსინ­დი­სოდ იტყუ­ე­ბო­და. ვი­ღაც უნდა გა­მოჩ­ნდეს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­ა­ფხიზ­ლოს, ჩემი თავ­გან­წირ­ვის მი­ზე­ზიც ეს არის.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ირაკლი წერეთელი: "ირაკლი კაკაბაძე რუსეთის პირწავარდნილი აგენტი და გაიძვერაა"

ირაკლი წერეთელი: "ირაკლი კაკაბაძე რუსეთის პირწავარდნილი აგენტი და გაიძვერაა"

"ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ სამშობლო ითხოვს თავგანწირვას!" - რამდენიმე "სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნით" შიმშილობას იწყებს პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი. კონკრეტულად თუ რა მოთხოვნები აქვს, ამის შესახებ ის ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს...

- ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში არსებული ვითარება. ეს ეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, მორალურ, სამხედრო, ტერიტორიულ და ეთნო-პრობლემებს. ცხადად ვხედავ, რომ ქართველი ერის ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან თანდათან რუსეთის სივრცეში ვბრუნდებით და ამერიკასა და დასავლეთს ვშორდებით. ჩემთვის მიუღებელია დღევანდელი მშიშარა ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკა, მათი აგენტურული მმართველობის სტილი... რაღა დროს ჩემი ჯანმრთელობაა, ჭირსაც წაუღია ჩემი თავი, თუკი სისხლით მოპოვებული ქართული სახელმწიფო აღარ იარსებებს.

- თქვენ რატომ არ აქტიურობთ?

- რომ ვაქტიურობ, იმიტომაც ვიწყებ შიმშილობას... სამწუხაროდ, არ მყავს მრავალრიცხოვანი და აქტიური პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ძლიერ ოპოზიციას შექმნიდა. ოპოზიციონერობა დღეს ყველას უნდა, მაგრამ ძირითადად პრორუსული ძალები აქტიურობენ... რატომ არ აქტიურობო, მეკითხებით, გაერთიანდეს ერი ჩემ გარშემო და კი ბატონო, დიდი სიამოვნებით ვიქნები აქტიური ოპოზიციონერი. მერე ვანახვებ, როგორი იქნება გრანდიოზული და შედეგის მომტანი, საჯარო, მასობრივი პოლიტიკა, რომელსაც ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვაწარმოებ... ჩემთვის დახურულია პრესა და მასმედია, ამასთან ერთად განვიცდი მატერიალურ ხელმოკლეობას...

- რატომ არის დახურული პრესა და მასმედია, გააქტიურებისთანავე ხომ დაგიკავშირდით...

- თქვენს გამომცემლობაზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ვამბობ. დამითმონ ერთი ობიექტი, ტელევიზიას ვგულისხმობ, ერთი წლის განმავლობაში და ვანახვებ, რასაც ვიზამ...

- ახალი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობა მოაწესრიგოს და დაალაგოს.

- არაფერი შედეგი მათ მცდელობასა და ფაფხურს არ მოჰყვება. ეს ხელისუფლება არის რუსეთის მარიონეტი, რომელიც უსინდისოდ ატყუებს ხალხს, რომ ნატოში გაწევრება უნდათ. ის ხელისუფლებაც უსინდისოდ იტყუებოდა. ვიღაც უნდა გამოჩნდეს, რათა საზოგადოება გამოაფხიზლოს, ჩემი თავგანწირვის მიზეზიც ეს არის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა