პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაცვალა მოდელმა მარიამ ბერძენიშვილმა გივი სიხარულიძე ლევან მასპინძელაშვილზე
როგორ გაცვალა მოდელმა მარიამ ბერძენიშვილმა გივი სიხარულიძე ლევან მასპინძელაშვილზე

მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ფი­ნა­ლის­კენ მი­დის. წინა კვი­რას "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ პრო­ექ­ტის წე­სე­ბი შეც­ვა­ლა და სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლი უც­ვლე­ლად და­ტო­ვა, ანუ პრო­ექ­ტი არა­ვინ და­ტო­ვა. აუტ­სა­ი­დე­რებს შო­რის იყო ლე­ვან მას­პინ­ძე­ლაშ­ვი­ლიც.

ლე­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა პრო­ექ­ტმა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად, მას თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბიც გა­უჩ­ნდა. მათ შო­რი­საა მო­ცეკ­ვა­ვე და მო­დე­ლი მა­რი­ამ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. ეს ის მა­რი­ა­მია, ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილ­მა "ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შო­უ­ში" გივი სი­ხა­რუ­ლი­ძეს სა­ჩუ­ქა­რად რომ ჩა­უს­ვა კალ­თა­ში. მა­რი­ამ­მა ლე­ვა­ნი პირ­ვე­ლი­ვე სა­კონ­კურ­სო კონ­ცერ­ტზე შე­ნიშ­ნა. მას მერე მის ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს აზი­ა­რებს "ფე­ის­ბუქ­ზე". მა­რი­ა­მი ლე­ვანს "რუს­თა­ვი 2"-ში შე­ვახ­ვედ­რეთ და ერ­თობ­ლი­ვი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.

- ლე­ვან, პირ­ველ რიგ­ში შენი და მუ­სი­კის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვი­ამ­ბე.

- მე და მუ­სი­კა დიდი ხა­ნია ვმე­გობ­რობთ, უბ­რა­ლოდ, არა­ვინ იცო­და ამის შე­სა­ხებ, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გარ­და.

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე მე­გობ­რობთ?

- არა, სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე. სახ­ლში ჩე­მით ვის­წავ­ლე გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა. კარ­გად არ ვუკ­რავ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მე მყოფ­ნის. პე­და­გო­გი არ მყო­ლია, ჩემ­თვის ვერ­თო­ბო­დი სახ­ლში. ახლა აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მის­მენს და მოს­წონს ჩემი სიმ­ღე­რა, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- აქამ­დე არც ერთ პრო­ექ­ტში არ გიც­დია ბედი?

- არა, არც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მოვ­ხვდე­ბო­დი, ჩემი მე­გო­ბა­რი რომ არა, ერ­თად ვმუ­შა­ობთ და მან და­მა­რე­გის­ტრი­რა. რომ და­მი­რე­კეს, სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, კას­ტინგზე უნდა მოხ­ვი­დე "რუს­თა­ვი 2"-შიო რომ მი­თხრეს, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. მთე­ლი სამ­სა­ხუ­რი იცი­ნო­და, ყვე­ლამ იცო­და ჩემ გარ­და.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- ტუ­რიზ­მი­სა და სა­რეკ­ლა­მო ბიზ­ნე­სის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. ამ სპე­ცი­ა­ლო­ბით არას­დროს მი­მუ­შა­ვია. ახლა ვმუ­შა­ობ ონ­ლა­ინ მარ­კე­ტინ­გში. მა­ნამ­დე ვმუ­შა­ობ­დი "თი­ბი­სი" ბან­კში, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც მა­რი­ლის იმ­პორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

- მოკ­ლედ, დიპ­ლო­მი­ა­ნი და სამ­სა­ხუ­რი­ა­ნი სა­სი­ძო ხარ.

- (იღი­მე­ბა), სა­სი­ძო ვარ, დიპ­ლო­მი­ა­ნიც, სამ­სა­ხუ­რი­ა­ნიც.

- რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში მას მერე, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­მოჩ­ნდი?

- ცხოვ­რე­ბის რიტ­მი, ცხოვ­რე­ბის წესი მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. აღარ დავ­დი­ვარ სამ­სა­ხურ­ში, როცა რე­პე­ტი­ცია არ მაქვს, შუ­ა­დღემ­დე მძი­ნავს. შე­იც­ვა­ლა ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ მი­მართ. ქუ­ჩა­ში მცნო­ბენ.

- თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბიც გაჩ­ნდნენ?

- (იცი­ნის) კი, გაჩ­ნდნენ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის არ­მია არ მყავს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

- ერთი ჩვენც შევ­ნიშ­ნეთ, მა­რი­ამ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და შენ­თან წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ.

- მა­რი­ა­მი მეც ძა­ლი­ან შევ­ნიშ­ნე (იღი­მე­ბა).

- მა­რი­ამ, ლე­ვა­ნი მხო­ლოდ იმი­ტომ მოგ­წონს, რომ კარ­გად მღე­რის, თუ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბიც გაჩ­ნდა პა­რა­ლე­ლუ­რად?

- (იცი­ნის) თა­ვი­დან სიმ­ღე­რის გამო მო­მე­წო­ნა, მერე "ფე­ის­ბუქ­ზე" მოვ­ძებ­ნე. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გვერ­დზე ერთ-ერთ ფო­ტო­ზე მო­ნიშ­ნეს და მი­ვა­გე­ნი, თო­რემ ისე კარ­გა­დაა "შე­ფუ­თუ­ლი", ვერ ვი­პო­ვი­დი (იცი­ნი­ან). მივ­წე­რე პირ­ვე­ლი­ვე ორ­შა­ბათს, რომ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და. შემ­დეგ ორ­შა­ბათ­საც მივ­წე­რე და მე­რეც, მაგ­რამ პა­სუ­ხე­ბი აღარ მო­უ­წე­რია.

ლე­ვა­ნი:

- ეტყო­ბა, ვერ მო­ვი­ცა­ლე, თო­რემ... ვინც გან­სა­კუთ­რე­ბულ ტექსტს მწერს, იმას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვპა­სუ­ხობ. ვინც "ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ხარო", მწერს, იმას მხო­ლოდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- მარი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო?

- არ მახ­სოვს, ალ­ბათ კი, რად­გან შემ­დეგ მი­მო­წე­რა გა­ვაგ­რძე­ლეთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ გაცვალა მოდელმა მარიამ ბერძენიშვილმა გივი სიხარულიძე ლევან მასპინძელაშვილზე

როგორ გაცვალა მოდელმა მარიამ ბერძენიშვილმა გივი სიხარულიძე ლევან მასპინძელაშვილზე

მუსიკალური კონკურსი "საქართველოს ვარსკვლავი" ფინალისკენ მიდის. წინა კვირას "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროექტის წესები შეცვალა და საუკეთესო ხუთეული უცვლელად დატოვა, ანუ პროექტი არავინ დატოვა. აუტსაიდერებს შორის იყო ლევან მასპინძელაშვილიც.

ლევანის ცხოვრება პროექტმა მთლიანად შეცვალა. ყველა სიკეთესთან ერთად, მას თაყვანისმცემელი გოგონებიც გაუჩნდა. მათ შორისაა მოცეკვავე და მოდელი მარიამ ბერძენიშვილი. ეს ის მარიამია, ვახო ბიჭიკაშვილმა "ვანო ჯავახიშვილის შოუში" გივი სიხარულიძეს საჩუქარად რომ ჩაუსვა კალთაში. მარიამმა ლევანი პირველივე საკონკურსო კონცერტზე შენიშნა. მას მერე მის ვიდეოებსა და ფოტოებს აზიარებს "ფეისბუქზე". მარიამი ლევანს "რუსთავი 2"-ში შევახვედრეთ და ერთობლივი ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ლევან, პირველ რიგში შენი და მუსიკის ურთიერთობაზე გვიამბე.

- მე და მუსიკა დიდი ხანია ვმეგობრობთ, უბრალოდ, არავინ იცოდა ამის შესახებ, ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა.

- პროფესიონალურ დონეზე მეგობრობთ?

- არა, სამოყვარულო დონეზე. სახლში ჩემით ვისწავლე გიტარაზე დაკვრა. კარგად არ ვუკრავ, მაგრამ ჯერჯერობით მე მყოფნის. პედაგოგი არ მყოლია, ჩემთვის ვერთობოდი სახლში. ახლა აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანი მისმენს და მოსწონს ჩემი სიმღერა, რაც ძალიან მახარებს.

- აქამდე არც ერთ პროექტში არ გიცდია ბედი?

- არა, არც "საქართველოს ვარსკვლავში" მოვხვდებოდი, ჩემი მეგობარი რომ არა, ერთად ვმუშაობთ და მან დამარეგისტრირა. რომ დამირეკეს, სამსახურში ვიყავი, კასტინგზე უნდა მოხვიდე "რუსთავი 2"-შიო რომ მითხრეს, ძალიან გამიკვირდა. მთელი სამსახური იცინოდა, ყველამ იცოდა ჩემ გარდა.

- პროფესიით ვინ ხარ?

- ტურიზმისა და სარეკლამო ბიზნესის სპეციალისტი ვარ. ამ სპეციალობით არასდროს მიმუშავია. ახლა ვმუშაობ ონლაინ მარკეტინგში. მანამდე ვმუშაობდი "თიბისი" ბანკში, საქართველოს ბანკში და ორგანიზაციაში, რომელიც მარილის იმპორტით იყო დაკავებული.

- მოკლედ, დიპლომიანი და სამსახურიანი სასიძო ხარ.

- (იღიმება), სასიძო ვარ, დიპლომიანიც, სამსახურიანიც.

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას მერე, რაც "საქართველოს ვარსკვლავში" გამოჩნდი?

- ცხოვრების რიტმი, ცხოვრების წესი მთლიანად შეიცვალა. აღარ დავდივარ სამსახურში, როცა რეპეტიცია არ მაქვს, შუადღემდე მძინავს. შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ქუჩაში მცნობენ.

- თაყვანისმცემელი გოგონებიც გაჩნდნენ?

- (იცინის) კი, გაჩნდნენ, თაყვანისმცემლების არმია არ მყავს, მაგრამ რამდენიმე გოგონა შეინიშნება.

- ერთი ჩვენც შევნიშნეთ, მარიამ ბერძენიშვილი და შენთან წამოვიყვანეთ.

- მარიამი მეც ძალიან შევნიშნე (იღიმება).

- მარიამ, ლევანი მხოლოდ იმიტომ მოგწონს, რომ კარგად მღერის, თუ სხვა ინტერესებიც გაჩნდა პარალელურად?

- (იცინის) თავიდან სიმღერის გამო მომეწონა, მერე "ფეისბუქზე" მოვძებნე. "საქართველოს ვარსკვლავის" გვერდზე ერთ-ერთ ფოტოზე მონიშნეს და მივაგენი, თორემ ისე კარგადაა "შეფუთული", ვერ ვიპოვიდი (იცინიან). მივწერე პირველივე ორშაბათს, რომ ძალიან მომეწონა. მადლობა გადამიხადა. შემდეგ ორშაბათსაც მივწერე და მერეც, მაგრამ პასუხები აღარ მოუწერია.

ლევანი:

- ეტყობა, ვერ მოვიცალე, თორემ... ვინც განსაკუთრებულ ტექსტს მწერს, იმას განსაკუთრებულად ვპასუხობ. ვინც "ყველაზე მაგარი ხარო", მწერს, იმას მხოლოდ მადლობას ვუხდი.

- მარი განსაკუთრებული იყო?

- არ მახსოვს, ალბათ კი, რადგან შემდეგ მიმოწერა გავაგრძელეთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება