"დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილი ხელმოწერები გაყალბებულია"

"დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილი ხელმოწერები გაყალბებულია"

ლგბტ ორგანიზაციების მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე შესული ხელმოწერები გაყალბებულია. როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გიორგი გაბედავამ და მასთან ერთად მყოფმა პირმა განაცხადა, წარმოდგენილ 12 000 ათას ხელმოწერაში გვარ-სახელები რეგალიებით ამოიკითხა. ამის შემდეგ ეკა ბესელიამ კომიტეტის წარმომადგენლებს ამ ინფორმაციის გადამოწმება სთხოვა.

კომიტეტის სხდომაზე გიორგი გაბედავას ეკა ბესელიამ შენიშვნა მისცა. გაბედავამ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების შემდეგ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება მიკროფონის ჩართვის გარეშე რამდენჯერმე სცადა.

"ეს არის კომიტეტი, ეს არ არის მიტინგი", - მიმართა ეკა ბესელიამ გიორგი გაბედავას.

კომიტეტის სხდომას ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დასწრებიან.

რაც შეეხება თავად 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტს, მასში მცირე შესწორებები შევა და კომიტეტის მომავალ სხდომაზე იქნება წარდგენილი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 17 მაისთან დაკავშირებით დასკვნის პროექტი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე 12 000 ათასი ხელმოწერით შესული განცხადების საფუძველზე მოამზადა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია