მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ?!"
 "სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ?!"

სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყე­ნი რომ გახ­დე­ბა, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქვათ, ქვე­ყა­ნა დამ­შვიდ­დაო. ჯერ­ჯე­რო­ბით კი ამას პირი არ უჩანს და ეს გა­სულ კვი­რა­საც და­დას­ტურ­და - ერ­თმა­ნეთს ცვლი­და მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, და­წყე­ბუ­ლი იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბის სკან­და­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბის­თვის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბით. კვი­რა დაგ­ვირ­გვინ­და ამე­რი­კის კონ­გრე­სის გან­ცხა­დე­ბით, რო­მელ­მაც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა და­ა­ფიქ­როს იმა­ზე, მარ­ცხდე­ბა თუ არა უცხო­ურ ფრონტზე სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში.

კონ­გრე­სის გან­ცხა­დე­ბა­ში შა­ვით თეთრზე წე­რია: "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბულ­მა ზო­მებ­მა, რომ­ლე­ბიც ნა­წი­ლობ­რივ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნოს აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის წინსვლას." ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აცხა­დე­ბენ, - მალე დარ­წმუნ­დე­ბი­ან ჩვე­ნი უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი, რომ და­კა­ვე­ბებს არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი არ აქ­ვსო. ეს "მალე" აღარ დად­გა, სა­მა­გი­ე­როდ, თუ მთავ­რო­ბამ მსგავს სტილ­ში გა­ნაგ­რძო და­სავ­ლეთ­ზე "მუ­შა­ო­ბა" და სა­გა­რეო პი­ა­რი, უკვე გვი­ან იქ­ნე­ბა და საქ­მე იქამ­დე მივა, რომ ალ­ბათ, და­სავ­ლე­თი "მას­ტე­რას", მე­გის ქარ­და­ვას ან ოლეგ ფა­ცა­ცი­ას გა­მო­ა­ცხა­დებს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად. კვი­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბით ექ­სპერტ კახა კა­ხიშ­ვილს.

- პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავთ ახალ ამ­პლუ­ას. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებ, რომ თქვენ "პა­ლიტ­რა ტვ"-სა და რა­დიო "პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მის "აქ და ახლა" წამ­ყვა­ნი გახ­დით. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო 14 ივ­ნი­სის "აქ და ახლა", რო­დე­საც სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ცხელ ხაზ­ზე რე­კავ­დით, თავს რი­გით მო­ქა­ლა­ქედ აც­ნობ­დით და სას­წრა­ფო საქ­მის მო­მი­ზე­ზე­ბით, მი­ნის­ტრთან ან მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან შეხ­ვედ­რას ითხოვ­დით. პა­სუ­ხებ­მა მარ­თლაც მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა

- აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­ნის­ტრებ­სა და მათ მო­ად­გი­ლე­ებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბის სა­ა­თე­ბიც კი არ აქვთ. პა­სუ­ხი ყვე­ლა უწყე­ბა­ში ერთი იყო - მომ­წე­რე და გი­პა­სუ­ხე­ბე­ნო. ჩემი აზ­რით, პი­რად სა­უ­ბარ­სა და წე­რი­ლებს შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. კო­მუ­ნის­ტებ­საც კი ჰქონ­დათ მი­ღე­ბის სა­ა­თე­ბი და ცუდი არ იქ­ნე­ბა, თუ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ზე და­ფიქ­რდე­ბა. ეს არ იქ­ნე­ბა ასე­თი ფორ­მა­ტის ბოლო გა­და­ცე­მა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისევ დავ­რე­კავთ უწყე­ბებ­ში და ვნა­ხავთ, სის­ტე­მუ­რად შე­იც­ვა­ლა რამე თუ არა.

- გა­სუ­ლი კვი­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა აშშ-ის კონ­გრე­სის გან­ცხა­დე­ბა იყო, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. ალ­ბათ, კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­სავ­ლურ სა­ინ­ფორ­მა­ციო ფრონტზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

- კონ­გრეს­მე­ნე­ბი უნდა ჩა­მო­იყ­ვა­ნო სა­ქარ­თვე­ლო­ში და აჩ­ვე­ნო ის ბინ­ძუ­რი უკა­ნო­ნო ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ზა­დებ­და. მაგ­რამ რად გინ­და - ამ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას აპი­რე­ბენ მა­ნამ­დე, სა­ნამ არ დად­გე­ბა მათი ავ­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. შე­საძ­ლოა, სა­დღაც ერთ წე­ლი­წად­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გა­ნა­ცხა­დოს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი იყო და არა­ნა­ი­რი უკა­ნო­ნო არ­ქი­ვი არ არ­სე­ბობ­და. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ უკა­ნო­ნო მა­სა­ლე­ბის დად­გე­ნა და ამო­ღე­ბა, რო­მე­ლიც შსს-ს არ­ქი­ვი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­ი­ტა­ნეს. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გა­ი­ტა­ნა ეს მა­სა­ლა, არ ურე­კა­ვენ მთავ­რო­ბის წევ­რებს და ამ მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მუ­ქა­რით, არ აი­ძუ­ლე­ბენ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, რო­გო­რიც სურთ.… და­ვუბ­რუნ­დეთ კონ­გრე­სის გან­ცხა­დე­ბას - მა­ინ­ტე­რე­სებს, სად იყ­ვნენ კონ­გრეს­მე­ნე­ბი მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ირ­ღვე­ო­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი?! მე­ო­რეც - საკ­ვირ­ვე­ლია, რა­ტომ სა­უბ­რო­ბენ კონ­გრეს­მე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ და­კა­ვე­ბებ­ზე, რო­დე­საც ჯერ კონ­კრე­ტუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლოს არ გა­მო­უ­ტა­ნია გა­ნა­ჩე­ნი?! სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს და დიდ დარ­ტყმას აყე­ნებს და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სად­მი ნდო­ბას. კონ­გრეს­მე­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს.

კონ­გრე­სის გან­ცხა­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და მისი ლო­ბის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი მგო­ნია. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხში­რად ჩა­დის აშშ-ში, ახ­ლა­ხან იქ იმ­ყო­ფე­ბო­და გიგა ბო­კე­რი­აც.

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ მუ­შა­ობს. ალ­ბათ, დრო­უ­ლად უნდა გა­მო­ი­ტა­ნონ დას­კვნა, თო­რემ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი უნდა გახ­სნას, რომ და­სავ­ლეთ­ში დარ­წმუნ­დნენ - ლა­მის პრე­ზი­დენ­ტით და­წყე­ბუ­ლი და კუდ-ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, - ჩაბ­მუ­ლი იყო უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში.

26 მა­ი­სის საქ­მე­ზე მარ­ტო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი კი არ უნდა დად­გეს, არა­მედ იმ პრო­კუ­რო­რის, მო­სა­მარ­თლი­სა თუ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, რო­მელ­თაც შსს-ს ხალ­ხის დარ­ბე­ვა "გა­უპ­რა­ვეს".

- გა­სულ კვი­რას შსს-მ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი და­ა­კა­ვა. ცოტა უც­ნა­უ­რი სუ­რა­თი შე­იქ­მნა. თავ­და­პირ­ვე­ლად, გავ­რცელ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი და­კა­ვე­ბით ტე­რაქ­ტი აღიკ­ვე­თა. თუმ­ცა ბრა­ლი კა­დი­ევ­სა და ომა­როვს ია­რა­ღი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვის­თვის წა­უ­ყე­ნეს.

- იმედს ვი­ტო­ვებ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა და და­ად­გენს სი­ნამ­დვი­ლეს. თუ და­დას­ტურ­და ვერ­სია ტე­რაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლა კი­თხვას უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი - სად იგეგ­მე­ბო­და ტე­რაქ­ტი, ვისი და­ვა­ლე­ბით, ვისი დაკ­ვე­თით. მათი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ 2011 წლი­დან ინ­ტერ­პო­ლი ეძებ­და, კა­დი­ე­ვი და ომა­რო­ვი კი თავს სა­ქარ­თვე­ლოს აფა­რებ­დნენ. 2011 წელს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი იყო და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი აკონ­ტრო­ლებ­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბას და მი­მო­წე­რას. ჩნდე­ბა კი­თხვა - თუ ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ვინ მფარ­ვე­ლობ­და მათ? რე­ა­ლუ­რად, უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ძებ­ნი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე ყოფ­ნა, რომ ჩვენს სპეც­სამ­სა­ხუ­რებს არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­დი­ე­ვი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მფრი­ნა­ვის, ზაურ ქორ­თო­ში­ძის სახ­ლში ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა ქორ­თო­ში­ძე ამას უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ კა­დი­ე­ვი მისი მხო­ლოდ შო­რე­უ­ლი ნაც­ნო­ბი იყო.

- ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს. ეს ძალ­ზე დე­ლი­კა­ტუ­რი სა­კი­თხია და იმა­ზე სა­უ­ბა­რი, ვის ვის­თან ჰქონ­და კავ­ში­რი, ჯერ ძნე­ლია.

- 15 ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, რო­დე­საც ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ იწე­რე­ბა, ჯერ კი­დევ არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი (და­ად­გი­ნეს თუ არა ვი­ნა­ო­ბა, არ ვი­ცით) "თა­ლი­ბა­ნის" სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის ავ­ტო­რი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ათას­გვა­რი ეჭვი და ვერ­სია აქვს გა­მო­ძი­ე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- ეს ვი­დე­ორ­გო­ლი ერთი დიდი ჯაჭ­ვის რგო­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ, მაგ­რამ ბევ­რი რამ ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს - 26 მა­ისს სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩას­ვლა ავ­ღა­ნეთ­ში, უც­ნა­უ­რი სა­უ­ბა­რი ჯა­რის­კა­ცებ­თან, ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბა და ა.შ. ბევ­რი კი­თხვა ჩნდე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა იმუ­შა­ოს შემ­დე­გი კუ­თხი­თაც - რა გან­ზრახ­ვით ჩა­ვი­და პრე­ზი­დენ­ტი ავ­ღა­ნეთ­ში, რა­ტომ შედ­გა ჯა­რის­კაც­თან ასე­თი სა­უ­ბა­რი და რა­ტომ გავ­რცელ­და ეს სა­უ­ბა­რი მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. თუ გა­მო­ძი­ე­ბა მივა იმ დას­კვნამ­დე, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ცალ­კე­ულ ფაქ­ტებს ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი აქვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ?!"

 "სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ?!"

საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მოსაწყენი რომ გახდება, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ქვეყანა დამშვიდდაო. ჯერჯერობით კი ამას პირი არ უჩანს და ეს გასულ კვირასაც დადასტურდა - ერთმანეთს ცვლიდა მძაფრსიუჟეტიანი მოვლენები, დაწყებული იუსტიციის საბჭოს წევრების სკანდალური არჩევნებით და დამთავრებული ტერაქტის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავებით. კვირა დაგვირგვინდა ამერიკის კონგრესის განცხადებით, რომელმაც ახალი ხელისუფლება სერიოზულად უნდა დააფიქროს იმაზე, მარცხდება თუ არა უცხოურ ფრონტზე საინფორმაციო ომში.

კონგრესის განცხადებაში შავით თეთრზე წერია: "საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას." ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი განცხადებების კომენტირებისას აცხადებენ, - მალე დარწმუნდებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები, რომ დაკავებებს არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვსო. ეს "მალე" აღარ დადგა, სამაგიეროდ, თუ მთავრობამ მსგავს სტილში განაგრძო დასავლეთზე "მუშაობა" და საგარეო პიარი, უკვე გვიან იქნება და საქმე იქამდე მივა, რომ ალბათ, დასავლეთი "მასტერას", მეგის ქარდავას ან ოლეგ ფაცაციას გამოაცხადებს პოლიტპატიმრებად. კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე ვესაუბრებით ექსპერტ კახა კახიშვილს.

- პირველ რიგში, გილოცავთ ახალ ამპლუას. მკითხველს შევახსენებ, რომ თქვენ "პალიტრა ტვ"-სა და რადიო "პალიტრის" გადაცემის "აქ და ახლა" წამყვანი გახდით. ძალიან საინტერესო იყო 14 ივნისის "აქ და ახლა", როდესაც სამინისტროების ცხელ ხაზზე რეკავდით, თავს რიგით მოქალაქედ აცნობდით და სასწრაფო საქმის მომიზეზებით, მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვდით. პასუხებმა მართლაც მძიმე შთაბეჭდილება დატოვა

- აღმოჩნდა, რომ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს ოფიციალური მიღების საათებიც კი არ აქვთ. პასუხი ყველა უწყებაში ერთი იყო - მომწერე და გიპასუხებენო. ჩემი აზრით, პირად საუბარსა და წერილებს შორის დიდი განსხვავებაა. კომუნისტებსაც კი ჰქონდათ მიღების საათები და ცუდი არ იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება ამაზე დაფიქრდება. ეს არ იქნება ასეთი ფორმატის ბოლო გადაცემა. მოულოდნელად ისევ დავრეკავთ უწყებებში და ვნახავთ, სისტემურად შეიცვალა რამე თუ არა.

- გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ის კონგრესის განცხადება იყო, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის გაკვირვება გამოიწვია. ალბათ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ახალ ხელისუფლებას დასავლურ საინფორმაციო ფრონტზე სერიოზული პრობლემები აქვს.

- კონგრესმენები უნდა ჩამოიყვანო საქართველოში და აჩვენო ის ბინძური უკანონო ფარული ჩანაწერები, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში ამზადებდა. მაგრამ რად გინდა - ამ ფარული ჩანაწერების განადგურებას აპირებენ მანამდე, სანამ არ დადგება მათი ავტორების პასუხისმგებლობის საკითხი. შესაძლოა, სადღაც ერთ წელიწადში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადოს, რომ ყველაფერი ტყუილი იყო და არანაირი უკანონო არქივი არ არსებობდა. ძალიან მნიშვნელოვანია იმ უკანონო მასალების დადგენა და ამოღება, რომელიც შსს-ს არქივიდან ხელისუფლების გადაბარების პროცესში გაიტანეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ადამიანები, ვინც გაიტანა ეს მასალა, არ ურეკავენ მთავრობის წევრებს და ამ მასალის გამოქვეყნების მუქარით, არ აიძულებენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, როგორიც სურთ.… დავუბრუნდეთ კონგრესის განცხადებას - მაინტერესებს, სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ, როდესაც საქართველოში 9 წლის განმავლობაში ირღვეოდა ადამიანის უფლებები?! მეორეც - საკვირველია, რატომ საუბრობენ კონგრესმენები პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, როდესაც ჯერ კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლოს არ გამოუტანია განაჩენი?! საზოგადოებაში ასეთი განცხადებები გაკვირვებას იწვევს და დიდ დარტყმას აყენებს დასავლელი პოლიტიკოსებისადმი ნდობას. კონგრესმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

კონგრესის განცხადება "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლობისტების მუშაობის შედეგი მგონია. შემთხვევითი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ხშირად ჩადის აშშ-ში, ახლახან იქ იმყოფებოდა გიგა ბოკერიაც.

ახალი ხელისუფლება კი ამ მიმართულებით ვერ მუშაობს. ალბათ, დროულად უნდა გამოიტანონ დასკვნა, თორემ ასეთი განცხადებები გაგრძელდება. ასევე, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულები უნდა გახსნას, რომ დასავლეთში დარწმუნდნენ - ლამის პრეზიდენტით დაწყებული და კუდ-ის სამმართველოს უფროსით დამთავრებული, - ჩაბმული იყო უკანონო ქმედებებში.

26 მაისის საქმეზე მარტო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი კი არ უნდა დადგეს, არამედ იმ პროკურორის, მოსამართლისა თუ მაღალჩინოსნის, რომელთაც შსს-ს ხალხის დარბევა "გაუპრავეს".

- გასულ კვირას შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავა. ცოტა უცნაური სურათი შეიქმნა. თავდაპირველად, გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მათი დაკავებით ტერაქტი აღიკვეთა. თუმცა ბრალი კადიევსა და ომაროვს იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის წაუყენეს.

- იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება ობიექტური იქნება და დაადგენს სინამდვილეს. თუ დადასტურდა ვერსია ტერაქტებთან დაკავშირებით, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - სად იგეგმებოდა ტერაქტი, ვისი დავალებით, ვისი დაკვეთით. მათი დაკავების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ 2011 წლიდან ინტერპოლი ეძებდა, კადიევი და ომაროვი კი თავს საქართველოს აფარებდნენ. 2011 წელს "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდი იყო და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აკონტროლებდა უამრავი ადამიანის გადაადგილებას და მიმოწერას. ჩნდება კითხვა - თუ ინტერპოლის მიერ ძებნილები საქართველოში იმყოფებოდნენ, ვინ მფარველობდა მათ? რეალურად, უმაღლესი თანამდებობის პირების მფარველობის გარეშე შეუძლებელი იყო ძებნილების საქართველოში ისე ყოფნა, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს არ დაეკავებინათ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიევი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სააკაშვილის მფრინავის, ზაურ ქორთოშიძის სახლში ცხოვრობდა. თუმცა ქორთოშიძე ამას უარყოფს და აცხადებს, რომ კადიევი მისი მხოლოდ შორეული ნაცნობი იყო.

- ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს ძალზე დელიკატური საკითხია და იმაზე საუბარი, ვის ვისთან ჰქონდა კავშირი, ჯერ ძნელია.

- 15 ივნისის მდგომარეობით, როდესაც ჩვენი ინტერვიუ იწერება, ჯერ კიდევ არ არის დაკავებული (დაადგინეს თუ არა ვინაობა, არ ვიცით) "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების ავტორი. საზოგადოებას ათასგვარი ეჭვი და ვერსია აქვს გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

- ეს ვიდეორგოლი ერთი დიდი ჯაჭვის რგოლის შთაბეჭდილებას ტოვებს. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს - 26 მაისს სააკაშვილის ჩასვლა ავღანეთში, უცნაური საუბარი ჯარისკაცებთან, ვიდეოს გავრცელება და ა.შ. ბევრი კითხვა ჩნდება. გამოძიებამ უნდა იმუშაოს შემდეგი კუთხითაც - რა განზრახვით ჩავიდა პრეზიდენტი ავღანეთში, რატომ შედგა ჯარისკაცთან ასეთი საუბარი და რატომ გავრცელდა ეს საუბარი მასმედიის საშუალებით. თუ გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ ზემოხსენებულ ცალკეულ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა