პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ნამდვილად მოვაწერე ხელი პეტიციას" - მოქალაქეები ეკა ბესელიას ცილისმწამებლური განცხადების წინააღმდეგ
"მე ნამდვილად მოვაწერე ხელი პეტიციას" - მოქალაქეები ეკა ბესელიას ცილისმწამებლური განცხადების წინააღმდეგ

"ფე­ის­ბუქ­ში" რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ შე­იქ­მნა გვერ­დი, სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­ზო­გა­დო­ე­ბა", სა­დაც ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფო­ტო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ადას­ტუ­რე­ბენ, რომ 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე შე­სუ­ლი ხელ­მო­წე­რე­ბი ნამ­დვი­ლად მათ ეკუთ­ვნით და არ არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი. გვერ­დი სო­ცი­ა­ლურ ქსლე­ში 3 სა­ა­თის წინ შე­იქ­მნა, თუმ­ცა მას უკვე ჰყავს 400-ზე მეტი ხელ­მომ­წე­რი.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს 17 მა­ი­სის ძა­ლა­დობ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რის შე­ფა­სე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თეს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის მიერ 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის ცალ­მხრი­ვად გან­ხილ­ვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მო­უ­წო­დე­ბენ პარ­ლა­მენტს, შე­ას­რუ­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, (პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი) 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი პე­ტი­ცია, რო­მელ­საც 12 000 ხელ­მომ­წე­რი ჰყავს, ყალ­ბია.

მო­ქა­ლა­ქე­თა გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს გა­ავ­რცე­ლეს, უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2013 წლის 17 ივ­ნისს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ეკა ბე­სე­ლი­ამ სხდო­მა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. კერ­ძოდ, მან გა­ნა­ცხა­და, რომ "კო­მი­ტე­ტის დას­კვნა არ სცილ­დე­ბა პატ­რი­არ­ქის მიერ გა­კე­თე­ბულ შე­ფა­სე­ბას".

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის და მით უფრო, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სა­სუ­ლი­ე­რო პირს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და ადა­მი­ა­ნის უნი­ვერ­სა­ლურ უფ­ლე­ბებ­ზე მაღ­ლა აყე­ნებს, რი­თაც აშ­კა­რას ხდის თე­ოკ­რა­ტი­ის რე­ა­ლურ საფრ­თხეს ქვე­ყა­ნა­ში. ამ­გვა­რი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბი ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ და სე­კუ­ლა­რულ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

ასე­ვე, ნი­შან­დობ­ლი­ვია ის ფაქ­ტი, რომ სხდო­მა­ზე არ იყ­ვნენ მიწ­ვე­ულ­ნი არც 17 მა­ისს და­ზა­რა­ლე­ბულ­ნი, არც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ პრო­ცე­სებს, არც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი (12 000-მდე ხელ­მომ­წე­რი), რომ­ლებ­მაც გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს პარ­ლა­მენტს და ყვე­ლა იმ მო­ძა­ლა­დი­სა და ძა­ლა­დო­ბის წამ­ქე­ზებ­ლის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად დას­ჯა მო­ი­თხო­ვეს, ვინც არ მის­ცა მშვი­დო­ბი­ან მა­ნი­ფეს­ტან­ტებს თა­ვი­სუფ­ლად შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა და და­ე­მუქ­რა მათ სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას.

მე­ო­რე მხრივ, სხდო­მა­ზე მიწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რატი მა­ი­სუ­რა­ძე და გი­ორ­გი გა­ბე­და­ვა, რომ­ლებ­მაც სცა­დეს ეჭვქვეშ და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ხელ­მო­წე­რე­ბი და გა­ნა­ცხა­დეს, რომ 12 000 ხელ­მო­წე­რას შო­რის მათი გვა­რე­ბი­ცაა მი­თი­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათ გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელი არ მო­უ­წე­რი­ათ.

სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნილ გან­ცხა­დე­ბა­ზე არც გი­ორ­გი გა­ბე­და­ვას და არც რატი მა­ი­სუ­რა­ძის ხელ­მო­წე­რე­ბი არ არის (ამის გა­და­მოწ­მე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­უძ­ლია კო­მი­ტე­ტის აპა­რატს) და სიის ნამ­დვი­ლო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბის წა­მო­წყე­ბით კო­მი­ტე­ტი მხო­ლოდ აჭი­ა­ნუ­რებს 17 მა­ისს მო­ქა­ლა­ქე­თა ერთი ჯგუ­ფის ძა­ლა­დო­ბა­ზე ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას.

კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებთ, რომ 17 მა­ისს ჰო­მო­ფო­ბი­ა­სა და ტრანსფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ვერ ისარ­გებ­ლეს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით და გახ­დნენ რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მის­ტე­ბის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი.

მო­ვი­თხოვთ, რომ ეკა ბე­სე­ლი­ამ, რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, პა­ტი­ვი სცეს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის გა­მი­ჯვნის პრინ­ცი­პებს და მო­მა­ვალ­ში თავი შე­ი­კა­ვოს სა­კუ­თა­რი პი­რა­დი რწმე­ნი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის ნი­ა­დაგ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის კა­ნონ­ზე მაღ­ლა და­ყე­ნე­ბის­გან.

ასე­ვე, მო­ვი­თხოვთ, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტ­მა და მის­მა თავ­მჯდო­მა­რემ შე­ას­რუ­ლონ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მი­ვიჩ­ნევთ, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ იცავს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, არის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და ვერ ას­რუ­ლებს მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს და მო­ვი­თხოვთ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: "და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი ხელ­მო­წე­რე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია"

"მე ნამდვილად მოვაწერე ხელი პეტიციას" - მოქალაქეები ეკა ბესელიას ცილისმწამებლური განცხადების წინააღმდეგ

"მე ნამდვილად მოვაწერე ხელი პეტიციას" - მოქალაქეები ეკა ბესელიას ცილისმწამებლური განცხადების წინააღმდეგ

"ფეისბუქში" რამდენიმე საათის წინ შეიქმნა გვერდი, სახელწოდებით "საზოგადოება", სადაც ინტერნეტ-მომხმარებლები ფოტოების მეშვეობით ადასტურებენ, რომ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე შესული ხელმოწერები ნამდვილად მათ ეკუთვნით და არ არის გაყალბებული. გვერდი სოციალურ ქსლეში 3 საათის წინ შეიქმნა, თუმცა მას უკვე ჰყავს 400-ზე მეტი ხელმომწერი.

მოქალაქეები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტს 17 მაისის ძალადობრივი მოვლენების ადეკვატურის შეფასების თხოვნით მიმართეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ 17 მაისის მოვლენების ცალმხრივად განხილვას აპროტესტებენ და მოუწოდებენ პარლამენტს, შეასრულოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები.

ეკა ბესელიას განცხადებით, (პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი) 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შესული პეტიცია, რომელსაც 12 000 ხელმომწერი ჰყავს, ყალბია.

მოქალაქეთა განცხადებას, რომელიც ეკა ბესელიას განცხადებებთან დაკავშირებით დღეს გაავრცელეს, უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის 17 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომაზე შემაშფოთებელი განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ "კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას".

საქართველოს პარლამენტარების და მით უფრო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ამგვარი განცხადებები საქართველოს უმაღლეს სასულიერო პირს საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უნივერსალურ უფლებებზე მაღლა აყენებს, რითაც აშკარას ხდის თეოკრატიის რეალურ საფრთხეს ქვეყანაში. ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებები ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ და სეკულარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

ასევე, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სხდომაზე არ იყვნენ მიწვეულნი არც 17 მაისს დაზარალებულნი, არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესებს, არც მოქალაქეები (12 000-მდე ხელმომწერი), რომლებმაც განცხადებით მიმართეს პარლამენტს და ყველა იმ მოძალადისა და ძალადობის წამქეზებლის კანონის შესაბამისად დასჯა მოითხოვეს, ვინც არ მისცა მშვიდობიან მანიფესტანტებს თავისუფლად შეკრებისა და გამოხატვის საშუალება და დაემუქრა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მეორე მხრივ, სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ მოქალაქეები რატი მაისურაძე და გიორგი გაბედავა, რომლებმაც სცადეს ეჭვქვეშ დაეყენებინათ ხელმოწერები და განაცხადეს, რომ 12 000 ხელმოწერას შორის მათი გვარებიცაა მითითებული, თუმცა მათ განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტში წარდგენილ განცხადებაზე არც გიორგი გაბედავას და არც რატი მაისურაძის ხელმოწერები არ არის (ამის გადამოწმება ძალიან ადვილად შეუძლია კომიტეტის აპარატს) და სიის ნამდვილობაზე მსჯელობის წამოწყებით კომიტეტი მხოლოდ აჭიანურებს 17 მაისს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებმა ვერ ისარგებლეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და გახდნენ რელიგიური ექსტრემისტების ძალადობის მსხვერპლნი.

მოვითხოვთ, რომ ეკა ბესელიამ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპებს და მომავალში თავი შეიკავოს საკუთარი პირადი რწმენისა და მოსაზრებების ნიადაგზე საქართველოს კათალიკოს პატრიარქის კანონზე მაღლა დაყენებისგან.

ასევე, მოვითხოვთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ შეასრულონ სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე არ იცავს ადამიანის უფლებებს, არის მიკერძოებული და ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილი ხელმოწერები გაყალბებულია"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს