სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ რაჭველი: "ოდიშარიას საკუთარი თანამშრომლები უბრალოდ იყენებენ"
ნიკოლოზ რაჭველი: "ოდიშარიას საკუთარი თანამშრომლები უბრალოდ იყენებენ"

სა­ქარ­თვე­ლოს მუ­სი­კის ეროვ­ნულ ცენ­ტრში მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი პი­ა­ნის­ტის - ლექ­სო თო­რა­ძის კონ­ცერ­ტე­ბი ნი­კოლ რაჭ­ვე­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად ანშლა­გე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს... მე­ტის­მე­ტად და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად თა­ვად ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვი­თან­ხმეთ...

- სამ­წუ­ხა­როდ, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ჩვენს მი­მართ ერ­თობ გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს, ორ­კესტრის მუ­სი­კა­ლურ ხელ­მძღვა­ნელს უშუ­ა­ლოდ აკონ­ტრო­ლებ­დეს და მარ­თავ­დეს რა­ი­მე ტი­პის ჯგუ­ფი, მით უმე­ტეს სამ­თავ­რო­ბო. ეს ჰგავს წი­ნას­წარ გან­ზრა­ხულ სა­დამ­სჯე­ლო ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბას... თურ­მე უნდა ვი­ყურ­ყუ­ტო კვი­რა­ში ორ­ჯერ სა­ა­თო­ბით თათ­ბი­რებ­ზე, რაც ნიშ­ნავს, რომ რე­პე­ტი­ცი­ებს ვე­ღარ ჩა­ვა­ტა­რებ, მუ­სი­კას ვე­ღარ დავ­წერ, ვერ მო­ვემ­ზა­დე­ბი კონ­ცერ­ტე­ბის­თვის... ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბო­და ის, რომ გავ­გიჟ­დე­ბო­დი, ამეშ­ლე­ბო­და ნერ­ვე­ბი, დავ­წერ­დი გან­ცხა­დე­ბას და მე თვი­თონ წა­ვი­დო­დი... ჩვენ ვი­თხოვთ, ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მა მოხ­დეს. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მხო­ლოდ მე­ნე­ჯე­რი, ანუ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რე­ბი და­ნიშ­ნოს... სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი კი რო­გორც ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ევ­რო­პა­შია არ­ჩე­ვი­თი უნდა იყოს. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი, ვინც ხე­ლოვ­ნე­ბას ქმნის და ხელ­მძღვა­ნე­ლობს შე­მოქ­მე­დე­ბით კო­ლექ­ტივს, არ უნდა იყოს და­ნიშ­ნუ­ლი ამა თუ იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუ­ფალს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა და და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა არ შე­ეძ­ლე­ბა... თუნ­დაც უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი­დან რო­ბერტ სტუ­რუ­ას მა­გა­ლი­თი ძა­ლი­ან მკა­ფიო იყო...

- თქვენ მო­ი­აზ­რე­ბო­დით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტად, შო­უ­ებ­საც დი­რი­ჟო­რობ­დით...

- რა­ტომ მხო­ლოდ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის!? - მე მო­ვი­აზ­რე­ბო­დი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ფა­ვო­რი­ტა­დაც, ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თე მახ­სოვს ასე­ვე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის­გან.. მე და ჩემი ოჯა­ხი არა­სო­დეს და­ვი­ვი­წყებთ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას თა­ნად­გო­მას, სწო­რედ მისი დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლი სწავ­ლა ვე­ნა­ში და­შემ­დეგ მი­სი­ვე მოწ­ვე­ვით დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გა­ნაც არა­ერ­თხელ მიგ­რძვნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვინც შემ­დგომ მოვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ჩემს კონ­ცერ­ტებ­ზე ისიც ივ­ლის და ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბით კო­ლექ­ტივს აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვებს... რაც შე­ე­ხე­ბა "შო­უ­ებს", თუ თქვენ კონ­კრე­ტუ­ლად "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებს" გუ­ლის­ხმობთ, გოგი ცა­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბის ახა­ლი სა­ორ­კესტრო ვერ­სი­ე­ბით აჟ­ღე­რე­ბა ჩემ­თვის უპირ­ვე­ლე­სად, ეროვ­ნუ­ლი საქ­მე იყო და არა "შოუ". თუმ­ცა ცი­ხის კად­რე­ბი რომ გა­ვი­და, მე გა­ვა­კე­თე რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რი­თაც პრაქ­ტი­კუ­ლად და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემი აღ­შფო­თე­ბა და უძ­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ნიკოლოზ რაჭველი: "ოდიშარიას საკუთარი თანამშრომლები უბრალოდ იყენებენ"

ნიკოლოზ რაჭველი: "ოდიშარიას საკუთარი თანამშრომლები უბრალოდ იყენებენ"

საქართველოს მუსიკის ეროვნულ ცენტრში მსოფლიოში აღიარებული პიანისტის - ლექსო თორაძის კონცერტები ნიკოლ რაჭველის მხარდასაჭერად ანშლაგებით მიმდინარეობს... მეტისმეტად დაძაბული გრაფიკის მიუხედავად თავად ნიკოლოზ რაჭველი გულახდილ ინტერვიუზე დავითანხმეთ...

- სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრომ ჩვენს მიმართ ერთობ გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგა. ისტორიას არ ახსოვს, ორკესტრის მუსიკალურ ხელმძღვანელს უშუალოდ აკონტროლებდეს და მართავდეს რაიმე ტიპის ჯგუფი, მით უმეტეს სამთავრობო. ეს ჰგავს წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ხასიათის ქმედებას... თურმე უნდა ვიყურყუტო კვირაში ორჯერ საათობით თათბირებზე, რაც ნიშნავს, რომ რეპეტიციებს ვეღარ ჩავატარებ, მუსიკას ვეღარ დავწერ, ვერ მოვემზადები კონცერტებისთვის... ფინალი იქნებოდა ის, რომ გავგიჟდებოდი, ამეშლებოდა ნერვები, დავწერდი განცხადებას და მე თვითონ წავიდოდი... ჩვენ ვითხოვთ, ძირეული რეფორმა მოხდეს. კულტურის სამინისტრომ მხოლოდ მენეჯერი, ანუ გენერალური დირექტორები დანიშნოს... სამხატვრო ხელმძღვანელი კი როგორც ცივილიზებულ ევროპაშია არჩევითი უნდა იყოს. საერთოდ, ადამიანი, ვინც ხელოვნებას ქმნის და ხელმძღვანელობს შემოქმედებით კოლექტივს, არ უნდა იყოს დანიშნული ამა თუ იმ ხელისუფლების მიერ. ამ შემთხვევაში ხელისუფალს მისი პოლიტიკური ნიშნით გამოყენება და დავალებების მიცემა არ შეეძლება... თუნდაც უახლოესი წარსულიდან რობერტ სტურუას მაგალითი ძალიან მკაფიო იყო...

- თქვენ მოიაზრებოდით წინა ხელისუფლების ფავორიტად, შოუებსაც დირიჟორობდით...

- რატომ მხოლოდ წინა ხელისუფლების!? - მე მოვიაზრებოდი ზვიად გამსახურდიას ფავორიტადაც, ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს ასევე ედუარდ შევარდნაძისგან.. მე და ჩემი ოჯახი არასოდეს დავივიწყებთ ზურაბ ჟვანიას თანადგომას, სწორედ მისი დახმარებით შევძელი სწავლა ვენაში დაშემდეგ მისივე მოწვევით დავბრუნდი საქართველოში. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგანაც არაერთხელ მიგრძვნია განსაკუთრებული სითბო და დარწმუნებული ვარ, ვინც შემდგომ მოვა ხელისუფლებაში, ჩემს კონცერტებზე ისიც ივლის და ჩვენს შემოქმედებით კოლექტივს აპლოდისმენტებით დააჯილდოვებს... რაც შეეხება "შოუებს", თუ თქვენ კონკრეტულად "ვერის უბნის მელოდიებს" გულისხმობთ, გოგი ცაბაძის ნაწარმოების ახალი საორკესტრო ვერსიებით აჟღერება ჩემთვის უპირველესად, ეროვნული საქმე იყო და არა "შოუ". თუმცა ციხის კადრები რომ გავიდა, მე გავაკეთე რადიკალური განცხადება, რითაც პრაქტიკულად დავაფიქსირე ჩემი აღშფოთება და უძლური მდგომარეობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია