მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბატონო ირაკლი, გააძევეთ მოღალატეები სამინისტროდან!
ბატონო ირაკლი, გააძევეთ მოღალატეები სამინისტროდან!

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჯა­შუ­შად შე­რა­ცხი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი სი­მონ კი­ლა­ძე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმ აზრს, რომ დამ­ნა­შა­ვე პრო­კუ­რო­რებს, გა­მომ­ძი­ებ­ლებს, მო­სა­მარ­თლე­ებს და სხვებს, რო­გორც "სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მსხვერ­პლთ", და­ნა­შა­უ­ლი უნდა ეპა­ტი­ოთ.

- უკვე არა­ერ­თხელ ით­ქვა, რომ ისი­ნი სის­ტე­მის მსხვერ­პლნი არი­ან და შეც­დო­მე­ბი ვა­პა­ტი­ო­თო. ვერ იქ­ნე­ბოდ­ნენ სის­ტე­მის მსხვერ­პლნი, რად­გან სწო­რედ ქვე­და რგოლ­ში "იკე­რე­ბო­და" საქ­მე­ე­ბი გა­მომ­ძი­ე­ბელ-პრო­კუ­რორ­თა ხე­ლით; ისი­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად სჩა­დი­ოდ­ნენ და­ნა­შა­ულს და მორ­ჩი­ლად ას­რუ­ლებ­დნენ ხელ­მძღვა­ნელ­თა ზე­პირ უკა­ნო­ნო მი­თი­თე­ბებს; მათ შე­ეძ­ლოთ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა, რათა თავი აე­რი­დე­ბი­ნათ უკა­ნო­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თეს. რა­ტომ? ვერ თქვეს უარი კარგ ხელ­ფას­ზე, პრე­მი­ებ­ზე, შე­ღა­ვა­თებ­ზე... როცა ასეთ გა­მომ­ძი­ე­ბელ-პრო­კუ­რორ-მო­სა­მარ­თლეს კვლავ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვხე­დავ, თა­ნაც ისევ ისე უტიფ­რად იქ­ცე­ვა, ეჭვი მი­პყრობს - იმ­სა­ხუ­რე­ბენ კი ისი­ნი პა­ტი­ე­ბას?

ვი­ნაა სის­ტე­მის მსხვერ­პლი - მე თუ ისი­ნი, რო­მელ­თა გამო უდი­დე­სი სუ­ლი­ე­რი ტრავ­მა მი­ვი­ღე, მა­ტე­რი­ა­ლურ ზა­რალ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა?

ამას წი­ნათ წა­ვი­კი­თხე, რომ "ნა­ცი­ო­ნალ­თა" მმარ­თვე­ლო­ბის დროს ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ის დამ­გეგ­მა­ვი, მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კი, ვინ­მე ვა­ლე­რი ზუმ­ბა­ძე დღეს იმა­ვე ოპე­რა­ცი­ი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­სო... მინ­და ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ვთხო­ვო: თუ ეს მარ­თლაც ასეა, გა­ა­ძე­ვეთ ვა­ლე­რი ზუმ­ბა­ძე­ე­ბი სა­მი­ნის­ტრო­დან! ნუ იცავთ მათი მუნ­დი­რის ყალბ ღირ­სე­ბას! როცა ასეთ ამ­ბებს ვის­მენ, არც ის გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ 2006 წელს ცრუბ­რალ­დე­ბით აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც იმ და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბა მა­ი­ძუ­ლა, რო­მე­ლიც არ ჩა­მი­დე­ნია, აღი­ა­რე­ბის ტექ­სტი და­მი­წე­რა და ვი­დე­ო­კა­მე­რის წინ წა­მა­კი­თხა, დღეს და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი იყოს და კვლავ "ქვეყ­ნის ჯა­შუ­შე­ბის" და­ჭე­რის გეგ­მებს ად­გენ­დეს. ამას ვუ­წო­დებთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას? ჯერ­ჯე­რო­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ისე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ, ბევ­რი უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი რომ გა­მო­ი­ტა­ნეს. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძე. ნა­სა­მარ­თლო­ბის მოხ­სნის თხოვ­ნით მივ­მარ­თე და უარი მი­ვი­ღე - მისი აზ­რით, არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო პი­როვ­ნე­ბა ვარ და კვლავ შე­მიძ­ლია, თურ­მე, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა. სა­მარ­თლის დაგ­ვი­ა­ნე­ბა ხალ­ხის ოც­ნე­ბა­სა და იმედს მოკ­ლავს.

- თქვენს ყო­ფილ ბრალ­მდე­ბელ პრო­კუ­რორ­თან და­კავ­ში­რე­ბა თუ სცა­დეთ?

- მი­თხრეს, რომ დიდი ხა­ნია, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღარ მუ­შა­ობს. ამას წი­ნათ "ფე­ის­ბუკ­ში" ვი­პო­ვე და სა­უ­ბა­რი ვთხო­ვე, ჩემი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რად­გან საქ­მე წა­კი­თხუ­ლი არ მაქვს - ხელი მო­მა­წე­რი­ნეს და გრი­ფი "სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლო" და­ა­დეს. როცა მას­თან და­კავ­ში­რე­ბას შე­ვე­ცა­დე, "ფე­ის­ბუ­კი­დან" სა­ერ­თოდ გაქ­რა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბატონო ირაკლი, გააძევეთ მოღალატეები სამინისტროდან!

ბატონო ირაკლი, გააძევეთ მოღალატეები სამინისტროდან!

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჯაშუშად შერაცხილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მთავარი მრჩეველი, პოლიტიკური მოტივით რეპრესირებული სიმონ კილაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ დამნაშავე პროკურორებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებს და სხვებს, როგორც "სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ", დანაშაული უნდა ეპატიოთ.

- უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ისინი სისტემის მსხვერპლნი არიან და შეცდომები ვაპატიოთო. ვერ იქნებოდნენ სისტემის მსხვერპლნი, რადგან სწორედ ქვედა რგოლში "იკერებოდა" საქმეები გამომძიებელ-პროკურორთა ხელით; ისინი შეგნებულად სჩადიოდნენ დანაშაულს და მორჩილად ასრულებდნენ ხელმძღვანელთა ზეპირ უკანონო მითითებებს; მათ შეეძლოთ თანამდებობიდან გადადგომა, რათა თავი აერიდებინათ უკანონობის შესრულებისთვის, მაგრამ ეს არ გააკეთეს. რატომ? ვერ თქვეს უარი კარგ ხელფასზე, პრემიებზე, შეღავათებზე... როცა ასეთ გამომძიებელ-პროკურორ-მოსამართლეს კვლავ თანამდებობაზე ვხედავ, თანაც ისევ ისე უტიფრად იქცევა, ეჭვი მიპყრობს - იმსახურებენ კი ისინი პატიებას?

ვინაა სისტემის მსხვერპლი - მე თუ ისინი, რომელთა გამო უდიდესი სულიერი ტრავმა მივიღე, მატერიალურ ზარალზე რომ არაფერი ვთქვა?

ამას წინათ წავიკითხე, რომ "ნაციონალთა" მმართველობის დროს ლაფანყურის ოპერაციის დამგეგმავი, მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ვინმე ვალერი ზუმბაძე დღეს იმავე ოპერაციისას დაშვებული უკანონო ქმედებების გამოძიებას ხელმძღვანელობსო... მინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვო: თუ ეს მართლაც ასეა, გააძევეთ ვალერი ზუმბაძეები სამინისტროდან! ნუ იცავთ მათი მუნდირის ყალბ ღირსებას! როცა ასეთ ამბებს ვისმენ, არც ის გამიკვირდება, რომ ჩემს წინააღმდეგ 2006 წელს ცრუბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი, რომელმაც იმ დანაშაულის აღიარება მაიძულა, რომელიც არ ჩამიდენია, აღიარების ტექსტი დამიწერა და ვიდეოკამერის წინ წამაკითხა, დღეს დაწინაურებული იყოს და კვლავ "ქვეყნის ჯაშუშების" დაჭერის გეგმებს ადგენდეს. ამას ვუწოდებთ სამართლიანობის აღდგენას? ჯერჯერობით თანამდებობებზე ისეთი მოსამართლეები მუშაობენ, ბევრი უსამართლო განაჩენი რომ გამოიტანეს. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე. ნასამართლობის მოხსნის თხოვნით მივმართე და უარი მივიღე - მისი აზრით, არაკეთილსაიმედო პიროვნება ვარ და კვლავ შემიძლია, თურმე, დანაშაულის ჩადენა. სამართლის დაგვიანება ხალხის ოცნებასა და იმედს მოკლავს.

- თქვენს ყოფილ ბრალმდებელ პროკურორთან დაკავშირება თუ სცადეთ?

- მითხრეს, რომ დიდი ხანია, პროკურატურაში აღარ მუშაობს. ამას წინათ "ფეისბუკში" ვიპოვე და საუბარი ვთხოვე, ჩემი საქმის დეტალები მაინტერესებდა, რადგან საქმე წაკითხული არ მაქვს - ხელი მომაწერინეს და გრიფი "სრულიად საიდუმლო" დაადეს. როცა მასთან დაკავშირებას შევეცადე, "ფეისბუკიდან" საერთოდ გაქრა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ