Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესეც გაივლის" - ქალთა კოლონია ნათია გედენიძის ფოტოობიექტივში
"ესეც გაივლის" - ქალთა კოლონია ნათია გედენიძის ფოტოობიექტივში

"ესეც გა­ივ­ლის" - ასე ჰქვია ფო­ტოპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ფო­ტოგ­რაფ­მა ნა­თია გე­დე­ნი­ძემ ქალ­თა მე­ხუ­თე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. უკვე ბევ­რი წე­ლია, რაც ნა­თია "მე­დია პა­ლიტ­რის" თა­ნამ­შრო­მე­ლია, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის ფო­ტოგ­რა­ფე­ბის სკან­და­ლუ­რი საქ­მის დროს გა­იც­ნო. მისი მე­უღ­ლე, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, მა­შინ პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფი გახ­ლდათ. გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში მოხ­ვედ­რილ­მა ნა­თი­ამ 48 სა­ა­თი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­ა­ტა­რა. ალ­ბათ ეს გა­მოც­დი­ლე­ბაც და­ეხ­მა­რა, რომ უკეთ გად­მო­ე­ცა პა­ტი­მა­რი ქა­ლე­ბის ტკი­ვი­ლი და მათი ცხოვ­რე­ბა წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბად გად­მო­ე­ტა­ნა.

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი და შე­იძ­ლე­ბა, გა­უ­გებ­რო­ბის გამო ცი­ხე­შიც მოხ­ვდე, მაგ­რამ ესეც გა­ივ­ლის და ისევ დად­გე­ბა ნა­თე­ლი ცხოვ­რე­ბა. მე თა­ვად მქონ­და "პა­ტი­ვი", ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ცნო­ბი­ლი საქ­მის გამო ორი დღე წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ამით ჩემი ცხოვ­რე­ბა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ძალა მო­მე­ცა, რომ უფრო გავძლი­ე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- პრო­ექ­ტის იდეა რო­დის გა­გიჩ­ნდა?

- ათი წლის წინ ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა "რო­ი­ტე­რის" ნორ­ვე­გი­ელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა. მან ნორ­ვე­გი­ის ცი­ხი­დან გა­მო­ი­ტა­ნა ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი. პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთ-ერთ სე­მი­ნარ­ზე ერთი თვის წინ გა­ვი­გე. შემ­დეგ ვთხო­ვე სო­ზარ სუ­ბა­რის მრჩე­ველ ლალი მო­როშ­კი­ნას, რო­მელ­მაც ჩემი სურ­ვი­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ ღურწკა­ი­ამ­დე მი­ი­ტა­ნა და ლა­ლის თა­ნად­გო­მით მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ.

- რო­დე­საც კი­დევ ერთხელ მოხ­ვდი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რა გრძნო­ბა და­გე­უფ­ლა?

- ქალ­თა მე­ხუ­თე კო­ლო­ნი­ა­ში შე­სუ­ლი პირ­ვე­ლად შვი­ლი­ან ქალ­ბა­ტო­ნებ­თან მი­ვე­დი. ესეც ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პა­რა­ლე­ლი იყო, რად­გან რო­დე­საც და­მა­კა­ვეს, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი აღ­მოჩ­ნდა. იქ ბავ­შვე­ბი სამ წლამ­დე იზ­რდე­ბი­ან და შემ­დეგ დე­დებს შორ­დე­ბი­ან. წარ­მო­მიდ­გე­ნია მათი ტკი­ვი­ლი, რას გა­ნიც­დი­ან, რო­დე­საც შვი­ლე­ბის გა­რე­შე რჩე­ბი­ან.

- რო­გორ და­ი­თან­ხმეთ პა­ტიმ­რე­ბი გა­და­ღე­ბა­ზე?

- ად­მი­ნის­ტრა­ცია დაგ­ვეხ­მა­რა, მათ იცოდ­ნენ, ვის ჰქონ­და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია. პრო­ექ­ტის ქვე­სა­თა­უ­რია "ქა­ლის ოთხი სე­ზო­ნი" - გა­ზა­ფხუ­ლი, ზა­ფხუ­ლი, შე­მოდ­გო­მა, ზამ­თა­რი. გა­ზა­ფხულ­ში მოხ­ვდა 18 წლის გო­გო­ნას ის­ტო­რია. ზა­ფხულ­ში - და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი დედა-შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და მათ­თან სულ სით­ბოა. შე­მოდ­გო­მა­ში მო­ი­აზ­რე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი. ზამ­თრის პერ­სო­ნა­ჟი ქალ­ბა­ტო­ნი კი ოცი წე­ლია პა­ტიმ­რო­ბა­შია და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავს. მე გა­და­ვი­ღე ოთხი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტმა გი­ორ­გი ბე­რი­ძემ ნო­ვე­ლე­ბი და­წე­რა. სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვქონ­და, მუ­შა­ო­ბის დროს თავ­ზე არა­ვინ გვედ­გა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მო­გე­ცე­მო­დათ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?

- ალ­ბათ არა, თუმ­ცა არც მო­მი­სინ­ჯავს. ქალ­ბა­ტო­ნებს ფო­ტო­ებს ვუ­ღებ­დით მე და ჩემი მე­უღ­ლე ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, გი­ორ­გი კი ესა­უბ­რე­ბო­და, ოღონდ სტან­დარ­ტულ კი­თხვებს არ უს­ვამ­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი გრძნობ­და თა­ვის და­ნა­შა­ულს და გა­ნიც­დი­და. ყვე­ლა მათ­გან­ში და­ვი­ნა­ხე ქალი და ისი­ნი არ კარ­გავ­დნენ მო­მავ­ლის იმედს. ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია ისე­თი მო­მენ­ტი, რომ ადა­მი­ან­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა გამ­ჭირ­ვე­ბო­და. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, მალე მე­ნა­ხონ გა­რეთ ლა­ღად მო­სი­ა­რუ­ლე­ნი, მაგ­რამ ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­საც სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი, ვერ ვუ­თხა­რი, კარ­გად იყა­ვი, არა უშავს, რა­ღაც შე­იც­ვლე­ბა-მეთ­ქი.

- სად გა­ი­მარ­თა პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია?

- სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ვსთვი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში "რე­დი­სონ­ში" გა­ი­მარ­თა. გა­მო­ფე­ნას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო, მათ შო­რის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რიც. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ გზით ჩემი ხმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვაწ­ვდი­ნე. მინ­დო­და, პა­ტიმ­რე­ბის­თვის იმე­დი ჩა­მე­სა­ხა. ამ ქალ­ბა­ტო­ნებს სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბი არ უნა­ხავთ და ახლა ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­გონ ვრცლად პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ.

ამო­ნა­რი­დე­ბი გი­ორ­გი ბე­რი­ძის ნო­ვე­ლე­ბი­დან...

ნატო, 18 წლის - გა­ზა­ფხუ­ლი

ის ცხინ­ვა­ლი­დან და სო­ფელ ერედ­ვი­დან ორგზის დევ­ნი­ლია. პა­ტიმ­რო­ბამ­დე კა­რა­ლე­თის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და. შემ­დეგ მოხ­და ის, რისი მო­ყო­ლაც უჭირს. ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მის­მა რჩე­ულ­მა მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან დას­ვა, ბედი იქ უმ­ზა­დებ­და დიდ გან­საც­დელს და ტრა­გე­დი­აც დატ­რი­ალ­და. ნატო 25 წლის ქალს და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა. და­ი­წყო ტან­ჯვის, თვითკრი­ტი­კის, თვითგვე­მის პე­რი­ო­დი. შეყ­ვა­რე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვად შე­წყვი­ტა. ნა­ტოს თქმით, მის­მა უკვე ყო­ფილ­მა რჩე­ულ­მა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვერ აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე, ვიდ­რე შე­ეძ­ლო. ბიჭს უფრო მეტი სი­თა­მა­მე უნდა გა­მო­ე­ჩი­ნა მომ­ხდა­რის დროს და ცოტა მე­ტიც ეტვირ­თა. პა­ტიმ­რო­ბამ­დე და­დი­ო­და ტა­ძარ­ში და აღ­სა­რე­ბა­საც აბა­რებ­და, თუმ­ცა დღეს რწმე­ნა­ში უფრო გამ­ტკიც­და. სჯე­რა, რომ ეს გან­საც­დე­ლი უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს. დარ­დობს იმას, რომ გარ­დაც­ვლილს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. მის გულ­ში ისევ გა­ზა­ფხუ­ლია და ცდი­ლობს, პა­ტიმ­რო­ბის გან­ცდა, ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბა და ტკი­ვი­ლი გუ­ლის გა­ზა­ფხულს არ მი­ა­კა­როს. მოვა დრო და ის სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვებს. იმე­დი აქვს, რომ სა­პა­ტიმ­რო­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს აი­ნა­ზღა­უ­რებს და ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან და­ი­წყებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ესეც გაივლის" - ქალთა კოლონია ნათია გედენიძის ფოტოობიექტივში

"ესეც გაივლის" - ქალთა კოლონია ნათია გედენიძის ფოტოობიექტივში

"ესეც გაივლის" - ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ ქალთა მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განახორციელა. უკვე ბევრი წელია, რაც ნათია "მედია პალიტრის" თანამშრომელია, მაგრამ საზოგადოებამ ის ფოტოგრაფების სკანდალური საქმის დროს გაიცნო. მისი მეუღლე, ირაკლი გედენიძე, მაშინ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი გახლდათ. გაურკვევლობაში მოხვედრილმა ნათიამ 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. ალბათ ეს გამოცდილებაც დაეხმარა, რომ უკეთ გადმოეცა პატიმარი ქალების ტკივილი და მათი ცხოვრება წელიწადის დროებად გადმოეტანა.

- ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ნეგატიური პერიოდი და შეიძლება, გაუგებრობის გამო ციხეშიც მოხვდე, მაგრამ ესეც გაივლის და ისევ დადგება ნათელი ცხოვრება. მე თავად მქონდა "პატივი", ფოტოგრაფების ცნობილი საქმის გამო ორი დღე წინასწარი დაკავების საკანში გამეტარებინა, მაგრამ ამით ჩემი ცხოვრება არ გაჩერებულა. ძალა მომეცა, რომ უფრო გავძლიერებულიყავი.

- პროექტის იდეა როდის გაგიჩნდა?

- ათი წლის წინ ანალოგიური პროექტი განახორციელა "როიტერის" ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა. მან ნორვეგიის ციხიდან გამოიტანა ქალბატონების ფოტოები. პროექტის შესახებ პირველად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთ სემინარზე ერთი თვის წინ გავიგე. შემდეგ ვთხოვე სოზარ სუბარის მრჩეველ ლალი მოროშკინას, რომელმაც ჩემი სურვილი დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაიამდე მიიტანა და ლალის თანადგომით მუშაობა დავიწყეთ.

- როდესაც კიდევ ერთხელ მოხვდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რა გრძნობა დაგეუფლა?

- ქალთა მეხუთე კოლონიაში შესული პირველად შვილიან ქალბატონებთან მივედი. ესეც ჩემი ცხოვრებისეული პარალელი იყო, რადგან როდესაც დამაკავეს, ყველაზე რთული გარეთ დარჩენილი შვილების მომავალი აღმოჩნდა. იქ ბავშვები სამ წლამდე იზრდებიან და შემდეგ დედებს შორდებიან. წარმომიდგენია მათი ტკივილი, რას განიცდიან, როდესაც შვილების გარეშე რჩებიან.

- როგორ დაითანხმეთ პატიმრები გადაღებაზე?

- ადმინისტრაცია დაგვეხმარა, მათ იცოდნენ, ვის ჰქონდა საინტერესო ისტორია. პროექტის ქვესათაურია "ქალის ოთხი სეზონი" - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულში მოხვდა 18 წლის გოგონას ისტორია. ზაფხულში - დაპატიმრებული დედა-შვილი, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და მათთან სულ სითბოა. შემოდგომაში მოიაზრება ქალბატონი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ზამთრის პერსონაჟი ქალბატონი კი ოცი წელია პატიმრობაშია და მიუხედავად ამისა, ქალურობას არ კარგავს. მე გადავიღე ოთხი ქალბატონი, რომელთა ცხოვრებაზეც ჟურნალისტმა გიორგი ბერიძემ ნოველები დაწერა. სრული თავისუფლება გვქონდა, მუშაობის დროს თავზე არავინ გვედგა.

- როგორ ფიქრობთ, წინა ხელისუფლების დროს მოგეცემოდათ ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა?

- ალბათ არა, თუმცა არც მომისინჯავს. ქალბატონებს ფოტოებს ვუღებდით მე და ჩემი მეუღლე ირაკლი გედენიძე, გიორგი კი ესაუბრებოდა, ოღონდ სტანდარტულ კითხვებს არ უსვამდა. ყველა მათგანი გრძნობდა თავის დანაშაულს და განიცდიდა. ყველა მათგანში დავინახე ქალი და ისინი არ კარგავდნენ მომავლის იმედს. ცხოვრებაში არ მქონია ისეთი მომენტი, რომ ადამიანთან დამშვიდობება გამჭირვებოდა. ყველას ვუსურვებ, მალე მენახონ გარეთ ლაღად მოსიარულენი, მაგრამ ქალბატონს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ვერ ვუთხარი, კარგად იყავი, არა უშავს, რაღაც შეიცვლება-მეთქი.

- სად გაიმართა პროექტის პრეზენტაცია?

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექვსთვიანი ღონისძიების ფარგლებში "რედისონში" გაიმართა. გამოფენას უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის მინისტრი სოზარ სუბარიც. ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით ჩემი ხმა საზოგადოებას მივაწვდინე. მინდოდა, პატიმრებისთვის იმედი ჩამესახა. ამ ქალბატონებს საკუთარი ფოტოები არ უნახავთ და ახლა ექნებათ საშუალება, თქვენი ჟურნალის საშუალებით გაიგონ ვრცლად პროექტის შესახებ.

ამონარიდები გიორგი ბერიძის ნოველებიდან...

ნატო, 18 წლის - გაზაფხული

ის ცხინვალიდან და სოფელ ერედვიდან ორგზის დევნილია. პატიმრობამდე კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. შემდეგ მოხდა ის, რისი მოყოლაც უჭირს. ჰყავდა შეყვარებული. მისმა რჩეულმა მანქანის საჭესთან დასვა, ბედი იქ უმზადებდა დიდ განსაცდელს და ტრაგედიაც დატრიალდა. ნატო 25 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა. დაიწყო ტანჯვის, თვითკრიტიკის, თვითგვემის პერიოდი. შეყვარებულთან ურთიერთობა თავად შეწყვიტა. ნატოს თქმით, მისმა უკვე ყოფილმა რჩეულმა მეტი პასუხისმგებლობა ვერ აიღო საკუთარ თავზე, ვიდრე შეეძლო. ბიჭს უფრო მეტი სითამამე უნდა გამოეჩინა მომხდარის დროს და ცოტა მეტიც ეტვირთა. პატიმრობამდე დადიოდა ტაძარში და აღსარებასაც აბარებდა, თუმცა დღეს რწმენაში უფრო გამტკიცდა. სჯერა, რომ ეს განსაცდელი უფრო გააძლიერებს. დარდობს იმას, რომ გარდაცვლილს არაფერი ეშველება. მის გულში ისევ გაზაფხულია და ცდილობს, პატიმრობის განცდა, ბედის უკუღმართობა და ტკივილი გულის გაზაფხულს არ მიაკაროს. მოვა დრო და ის საპატიმროს დატოვებს. იმედი აქვს, რომ საპატიმროში გატარებულ წლებს აინაზღაურებს და ცხოვრებას თავიდან დაიწყებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია