თუ თქვენ რაღაც მიზეზების გამო იმყოფებით უდაბნოში, სამხრეთ პოლუსზე ან ჩვენი პლანეტის სხვა რომელიმე წერტილში, ნაკლებსავარაუდოა, რომ თქვენ მობილური კავშირის ან ინტერნეტის გამოყენება შეგეძლოთ. ამ პრობლემის გადაჭრას კომპანია Google თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჰაერო ბურთების გამოყენებით აპირებს. სტრატოსფეროში დედამიწის გარშემო საჰაერო ბურთის "ჩამოკიდებით", უკაბელო ინტერნეტი პლანეტის ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი.
მასშტაბური პროექტის იდეა ლაბორატორია Google X Lab-ის თანამშრომლებს ეკუთვნის. პროექტის Project Loon-ის ფარგლებში დედამიწიდან 18-20 კმ-ის სიმაღლეზე მზის ელემენტებითა და საკომუნიკაციო აპარატურით აღჭურვილ ასობით ათას საჰაერო ბურთს გაუშვებენ.
ატმოსფეროს ზედა ფენებში, საჰაერო ბურთები ჰაერის სტაბილური ნაკადის ზემოქმედებით იმოძრავებენ. მათი სიმაღლის ცვლილებას და საჰაერო ნაკადში დარჩენას მართვის ერთიანი სისტემა მოახდენს
პროექტის ფარგლებში პირველი ექსპერიმენტები ამჟამად ავსტრალიაში ტარდება. ქვეყნის პემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში უკაბელო ინტერნეტის გავრცელების მიზნით ახალი ზელანდიის ცაში რამდენიმე საჰაერო ბურთს გაუშვებენ. წარმატების შემთხვევაში, სპეციალისტები პროექტის შემდგომი განვითარების საჭიროებასა და მის ფინანსურ მხარეზე იმსჯელებენ.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.