პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გათავისუფლდება თუ არა ვანო მერაბიშვილი გირაოთი?
გათავისუფლდება თუ არა ვანო მერაბიშვილი გირაოთი?

"ალი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა პრე­მი­ერს თხოვ­ნით მი­მარ­თა - ამ მძი­მე უწყე­ბი­დან მისი სხვა პოსტზე გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე. პრე­მი­ე­რი სუ­ბარს თავ­და­პირ­ვე­ლად დას­თან­ხმე­ბუ­ლა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ის მა­ინც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრად და­ტო­ვა. ამი­ტომ გავ­რცელ­და ხმე­ბი სო­ზა­რის ამ პოს­ტი­დან წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქვე ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გე­ტყვით. ძა­ლი­ან ბევ­რს ძი­ობ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ვინ და­ი­კა­ვებ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სო­ზარ სუ­ბა­რი სწო­რედ ამ პოსტზე მო­ი­აზ­რა, თუმ­ცა აგ­ვის­ტომ­დე ჯერ კი­დევ დიდი დროა, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­რე­გის­ტრირ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში სო­ზარ სუ­ბა­რი პრე­მი­ერ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე გა­და­იყ­ვა­ნოს.

სუ­ბა­რის უწყე­ბა დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დამ­ნა­შა­ვე ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, ალ­ბათ, ნელ-ნელა გა­ავ­სე­ბენ "კა­მე­რებს", პა­რა­ლე­ლუ­რად, იზ­რდე­ბა "ნა­ცე­ბით" მოს­ყი­დუ­ლი და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლის აგ­რე­სია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. წინა კვი­რას ჩვენ ვნა­ხეთ კონ­გრეს­მენ­თა მი­მარ­თვა, სა­დაც ისი­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გენმდივ­ნის და­ა­პა­ტიმ­რე­ბა მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით, ისი­ნი ერთი წა­მი­თაც არ უშ­ვე­ბენ, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს გირ­გვლი­ა­ნის სის­ხლში აქვს ხე­ლე­ბი გას­ვრი­ლი და ასე­ვე, იმ უდა­ნა­შა­უ­ლო მო­მი­ტინ­გე­ე­ბის სი­ცო­ცხლე ადევს კი­სერ­ზე, რო­მე­ლიც 26 მა­ისს და­ი­ღუპ­ნენ, სხვა შავ საქ­მე­ებ­ზე რომ აღარ ვი­ლა­პა­რა­კოთ. დღი­თი დღე იზ­რდე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფანკლუ­ბის წევრთა რი­ცხვი, ხოლო თა­ვად მე­რა­ბიშ­ვი­ლი შიმ­ში­ლო­ბას აცხა­დებს. მას კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ტვი­ნის ნა­ო­ჭე­ბი გა­ეხ­სნა და დღეს, რო­გორც არას­დროს იხ­ვე­წე­ბა, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჩა­მო­მარ­თვით, მა­ნამ­დე ამის­თვის არ მე­ცა­ლა, ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი და თქვენ "გის­მენ­დი­თო". მისი შიმ­ში­ლო­ბის დე­და­აზ­რია სა­კან­ში ტე­ლე­ვი­ზო­რის შე­ტა­ნა, და­ყა­და­ღე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის გახ­სნა, რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი და ცოტა ხან­ში ალ­ბათ, ინ­ტერ­ნეტ­სა და ნა­ნო­ტექ­ნო­ლო­გი­ებს მოგვ­თხოვს. "გაღ­ლე­ტილ ვა­ნოს" ავი­წყდე­ბა, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზუს­ტად იმ კა­ნო­ნით მოქ­მე­დებს, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" და­წე­რეს და რი­თიც თა­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ალი­ას" კი­თხვებს ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე პა­სუ­ხობს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი:

- ბა­ტო­ნო სო­ზარ, მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრად გა­და­გიყ­ვა­ნონ...

- ვერ გე­ტყვით, ჯერ­ჯე­რო­ბით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრად ვრჩე­ბი.

- ახლა "კვი­რის ქრო­ნი­კა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ საქ­მე­ზე მი­პა­სუ­ხეთ, რო­გორ შეჰ­ყავთ ცი­ხე­ში სექსმუ­შა­კე­ბი, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ვე­ლებ­თან ღა­მე­ე­ბი რჩე­ბი­ან და მათ 1000 ლარს უხ­დი­ან, ხოლო სექსმუ­შა­კე­ბი შე­ნიღ­ბულ­ნი არი­ან მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ეგი­დით.

- ახლა რომ გი­თხრათ, თემა მო­გო­ნი­ლია-მეთ­ქი, არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი. ეს ხდე­ბო­და და დღე­საც ხდე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი ქარ­თუ­ლი ციხე არ არის, პა­ტი­მა­რი ცდი­ლობს, ხელი მო­ა­წე­როს ქალ­ბა­ტო­ნებ­თან, რო­მელ­საც თქვენ სექსმუ­შა­კად მო­იხ­სე­ნი­ებთ, ხდე­ბა ფიქ­ცი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა, რა თქმა უნდა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, რომ პა­ტიმ­რებს ამ საქ­მე­ში არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ ეხ­მა­რე­ბი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ეძ­ლე­ვათ უფ­ლე­ბა, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ემ­ნე­ბი­სა.

- ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ოს საზ­რუ­ნა­ვი გახ­და, ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლია კონ­გრეს­მენ­თა ნა­წი­ლი და ისი­ნი თვლი­ან, რომ ვანო ცი­ხე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია. იმოქ­მე­დებს თუ არა და­სავ­ლე­თის ზე­წო­ლა და გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა თუ არა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გი­რა­ო­თი.

- ეს არის მუშა დო­კუ­მენ­ტი, მა­ნამ­დე მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რი არ ყო­ფი­ლა, სა­დაც ნახ­სე­ნე­ბი არ არის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად ჯერ ად­რეა ტექ­სტის შე­ფა­სე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამას დო­კუ­მენ­ტის სახე არ აქვს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტში მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რი აღარ იარ­სე­ბებს. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, რო­გორ გაჩ­ნდა ეს ჩა­ნა­წე­რი ბოლო დღეს, მა­შინ, როცა ერთი კვი­რის წინ პირ­ველ ვა­რი­ან­ტში მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რი არ არ­სე­ბობ­და. არ მინ­და კონ­კრე­ტულ გვარ-სა­ხე­ლებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კო, ვის შე­ეძ­ლო გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა კონ­გრეს­ზე და რო­გორ გაჩ­ნდა მე­რა­ბიშ­ვი­ლის გვა­რი ამ დო­კუ­მენ­ტში. კარ­გად მეს­მის, როცა წინა მთავ­რო­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის და­კა­ვე­ბა ხდე­ბა, ეს ყო­ველ­თვის იწ­ვევს ინ­ტე­რესს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ით­ვლე­ბა ამე­რი­კის მე­გობ­რად, სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტი­ნი­ო­რად, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ჩვენ ყვე­ლა­ნი კა­ნო­ნის წი­ნა­შე თა­ნა­ბარ­ნი ვართ და ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის და­ნა­შა­ულს ად­გენს პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ის ბრა­ლი, რაც ვანო მე­რა­ბიშ­ვილს აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, არის მე­ა­თე­დი იმ და­ნა­შა­უ­ლი­სა, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სჩა­დი­ო­და. სწო­რედ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ე.წ. ხერ­ხე­მა­ლი. ასე, რომ და­ვე­ლო­დოთ სა­სა­მარ­თლოს და ყვე­ლა და­ი­ნა­ხავს, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ, რა ხდე­ბო­და 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა კოშ­მა­რი ტრი­ა­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- კი მაგ­რამ, ევ­რო­პელ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კო­სებს ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვთ, რა ხდე­ბო­და წინა რე­ჟი­მის ცი­ხე­ებ­ში. ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა კი­დე­ვაც გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ, მათ ნა­ხეს ნა­წა­მე­ბი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, სი­გა­რე­ტე­ბით ამო­შან­თუ­ლი კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი, ხოლო ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილ­თან მი­სულ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ის­ტებ­ლიშ­მენ­ტმა ნახა დეპ­რე­სი­უ­ლი ვანო, რო­მელ­საც მო­ე­ნატ­რა ტე­ლე­ვი­ზო­რი, რა­დიო და 50 წიგ­ნი. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ასე­ვე ავ­რცე­ლებს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დებ­სა და სთხოვს ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ მას გა­ვიგ­ზავ­ნოთ კი­თხვე­ბი, რად­გან მა­ნამ­დე არ მე­ცა­ლაო...

- პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და ზო­გა­დად, მი­ნის­ტრე­ბის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცია და ხალ­ხს უნდა ჩა­ა­ბა­რო ან­გა­რი­ში, თუ რას აკე­თებ. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ ამ­დე­ნი ხნის მან­ძილ­ზე დუმ­და და იტყე­ბო­და, ეს ჩვე­ნი ბრა­ლი არ არის, მათ ეგო­ნათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­რა­დი­უ­ლად იქ­ნე­ბოდ­ნენ და შერ­ჩე­ბო­დათ ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, მაგ­რამ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ა­კე­თა სხვა არ­ჩე­ვა­ნი, მათ ტე­რორ­სა და ავ­ტო­რი­ტა­რიზმს უთხრა "არა" და აირ­ჩია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის პი­რო­ბებ­შიც ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რის არ შე­ე­შინ­დე­ბა და გან­სვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო არ დას­ჯი­ან ... სა­პა­ტიმ­რო­ში ყვე­ლა ერ­თნა­ირ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს და ციხე ყვე­ლას­თვის ერ­თია. არც ერთი პა­ტი­მა­რი დღეს პი­რო­ბებს არ უჩი­ვის და თუ ვინ­მეს პრე­ტენ­ზია აქვს, რო­გორც წესი ვრე­ა­გი­რებთ და ხში­რია, როცა პა­ტიმ­რე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი სხვა რა­მეა. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტერ­ვი­უ­ებს, ვა­ნოს ჰყავს ად­ვო­კა­ტი, შე­გიძ­ლი­ათ კი­თხვე­ბი გა­უგ­ზავ­ნოთ და მი­ი­ღოთ პა­სუ­ხე­ბი. მე­რა­ბიშ­ვი­ლი უნდა შე­ე­გუ­ოს იმ აზრს, რომ ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში. ეს არ არის ის კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მი­ი­ღეს. ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვვარ­დე­ბით ჩვენც და ისი­ნიც. რო­დე­საც ატყდა ხმა­უ­რი, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან შე­დი­ო­და ძველ­ბერ­ძნუ­ლი და ძველ­რო­მა­უ­ლი მი­თე­ბის წიგ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ველ­მა ამო­ხია რუკა, ამა­ზე ატყდა ამ­ბა­ვი, რო­გორ გა­ბე­დეს და წიგ­ნი­დან ფურ­ცლე­ბი რო­გორ ამო­მი­ხი­ე­სო. მეც და­ვინ­ტე­რეს­დი ამ საქ­მით და აღ­მოჩ­ნდა, რომ ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ იმ კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც 1962 წელ­საა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მიერ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რუ­კის შე­ტა­ნა ცი­ხე­ში აკ­რძა­ლუ­ლია. ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ველ­მა კარ­გად იცო­და კა­ნო­ნი, რო­გორც ჩანს, ძვე­ლი, მათი გა­მოწ­ვრთნი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და რუკა ამო­ხია, თვი­თონ რომ არ წა­სუ­ლი­ყო ცი­ხე­ში და ვა­ნოს რომ არ და­მა­ტე­ბო­და. ახა­ლი მუხ­ლი - აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თის ფლო­ბა ცი­ხე­ში. ჩვენ ამ მუხლს აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ცვლით, მაგ­რამ სა­ნამ არ­სე­ბობს ეს ჩა­ნა­წე­რი, მა­ნამ­დე კე­თი­ლი ინე­ბონ და კა­ნონს და­ე­მორ­ჩი­ლონ. მა­გა­ლი­თად, კი­დევ არის ასე­თი სუ­ლე­ლუ­რი კა­ნო­ნი: თუ სან­თე­ბე­ლა გაქვს სამ წელს გი­მა­ტე­ბენ. ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს არის გა­კე­თე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში არ­სად არ ხდე­ბა, რომ სან­თე­ბე­ლას გუ­ლის­თვის შე­იძ­ლე­ბა სამი წელი და­გი­მა­ტონ.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, ცი­ხე­ში ბუნ­ტი მოხ­დეს, თქვენ მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას ეს თემა წი­თელ ზო­ლად მიჰ­ყვე­ბა. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა შე­ი­ტა­ნოს ცი­ხის ბუნ­ტის მო­წყო­ბა­ში წვლი­ლი?

- ცი­ხე­ში არა­ვი­თა­რი მსგავ­სი რამ არ იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა არა­ვინ არაფ­რის­გან შე­ზღუ­დუ­ლი არ არის, არც ციხე, არც უნი­ვერ­სი­ტე­ტი, არც დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა... ჩვენ რომ ვთქვათ, არას­დროს არა­ფე­რი არ მოხ­დე­ბა, ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ნე­ბით მარ­თლე­ბი.

- ფაქ­ტია, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნას მარ­თვა­დი ქა­ო­სი. ჩვენ ვნა­ხეთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რო­გორ და­ი­ჭი­რა ორი პირი ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ და­ე­დოთ ბრა­ლი ია­რა­ღის შე­ნახ­ვა­ში და არა ტე­რო­რიზ­მში. ასე­ვე ვნა­ხეთ, რომ შსს-მ აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­მეგ­რე­ლო­ში და­მარ­ხუ­ლი სა­მა­ლა­ვე­ბი, ია­რა­ღით, ნარ­კო­ტი­კით და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით სავ­სე. თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა პრო­ვო­კა­ცია იგეგ­მე­ბო­და?

- თქვე­ნი კი­თხვის პირ­ველ ნა­წილს მინ­და გავ­ცე პა­სუ­ხი, ტე­რო­რის­ტე­ბი და­ი­ჭი­რეს და სა­ბო­ლო­ოდ ბრა­ლი არ წა­უ­ყე­ნეს, რო­გორც ტე­რო­რის­ტებ­სო. ამ ეტაპ­ზე ბრა­ლის წარ­დგე­ნა იმის­თვის, რომ ამ­ღკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ნი­სა­ზღვოს, ხდე­ბა იმ მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით, რაც არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ ია­რა­ღი, და­ნარ­ჩენს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. კარ­გად გვახ­სოვს ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში იყო პირ­ვე­ლი მუხ­ლი - ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, გზა­დაგ­ზა სხვა­დას­ხვა მუხ­ლე­ბი და­ე­მა­ტა ...

- აქვე ჩა­გე­კი­თხე­ბით, - მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი და რიზ­მან ომა­რო­ვი ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლე­ბი არი­ან და რუ­სე­თი ითხოვს, სა­ქარ­თვე­ლომ გა­დას­ცეს პა­ტიმ­რე­ბი. აპი­რებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის­თვის მათ გა­და­ცე­მას?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად რუ­სე­თი­დან მო­თხოვ­ნა არ ყო­ფი­ლა, ზო­გა­დად კი ჩვენ ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს ქვემ­დე­ბა­რე ვართ და ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, ასეთ გა­და­ცე­მებს ფრთხი­ლად ეკი­დე­ბი­ან ისი­ნი. გა­და­ცე­მა და­საშ­ვე­ბია, ოღონდ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე მათი გა­და­ცე­მა მოხ­დე­ბა თუ არა, ამას ვერ გე­ტყვით. რაც შე­ე­ხე­ბა თქვე­ნი კი­თხვის მე­ო­რე ნა­წილს, თუ რის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ და­მარ­ხუ­ლი ია­რა­ღი და ნარ­კო­ტი­კე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნი ხომ ვართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ამ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ არ შეც­ვლი­ლი­ყო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ად­გი­ლი არ დარ­ჩე­ბო­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­სით და­წყე­ბუ­ლი, ოპო­ზი­ცი­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყვე­ლას გა­ა­ნად­გუ­რებ­დნენ და და­ტო­ვებ­დნენ მხო­ლოდ მათ სა­ტე­ლიტ პარ­ტი­ებს, რომ­ლე­ბიც ვი­თომ გა­აკ­რი­ტი­კებ­დნენ. ასე რომ, ნე­ბის­მი­ე­რის­თვის გა­სა­გე­ბია, რის­თვის სჭირ­დე­ბო­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ­დე­ნი გა­და­მა­ლუ­ლი ია­რა­ღი. ასე­ვე, აღ­მო­ჩე­ნი­ლია კა­სე­ტე­ბი, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა და მათი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და არა მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბის. ახლა მეტს არ ვი­ტყვი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა ჯუფი იყო ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, რა ახალ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას­თან გვაქვს საქ­მე, ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლი იყო ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად მო­იხ­მარ­და, კერ­ძოდ, პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ას­თან და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ უკე­თებ­დნენ ნარ­კო­ტიკს, უდებ­დნენ ჯი­ბე­ში, არ­სე­ბობ­და ბან­დე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სად არ იყ­ვნენ გა­ფორ­მე­ბუ­ლე­ბი და ისე სჩა­დი­ოდ­ნენ გარ­კვე­ულ ბო­რო­ტე­ბებს, ცხა­დია, ასე­თი ბან­დე­ბის­თვის ია­რა­ღის, ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­წო­დე­ბა, რათა ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ში­ნე­ლე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი მე­თო­დია მსოფ­ლი­ოს დიქ­ტა­ტო­რულ ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის, ასე იყო სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

გათავისუფლდება თუ არა ვანო მერაბიშვილი გირაოთი?

გათავისუფლდება თუ არა ვანო მერაბიშვილი გირაოთი?

"ალიას" ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა პრემიერს თხოვნით მიმართა - ამ მძიმე უწყებიდან მისი სხვა პოსტზე გადაყვანის თაობაზე. პრემიერი სუბარს თავდაპირველად დასთანხმებულა, თუმცა საბოლოოდ ის მაინც სასჯელაღსრულების მინისტრად დატოვა. ამიტომ გავრცელდა ხმები სოზარის ამ პოსტიდან წასვლასთან დაკავშირებით. აქვე ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც გეტყვით. ძალიან ბევრს ძიობდნენ ჟურნალისტები, ვინ დაიკავებდა განათლების მინისტრის - გიორგი მარგველაშვილის თანამდებობას. ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა სოზარ სუბარი სწორედ ამ პოსტზე მოიაზრა, თუმცა აგვისტომდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ვიდრე ოფიციალურად არ დარეგისტრირდება ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ საბოლოო ჯამში სოზარ სუბარი პრემიერმა განათლების მინისტრის პოსტზე გადაიყვანოს.

სუბარის უწყება დღეს აქტუალურია, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ჩინოვნიკები, ალბათ, ნელ-ნელა გაავსებენ "კამერებს", პარალელურად, იზრდება "ნაცებით" მოსყიდული დასავლეთის ნაწილის აგრესია, ახალი ხელისუფლების მიმართ. წინა კვირას ჩვენ ვნახეთ კონგრესმენთა მიმართვა, სადაც ისინი ვანო მერაბიშვილის პატიმრობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენმდივნის დააპატიმრება მოხდა პოლიტიკური მოტივებით, ისინი ერთი წამითაც არ უშვებენ, რომ ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და ასევე, იმ უდანაშაულო მომიტინგეების სიცოცხლე ადევს კისერზე, რომელიც 26 მაისს დაიღუპნენ, სხვა შავ საქმეებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ. დღითი დღე იზრდება ვანო მერაბიშვილის ფანკლუბის წევრთა რიცხვი, ხოლო თავად მერაბიშვილი შიმშილობას აცხადებს. მას კომუნიკაციის ტვინის ნაოჭები გაეხსნა და დღეს, როგორც არასდროს იხვეწება, ინტერვიუები ჩამომართვით, მანამდე ამისთვის არ მეცალა, ჩაკეტილი ვიყავი და თქვენ "გისმენდითო". მისი შიმშილობის დედააზრია საკანში ტელევიზორის შეტანა, დაყადაღებული ანგარიშების გახსნა, რადიომიმღები და ცოტა ხანში ალბათ, ინტერნეტსა და ნანოტექნოლოგიებს მოგვთხოვს. "გაღლეტილ ვანოს" ავიწყდება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზუსტად იმ კანონით მოქმედებს, რაც "ნაციონალებმა" დაწერეს და რითიც თავად ხელმძღვანელობდა ამ წლების განმავლობაში.

"ალიას" კითხვებს ამ და სხვა საკითხებზე პასუხობს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი:

- ბატონო სოზარ, მაქვს ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შეიძლება განათლების მინისტრად გადაგიყვანონ...

- ვერ გეტყვით, ჯერჯერობით სასჯელაღსრულების მინისტრად ვრჩები.

- ახლა "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ საქმეზე მიპასუხეთ, როგორ შეჰყავთ ციხეში სექსმუშაკები, ქალბატონები, რომლებიც ციხის ზედამხედველებთან ღამეები რჩებიან და მათ 1000 ლარს უხდიან, ხოლო სექსმუშაკები შენიღბულნი არიან მონიტორინგის ჯგუფის წევრების ეგიდით.

- ახლა რომ გითხრათ, თემა მოგონილია-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ეს ხდებოდა და დღესაც ხდება. გამონაკლისი ქართული ციხე არ არის, პატიმარი ცდილობს, ხელი მოაწეროს ქალბატონებთან, რომელსაც თქვენ სექსმუშაკად მოიხსენიებთ, ხდება ფიქციური ქორწინება, რა თქმა უნდა, დარწმუნებული არ ვარ, რომ პატიმრებს ამ საქმეში არაკეთილსინდისიერი თანამშრომლები არ ეხმარებიან, შესაბამისად, მათ ეძლევათ უფლება, კანონით გათვალისწინებული გრძელვადიანი პაემნებისა.

- ვანო მერაბიშვილი მსოფლიოს საზრუნავი გახდა, ძალიან შეწუხებულია კონგრესმენთა ნაწილი და ისინი თვლიან, რომ ვანო ციხეში პოლიტიკური პატიმარია. იმოქმედებს თუ არა დასავლეთის ზეწოლა და გათავისუფლდება თუ არა ვანო მერაბიშვილი გირაოთი.

- ეს არის მუშა დოკუმენტი, მანამდე მსგავსი ჩანაწერი არ ყოფილა, სადაც ნახსენები არ არის ვანო მერაბიშვილი, შესაბამისად ჯერ ადრეა ტექსტის შეფასება, ვინაიდან ამას დოკუმენტის სახე არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერი აღარ იარსებებს. ძალიან უცნაურია, როგორ გაჩნდა ეს ჩანაწერი ბოლო დღეს, მაშინ, როცა ერთი კვირის წინ პირველ ვარიანტში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდა. არ მინდა კონკრეტულ გვარ-სახელებზე ვილაპარაკო, ვის შეეძლო გავლენა მოეხდინა კონგრესზე და როგორ გაჩნდა მერაბიშვილის გვარი ამ დოკუმენტში. კარგად მესმის, როცა წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება ხდება, ეს ყოველთვის იწვევს ინტერესს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ითვლება ამერიკის მეგობრად, სტრატეგიულ პარტინიორად, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ყველანი კანონის წინაშე თანაბარნი ვართ და ამა თუ იმ პიროვნების დანაშაულს ადგენს პროკურატურა და სასამართლო. დარწმუნებული ვართ, ის ბრალი, რაც ვანო მერაბიშვილს აქვს წაყენებული, არის მეათედი იმ დანაშაულისა, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა. სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო დანაშაულებრივი ხელისუფლების ე.წ. ხერხემალი. ასე, რომ დაველოდოთ სასამართლოს და ყველა დაინახავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, რა კოშმარი ტრიალებდა საქართველოში.

- კი მაგრამ, ევროპელ უფლებადამცველებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსებს ძალიან კარგად ახსოვთ, რა ხდებოდა წინა რეჟიმის ციხეებში. ლევან ბერძენიშვილმა კიდევაც გაიხსენა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს უფლებადამცველები ჩამოვიდნენ, მათ ნახეს ნაწამები, გაუბედურებული, სიგარეტებით ამოშანთული კონტროლის პალატის ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი, ხოლო ივანე მერაბიშვილთან მისულმა უფლებადამცველთა ისტებლიშმენტმა ნახა დეპრესიული ვანო, რომელსაც მოენატრა ტელევიზორი, რადიო და 50 წიგნი. ვანო მერაბიშვილი ასევე ავრცელებს საგანგებო განცხადებსა და სთხოვს ჟურნალისტებს, რომ მას გავიგზავნოთ კითხვები, რადგან მანამდე არ მეცალაო...

- პრემიერ-მინისტრისა და ზოგადად, მინისტრების პირდაპირი მოვალეობაა ჟურნალისტებთან და ხალხთან კომუნიკაცია და ხალხს უნდა ჩააბარო ანგარიში, თუ რას აკეთებ. ვანო მერაბიშვილი რომ ამდენი ხნის მანძილზე დუმდა და იტყებოდა, ეს ჩვენი ბრალი არ არის, მათ ეგონათ, რომ ხელისუფლებაში მარადიულად იქნებოდნენ და შერჩებოდათ ის ყველაფერი, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ქართველმა ხალხმა გააკეთა სხვა არჩევანი, მათ ტერორსა და ავტორიტარიზმს უთხრა "არა" და აირჩია ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ტელეფონზე საუბრის არ შეეშინდება და განსვავებული აზრის გამო არ დასჯიან ... საპატიმროში ყველა ერთნაირ პირობებში ცხოვრობს და ციხე ყველასთვის ერთია. არც ერთი პატიმარი დღეს პირობებს არ უჩივის და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, როგორც წესი ვრეაგირებთ და ხშირია, როცა პატიმრების მოთხოვნის საფუძველი სხვა რამეა. რაც შეეხება ინტერვიუებს, ვანოს ჰყავს ადვოკატი, შეგიძლიათ კითხვები გაუგზავნოთ და მიიღოთ პასუხები. მერაბიშვილი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ვერასოდეს იქნება განსხვავებულ პირობებში. ეს არ არის ის კანონები, რომლებიც მათ მიიღეს. ზოგჯერ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ვვარდებით ჩვენც და ისინიც. როდესაც ატყდა ხმაური, ვანო მერაბიშვილთან შედიოდა ძველბერძნული და ძველრომაული მითების წიგნები, საიდანაც ციხის ზედამხედველმა ამოხია რუკა, ამაზე ატყდა ამბავი, როგორ გაბედეს და წიგნიდან ფურცლები როგორ ამომიხიესო. მეც დავინტერესდი ამ საქმით და აღმოჩნდა, რომ ციხის ზედამხედველები ხელმძღვანელობდნენ იმ კანონით, რომელიც 1962 წელსაა შემუშავებული საბჭოთა კავშირის მიერ, რომლის მიხედვითაც რუკის შეტანა ციხეში აკრძალულია. ციხის ზედამხედველმა კარგად იცოდა კანონი, როგორც ჩანს, ძველი, მათი გამოწვრთნილი თანამშრომელი იყო და რუკა ამოხია, თვითონ რომ არ წასულიყო ციხეში და ვანოს რომ არ დამატებოდა. ახალი მუხლი - აკრძალული ნივთის ფლობა ციხეში. ჩვენ ამ მუხლს აუცილებლად შევცვლით, მაგრამ სანამ არსებობს ეს ჩანაწერი, მანამდე კეთილი ინებონ და კანონს დაემორჩილონ. მაგალითად, კიდევ არის ასეთი სულელური კანონი: თუ სანთებელა გაქვს სამ წელს გიმატებენ. ეს "ნაციონალების" დროს არის გაკეთებული, მსოფლიოში არსად არ ხდება, რომ სანთებელას გულისთვის შეიძლება სამი წელი დაგიმატონ.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ციხეში ბუნტი მოხდეს, თქვენ მინისტრად დანიშვნას ეს თემა წითელ ზოლად მიჰყვება. რამდენად შესაძლებელია, რომ ვანო მერაბიშვილმა შეიტანოს ციხის ბუნტის მოწყობაში წვლილი?

- ციხეში არავითარი მსგავსი რამ არ იგეგმება, თუმცა არავინ არაფრისგან შეზღუდული არ არის, არც ციხე, არც უნივერსიტეტი, არც დევნილთა დასახლება... ჩვენ რომ ვთქვათ, არასდროს არაფერი არ მოხდება, ნამდვილად არ ვიქნებით მართლები.

- ფაქტია, რომ კონკრეტული ადამიანების ჯგუფი დაინტერესებულია, საქართველოში შექმნას მართვადი ქაოსი. ჩვენ ვნახეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორ დაიჭირა ორი პირი ტერორიზმის ბრალდებით, თუმცა გაუგებარია, რატომ დაედოთ ბრალი იარაღის შენახვაში და არა ტერორიზმში. ასევე ვნახეთ, რომ შსს-მ აღმოაჩინა სამეგრელოში დამარხული სამალავები, იარაღით, ნარკოტიკით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე. თქვენი ინფორმაციით, რა პროვოკაცია იგეგმებოდა?

- თქვენი კითხვის პირველ ნაწილს მინდა გავცე პასუხი, ტერორისტები დაიჭირეს და საბოლოოდ ბრალი არ წაუყენეს, როგორც ტერორისტებსო. ამ ეტაპზე ბრალის წარდგენა იმისთვის, რომ ამღკვეთი ღონისძიება განისაზღვოს, ხდება იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც არის დადასტურებული. გამოძიებისთვის დადასტურებული იყო, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ იარაღი, დანარჩენს გამოძიება დაადგენს. კარგად გვახსოვს ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში იყო პირველი მუხლი - ეკონომიკური დანაშაული, გზადაგზა სხვადასხვა მუხლები დაემატა ...

- აქვე ჩაგეკითხებით, - მიკაილ კადიევი და რიზმან ომაროვი ინტერპოლის მიერ ძებნილები არიან და რუსეთი ითხოვს, საქართველომ გადასცეს პატიმრები. აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის მათ გადაცემას?

- ჯერჯერობით ოფიციალურად რუსეთიდან მოთხოვნა არ ყოფილა, ზოგადად კი ჩვენ ევროსასამართლოს ქვემდებარე ვართ და ვხელმძღვანელობთ ევროსასამართლოს წინაშე გადაწყვეტილებებით, ასეთ გადაცემებს ფრთხილად ეკიდებიან ისინი. გადაცემა დასაშვებია, ოღონდ გარკვეული პირობების შემთხვევაში, თუმცა ამ ეტაპზე მათი გადაცემა მოხდება თუ არა, ამას ვერ გეტყვით. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, თუ რისთვის სჭირდებოდათ დამარხული იარაღი და ნარკოტიკები, თითოეული ჩვენთაგანი ხომ ვართ დარწმუნებული, ამ ქვეყანაში ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისთვის ადგილი არ დარჩებოდა, თავისუფალი პრესით დაწყებული, ოპოზიციურ-პოლიტიკური ლიდერებით დამთავრებული ყველას გაანადგურებდნენ და დატოვებდნენ მხოლოდ მათ სატელიტ პარტიებს, რომლებიც ვითომ გააკრიტიკებდნენ. ასე რომ, ნებისმიერისთვის გასაგებია, რისთვის სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას ამდენი გადამალული იარაღი. ასევე, აღმოჩენილია კასეტები, სადაც აღბეჭდილია პატიმრების წამება და მათი გაუპატიურება და არა მხოლოდ პატიმრების. ახლა მეტს არ ვიტყვი, ყველაფერი გამოჩნდება და გამოძიება დაადგენს. თუ კონკრეტულად რა ჯუფი იყო ამ ვიდეოჩანაწერების შეგროვებით დაკავებული, რა ახალ მტკიცებულებასთან გვაქვს საქმე, ასევე აღმოჩენილი იყო ნარკოტიკული ნივთიერებები, რასაც წინა ხელისუფლება აქტიურად მოიხმარდა, კერძოდ, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვგულისხმობ იმას, რომ უკეთებდნენ ნარკოტიკს, უდებდნენ ჯიბეში, არსებობდა ბანდები, რომლებიც არსად არ იყვნენ გაფორმებულები და ისე სჩადიოდნენ გარკვეულ ბოროტებებს, ცხადია, ასეთი ბანდებისთვის იარაღის, ნარკოტიკების მიწოდება, რათა ყველანაირი საშინელება გაეკეთებინათ, ძალიან გამოცდილი მეთოდია მსოფლიოს დიქტატორულ ქვეყნებში, მათ შორის, ასე იყო საქართველოშიც.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ