ჩოხატაურში, მდინარე სუფსის პირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის და სპორტული სკოლის თანამშრომლებმა ხელჩართული ჩხუბი გამართეს. ინციდენტის მონაწილენი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე, "გურია ნიუსის" კამერა გამოჩნდა.
მას შემდეგ, რაც "გურია ნიუსმა" ინციდენტი გააშუქა, რედაქციაში მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები გაისმა. სპორტული სკოლის მთავარი სპეციალისტი, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტიური სახე, გია ნინიძე ჟურნალისტს ტელეფონით დაუკავშირდა და "რჩევა-დარიგება" მისცა. "იქ აღმოჩნდით, სადაც არ უნდა ყოფილიყავით. შვილების პატრონი ხართ და არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაცეები გადავიღოთ”, - დაიმუქრა ნინიძე.