Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქსანა გრიგორევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს დაიცავს
ოქსანა გრიგორევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს დაიცავს

მელ გიბ­სო­ნის ყო­ფი­ლი საყ­ვა­რე­ლი და მისი შვი­ლის დედა, რუსი პი­ა­ნის­ტი ოქ­სა­ნა გრი­გო­რე­ვა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებს და­ი­ცავს. ცნო­ბი­ლი უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ. გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის მთა­ვა­რი გმი­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ექტს მარ­თლაც დიდ რეკ­ლა­მას გა­უ­წევს.

ოქ­სა­ნა გრი­გო­რე­ვამ სა­ხე­ლი მას შემ­დეგ გა­ით­ქვა, რაც 2010 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­სა და რე­ჟი­სორ მელ გიბ­სონს და­შორ­და. რუსი პა­ი­ნის­ტის გამო გიბ­სონ­მა ცოლი და 7 შვი­ლი მი­ა­ტო­ვა. გრი­გო­რე­ვამ მსა­ხი­ობს ქა­ლიშ­ვი­ლი - ლუ­სი­აც გა­უ­ჩი­ნა, თუმ­ცა წყვილ­მა ერთ წე­ლი­წად­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და. პი­ა­ნის­ტმა გიბ­სო­ნის­გან 20 მლნ დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა რო­დე­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და, ოქ­სა­ნამ გა­ნა­ცხა­და, რომ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი მას სცემ­და. თა­ვი­დან 57 წლის გიბ­სო­ნი ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფ­და. ხან­გრძლი­ვი სა­სა­მარ­თლო გარ­ჩე­ვე­ბის შემ­დეგ იგი მშვი­დო­ბი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბას და­თან­ხმდა და ყო­ფილ საყ­ვა­რელს სო­ლი­დუ­რი კომ­პენ­სა­ცი­აც გა­და­უ­ხა­და.

ამ დღე­ებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გრი­გო­რე­ვა ამე­რი­კუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის სა­პა­ტიო წევ­რი გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც ფი­ნან­სურ სახ­სრებს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად აგ­რო­ვებს.

22 ივ­ნისს ნიუ-იორკში ფონ­დი დიდ გალა-კონ­ცერტს გა­მარ­თავს.

"ქა­ლე­ბი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სა­კუ­თარ შიშ­თან მარ­ტო­ნი არ უნდა დარ­ჩნენ, - გა­ნუ­ცხა­და ოქ­სა­ნამ RadarOnline.com-ს, - ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ძა­ლა­დო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი".

სა­ვა­რა­უ­დოდ, ოქ­სა­ნა გრი­გო­რე­ვა მსხვი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და­კავ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­ინ­ფორ­მა­ციო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბით ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ.

"ოქ­სა­ნას სი­მა­მა­ცე და სიმ­ტკი­ცე მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, - გა­ნა­ცხა­და ფონდ The Retreat-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ჯეფ­რი ფრიდ­მან­მა, - ის მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის სატ­კი­ვარს გა­ახ­მო­ვა­ნებს, რომ­ლებ­საც ში­შის გამო დღემ­დე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი უჭირთ".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Radaronline.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ოქსანა გრიგორევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს დაიცავს

ოქსანა გრიგორევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს დაიცავს

მელ გიბსონის ყოფილი საყვარელი და მისი შვილის დედა, რუსი პიანისტი ოქსანა გრიგორევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებებს დაიცავს. ცნობილი უფლებათა დამცველები მასთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ. გახმაურებული საქმის მთავარი გმირი საზოგადოებრივ პროექტს მართლაც დიდ რეკლამას გაუწევს.

ოქსანა გრიგორევამ სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც 2010 წლის გაზაფხულზე ჰოლივუდის ცნობილ მსახიობსა და რეჟისორ მელ გიბსონს დაშორდა. რუსი პაინისტის გამო გიბსონმა ცოლი და 7 შვილი მიატოვა. გრიგორევამ მსახიობს ქალიშვილი - ლუსიაც გაუჩინა, თუმცა წყვილმა ერთ წელიწადში განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. პიანისტმა გიბსონისგან 20 მლნ დოლარი მოითხოვა, თუმცა როდესაც მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, ოქსანამ განაცხადა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მას სცემდა. თავიდან 57 წლის გიბსონი ყველაფერს უარყოფდა. ხანგრძლივი სასამართლო გარჩევების შემდეგ იგი მშვიდობიან მოლაპარაკებას დათანხმდა და ყოფილ საყვარელს სოლიდური კომპენსაციაც გადაუხადა.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ გრიგორევა ამერიკული საქველმოქმედო ფონდის საპატიო წევრი გახდება, რომელიც ფინანსურ სახსრებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად აგროვებს.

22 ივნისს ნიუ-იორკში ფონდი დიდ გალა-კონცერტს გამართავს.

"ქალები ასეთ სიტუაციებში საკუთარ შიშთან მარტონი არ უნდა დარჩნენ, - განუცხადა ოქსანამ RadarOnline.com-ს, - ჩემთვის დიდი პატივია საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობა. ძალადობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი".

სავარაუდოდ, ოქსანა გრიგორევა მსხვილი ღონისძიებების ორგანიზებით დაკავდება, მაგალითად, საინფორმაციო კონფერენციებით ოჯახური ძალადობის შესახებ.

"ოქსანას სიმამაცე და სიმტკიცე მისაბაძი მაგალითი იქნება მათთვის, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, - განაცხადა ფონდ The Retreat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფრი ფრიდმანმა, - ის მრავალი ადამიანის სატკივარს გაახმოვანებს, რომლებსაც შიშის გამო დღემდე ხმამაღლა საუბარი უჭირთ".

მომზადებულია Radaronline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება